გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/29875-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
16 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლია ავალიშვილი
სხდომის მდივანი თათია სახელაშვილი
მოსარჩელე - სა---------–-----------–--------–---------------–------------------------------------ო
წარმომადგენელი - მა-----------–---–ი
მოპასუხე - შპს ,,უნ--------–ი“
წარმომადგენელი – ლე------------ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. მოსარჩელის მოთხოვნა:
1.1. შპს ,,უნ--------–ი“-სათვის სა---------–-----------–--------–---------------–------------------------------------ოს სასარგებლოდ 13 724,63 ლარის გადახდის დაკისრება.
სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
ს----------–-----------–------------–---------------------ომ ჩაატარა ტენდერი პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ,,ი-------------–---–---------------–-------------------–------------–----–--“ დაფინანსების ფარგლებში საქართველოს საჯარო სკოლებში სარემონტო სამუშაოების რეაბილიტაციის ჩატარების მიზნით და მიიღო მიმწოდებლისაგან - შპს ,,უნ--------–ისგან“ სატენდერო წინადადება 36-ე ლოტზე, მ--------–-- N1 საჯარო სკოლაზე, თანხაზე - 366 806 ლარი, მე-14 ლოტზე- ყ-----–-- N2 საჯარო სკოლაზე, თანხაზე - 498 953 ლარი, მე-7 ლოტზე გ----------- N2 საჯარო სკოლაზე, თანხაზე - 359 098 ლარი, მე-8 ლოტზე, გ------ N8, N9, N10, N11, N12 საჯარო სკოლებზე, თანხაზე - 1 024 945.00 ლარი, მე-7 ლოტზე, გ------ N1, N2, N4, N5, N6 საჯარო სკოლებზე, თანხაზე - 920 789 ლარი.
ს----------–-----------–------------–---------------------ოსა და შპს ,,უნ--------–ს“ შორის 2006 წლის 17 მაისს გაფორმდა ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ N-------, N------- და N------- ხელშეკრულებები, ასევე 2006 წლის 25 მაისს გაფორმდა ,,ს----–-–------–------------–-------------------------- ხელშეკრულებები.
ზემოაღნიშნული ხელშეკრულებებით შპს ,,უნ--------–ის“ მიერ აღებული ვალდებულების შესასრულებლად ს----------–-----------–------------–---------------------ოსა და შპს ,,უნ--------–ს“ შორის 2006 წლის 10 სექტემბერს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი N62, რის საფუძველზე ს----------–-----------–------------–---------------------ომ შპს ,,უნ--------–ს“ საკუთრების უფლების გადაცემის გარეშე, მომსახურების გაწევის მიზნით გადასცა 20 216,23 ღირებულების მასალები.
შპს ,,უნ--------–მა“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულა, თუმცა ს----------–-----------–------------–---------------------ოს მიერ გადაცემული სამშენებლო მასალები სრულად არ აითვისა. აუთვისებელი სამშენებლო მასალის საერთო ღირებულება შეადგენს 13 724,63 ლარს.
ს----------–-----------–------------–---------------------ომ მიმართა შპს ,,უნ--------–ს“ და მოსთხოვა აღნიშნული აუთვისებელი სამშენებლო მასალების ს----------–-----------–------------–---------------------ოში მატერიალური ფორმით ან ბიუჯეტში ფულადი ფორმით დაბრუნება, თუმცა აღნიშნულ წერილს კომპანიის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.
შესაბამისად მოსარჩელე თვლის, რომ შპს ,,უნ--------–ი“ ვალდებულია ს----------–-----------–------------–---------------------ოს დაუბრუნოს უსაფუძვლოდ მიღებული სამშენებლო მასალები ფულადი სახით, რაც შეადგენს 13 724,63 ლარს.
(მოსარჩელემ საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნების ოდენობა. / იხ. 30.10.2018წ. სასამართლო სხდომის ოქმი, შუამდგომლობა, ს.ფ. 304).
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და უარი განაცხადა სამშენებლო მასალების ღირებულების გადახდაზე.
მოპასუხის განმარტებით, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსათვის დაუბრუნებელი სამშენებლო მასალების ღირებულება შეადგენს 189,21 ლარს, ნაცვლად მოთხოვნილი 13 724,63 ლარისა, რაც დასტურდება მის მიერ წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნით.
გარდა ამისა, მოპასუხე თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს მისი ხანდაზმულობის გამო, რადგან დავის საგანი ეხება 2006 წლის 17 მაისისა და 25 მაისის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ურთიერთობას. მოსარჩელეს შპს ,,უნ--------–ის“ მიმართ მოთხოვნის უფლება წარმოეშვა, ზემოაღნიშნული ყოველი ხელშეკრულების დადებიდან 3 თვის ვადის გასვლის შემდეგ, ანუ 2006 წლის აგვისტოში, რა დროსაც მოპასუხის მიერ წარდგენილი იყო მიღება-ჩაბარების აქტი. შესაბამისად ნათელია, რომ მოსარჩელემ იცოდა სავარაუდო უფლების დარღვევისა და ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ, რაც შპს ,,უნ--------–ს“ აძლევს უფლებას უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე.
(იხ. დაზუსტებული შესაგებელი, ს.ფ. 324-331).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. უდავოა, რომ მიმწოდებელს - შპს ,,უნ--------–სა“ და შემსყიდველს - ს----------–-----------–------------–---------------------ოს შორის გაფორმდა ერთმანეთის მსგავსი შინაარსის მქონე სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებები და მათ საფუძველზე განვითარებულ ურთიერთობათა ფარგლებში განხორციელდა შემდეგი სახის მოქმედებები:
- ს----------–-----------–------------–---------------------ომ ჩაატარა ტენდერი პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის "ი-------------–---–- - საქართველოს ს--------------–---- რეაბილიტაციის" დაფინანსების ფარგლებში საქართველოს საჯარო სკოლებში სარემონტო სამუშაოების რეაბილიტაციის ჩატარების მიზნით და მიიღო მიმწოდებლისაგან - შპს "უნ--------–ისგან" სატენდერო წინადადება, 36-ე ლოტზე, მ--------–-- N1 საჯარო სკოლაზე. აღნიშნულის საფუძველზე 2006 წლის 17 მაისს ს----------–-----------–------------–---------------------ოსა და შპს "უნ--------–ს" შორის გაფორმდა NO5-39/3 "ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ".
- ს----------–-----------–------------–---------------------ომ ჩაატარა ტენდერი პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის „ი-------------–---–- - საქართველოს ს--------------–---- რეაბილიტაციის" დაფინანსების ფარგლებში საქართველოს საჯარო სკოლებში სარემონტო სამუშაოების რეაბილიტაციის ჩატარების მიზნით და მიიღო მიმწოდებლისგან - შპს „უნ--------–ისგან" სატენდერო წინადადება მე-14 ლოტზე, - ყ-----–-- N2 საჯარო სკოლაზე. აღნიშნულის საფუძველზე 2006 წლის 17 მაისს ს----------–-----------–------------–---------------------ოსა და შპს "უნ--------–ს" შორის გაფორმდა NO5-40/3 "ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ".
- ს----------–-----------–------------–---------------------ომ ჩაატარა ტენდერი პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის „ი-------------–---–- - საქართველოს ს--------------–---- რეაბილიტაციის" დაფინანსების ფარგლებში საქართველოს საჯარო სკოლებში სარემონტო სამუშაოების რეაბილიტაციის ჩატარების მიზნით და მიიღო მიმწოდებლისგან - შპს „უნ--------–ისგან" სატენდერო წინადადება მე-7 ლოტზე - გ----------- N2 საჯარო სკოლაზე. აღნიშნულის საფუძველზე 2006 წლის 17 მაისს ს----------–-----------–------------–---------------------ოსა და შპს "უნ--------–ს" შორის გაფორმდა N------- "ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ".
- ს----------–-----------–------------–---------------------ომ ჩაატარა ტენდერი პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის „ი-------------–---–- - საქართველოს ს--------------–---- რეაბილიტაციის" დაფინანსების ფარგლებში საქართველოს საჯარო სკოლებში სარემონტო სამუშაოების რეაბილიტაციის ჩატარების მიზნით და მიიღო მიმწოდებლისგან - შპს „უნ--------–ისგან" სატენდერო წინადადება მე-8 ლოტზე - გ------ N8, N9, N10, N11, N12 საჯარო სკოლებზე. აღნიშნულის საფუძველზე 2006 წლის 25 მაისს ს----------–-----------–------------–---------------------ოსა და შპს "უნ--------–ს" შორის გაფორმდა 05-6-/3 "ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ".
- ს----------–-----------–------------–---------------------ომ ჩაატარა ტენდერი პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის „ი-------------–---–- - საქართველოს ს--------------–---- რეაბილიტაციის" დაფინანსების ფარგლებში საქართველოს საჯარო სკოლებში სარემონტო სამუშაოების რეაბილიტაციის ჩატარების მიზნით და მიიღო მიმწოდებლისგან - შპს „უნ--------–ისგან" სატენდერო წინადადება მე-7 ლოტზე - ქ.გ------ N1, N2, N4, N5, N6 საჯარო სკოლებზე. აღნიშნულის საფუძველზე 2006 წლის 25 მაისს ს----------–-----------–------------–---------------------ოსა და შპს "უნ--------–ს" შორის გაფორმდა N----/3 "ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ".
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2006 წლის 17 მაისის N------- "ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ" (ს.ფ. 21-30);
- 2006 წლის 17 მაისის N------- „ხელშეკრულება სახელწიფო შესყიდვების შესახებ" (ს.ფ. 31-40);
- 2006 წლის 17 მაისის N 0------ "ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ" (ს.ფ. 41-50);
- 2006 წლის 25 მაისის N---6-/3 "ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ" (ს.ფ. 51-60);
- 2006 წლის 25 მაისის N---6--- "ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ" (ს.ფ. 61-70);
3.1.2. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებით განსაზღვრული იქნა სარემონტო სამუშაოების განხორციელების ვადა სამი თვით, რომელიც მოგვიანებით მხარეთა შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე 2006 წლის 25 მაისის N---6--- და N---6-/3 ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შესრულების ვადა გაგრძელდა 2007 წლის 15 იანვრამდე, ხოლო 2006 წლის 17 მაისის N-------, N------- და N------- ხელშეკრულებებიდან გამომდინარე შესრულების ვადა გაგრძელდა 2006 წლის 02 ოქტომბრამდე.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, სამუშაოების შესრულების დადასტურების მიზნით მხარეებს შორის გაფორმდა სამუშაოს დასრულების აქტები 2006 წლის 13-14 ნოემბერსა და 2007 წლის 15 იანვარს. სამუშაოს დასრულების აქტებს ერთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოების ფორმა N2;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებები (ს.ფ. 21-70)
- შეთანხმებები ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე (ს.ფ. 123-133).
- სამუშაოს დასრულების აქტები (ს.ფ. 74-122).
3.1.3. შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების დანართში მითითებული მასალის მიწოდების შემთხვევაში შპს ,,უნ--------–ი“ ვალდებული იყო სამუშაო შეესრულებინა მიწოდებული მასალით.
ს----------–-----------–------------–---------------------ომ შპს ,,უნ--------–ს" მომსახურების გაწევის მიზნით საკუთრების უფლების გადაცემის გარეშე (უსასყიდლოდ) გადასცა 20 216,23 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალა, საიდანაც შპს ,,უნ--------–ი“-ს მიერ 2007-2008 წლებში დაბრუნებულ იქნა ჯამში 993.55 ლარის ღირებულების მასალა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2006 წლის 10 სექტემბრის N62 მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 71);
- 2007 წლის 13 თებერვლის N62-ა მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 72);
- 2008 წლის 06 აგვისტოს N62-ბ მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 73);
3.1.4. შპს ,,უნ--------–სა“ და ს----------–-----------–------------–---------------------ოს შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ქალაქ გ------ N1, N2, N4, N5, N6, N8, N9, N10, N11, N12 ს--------------–---- რეაბილიტაციასთან დაკავშირებული სამუშაოები, ასევე ყვარელის N2, გ----------- N2 და მ--------–-- N1 ს--------------–---- სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს "უნ--------–მა" შეასრულა სრულად, ხოლო შემკვეთმა მიიღო შესრულება და მენარდეს გადაუხადა შეთანხმებული საზღაური.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სამუშაოს დასრულების აქტები (ს.ფ. 74-122).
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.5. ს----------–-----------–------------–---------------------ოს უფლებამონაცვლეს განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად წარმოადგენს სა---------–-----------–--------–---------------–------------------------------------ო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბრძანებები (ს.ფ. 282-284);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.6. მოპასუხის მოთხოვნის საფუძველზე შპს ,,ბ-----------------“-ს მიერ ჩატარებული იქნა შპს ,,უნ--------–სა“ და საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს შორის 2006-2007 წლებში პროგრამის ,,ი-------------–---–--საქართველოს ს--------------–---- რეაბილიტაციის“ შპს ,,უნ--------–ის“ მიერ შესრულებულ სამუშაოებთან და მათ შორის მასალების მოძრაობის შესახებ აუდიტორული შემოწმება.
შპს ,,ბ-----------------“-ს 2018 წლის 26 ოქტომბრის აუდიტორული დასკვნის თანახმად, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შპს ,,უნ--------–მა“ საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროდან სამუშაოების შესასრულებლად მიიღო სამშენებლო მასალები, რაც დასტურდება 2006 წლის 10 სექტემბრის მიღება-ჩაბარების N62 აქტით, მთლიანი ღირებულებით 20 216,23 ლარი. აღნიშნული მასალებიდან შპს ,,უნ--------–მა“ სამშენებლო საქმიანობაში გამოიყენა - 19 033,47 ლარის მასალები, რაც დასტურდება მიღებული მასალების ხარჯვის ტექნიკური აქტის მიხედვით, ხოლო 2007 წლის 13 თებერვლის მიღება-ჩაბარების N62ა და 2008 წლის 06 აგვისტოს მიღება-ჩაბარების N62ბ აქტებით შპს ,,უნ--------–მა“ ს----------–-----------–------------–---------------------ოს უკან დაუბრუნა გაუხარჯავი მასალები, მთლიანი ღირებულებით 993,55 ლარი.
მითითებული აუდიტორული დასკვნით, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსათვის დაუბრუნებელი სამშენებლო მასალების ღირებულება განისაზღვრა 189,21 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- აუდიტორული დასკვნა (ს.ფ. 315-321);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნების განხილვისას სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, უპირველეს ყოვლისა, განიმარტოს აღნიშნული ხელშეკრულების სახე. მართალია, მხარეებს მათ შორის ურთიერთობა მოწესრიგებული აქვთ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების სახელით, მაგრამ, ხელშეკრულების შინაარსის ანალიზი ცხადყოფს, რომ მათ რეალურ მიზანს წარმოადგენდა ნარდობის ხელშეკრულების დადება, რაც განახორციელეს კიდეც.
ხელშეკრულების არსი უნდა განიმარტოს არა ხელშეკრულების სახელწოდების, არამედ მისი შინაარსის მიხედვით, რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს ხელშეკრულების საკანონმდებლო კონსტრუქციასთან. გადამწყვეტი არ არის მხარეთა მიერ შერჩეული სახელწოდება, რომლითაც ისინი მათ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას მოიხსენიებენ. ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნების განსაზღვრისათვის გადამწყვეტია ხელშეკრულების დადების მომენტში მისი შინაარსი.
3.2.2. საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერებისა და გამოკვლევის საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხისათვის საკუთრების უფლების გადაცემის გარეშე, მომსახურების გაწევის მიზნით (უსასყიდლოდ) გადაცემული სამშენებლო მასალის აუთვისებლობის ფაქტობრივი გარემოება არ დასტურება - სასარჩელო მოთხოვნის 13724,63 ლარის ოდენობით.
პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ სარჩელი მოპასუხისათვის თანხის დაკისრების შესახებ იმ გარემოებას ეფუძნება, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ ხელშეკრულებები N-------, N-------, N-------, N---6--- და N---6-/3, რომლებიც ითვალისწინებდა სამუშაოების შესრულებას, ხოლო ამ ვალდებულების შესასრულებლად შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის გაფორმდა 2006 წლის 10 სექტემბრის N62 მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის საფუძველზეც შემსყიდველმა მიმწოდებელს საკუთრების უფლებით გადაცემის გარეშე, მომსახურების გაწევის მიზნით უსასყიდლოდ გადასცა 20 216,23 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალები. 2007 წლის 13 თებერვლისა და 2008 წლის 06 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტების: N62ა და N62ბ თანახმად, მიმწოდებელმა სამინისტროს მიერ საკუთრების უფლების გადაცემის გარეშე, მომსახურების გაწევის მიზნით (უსასყიდლოდ) გადაცემული სამშენებლო მასალებიდან დაუბრუნა 993,55 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალები. შემსყიდველმა მოითხოვა გაუხარჯავი მასალის ღირებულების - 17021,36 ლარის მიმწოდებლისათვის დაკისრება. მოგვიანებით, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე მოსარჩელემ მოთხოვნა დააზუსტა და მოითხოვა 13 724,63 ლარის დაბრუნება.
მოპასუხემ მოთხოვნა უარყო მისთვის გადაცემული მასალის გახარჯვის ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით და განმარტა, რომ საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსათვის დაუბრუნებელი სამშენებლო მასალების ღირებულება შეადგენს 189,21 ლარს, ნაცვლად მოთხოვნილი 13 724,63 ლარისა, რაც დასტურდება მის მიერ წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნით. ამასთან, მიუთითა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე და უარი თქვა 189,21 ლარის ნაწილში ვალდებულების შესრულებაზე.
მოპასუხის მოთხოვნის საფუძველზე შპს ,,ბ-----------------“-ს მიერ ჩატარებული იქნა შპს ,,უნ--------–სა“ და საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს შორის 2006-2007 წლებში პროგრამის ,,ი-------------–---–--საქართველოს ს--------------–---- რეაბილიტაცია“ შპს ,,უნ--------–ის“ მიერ შესრულებულ სამუშაოებთან და მათ შორის მასალების მოძრაობის შესახებ აუდიტორული შემოწმება.
შპს ,,ბ-----------------“-ს 2018 წლის 26 ოქტომბრის აუდიტორული დასკვნის თანახმად, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შპს ,,უნ--------–მა“ საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროდან სამუშაოების შესასრულებლად მიიღო სამშენებლო მასალები, რაც დასტურდება 2006 წლის 10 სექტემბრის მიღება-ჩაბარების N62 აქტით, მთლიანი ღირებულებით 20 216,23 ლარი. აღნიშნული მასალებიდან შპს ,,უნ--------–მა“ სამშენებლო საქმიანობაში გამოიყენა - 19 033,47 ლარის მასალები, რაც დასტურდება მიღებული მასალების ხარჯვის ტექნიკური აქტის მიხედვით, ხოლო 2007 წლის 13 თებერვლის მიღება-ჩაბარების N62ა და 2008 წლის 06 აგვისტოს მიღება-ჩაბარების N62ბ აქტებით შპს ,,უნ--------–მა“ ს----------–-----------–------------–---------------------ოს უკან დაუბრუნა გაუხარჯავი მასალები, მთლიანი ღირებულებით 993,55 ლარი.
მითითებული აუდიტორული დასკვნით, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსათვის დაუბრუნებელი სამშენებლო მასალების ღირებულება განისაზღვრა 189,21 ლარის ოდენობით.
სასამართლო განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლენი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
მტკიცების ტვირთზე მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.
მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.
მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს უკვე სასამართლის შეფასების საგანია.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული კატეგორიის დავაზე გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო, მოპასუხემ კი – ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებლი ეფუძნება.
განსახილველ შემთხვევაში, სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისათვის გაუხარჯავი მასალის ღირებულების დაკისრება. შესაბამისად, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოთა სრულყოფილად შესრულების პირობებში ამავე მომსახურების არა მოსარჩელისგან მიღებული მასალით არამედ სხვა მასალის გამოყენებით ჩატარების ფაქტი უნდა დაადასტუროს მოსარჩელე მხარემ.
ამდენად, მოპასუხისათვის საკუთრების უფლების გადაცემის გარეშე, მომსახურების გაწევის მიზნით (უსასყიდლოდ) გადაცემული სამშენებლო მასალების აუთვისებლობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა, თუმცა მას სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რითაც უტყუარად დაადასტურებდა სხვა მასალის გამოყენებით ჩატარების ფაქტს. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად სასამართლო ვერ გაიზიარებს ს----------–-----------–------------–---------------------ოს ეკონომიკური დეპარტამენტის საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველოს შტატგარეშე მოსამსახურე - ზ----------–---–-ს 2013 წლის 30 დეკემბრის მოხსენებითი ბარათს, რადგან იგი შედგენილია თავად მოსარჩელე მხარის მიერ, ხოლო მოპასუხემ სადავო გახადა ამ მოხსენებით ბარათში დაფიქსირებული ფაქტების ნამდვილობა, სამინისტროს კი სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია დამატებითი მტკიცებულებები, რომლითაც დაადასტურებდა ამ დოკუმენტში დაფიქსირებული ფაქტების ნამდვილობას. მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნის თანახმად, დაუბრუნებელი სამშენებლო მასალების ღირებულება შეადგენს 189,21 ლარს, ნაცვლად მოთხოვნილი 13 724,63 ლარისა. თუმცა ამავე დროს მოპასუხემ მიუთითა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე და უარი თქვა 189,21 ლარის ნაწილში ვალდებულების შესრულებაზე.
საქმეში წარმოდგენილია აგრეთვე მიღებული მასალების ხარჯვის ტექნიკური აქტი, რომელსაც ხელს აწერს ს----------–-----------–------------–---------------------ოს უფლებამოსილი პირი (ექსპერტი) ზ. მ-------–---–ი და შპს ,,უნ--------–ი“-ს დირექტორი ლ. გ--–-–---–- (იხ. ს.ფ. 164-16-); ტექნიკური აქტით განსაზღვრულია მასალების ხარჯვა სკოლების მიხედვით. ამავე აქტში მოცემულია დასაბრუნებელი მასალების რაოდენობა, რომლის ღირებულება ამავე აქტით შეადგენს 1182,766 ლარს. როგორც უკვე აღინიშნა 2007 წლის 13 თებერვლის მიღება-ჩაბარების N62ა და 2008 წლის 06 აგვისტოს მიღება-ჩაბარების N62ბ აქტებით შპს ,,უნ--------–მა“ ს----------–-----------–------------–---------------------ოს უკან დაუბრუნა გაუხარჯავი მასალები, მთლიანი ღირებულებით 993,55 ლარი. შესაბამისად დაუბრუნებელი მასალების ღირებულება შეადგენს 189,21 ლარს (1182,766-993,55), რაც სრულად ემთხვევა ზემოაღნიშნული შპს ,,ბ-----------------“-ს 2018 წლის 26 ოქტომბრის აუდიტორული დასკვნით განსაზღვრულ თანხას.
შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლისა და 103-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მითითება მომსახურების გაწევის მიზნით (უსასყიდლოდ) გადაცემული 13 535,42 ლარის (13 724,63-189,21) ღირებულების სამშენებლო მასალების აუთვისებლობის ფაქტზე დაუსაბუთებელია.
3.2.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ გადაცემული სამშენებლო მასალების საფასურის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრების მოთხოვნა ხანდაზმულია, რადგან სარჩელი აღძრულია კანონით დადგენილი სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის ადგილი ჰქონდა ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობას. ნარდობის ურთიერთობისთვის სამოქალაქო კოდექსის 6-5-ე მუხლი ითვალისწინებს სპეციალურ ხანდაზმულობის ვადას, რომელიც შეეხება შესრულების ნაკლს და შეადგენს ერთ წელს, ხოლო მოთხოვნა, რომელიც ნაგებობას შეეხება წარდგენილი უნდა იქნეს ხუთი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს მიღების დღიდან. მოცემულ შემთხვევაში სარჩელი არ უკავშირდება/ეფუძვნება შესრულების ხარისხს, შესაბამისად მოცემულ ურთიერთობაზე ვერც 6-5-ე მუხლის რეგულაციები ვერ გავრცელდება და გამოყენებული უნდა იქნეს ზოგადი, სახელშეკრულებო ურთიერთობისათვის გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო, უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
სასამართლო მიუთითებს, რომ „ხანდაზმულობა“ სამოქალაქო სამართალში გამოხატავს იმ აზრს, რომ რომელიმე ურთიერთობას, მდგომარეობას, მოვლენას, ადგილი ჰქონდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლივი დროის გასვლა განსაზღვრული სახით გავლენას ახდენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე. ხანგრძლივი დროის შემდეგ ჭირს გარკვეული ინფორმაციის და მტკიცებულებების მოპოვება, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს დავის სწორად გადაწყვეტისთვის. ამიტომაც კანონმდებელი აწესებს რა ხანდაზმულობის ვადას კონკრეტული ურთიერთობებისათვის, მოუწოდებს მხარეებს დროულად განაცხადონ პრეტენზიები დარღვეული უფლების აღსადგენად. ხანდაზმულობის ვადა არის დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებითი განხორციელების შესაძლებლობას. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლება კი წარმოიშობა იმ დღიდან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებაში საქმე №3/1/531 (ჯანაშვილი პარლამენტის წინააღმდეგ) აღნიშნულია „....სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას......".
ხანდაზმულობის ინსტიტუტი კონსტიტუციური მართლწესრიგის შემადგენელი ნაწილია და მიმართულია ეკონომიკური ურთიერთობების მონაწილეთა სამართლებრივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტების თანახმად: „....ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისაგან, რომლებისგანაც თავის დაცვა შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება, წარმოშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან, გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელიც შესაძლოა დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს..." (იხ.CASE OF STUBBINGS AND OTHERSS VSTHE UNITED KINGDOM, 1996 წლის 22 ოქტომბერი).
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებით განსაზღვრული იქნა სარემონტო სამუშაოების განხორციელების ვადა სამი თვით, რომელიც მოგვიანებით მხარეთა შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე 2006 წლის 25 მაისის N---6--- და N---6-/3 ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შესრულების ვადა გაგრძელდა 2007 წლის 15 იანვრამდე, ხოლო 2006 წლის 17 მაისის N-------, N------- და N------- ხელშეკრულებებიდან გამომდინარე შესრულების ვადა გაგრძელდა 2006 წლის 02 ოქტომბრამდე. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, სამუშაოების შესრულების დადასტურების მიზნით მხარეებს შორის გაფორმებული იქნა სამუშაოს დასრულების აქტები 2006 წლის 13-14 ნოემბერსა და 2007 წლის 15 იანვარს. სამუშაოს დასრულების აქტებს ერთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოების ფორმა N2;
საქმეში წარმოდგენილია აგრეთვე 2007 წლის 13 თებერვლისა და 2008 წლის 06 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტები, რომლის საფუძველზეც შპს ,,უნ--------–მა“ ს----------–-----------–------------–---------------------ოს დაუბრუნა 993,55 ლარის ღირებულების მასალა.
მოსარჩელე მხარე გადაცემული სამშენებლო მასალებიდან აუთვისებელი მასალების ღირებულების დადასტურებას ცდილობს ს----------–-----------–------------–---------------------ოს ეკონომიკური დეპარტამენტის საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველოს შტატგარეშე მოსამსახურე - ზ----------–---–-ს 2013 წლის 30 დეკემბრის მოხსენებითი ბარათით, რომელიც შედგენილია 2013 წლის ოქტომბერში განხორციელებული შესწავლის შედეგად. როგორც მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა, აუთვისებელი მატერიალური მარაგების ღირებულება დადგენილი იქნა ს----------–-----------–------------–---------------------ოსა და შპს ,,უნ--------–ი“-ს შორის 2006 წლის 17 მაისს გაფორმებული N-------, N-------, N-------, ასევე 2006 წლის 25 მაისს გაფორმებული N---6--- და N---6-/3 ხელშეკრულებების საფუძველზე ამავე კომპანიისათვის უსასყიდლოდ და მიზნობრივად გადაცემული სამშენებლო მასალების მიღება-ჩაბარების აქტები და კომპანიის მიერ მ--------–-- N1, ყ-----–-- N2, გ----------- N4, გ------ N1, N2, N4, N5, N6 და გ------ N8, N9, N10, N11, N12 საჯარო სკოლებში შესრულებული სამუშაოების ფორმა N2-ები.
შესაბამისად იმ პირობებში, როდესაც 2006 წლის 13-14 ნოემბრისა და 2007 წლის 15 იანვრის სამუშაოს დასრულების აქტებს ერთვოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოების ფორმა N2, რომლითაც მოსარჩელის მხრიდან განისაზღვრა აუთვისებელი მასალების ღირებულება, მოსარჩელეს ამ პერიოდისათვის უნდა გაეგო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. მოსარჩელეს არც 2007 წლის 13 თებერვლისა და 2008 წლის 06 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების შემდგომ განუცხადებია პრეტენზია ხანდაზმულობის ვადაში, რომლის საფუძველზეც შპს ,,უნ--------–მა“ ს----------–-----------–------------–---------------------ოს დაუბრუნა 993,55 ლარის ღირებულების მასალა. აღნიშნული დროიდან - 2008 წლის 06 აგვისტოდან შემკვეთისთვის ცნობილი იყო, რომ მენარდემ არ დააბრუნა 20 216,23 ლარის (მოთხოვნა შემცირებული იქნა მოსარჩელის მიერ 13724,63 ლარამდე) ღირებულების სარემონტო მასალები (ამ დრიოსათვის მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყვეტილი იყო, მისი შესრულების გამო).
აღნიშნულიდან გამომდინარე, ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადა ამოიწურა 2011 წლის 06 აგვისტოს, ხოლო, ს----------–-----------–------------–---------------------ომ სასამართლოს სარჩელით მიმართა 2016 წლის 06 დეკემბერს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული სარჩელი ხანდაზმულია, რაც მისი უარყოფის დამატებითი საფუძველია.
ამასთან, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მსჯელობას უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებიდან გამომდინარე მოცემულ ურთიერთობაზე 10 წლიანი ხანდაზმულობის ვადის გავრცელებასთან დაკავშირებით. კერძოდ, მოსარჩელე მიუთითებს სკ-ის 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო, არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ვინაიდან ხელშეკრულება შეწყდა მისი შესრულების გამო, უფლება აქვს ამ ნორმიდან გამომდინარე მოითხოვოს ნივთის/თანხის უკან დაბრუნება. აღნიშნულს სასამართლო არ იზიარებს, მიუთითებს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებიდან წარმოშობილი მოთხოვნის უფლებების მარტივი შემადგენელი ნაწილებია: ა) მოპასუხის გამდიდრება, ბ) ამის შესაბამისად მოსარჩელის ქონების შემცირება და გ) ქონების ერთი პირიდან მეორეზე გადასასვლელად სამართლებრივი საფუძვლის არარსებობა. ამასთან, გადამწყვატია მესამე ელემენტის არსებობა. კერძოდ, ქონების ერთი პირიდან მეორეზე გადასვლა უნდა მოხდეს "სამართლებრივი საფუძვლის გარეშე". მოცემულ შემთხვევაში კი, სახეზე გვაქვს მხარეთა შორის შემდგარი ნამდვილი ნარდობის ურთიერთობა, რომელიც სადავო არ გამხდარა და შესრულდა სრულად. შესაბამისად, არც მენარდე არ არის ვითომ-კრედიტორი, რადგან მან კონკრეტული, ნამდვილი ხელშეკრულების ფარგლებში მიიღო და გახარჯა სადავო სამშენებლო მასალა, ნაწილი კი დააბრუნა.
ამდენად, მოცემულ ურთიერთობაზე უსაფუძვლო გამდიდრების წესების გამოყენება დაუშვებელია და გამოყენებული უნდა იქნეს სწორედ სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ხანდაზმულობის ვადები.
ამ თვალსაზრისით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 11 ოქტომბრის №ას-774-723-2017 განჩინებას, სადაც პალატამ განმარტა, რომ „კონდიქციური დანაწესების (სსკ-ის 976-ე-991-ე მუხლები) გამოყენების უმთავრესი წინაპირობა მის სუბსიდიურობაში ვლინდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების წესები მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებად გვევლინება მხოლოდ მაშინ, როდესაც სასამართლო მოვლენათა დინამიკის გათვალისწინებით დაასკვნის, რომ გამორიცხულია სხვა უფრო სპეციალური ნორმის გამოყენება (მაგ: პოსესორული ან ვინდიკაციური სარჩელები (სანივთო სამართალი), სარჩელი ვალდებულების შესრულების შესახებ (როგორც პირველადი, ისე - მეორადი მოთხოვნები) და სხვა)“ (შდრ. სუსგ №ას-774-723-2017, 11.10.2017).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სა---------–-----------–--------–---------------–------------------------------------ოს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სასარჩელო მოთხოვნა გარდა იმისა, რომ დაუსაბუთებელია და უსაფუძვლო, ხანდაზმულიცაა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე, 130-ე, 144-ე, 317-ე, 629-ე, 646-ე, მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო, შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 646-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მენარდე პასუხს აგებს შემკვეთის მასალის არასწორი გამოყენებისათვის. მენარდე მოვალეა წარუდგინოს შემკვეთს მასალის ხარჯვის ანგარიში და დაუბრუნოს მას დარჩენილი მასალა.
დასახელებული ნორმის ჰიპოთეზა მიუთითებს იმ პირობებსა და გარემოებებზე, რომელთა არსებობა ან დადგომა აუცილებელია ამ ნორმით დადგენილი წესის განხორციელებისათვის. კერძოდ, დამკვეთის მიერ გადაცემული დარჩენილი ან გამოუყენებელი მასალის გადაცემის ვალდებულება მენარდეს გააჩნია მხოლოდ ასეთი ხასიათის მასალის ობიექტურად არსებობის პირობებში.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხისათვის საკუთრების უფლების გადაცემის გარეშე, მომსახურების გაწევის მიზნით (უსასყიდლოდ) გადაცემული 13 535,42 ლარის (13 724,63-189,21) ღირებულების სამშენებლო მასალის აუთვისებლობის ფაქტობრივი გარემოება არ დასტურება.
შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა მოკლებულია ფაქტობრივ დასაბუთებას და არ ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
რაც შეეხება მოპასუხის მიერ აღიარებულ ფაქტს, რომელიც ეხება მომსახურების გაწევის მიზნით (უსასყიდლოდ) გადაცემული 189,21 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალის აუთვისებლობას, ამ ნაწილში მოპასუხემ მიუთითა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე და უარი თქვა 189,21 ლარის ნაწილში ვალდებულების შესრულებაზე.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
მოსარჩელის განმარტებით, ს----------–-----------–------------–---------------------ოსა და შპს ,,უნ--------–ს“ შორის 2006 წლის 17 მაისს გაფორმდა ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ N-------, N------- და N------- ხელშეკრულებები, ასევე 2006 წლის 25 მაისს გაფორმდა ,,ს----–-–------–------------–-------------------------- ხელშეკრულებები. ზემოაღნიშნული ხელშეკრულებებით შპს ,,უნ--------–ის“ მიერ აღებული ვალდებულების შესასრულებლად ს----------–-----------–------------–---------------------ოსა და შპს ,,უნ--------–ს“ შორის 2006 წლის 10 სექტემბერს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი N62, რის საფუძველზე ს----------–-----------–------------–---------------------ომ შპს ,,უნ--------–ს“ საკუთრების უფლების გადაცემის გარეშე, მომსახურების გაწევის მიზნით გადასცა 20 216,23 ღირებულების მასალები. შპს ,,უნ--------–მა“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულა, თუმცა ს----------–-----------–------------–---------------------ოს მიერ გადაცემული სამშენებლო მასალები სრულად არ აითვისა. აუთვისებელი სამშენებლო მასალის საერთო ღირებულება შეადგენს 13 724,63 ლარს.
მოპასუხე შპს ,,უნ--------–მა“ შესაგებელში მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, რადგან მოთხოვნა წარმოშობილია 2006 წელს და გასულია ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადა.
სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე მხარის განმარტება მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელი 2006 წლის 17 მაისისა და 25 მაისის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მიწოდებული მასალების ღირებულების გადახდის დაკისრების თაობაზე აღძრულია მასალების ღირებულების მოთხოვნის წარმოშობიდან (ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყებიდან) სამი წლის გასვლის შემდეგ, კერძოდ, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებით განსაზღვრული იქნა სარემონტო სამუშაოების განხორციელების ვადა სამი თვით, რომელიც მოგვიანებით მხარეთა შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე 2006 წლის 25 მაისის N---6--- და N---6-/3 ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შესრულების ვადა გაგრძელდა 2007 წლის 15 იანვრამდე, ხოლო 2006 წლის 17 მაისის N-------, N------- და N------- ხელშეკრულებებიდან გამომდინარე შესრულების ვადა გაგრძელდა 2006 წლის 02 ოქტომბრამდე. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, სამუშაოების შესრულების დადასტურების მიზნით მხარეებს შორის გაფორმებული იქნა სამუშაოს დასრულების აქტები 2006 წლის 13-14 ნოემბერსა და 2007 წლის 15 იანვარს. სამუშაოს დასრულების აქტებს ერთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოების ფორმა N2;
საქმეში წარმოდგენილია აგრეთვე 2007 წლის 13 თებერვლისა და 2008 წლის 06 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტები, რომლის საფუძველზეც შპს ,,უნ--------–მა“ ს----------–-----------–------------–---------------------ოს დაუბრუნა 993,55 ლარის ღირებულების მასალა.
მოსარჩელე მხარე გადაცემული სამშენებლო მასალებიდან აუთვისებელი მასალების ღირებულების დადასტურებას ცდილობს ს----------–-----------–------------–---------------------ოს ეკონომიკური დეპარტამენტის საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველოს შტატგარეშე მოსამსახურე - ზ----------–---–-ს 2013 წლის 30 დეკემბრის მოხსენებითი ბარათით, რომელიც შედგენილია 2013 წლის ოქტომბერში განხორციელებული შესწავლის შედეგად. როგორც მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა, აუთვისებელი მატერიალური მარაგების ღირებულება დადგენილი იქნა ს----------–-----------–------------–---------------------ოსა და შპს ,,უნ--------–ი“-ს შორის 2006 წლის 17 მაისს გაფორმებული N-------, N-------, N-------, ასევე 2006 წლის 25 მაისს გაფორმებული N---6--- და N---6-/3 ხელშეკრულებების საფუძველზე ამავე კომპანიისათვის უსასყიდლოდ და მიზნობრივად გადაცემული სამშენებლო მასალების მიღება-ჩაბარების აქტები და კომპანიის მიერ მ--------–-- N1, ყ-----–-- N2, გ----------- N4, გ------ N1, N2, N4, N5, N6 და გ------ N8, N9, N10, N11, N12 საჯარო სკოლებში შესრულებული სამუშაოების ფორმა N2-ები.
შესაბამისად იმ პირობებში, როდესაც 2006 წლის 13-14 ნოემბრისა და 2007 წლის 15 იანვრის სამუშაოს დასრულების აქტებს ერთვოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოების ფორმა N2, რომლითაც განისაზღვრა აუთვისებელი მასალების ღირებულება, მოსარჩელეს ამ პერიოდისათვის უნდა გაეგო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. მოსარჩელეს არც 2007 წლის 13 თებერვლისა და 2008 წლის 06 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების შემდგომ განუცხადებია პრეტენზია ხანდაზმულობის სამ წლიან ვადაში, რომლის საფუძველზეც შპს ,,უნ--------–მა“ ს----------–-----------–------------–---------------------ოს დაუბრუნა 993,55 ლარის ღირებულების მასალა. აღნიშნული დროიდან - 2008 წლის 06 აგვისტოდან შემკვეთისთვის ცნობილი იყო, რომ მენარდემ არ დააბრუნა 20 216,23 ლარის (მოთხოვნა შემცირებული იქნა მოსარჩელის მიერ 13724,63 ლარამდე) ღირებულების სარემონტო მასალები (ამ დრიოსათვის მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყვეტილი იყო, მისი შესრულების გამო).
ამდენად, 2008 წლის 06 აგვისტოდან 2016 წლის 06 დეკემბრამდე (სარჩელის შემოტანამდე) გასულია 8 წელი. მოსარჩელის მოთხოვნაზე ვრცელდება სახელშეკრულებო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. აღნიშნული გარემოება კი მოპასუხეს უფლებას აძლევს უარი განაცხადოს შესრულებაზე, თანახმად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლისა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
7. საპროცესო ხარჯები
,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მეხუთე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან: უ) დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე; შესაბამისად, სა---------–-----------–--------–---------------–------------------------------------ო გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამიტომ არ არსებობს მოპასუხისათვის საპროცესო ხარჯის დაკისრების წინაპირობები.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 36--ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სა---------–-----------–--------–---------------–------------------------------------ოს სარჩელი შპს ,,უნ--------–ი“-ს მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლია ავალიშვილი