განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001534245
№2ბ/5303-2017
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 მაისი, 2018 წელი ქალაქ თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
თავმჯდომარე, მომხსენებელი - გელა ქირია
მოსამართლეები - ოთარ სიჭინავა, ამირან ძაბუნიძე
სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - ს----------–-----------–------------–-----------------------
წარმომადგენელი - ნ--------–---
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შ------------
წარმომადგენელი - თ---------------–---–-
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით ს----------–-----------–------------–-----------------------ს სარჩელი შ---------ის“ მიმართ 58 417.17 ლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. მოსარჩელესა და შ-- მოპასუხეს შორის 2----–-–----------სს გაფორმდა ,------–-–------–------------–-------- №------- ხელშეკრულება (იხ. ს/ფ 23-32; 33-34);
2.2. №------- ს----–-–------–----------ს შესახებ ხელშეკრულებით მოპასუხის მიერ აღებული ვალდებულების შესასრულებლად მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, 2----–-–--------------სა და 2----–-–-------------ს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტები №-- და N---- რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხეს საკუთრების უფლების გადაცემის გარეშე, მომსახურების გაწევის მიზნით (უსასყიდლოდ) გადასცა 68 362.16 (66976.51+1385.65) ლარის ღირებულების სამშენებლო მასალა (იხ. ს/ფ 35, 36);
2.3. 2----–-–----------------ს მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს და მოსთხოვა 2----–-–--------------სა და 2----–-–-------------ს გაფორმებული მიღება-ჩაბარების №-- და N--- აქტებით გადაცემული აუთვისებელი სამშენებლო მასალების მატერიალური ფორმით დაბრუნება ან შესაბამისი ღირებულების ანაზღაურება. მოთხოვნაში არ იქნა გათვალისწინებული მიღება-ჩაბარების აქტებში გათვალისწინებული თუნუქის ფურცლის ღირებულება 9945 (555+9390) ლარი, რომლის ათვისება დადასტურდა. მოსარჩელის წერილის პასუხად მოპასუხე კომპანიამ უარი განაცხადა მოთხოვნის შესრულებაზე (იხ. ს/ფ 37-38, 39);
2.4. სადავო არ არის, რომ ქალაქ თბილისის N--- საჯარო სკოლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული სამუშაოები მოპასუხე კომპანიამ შეასრულა ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, დათქმულ ვადაში;
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.5. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხე კომპანიის მხრიდან ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდებული მასალის გამოუყენებლობის ფაქტი.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების წესზე და წარმოდგენილი მტკიცებულებების სასამართლოს შეფასებებზე დამოკიდებულების შესახებ და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ს----------–-----------–------------–------------------------- ვერ შეძლო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების სასამართლოში წარდგენა, კერძოდ, მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ მოპასუხის მიერ გადაცემული მასალის მიზნობრივი გამოყენება არ მომხდარა. მხარის მხოლოდ ზეპირი მითითება, რომ 2----–-–--------------სა და 2----–-–-------------ს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტებით გადაცემული სამშენებლო მასალები (მოთუთიებული თუნუქის ფურცლის გამოკლებით) მოპასუხე კომპანიის მიერ არ ყოფილა გამოყენებული ვალდებულების შესასრულებლად (ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 3.1. პუნქტის შესაბამისად) - ვერ ჩაითვლებოდა კომპანიის მიერ, გადაცემული ქონების გამოუყენებლობის ფაქტის დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად, მაშინ როდესაც სხვა სახის მტკიცებულება, თუნდაც ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების,---- და 5-- პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების აქტი (ფორმა N-- ფორმა N--, რომელიც მოსარჩელის პოზიციას დაადასტურებდა და გაამყარებდა, საქმეში არ მოიპოვებოდა.
სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე მხარის პოზიცია და მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით - მიღება-ჩაბარების აქტებითა და სამშენებლო მასალის ჩამონათვალით ნამდვილად დასტურდებოდა მოპასუხისათვის №-- და N--- მიღება-ჩაბარების აქტებით განსაზღვრული მასალის გადაცემის ფაქტი მომსახურების გაწევის მიზნით, მაგრამ არა ის გარემოება, რომ მოპასუხე კომპანიის მიერ დანიშნულებისამებრ არ ყოფილა გამოყენებული გადაცემული სამშენებლო მასალა.
სასამართლოს მითითებით, საგულისხმო იყო და სადავო არ გამხდარა ის გარემოება, რომ 2015 წლამდე, მოპასუხის მიმართ არანაირი პრეტენზია არ დაუფიქსირებია N------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, არც შუალედური კონტროლის შედეგებთან და არც შესრულებული სამუშაოს თაობაზე მოპასუხის მიერ წარდგენილ ანგარიშებთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზეც სავარაუდოდ გაფორმდა სამუშაოს შესრულების აქტი და ს------------- მიერ განხორციელდა ანგარიშსწორება რეალურად შესრულებული სამუშაოს (ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-5 და მე-7 პუნქტების) შესაბამისად (იხ. ს/ფ 23-32);
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.6. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
სასამართლომ აღნიშნა, მოსარჩელემ ჩაატარა ტენდერი პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის ,,ი-------------–---–-------------–-------------------–------------–----–---- დაფინანსების ფარგლებში, საქართველოს საჯარო სკოლებში სარემონტო სამუშაოების რეაბილიტაციის ჩატარების მიზნით და მიიღო მოპასუხისგან სატენდერო წინადადება ს---------–---------- საჯარო სკოლაზე, რის საფუძველზეც მხარეებს შორის 2----–-–----------სს გაფორმდა ,------–-–------–------------–-------- ხელშეკრულება №-------. ამდენად, მხარეებს შორის წარმოიშვა ნარდობის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც შეწყდა შესრულებით - ს----–-–------–----------ს შესახებ №------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება მხარეებმა სრულად და ჯეროვნად შეასრულეს. 2015 წლის დეკემბრამდე მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ რაიმე პრეტენზიები არ გამოუთქვამს.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნებოდა არა სახელშეკრულებო საფუძვლებს, არამედ გამომდინარეობდა კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობიდან. კონკრეტულად მოსარჩელე ითხოვდა 2-----–-–---------------სა და 2----–-–-------------ს გაფორმებული №-- და N--- მიღება-ჩაბარების აქტებით მოპასუხისათვის გადაცემული სამშენებლო მასალის ღირებულების - 58 417.17 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებას, უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებიდან გამომდინარე. მოსარჩელეთა აღნიშნული მოთხოვნა კი ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად, მოპასუხის მფლობელობაში უსაფუძვლოდ აღმოჩნდა 58 417.17 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალა, რითაც მოპასუხე უსაფუძვლოდ გამდიდრდა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმად სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი გვევლინებოდა, რომლის თანახმადაც, შესრულების კონდიქცია გულისხმობს ვითომ კრედიტორის (მოცემულ შემთხვევაში - მოპასუხე კომპანია) ქონების გაზრდას, რომელსაც არ გააჩნია სამართლებრივი (სახელშეკრულებო ან კანონისმიერი) საფუძველი.
სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობს ან შემდგომში იშლება. ამასთან, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას თუ მართლწინააღმდეგობას. სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი – ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება უნდა მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე. უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირმა ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება კიდევაც უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას, ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას.
ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხე კომპანიის მხრიდან, 2----–-–--------------სა და 2----–-–-------------ს გაფორმებული მიღება-ჩაბარების №-- და N--- აქტებით მოპასუხისათვის მიწოდებული სამშენებლო მასალის, ხელშეკრულების ფარგლებში გამოუყენებლობის ფაქტი, შესაბამისად სასამართლომ მიიჩნია რომ არ არსებობდა კონდიქციური ვალდებულების ფარგლებში მოპასუხისათვის თანხის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი და მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
და ბოლოს, რადგან სასამართლომ მიიჩნია რომ არ არსებობდა მოთხოვნის უფლება, შესაბამისად არ არსებობდა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მსჯელობის საჭიროებაც, თუმცა მოპასუხის პოზიციიდან გამომდინარე, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, მიეთითებინა, რომ უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე უკუმოთხოვნას არ გააჩნდა სამოქალაქო კოდექსის სახელშეკრულებო, უძრავ ნივთებთან დაკავშირებული ან სხვა რაიმე სპეციალური ხანდაზმულობის ვადები, შესაბამისად მათ მიმართ მოქმედებდა ხანდაზმულობის საერთო - 10 წლიანი ვადა, რაც მოსარჩელეს განსახილველ შემთხვევაში სარჩელის აღძვრამდე დაცული ჰქონდა.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხის მხრიდან ს------------- მიერ ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდებული მასალის გამოუყენებლობის ფაქტი. ამასთან, სასამართლომ არ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები სრულად. კერძოდ, სარჩელზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით (2----–-–--------------ს N-- მიღება-ჩაბარების აქტი და 2----–-–-------------ს N--- მიღება-ჩაბარების აქტი) დასტურდება სამინისტოს მხრიდან სამშენებლო მასალების გადაცემის ფაქტი. ხოლო ის ფაქტი, მოხდა თუ არა გადაცემული მასალების მიზნობრივად გამოყენება, ეკისრება მოპასუხე მხარეს. მოცემულ შემთხვევაში კი, მოპასუხის მხრიდან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენას ადგილი არ ყოფილა.
3.2. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი;
აპელანტის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ ს------------- მიერ გადაცემული სამშენებლო მასალები მოპასუხე კომპანიას გამოყენებული ჰქონდა, მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენდა. კონკრეტულ შემთხვევაში კი, შ---------ის" მიერ საქმეში წარმოდგენილი არ იყო ის სათანადო მტკიცებულება, რაც აღნიშნულ სადავო ფაქტობრივ გარემოებას დაადასტურებდა.
3.3. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ს------------მ ვერ შეძლო მასზე დაკისრებული მტკიცების სათანადოდ რეალიზება და სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოში წარდგენა, კერძოდ, მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ მოპასუხე კომპანიის მიერ გადაცემული მასალის მიზნობრივი გამოყენება არ მომხდარა.
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არასწორად გადაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხე კომპანიის მიერ ს------------- მხრიდან გადაცემული მასალის გამოყენება, სწორედ კომპანიის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაა.
3.4. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად მიუთითა ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 3.1,---- და 5-- პუნქტებზე, ვინაიდან მოპასუხე კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულა.
აპელანტმა განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე კომპანიის მხრიდან ვალდებულება შესრულდა, თუმცა ხელშეკრულებიდან გამომდინარე კომპანიის მფლობელობაში უსაფუძვლოდ აღმოჩნდა 58 417.17 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალა, რისი ათვისების დამადასტურებელი მტკიცებულებაც კომპანიას არ წარმოუდგენია.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
4.1. 2----–-–----------სს ს----–-–------–----------ს შესახებ №------- ხელშეკრულების თანახმად, ერთი მხრივ, მოსარჩელე - ს------------ (შემდგომში „შემსყიდველი“) და მეორეს მხრივ, მოპასუხე კომპანია (შემდგომში „მიმწოდებელი“) შეთანხმდნენ, რომ პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამა „--------------–---–---------------–-------------------–--–- სარემონტო სამუშაოების რეაბილიტაციის ჩატარების მიზნით, ,,შემსყიდველმა’’ ს----–-–------–----------ს სააგენტოს N-------- 1--------წ- წერილის გათვალისიწნებით, მიიღო მიმწოდებლისაგან წინადადება ქ. თბილისის N--- საჯარო სკოლის სარემონტო სამუშაოებზე, შემდეგ თანხაზე 1 426 370.00 ლარზე.
ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-3 პუნქტის მიხედვით, „შემსყიდველის“ მიერ დანართში მითითებული მასალის მიწოდების შემთხვევაში, „მიმწოდებელი“ ვალდებული იყო სამუშაო განეხორციელებინა მიწოდებული მასალებით (3.1. პუნქტი). შემყიდველის მიერ დანართში მითითებული მასალის მიუწოდებლობის შემთხვევაში, „მიმწოდებელი’’ ვალდებული იყო სამუშაო განეხორციელებინა წინადადებით წარდგენილი თანდართული სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით (3.2. პუნქტი). ,,მიმწოდებელი’’ ვალდებული იყო სარემონტო სამუშაოები განეხორციელებინა, შეთანხმებული გრაფიკით, ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის ვადაში. პირველ თვეში შესრულებული უნდა ყოფილიყო მთლიანი სამუშაოს მოცულობის 25%, მეორე თვეს - 45%, მესამე თვეს - 30% (3.3.).
ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-5 პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტი ან მისი ნაწილი (ეტაპი) ჩაითვლებოდა მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ (5.1.). საბოლოო სამუშაოს შესრულებამდე „მიმწოდებელი“ ვალდებული იყო მე-3 მუხლის 3.3 პუნქტში მითითებული მოცულობის შესაბამისად შემსყიდველისათვის ეტაპობრივად წარედგინა გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიში, რომლის საფუძველზე გაფორმდებოდა სამუშაოს შესრულების აქტი (ფორმა №2, ფორმა №3) (5--.).
4.2. 2----–-–-----------------ს 0------- შეთანხმებით, ცვლილება შევიდა 2----–-–----------სის ს----–-–------–----------ს შესახებ №------- ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 8.1. პუნქტში და ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 1 440 149.1 ლარით;
4.3. 2----–-–---------------ს და 2----–-–-------------ს მიღება-ჩაბარების №-- და N--- აქტებით, ერთის მხრივ მიმწოდებელი (ს------------) და მეორეს მხრივ მიმღები (კომპანია) ადასტურებენ, რომ მიმწოდებელმა მიაწოდა, ხოლო მიმღებმა მიიღო 68 362.16 (66976.51+1385.65) ლარის ღირებულების მასალები, რომლებიც კომპანიას უნდა გამოეყენებინა სარემონტო სამუშაოების შესრულების პროცესში;
4.4. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ს------------მ შესრულება მიიღო და გადაუხადა კომპანია შესრულებული სამუშაოს შეთანხმებული საზღაური;
4.5. 2----–-–----------------ს, ს------------მ მიმართა კომპანიას და მოსთხოვა 2----–-–--------------სა და 2----–-–-------------ს გაფორმებული მიღება-ჩაბარების №-- და N--- აქტებით გადაცემული აუთვისებელი სამშენებლო მასალების მატერიალური ფორმით დაბრუნება ან მისი ღირებულების ანაზღაურება. მოთხოვნაში არ იქნა გათვალისწინებული მიღება-ჩაბარების აქტებში გათვალისწინებული თუნუქის ფურცლის ღირებულება 9945 (555+9390) ლარი, რომლის მიზნობრიობაც დადასტურდა.
ს------------- წერილის პასუხად მოპასუხე კომპანიამ უარი განაცხადა მოთხოვნის შესრულებაზე;
4.6. საქმის მასალებით არ დასტურდება მოპასუხე კომპანიის მხრიდან ს------------- მიერ ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდებული მასალის გამოუყენებლობის ფაქტი.
საქართველოს სსკ-ის 4.1. მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, 1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. 3. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103.1. მუხლის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
პალატას აღნშნავს, რომ იმ ფაქტობრივი გარემოებების არსებობის პირობებში, როდესაც მხარეები სადავოდ არ ხდიან ს------------- მიერ შესრულების მიღებას და მის მიერ მოპასუხე კომპანიისათვის შეთანხმებული საზღაურის გადახდის ფაქტს, ამასთან, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ ხელშეკურლების დადებიდან/შესრულებიდან (2006 წ) გასული იყო დაახლოებით 10 წელი, მოსარჩელე კი 2015 წლამდე, მოპასუხე კომპანიას მიმართ არანაირი პრეტენზია არ დაუფიქსირებია N------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მტკიცების ტვირთი იმისა, რომ მოპასუხე კომპანიას მიერ ადგილი ჰქონდა გადაცემული მასალის არამიზნობრივ გამოყენებას, ეკისრებოდა მოსარჩელე მხარეს.
მოცემულ შემთხვევაში, ს------------მ ვერ შეძლო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და სარჩელის საფუძვლად მითითებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების სასამართლოში წარდგენა, კერძოდ, მოსარჩელემ შესაბამის მტკიცებულებებზე მითითებით, ვერ დაამტკიცა, რომ მოპასუხე კომპანიას მიერ გადაცემული მასალის მიზნობრივი გამოყენება არ მომხდარა. მხარის მხოლოდ ზეპირი მითითება, რომ ს-------------ა და მოპასუხეს შორის 2----–-–--------------სა და 2----–-–-------------ს გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტებით გადაცემული სამშენებლო მასალები (თუნუქის ფურცლის გამოკლებით) მოპასუხე კომპანიის მიერ არ ყოფილა გამოყენებული ვალდებულების შესასრულებლად, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს კომპანიის მიერ, გადაცემული ქონების გამოუყენებლობის ფაქტის დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად, მაშინ როდესაც სხვა სახის მტკიცებულება, მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების,---- და 5-- პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების აქტი (ფორმა N-- ფორმა N--, რომელიც მოსარჩელის პოზიციას დაადასტურებდა, საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის.
ამასთან, საგულისხმოა ის, რომ არც შუალედური და არც შესრულებული სამუშაოს თაობაზე მოპასუხის მიერ წარდგენილ ანგარიშებთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზეც სავარაუდოდ გაფორმდა სამუშაოს შესრულების აქტი და ს------------- მიერ განხორციელდა ანგარიშსწორება (ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-5 და მე-7 პუნქტების), რაიმე შენიშვნები არ დაფიქსირებულა.
4.7. წინამდებარე სასარჩელო განცხადებით ს------------ მოითხოვს მოპასუხე კომპანიისათვის მის სასარგებლოდ 58 417.17 ლარის დაკისრებას, ხოლო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლზე.
პალატა განმარტავს, რომ მხარეთა შორის დავის განხილვისას სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მოსარჩელე თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რომლის მიღწევაც მხარეს სურს. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენებით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს ამა თუ იმ ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს.
პალატა განმარტავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აგებულია რა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, პირის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა ამავე პირის ნებაზეა დამოკიდებული. მხარეები სამოქალაქო სამართალწარმოებაში თვითონვე განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ (სამოქალაქო საპროცესო კოექსის მე-3-4-ე მუხლები), რაც კანონის მოთხოვნათა დაცვით (ამავე კოდექსის 178-ე მუხლი) უნდა აისახოს მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილ სარჩელში.
სასარჩელო მოთხოვნისა და სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა არ უნდა დარეგულირდეს უსაფუძვლო გამდიდრების მომწესრუგებელი სამართლებრივი ნორმებით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976.2. მუხლით). პალატა მიიჩნევს, რომ ს-------------ა და მოპასუხე კომპანიის შორის 2----–-–----------სს გაფორმებული ხელშეკრულება ს----–-–------–----------ს შესახებ თავისი არსით წარმოადგენს ნარდობის ხელშეკრულებას. შესაბამისად, მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა გამომდინარეობს არა უსაფუძვლო გამდიდრებიდან, არამედ, სახელშეკრულებო ურთიერთობიდან.
სააპელაციო პალატა აღნიშნულ დასკვნამდე მივიდა შემდეგი ნორმების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე კოდექსის 646-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მენარდე პასუხს აგებს შემკვეთის მასალის არასწორი გამოყენებისათვის. მენარდე მოვალეა წარუდგინოს შემკვეთს მასალის ხარჯვის ანგარიში და დაუბრუნოს მას დარჩენილი მასალა.
პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა ს----–-–------–----------ს შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე. დადგენილია, რომ მიმწოდებელმა შეასრულა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები და ჩაატარა ნაკისრი სარემონტო სამუშაოები. ასევე დადგენილია, რომ შემსრულებელმა სრულად მიიღო ჩატარებული სამუშაოების ტოლფასი ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება).
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო შენიშნავს, რომ მხარეთა შორის არსებული სამართალურთიერთობა შეწყდა შესრულებით - მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ს------------მ შესრულება მიიღო და გადაუხადა შემსრულებელს შესრულებული სამუშაოს შესაბამისი შეთანხმებული საზღაური.
როგორც აღინიშნა, ს------------- სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება არა სახელშეკრულებო ურთიერთობას, არამედ კანონისმიერ ვალდებულებით ურთიერთობას, კერძოდ, აპელანტი (მოსარჩელე მხარე), სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმად სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლს მოიაზრებს, რომლის თანახმადაც, შესრულების კონდიქცია გულისხმობს ვითომ კრედიტორის ქონების გაზრდას, რომელსაც არ გააჩნია სამართლებრივი (სახელშეკრულებო ან კანონისმიერი) საფუძველი.
აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობს ან შემდგომში იშლება. ამასთან, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალ ურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას თუ მართლწინააღმდეგობას.
პალატა შენიშნავს, რომ წინამდებარე სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი – ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე, რაც წინამდებარე შემთხვევაში სახეზე არ არის, ვინაიდან მოპასუხე კომპანიას სამშენებლო მასალა გადაეცა ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე, უსაფუძვლო გამდიდრებით სამართლაურთიერთობის შეფასებისთვის კი აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე და პირმა ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება კიდევაც უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას, ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას.
პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეები იმყოფებიან ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში. გადაცემული მასალების თაობაზე პირობას ითვალისწინებდა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 3.1 პუნქტი, ხოლო საკითხის სამართლებრივი რეგულაცია მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 646-ე მუხლით, შესაბამისად, მოთხოვნის წარმოშობის საფუძველია არა კონდიქციური, არამედ სახელშეკრულებო ვალდებულება.
4.8. პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა, რაც არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს (ან სხვა ორგანოს) მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის გაშვება უფლებამოსილ პირს ართმევს თავისი უფლების იძულებითი დაცვის შესაძლებლობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ სასამართლო თავისი ინიციატივით ვერ იმსჯელებს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, ვინაიდან ხანდაზმულობის საკითხზე მსჯელობის უფლება სასამართლოს გააჩნია სწორედ მოპასუხე მხარის მითითებით.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ აქცენტი სარჩელის ხანდაზმულობაზე გააკეთა პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით. შესაბამისად, სასამართლო განსაკუთრებული ყურადღებით უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს გარკვეული ფაქტობრივი გარემოებები და მისცეს მათ შესაბამისი სამართლებრივი შეფასება.
პალატა მიუთითებს, რომ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მსჯელობისას მნიშვნელოვანია განისაზღვროს მოთხოვნის წარმოშობის დრო, მომენტი, საიდანაც იწყება ხანდაზმულობის ვადის დენა. პალატა განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. ზოგადად, მოთხოვნის უფლება კი წარმოიშობა იმ დღიდან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო თავისი უფლების დარღვევა, თუ პირმა თავისი დაუდევრობის (გულგრილობის) გამო ვერ გაიგო უფლების დარღვევის შესახებ, მაშინ ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება იმ მომენტიდან, როცა საქმის გარემოების მიხედვით უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ზოგიერთ შემთხვევაში კი ხანდაზმულობის ვადის დენის დასაწყისი უშუალოდ კანონითაა განსაზღვრული, ასეთ შემთხვევაში ითვლება, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილისათვის ცნობილია მოთხოვნის უფლების წარმოშობის დრო და ამ დროიდან დაიწყება ხანადაზმულობის ვადის დენა.
საქმის მასალებით დადგენილია და არც მხარეები დავობენ, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები მოპასუხე კომპანიამ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში და მიიღო შეთანხმებული ანაზღაურება.
პალატა შენიშნავს, რომ ს------------- მოთხოვნის უფლება 2----–-–----------სის ს----–-–------–----------ს შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოიშვა ეტაპობრივად, 2----–-–------–---დან - 2----–-–--------------ს ჩათვლით, სასამართლოს კი მოსარჩელემ სარჩელით მომართა 2016 წლის 10 ოქტომბერს, რის გამოც, პალატა თვლის, რომ მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან სარჩელის აღძვრამდე გასულია დაახლოებით 10 წელი. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა სარჩელის სასამართლოში შეტანის დროისათვის ხანდაზმულია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა გარდა იმისა რომ არის უსაფუძვლო, ხანდაზმულიცაა.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტი ,,სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ’’ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის ,,უ’’ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს----------–-----------–------------–-----------------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სასამართლო ხარჯებისაგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
6. საქართველოს სსკ-ის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისთვის, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
თავმჯდომარე: გელა ქირია
მოსამართლეები: ოთარ სიჭინავა
ამირან ძაბუნიძე