განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.08.2018
საქმის ნომერი
330210016001634577
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
09.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001634577

№2ბ/5435-2017

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

13 ივნისი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი - გელა ქირია

მოსამართლეები - ოთარ სიჭინავა, ამირან ძაბუნიძე

 

სხდომის მდივანი – ნანა კაბულაშვილი

 

აპელანტი - ს----------–-----------–------------–-----------------------

წარმომადგენელი - ნ--------–---

 

მოწინააღმდეგე მხარე - შ-------------

წარმომადგენლები - ი---------–---–-, გ---------------–---–-

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 15.06.2017 წლის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 15.06.2017 წლის გადაწყვეტილებით ს----------–-----------–------------–-----------------------ს სასარჩელო მოთხოვნა შ-- ხ------ს მიმართ 198 141,87 ლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2----–-–---- აგვისტოს ს----------–-----------–------------–-----------------------ს (შემსყიდველი) და შ-- „---------ს (მიმწოდებელი) შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N--------- ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების შესაბამისად, შ-- ხ------ს პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამა „--------------–---–- - საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროგრამის დაფინანსების ფარგლებში უნდა განეხორციელებინა თ------–------- #- საჯარო სკოლის სარემონტო სამუშაოების ჩატარება. შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება განისაზღვრა 403 245 ლარით, ამასთან, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების დანართში მითითებული მასალის მიწოდების შემთხვევაში, შ-- „-------- ვალდებული იყო სამუშაო შეესრულებინა მიწოდებული მასალით.

 

2----–-–----4 ნოემბერს განხორციელებული შეთანხმებით 2----–-–---------------ს ხელშეკრულებაში მითითებული საერთო ღირებულება გაიზარდა 718 788,40 ლარამდე(ს.ფ 20-28, 29, 30).

 

2----–-–---------------ს ს----------–-----------–------------–-----------------------სა და შ-- „ხ------ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების შესაბამისად, შ-- „ხ------მ“ იკისრა ქო----–---------ე საჯარო სკოლის სარემონტო სამუშაოების შესრულება 436 910 ლარის მოცულობით. შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების დანართში მითითებული მასალის მიწოდების შემთხვევაში შ-- „-------- ვალდებული იყო სამუშაო შეესრულებინა მიწოდებული მასალით.

 

2----–-–----4 ნოემბერს შედგენილი შეთანხმების შესაბამისად ხელშეკრულების ღირებულება გაიზარდა 968915,54 ლარამდე (ს.ფ 47-55, 56, 57).

 

2----–-–---------------ს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად შ-- ხ------მ იკისრა ო--- #- საჯარო სკოლის სარემონტო სამუშაოების ჩატარება. სარემონტო სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 390 286 ლარით. ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების შესაბამისად ხელშეკრულების დანართში მითითებული მასალის მიწოდების შემთხვევაში შ-- „-------- ვალდებული იყო სამუშაო შეესრულებინა მიწოდებული მასალით. 2----–-–----4 ნოემბერს შედგენილი შეთანხმებით სახელშეკრულებო ღირებულება გაიზარდა 533 256,54 ლარამდე (ს.ფ 69-77, 78, 79).

 

2----–-–---------------ს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად, შ-- „ხ------მ“ იკისრა ა-------ს რაიო--- სოფელ კ---------ს საჯარო სკოლის სარემონტო სამუშაოების ჩატარება. სარემონტო სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 255 615 ლარით. ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების შესაბამისად ხელშეკრულების დანართში მითითებული მასალის მიწოდების შემთხვევაში შ-- „-------- ვალდებული იყო სამუშაო შეესრულებინა მიწოდებული მასალით. 2----–-–-------------ს შედგენილი შეთანხმებით სამშენებლო სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2--- წლის 25 აპრილი (ს.ფ 89-97, 98, 99);

 

2----–-–---------------ს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად შ-- „ხ------მ“ იკისრა ა---––---- რაიო--- სოფელ ხ------ს საჯარო სკოლის სარემონტო სამუშაოების ჩატარება. სარემონტო სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 272 000 ლარით. ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების შესაბამისად ხელშეკრულების დანართში მითითებული მასალის მიწოდების შემთხვევაში შ-- „-------- ვალდებული იყო სამუშაო შეესრულებინა მიწოდებული მასალით. 2--- წლის 23 იანვარს შედგენილი შეთანხმებით სამშენებლო სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2---წლის 25აპრილი (ს.ფ 114-122, 123, 124);

 

2----–-–---------------ს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად შ-- „ხ------მ“ იკისრა გ-----ს რაიო--- სოფელ ქ-------------- საჯარო სკოლის სარემონტო სამუშაოების ჩატარება. სარემონტო სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 656 701 ლარით. ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების შესაბამისად ხელშეკრულების დანართში მითითებული მასალის მიწოდების შემთხვევაში შ-- „-------- ვალდებული იყო სამუშაო შეესრულებინა მიწოდებული მასალით. 2----–-–----4 ნოემბერს შედგენილი შეთანხმების შესაბამისად ხელშეკრულების ღირებულება გაიზარდა 722 051.25 ლარამდე. ხოლო, 2--- წლის 10 სექტემბრის შეთანხმებით, სამუშაოს საერთო ღირებულება განისაზღვრა 886 174ლარის ოდენობით (ს.ფ 139-147, 148-151).

 

2----–-–----3 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად შ-- „ხ------მ“ იკისრა კ---------ს ხეობის სოფელ ა–----ს საჯარო სკოლის სარემონტო სამუშაოების ჩატარება. სარემონტო სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 538 538.05 ლარით. ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების შესაბამისად ხელშეკრულების დანართში მითითებული მასალის მიწოდების შემთხვევაში შ-- „-------- ვალდებული იყო სამუშაო შეესრულებინა მიწოდებული მასალით. 2006 წლის 7 სექტემბერს შედგენილი შეთანხმების შესაბამისად ხელშეკრულების ღირებულება გაიზარდა 580 759.92 ლარამდე. ხოლო, 2----–-–----- ოქტომბრის შეთანხმებით, სამუშაოს საერთო ღირებულება განისაზღვრა 1 147 271.70 ლარის ოდენობით (ს.ფ 158-170).

 

შ-- „---------ს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად ს----------–-----------–------------–-----------------------სა და შ-- „---------ს შორის გაფორმდა 2----–-–--------------ს N--, 2----–-–-----------------ს N--- და 2----–-–------------------ს N--- მიღება-ჩაბარების აქტები, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ შ-- „ხ------ს“ საკუთრების უფლებით გადაცემის გარეშე, მომსახურების გაწევის მიზნით უსასყიდლოდ გადასცა 204 916.85 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალები (ს.ფ 185-186, 187- 188, 189).

 

2008 წლის 5--------ს მიღება-ჩაბარების აქტების: N---ა-471-ა-59ა თანახმად, შ-- „---------მ ს----------–-----------–------------–-----------------------ს მიერ საკუთრების უფლების გადაცემის გარეშე მომსახურების გაწევის მიზნით (უსასყიდლოდ) გადაცემული სამშენებლო მასალებიდან დაუბრუნა 84.98 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალები.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, მენარდეს ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოები შესრულებული აქვს სრულად და შესაბამისი ხარისხით.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი მტკიცების ტვირთის ობიექტურად განაწილების სტანდარტზე და განმარტა, რომ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოთა სრულყოფილად შესრულების პირობებში ამავე მომსახურების არა მოსარჩელისგან მიღებული მასალით არამედ სხვა მასალის გამოყენებით ჩატარების ფაქტი უნდა დაადასტუროს მოსარჩელე მხარემ. ამ გარემოების დასადასტურებლად ს----------–-----------–------------–-----------------------ს მტკიცებულებანი არ წარმოუდგენია და იმ ვითარებაში, როდესაც შ-- „ხ------ს“ მიერ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარებულია სრული მოცულობით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოპასუხემ სრულად აითვისა და გამოიყენა სწორედ მოსარჩელისგან გადაცემული სამშენებლო მასალები (ს.ფ 185-186, 187-188, 189).

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლზე, რომლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს----------–-----------–------------–-----------------------სა და შ-- „ხ------ს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ შვიდი ხელშეკრულება, მხარეთა შორის წარმოიშვა ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობა და მენარდის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებანი შესრულებულია სრულყოფილად.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო კოდექსის 646-ე მუხლის 2-ე ნაწილის დანაწესზე, რომლის შესაბამისად, მენარდე პასუხს აგებს შემკვეთის მასალის არასწორი გამოყენებისათვის. მენარდე მოვალეა წარუდგინოს შემკვეთს მასალის ხარჯვის ანგარიში და დაუბრუნოს მას დარჩენილი მასალა. დასახელებული ნორმის ჰიპოთეზა მიუთითებს იმ პირობებსა და გარემოებებზე, რომელთა არსებობა ან დადგომა აუცილებელია ამ ნორმით დადგენილი წესის განხორციელებისათვის. კერძოდ, დამკვეთის მიერ გადაცემული დარჩენილი ან გამოუყენებელი მასალის გადაცემის ვალდებულება მენარდეს გააჩნია მხოლოდ ასეთი ხასიათის მასალის ობიექტურად არსებობის პირობებში.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ს----------–-----------–------------–-----------------------ს მიერ მიღებული სარემონტო მასალები შ-- „ხ------მ“ გამოიყენა სრულად, ხოლო, დარჩენილი ნაწილი დააბრუნა. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა მოკლებული ფაქტობრივ დასაბუთებას და არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

 

სასამართლოს მოსაზრებით, შ-- „ხ------სა“ და მოსარჩელეს შორის გაფორმებული გარიგებანი შინაარსით ნარდობის ხელშეკრულებებია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო, უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის დანაწესით ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის კონტექსტში სასამართლომ ყურადღება გაამახვილა 2----–-–-------------ს შედგენილ მიღება-ჩაბარების აქტზე, რომლის მიხედვით ს----------–-----------–------------–-----------------------ს წამომადგენელმა შ-- „ხ------სგან“ მიიღო გამოუყენებელი პროდუქცია ღირებულებით 84,98 ლარი. აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელისთვის 2----–-–-------------ს გახდა ცნობილი, რომ შ-- „ხ------მ“ არ დააბრუნა 198 141.87 ლარის ღირებულების სარემონტო მასალები და სასამართლოს დასკვნით სასარჩელო ხანდაზმულობის დინების სამწლიანი პერიოდი სწორედ 2----–-–-------------დან უნდა აითვალოს, რომლის ამოწურვის თარიღია 2----–-–-------------ი. ს----------–-----------–------------–-----------------------მ სასამართლოს სარჩელით მიმართა 2----–-–----------------ს, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

ზემოაღწერილი მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ შ-- ხ------ს მიმართ წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელია, ხანდაზმულია და არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.

 

სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტის მოსაზრებით, უდავოდ არის დადასტურებული ს------------- მიერ შ-- "ხ------სთვის" სამი მიღება-ჩაბარების აქტით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად სამშენებლო მასალების გადაცემის ფაქტი, სულ 204 916.85 ლარის ღირებულების. ამასთან, სასამართლოს ყურადღება არ გაუმახვილებია იმ გარემოებაზე, რომ შ-- "ხ------ს" ს----------–-----------–------------–-----------------------ში არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მათ მიერ სრულად იქნა გამოყენებული ზემოაღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტებით გადაცემული სამშენებლო მასალები. შესაბამისად, მტკიცების ტვირთი იმისა, რომ აღნიშნული მასალები ნამდვილად გამოყენებულ იქნა მათ მიერ, სწორედ შ-- "ხ------ს" ეკისრებოდა, რაც მათი მხრიდან არ განხორციელებულა.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ გადაწყვეტილებით სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოპასუხემ სრულად აითვისა და გამოიყენა სწორედ მოსარჩელისგან გადაცემული სამშენებლო მასალები, რაც უსაფუძვლოა. სადავო სწორედ ის ფაქტია, რომ მოპასუხეს არ წარმოუდგენია მისთვის საკუთრების უფლების გადაცემის გარეშე მიღება-ჩაბარების N--, N--- და N--- აქტებით გადაცემული მასალების გახარჯვისა და გამოყენების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი. ამ პირობებში კი სასამართლოს მხრიდან დადასტურებულად იმის მიჩნევა, რომ სადავო მასალები სრულად იქნა გამოყენებული და ამასთან, ამავე მიღება-ჩაბარების აქტებზე დაყრდნობით აღნიშნული დასკვნის გაკეთება არის დაუსაბუთებელი. ამასთან, განსახილველი სამართალურთიერთობა არ არის ხანდაზმული, რამდენადაც სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობს არა სახელშეკრულებო, არამედ უსაფუძვლო გამდიდრების შესაბამისი ნორმებიდან, შესაბამისად სასარჩელო მოთხოვნა არ არის ხანდაზმული და იგი ექვემდებარება სრულ დაკმაყოფილებას.

 

აპელანტის განმარტებით, უდავოა ის ფაქტი, რომ ვალდებულება შესრულდა, რაც დადასტურებულია სარჩელის 1-7 დანართებში წარმოდგენილი სამუშაოს დასრულების აქტებით, კერძოდ, 2--- წლის შესაბამის თვეებში ყველა სკოლაში სარემონტო სამუშაოები დასრულებული იყო, ამასთან, სამუშაოს დასრულების აქტებს თან ერთოდა ფორმა 2-ები, რომლებშიც არ აღინიშნებოდა გ------–------------–------------------------ მიერ შ-- "ხ------სთვის" 2----–-–----- ნოემბრისNN--, 2----–-–-----------------ს N--- და 2----–-–------------------ს NN--- მიღება-ჩაბარების აქტებით უსასყიდლოდ და საკუთრების უფლების გადაცემის გარეშე მიღებული სამშენებლო მასალების ნულოვანი გაფასება, გარდა თუნუქისა, რისი ღირებულებაც გამოკლებულია სასარჩელო მოთხოვნის ოდენობაზე. შესაბამისად, სწორედ სამუშაოს დასრულების აქტებში მითითებული თარიღების შესაბამისად უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის ათვლა და უნდა გამოეყენებინა 128.3 მუხლი, რომლის თანახმად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. შესაბამისად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გამოყენება, მაშინ როცა მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყდა ვალდებულების შესრულებით, არასწორია ლოგიკური და სამართლებრივად სწორი იქნებოდა არა 3-წლიანი, არამედ 10 წლიანი ხანდაზმულობის ვადის გავრცელება, თანახმად სკ-ის 976.1“ა“ და 128.3 მუხლებისა. სარჩელი აღძრულ იქნა 2016 წლის 06 დეკემბერს, შესაბამისად, სარჩელის აღძვრის მომენტისთვის გასული არ იყო ხანდაზმულობის 10 წლიანი ვადა.

 

საქმის სააპელაციო წესით განხილვისას აპელანტმა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა შ-- ,,ხ------სთვის“ 27 701.55 ლარის გადახდის დაკისრება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ უდაოდ დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:

 

დადგენილია და სადავო არ არის, რომ ს----------–-----------–------------–-----------------------სა და შ-- „ხ------ს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ შვიდი ხელშეკრულება. მხარეთა შორის წარმოიშვა ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობა. მენარდემ სახელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა სრულად, ხოლო შემკვეთმა მიიღო შესრულება და მენარდეს გადაუხადა შეთანხმებული საზღაური.

 

მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების სპეციფიკური პირობები შეიცავს ერთგვაროვან ჩანაწერს: შემსყიდველის მიერ დანართში მითითებული მასალის მიწოდების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაო განახორციელოს მიწოდებული მასალით.

 

მენარდემ ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად დამკვეთისგან, სამი მიღება - ჩაბარების აქტით, უსასყიდლოდ, მიიღო 204 916.85 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალები, საიდანაც 2008 წლის 5--------ს მიღება-ჩაბარების აქტით, უკან დააბრუნა მხოლოდ 84.98 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალა (ს/ფ 190).

 

პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო, შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 646-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მენარდე პასუხს აგებს შემკვეთის მასალის არასწორი გამოყენებისათვის. მენარდე მოვალეა წარუდგინოს შემკვეთს მასალის ხარჯვის ანგარიში და დაუბრუნოს მას დარჩენილი მასალა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მენარდე არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას და აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ მან სრულად გამოიყენა მიღებული მასალა, ხოლო დარჩენილი ნაწილი დაუბრუნა შემკვეთს. გამოყენებული მასალა აისახა შესაბამის დოკუმენტებში, რაც გადაეცა დამკვეთს, რომლისგან რაიმე პრეტენზიები არ გამოთქმულა. შესრულებული სამუშაოების და მასალების ხარჯვის კანონიერება შემოწმებული იქნა როგორც კონტროლის პალატის ისე პროკურატურის მიერ და რაიმე მნიშვნელოვანი დარღვევები არ გამოვლენილა. დღეისათვის დამკვეთის მასალების ხარჯვასთან დაკავშირებით დოკუმენტაცია საწარმოში არ ინახება, შენახვის ხანდაზმულობის გამო და დამატებით რაიმე მტკიცებულების წარმოდგენა არ შეუძლია.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის პრეტენზიებს იმის თაობაზე, რომ მენარდემ ვერ დაადასტურა მიწოდებული მასალის გახარჯვის ფაქტი.

 

პალატა მიუთითებს, რომ სარჩელს ერთვის შვიდივე ობიექტთან დაკავშირებით შედგენილი, მხარეთა ხელმოწერილი, შესრულებული სარემონტო-სამშენებლო სამუშაოების მოცულობა-განფასების ფორმა N-. მაგალითისთვის, ს/ფ 41-45-ზე (ტომი 1), წარმოდგენილია ერთ-ერთი ასეთი აქტი, სადაც მოცემულია შესრულებული სამუშაოსა და გამოყენებული მასალის ერთეულის ფასი. ჩამონათვალში მე-20 და 22-ე პუნქტებად (ს/ფ 43), შეტანილია სხვა და სხვა კვეთის ელ.სადენები, რომელთა ერთეულის ფასად მითითებულია 0,00 ლარი, ხოლო მათ მონტაჟზე გაწერილი იქნა ხელფასის თანხა და გამოყვანილია საბოლო ღირებულება (4600 და 1120 ლარი). ბუნებრივია, რომ საბოლოო ღირებულება ნულის ტოლი ვერ იქნებოდა, რადგან თუნდაც ნულოვანი ღირებულების მასალის მონტაჟზე ხელფასის სახით დაირიცხა გარკვეული თანხა, მოცემულ შემთხვევაში ერთ გრძივ მეტრზე 1 ლარი და აქედან იქნა გამოყვანილი მასალისა და შესრულებული სამუშაოების საერთო ფასი. მასალების უსასყიდლოდ მიღება-ჩაბარების აქტში (ს/ფ 185), 4-6 პუნქტებად მითითებულია სხვა და სხვა კვეთის ელ.სადაენის გადაცემის შესახებ. ამდენად, არ შეესაბამება სინამდვილეს ს------------- მოსაზრება, რომ დამკვეთისთვის წარმოდგენილ მასალებში და კერძოდ ფორმა N--ში არ ფიქსირდებოდა უსასყიდლოდ გადაცემული მასალის ნულოვანი გაფასება (ს/ფ 191-192) და სწორედ ამ საფუძლით მოითხოვდა შემკვეთი მენარდისგან 198 141,87 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალის დაბრუნებას ან მისი ღირებულების ანაზღაურებას. მართალია, სააპელაციო სასამართლოში მტკიცებულების გამოკვლევის ეტაპზე ს------------- წარმომადგენელმა აღიარა, რომ მენარდის მიერ წარდგენილი მასალებით ნულოვანი ტარიფით გაფასებული იყო 170 440,32 ლარის ღირებულების მასალა და სასარჩელო მოთხოვნა შეამცირა 27 701 ლარამდე, თუმცა კონკრეტულად არ დაუზუსტებია, თუ რა სახის მასალის დაბრუნებას ან მისი ღირებულების ანაზღაურებას ითხოვდა მოპასუხისგან. მაშინ როდესაც, მოწინააღმდეგე მხარე მიუთითებს, რომ რაიმე დამატებითი მასალები შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით მასთან არ ინახება, შენახვის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. ხოლო წარდგენილი მასალების მიხედვით დამკვეთს მის მიმართ რაიმე პრეტენზიები არ ჰქონია.

 

განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა გარდა იმისა, რომ არის დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო, ხანდაზმულიცაა.

 

დადგენილია, რომ მხარეთა შორის ადგილი ჰქონდა ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობას. ნარდობის ურთიერთობისთვის სამოქალაქო კოდექსის 655-ე მუხლი ითვალისწინებს სპეციალურ ხანდაზმულობის ვადას, რომელიც შეეხება შესრულების ნაკლს და შეადგენს ერთ წელს, ხოლო მოთხოვნა, რომელიც ნაგებობას შეეხება წარდგენილი უნდა იქნეს ხუთი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს მიღების დღიდან. მოცემულ შემთხვევაში სარჩელი არ უკავშირდება/ეფუძვნება შესრულების ხარისხს, შესაბამისად მოცემულ ურთიერთობაზე ვერც 655-ე მუხლის რეგულაციები ვერ გავრცელდება და გამოყენებული უნდა იქნეს ზოგადი, სახელშეკრულებო ურთიერთობისათვის გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო, უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

პალატა მიუთითებს, რომ „ხანდაზმულობა“ სამოქალაქო სამართალში გამოხატავს იმ აზრს, რომ რომელიმე ურთიერთობას, მდგომარეობას, მოვლენას, ადგილი ჰქონდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლივი დროის გასვლა განსაზღვრული სახით გავლენას ახდენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე. ხანგრძლივი დროის შემდეგ ჭირს გარკვეული ინფორმაციის და მტკიცებულებების მოპოვება, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს დავის სწორად გადაწყვეტისთვის. ამიტომაც კანონმდებელი აწესებს რა ხანდაზმულობის ვადას კონკრეტული ურთიერთობებისათვის, მოუწოდებს მხარეებს დროულად განაცხადონ პრეტენზიები დარღვეული უფლების აღსადგენად. ხანდაზმულობის ვადა არის დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებითი განხორციელების შესაძლებლობას. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლება კი წარმოიშობა იმ დღიდან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებაში საქმე №------- (ჯ---–---–- პარლამენტის წინააღმდეგ) აღნიშნულია „....სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას......".

 

ხანდაზმულობის ინსტიტუტი კონსტიტუციური მართლწესრიგის შემადგენელი ნაწილია და მიმართულია ეკონომიკური ურთიერთობების მონაწილეთა სამართლებრივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტების თანახმად: „....ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისაგან, რომლებისგანაც თავის დაცვა შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება, წარმოშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან, გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელიც შესაძლოა დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს..." (იხ.CASE OF STUBBINGS AND OTHERSS VS THE UNITED KINGDOM, 1996 წლის 22 ოქტომბერი).

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2----–-–-------------ის მიღება-ჩაბარების აქტით, მენარდემ შემკვეთს დაუბრუნა მისთვის უსასყიდლოდ გადაცემული გამოუყენებელი პროდუქცია, სულ 84,98 ლარის ღირებულების. შესაბამისად, აღნიშნული დროიდან - 2----–-–-------------დან შემკვეთისთვის ცნობილი იყო, რომ მენარდემ არ დააბრუნა 198 141.87 ლარის ღირებულების სარემონტო მასალები (ამ დრიოსათვის მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყვეტილი იყო, მისი შესრულების გამო). აღნიშნულიდან გამომდინარე, ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადა ამოიწურა 2----–-–-------------ს, ხოლო, ს----------–-----------–------------–-----------------------მ სასამართლოს სარჩელით მიმართა 2----–-–----------------ს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული სარჩელი ხანდაზმულია, რაც მის მისი უარყოფის დამატებითი საფუძველია.

 

ამასთან, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მსჯელობას უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებიდან გამომდინარე მოცემულ ურთიერთობაზე 10 წლიანი ხანდაზმულობის ვადის გავრცელებასთან დაკავშირებით. კერძოდ, აპელანტი მიუთითებს სკ-ის 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო, არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. აპელანტი მიუთითებს, რომ ვინაიდან ხელშეკრულება შეწყდა მისი შესრულების გამო, უფლება აქვს ამ ნორმიდან გამომდინარე მოითხოვოს ნივთის/თანხის უკან დაბრუნება. აღნიშნულს პალატა არ იზიარებს, მიუთითებს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებიდან წარმოშობილი მოთხოვნის უფლებების მარტივი შემადგენელი ნაწილებია: ა) მოპასუხის გამდიდრება, ბ) ამის შესაბამისად მოსარჩელის ქონების შემცირება და გ) ქონების ერთი პირიდან მეორეზე გადასასვლელად სამართლებრივი საფუძვლის არარსებობა. ამასთან, გადამწყვატია მესამე ელემენტის არსებობა. კერძოდ, ქონების ერთი პირიდან მეორეზე გადასვლა უნდა მოხდეს "სამართლებრივი საფუძვლის გარეშე". მოცემულ შემთხვევაში კი, სახეზე გვაქვს მხარეთა შორის შემდგარი ნამდვილი ნარდობის ურთიერთობა, რომელიც სადავო არ გამხდარა და შესრულდა სრულად. შესაბამისად, არც მენარდე არ არის ვითომ-კრედიტორი, რადგან მან კონკრეტული, ნამდვილი ხელშეკრულების ფარგლებში მიიღო და გახარჯა სადავო სამშენებლო მასალა, ნაწილი კი დააბრუნა. ამდენად, მოცემულ ურთიერთობაზე უსაფუძვლო გამდიდრების წესების გამოყენება დაუშვებელია და გამოყენებული უნდა იქნეს სწორედ სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ხანდაზმულობის ვადები.

 

შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სსკ-ის 46-ე მუხლის თანახმად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ს----------–-----------–------------–-----------------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 15.06.2017 წლის გადაწყვეტილება.

3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

6. საქართველოს სსკ-ის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისთვის გადაწყვეტილების ასლის გაგზავნას და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

თავმჯდომარე გელა ქირია

 

მოსამართლეები: ოთარ სიჭინავა

 

ამირან ძაბუნიძე