გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3-----------------
საქმე №2/16679-15
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 მარტი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - შორენა წიქარიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი
მოსარჩელე - შპს „პ------–---–------–ი“
მოსარჩელის წარმომადგენლები - თ----- ქ--------ე, ლ---- ნ-----–--ე, ჯ--- გ---–-----ი, ს-------- დ---------–---–ი
მოპასუხე - შპს „ო----------–--------ი“
მოპასუხის წარმომადგელები - ზ------ ბ----–---–ი, უ---------
დავის საგანი - თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1. მოპასუხე შპს „ო----------–--------ს“ მოსარჩელის შპს „პ------–---–------–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს შესასრულებელი სამუშაოსათვის შესაბამისი გრაფიკით გათვალისწინებული გადაუხდელი დავალიანების 87 273.05 ლარის გადახდა;
2. მოპასუხე შპს „ო----------–--------ს“ მოსარჩელის შპს „პ------–---–------–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წლის 30 ნოემბრის ნარდობის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შედეგად მიუღებელი შემოსავლის სახით 32 126,39 ლარის ანაზღაურება;
3. მოპასუხე შპს „ო----------–--------ს“ მოსარჩელის შპს „პ------–---–------–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წლის 30 ნოემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული დღეების მიხედვით 51403,70 ლარის ოდენობით გადახდა (2015 წლის 05 ივლისიდან 2018 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი - სულ 1178 დღე).
4. მოპასუხე შპს „ო----------–--------ს“ მოსარჩელის შპს „პ------–---–------–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის კუთვნილი შემდეგი სამშენებლო დანადგარებისა და მასალების დემონტაჟი და საკუთარი ხარჯებით გადატანა მოსარჩელის მისამართზე, ქ.თბილისი, ჭ-----------–ის ქ.N22, კერძოდ: 200 ცალი სამშენებლო დგარი ვერცხლისფერი 3,5მ; 1 ცალი სატვირთო სტრობი და 4.612 ტონა არმატურა.
5. მოპასუხე შპს „ო----------–--------ს“ მოსარჩელის შპს „პ------–---–------–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ქ.თბილისი, წ----------------–--–ი N3---ში მდებარე სამშენებლო მოედნიდან მოპარული ნივთების ღირებულება სულ 16 097 ლარის ოდენობით.
6. მოპასუხე შპს „ო----------–--------ს“ მოსარჩელის შპს „პ------–---–------–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს გამოყენებული ხის მასალის საფასური 18 000 ლარის ოდენობით ანაზღაურება.
7. მოპასუხე შპს „ო----------–--------ს“ მოსარჩელის შპს „პ------–---–------–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სასამართლოსა და სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურება.
მოსარჩელე თავის მოთხოვნას ამყარებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, მხარეთა შორის 2014 წლის 30 ნოემბერს გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება, რომლიც ითვალისწინებდა ქ.თბილისში, წ-----ის გზხატკეცილი N3---ში შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების ჩატარებას. ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა მოპასუხეს უნდა გადაეხადა მოსარჩელისთვის ხელშეკრულების დანართი N1-ით დადგენილი ხარჯთააღრიცხვის საფუძველზე. ამასთან, მოსარჩელეს სამუსაოების შესრულება უნდა განეხორციელებინა ხელშეკრულების დანართი N2-ის საფუძველზე. 2015 წლის 10 ივნისს მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება ნარდობის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რითაც შეიცვალა ხელშეკრულების ჯამური ღირებულება, ასევე სამუშაოს დასრულების დრო.
მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის 30 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მის მიერ შესრულებულია სულ რვა შესრულება, კერძოდ:
შესრულება 008: წარმოდგენილია 2015 წლის 29 ივნისს ღირებული 69327,44 ლარი;
შესრულება 007-ის ნაწილი: წარმოდგენილია 2015 წლის 13 ივნისს - 82631,73 ლარი;
შესრულება 006-ის ნაწილი: წარმოდგენილია 2015 წლის 01 ივნისს - 73102,28 ლარი;
შესრულება 004-ის ნაწილი: წარმოდგენილია 2015 წლის 05 აპრილს - 143192,87 ლარი;
შესრულება 002 დაგვიანება: წარმოდგენილია 2015 წლის 03 თებერვალს - 108 084,67 ლარი;
შესრულება 001 დაგვიანება: წარმოდგენილია 2014 წლის 31 დეკემბერს - 191595,01 ლარი.
მხარის განმარტებით, მის მიერ შესრულებულია ხელშეკრულებაზე თანდართული სამუშაოს შესრულების გრაფიკით დადგენილი პ------–- 8 შესრულება, ამათგან 6 მათგანი ორივე მხარის მიერ არის ხელმოწერილი და არცერთი მხარე აღნიშნულზე არ დავობს. რაც შეეხება მე-7 და მე-8 შესრულებას, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელის მიერ უნაკლოდ იყო ვალდებულება შესრულებული, მოპასუხე უარს აცხადებდა აღნიშნული შესრულების დადასტურებასა და ხელმოწერაზე.
მოსარჩელის განმარტებით, სადავო მე-7 და მე-8 შესრულების აქტები მოპასუხეს განსახილველად გაეგზავნა 2015 წლის 15 ივნისსა და 2015 წლის 30 ივნისს. ვინაიდან აღნიშნულ შესრულებებთან დაკავშირებით მოპასუხეს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში არ გამოუხატავს პრეტენზია, შესაბამისად, სამუშაოს შესრულება მიღებულად უნდა ჩაითვალოს, რის გამოც მას წარმოეშვა ფულად ვალდებულების შესრულება.
მხარის განმარტებით, მოპასუხემ მას 2015 წლის 24 ივნისს წერილობით მიმართა და აცნობა ვადაზე ადრე ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე და მოითხოვა სამუშაოების დასრულება 2015 წლის 29 ივნისს შესაბამისი 19,80 ნიშნულის დასრულებით, რაც, მოსარჩელის მტკიცებით, მის მიერ შესრულებულია.
მოსარჩელისვე განმარტებით, მოპასუხესა და სს „ვითიბი ბანკს“ შორის გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების საფუძველზე, ბანკი ახორციელებდა მოპასუხისათვის შესაბამისი თანხების გადარიცხვას იმ დროს, როდესაც იგი შეასრულებდა სამუშაოს, ბანკი შეამოწმებდა აღნიშნულს და მხოლოდ ამის შემდეგ ახორციელებდა ბანკი მოპასუხისათვის თანხების ჩარიცხვას, რის შემდეგაც მოპასუხე უკვე მასთან ახორციელებდა ანგარიშსწორებას. მოპასუხემ პ------–-ვე შესრულებაზე დააგვიანა ვალდებულების შესრულება - თანხის ჩარიცხვა, ხოლო თავად კი, თავის მხრივ ვალდებულება ჰქონდა აღებული ხის მასალის მომწოდებელთან, რის გამოც მშენებლობის დასაწყისშივე განხორციელდა მთლიანი მასალის შეძენა, რის გამოც მას გადახდილი შესრულებიდან მოგება არ მიუღია.
მოგვიანებით მოსარჩელე მხარემ დააზუსტა, რომ 2016 წლის 15 ივლისს მხარეთა შორის გაფორმდა სამშენებლო მასალის გატანის აქტი, რომლის საფუძველზეც მან მოპასუხისგან მიიღო 347 ერთეული სამშენებლო დონგრატი (ვერცხლისფერი), ასევე 1 ერთეული არმატურის საღუნი და საჭრელი, ხოლო დარჩენილ ნივთებზე მოპასუხემ განაცხადა, რომ 453 ერთეული ვერცხლისფერი დონგრატი და 11 ცალი სამშენებლო კოჭი 6,0 მ მოპარული იყო სამშენებლო უბნიდან. აღნისნულის გათვალისწინებით, მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2018 წლის 20 სექტემბრის მდგომარეობით 1 ერთეული სამშენებლო დონგრატის საბაზრო ღირებულება არის 35 ლარი, ხოლო 1 ერთეული ხის კოჭის ღირებულება კი - 22 ლარი, რის გამოც დაზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხისგან მოითხოვა მოპარული ნივთების ღირებულების მისთვის დაკისრებაც.
პ------–- სასარჩელო მოთხოვნით მოსარჩელე ითხოვს, რომ მოპასუხეს დაეკისროს მხარეთა შორის 2014 წლის 30 ნოემბერს დადებული ნარდობის ხელშეკრულების შესაბამისად მის მიერ რვა შესრულებისას შესრულებული სამშენებლო სამუშაოების დარჩენილი ასანაზღაურებელი ღირებულება 87 273,05 ლარის ოდენობით. იმის გატაისიწნებით, რომ 2014 წლის 30 ნოემბრის ხელშეკრულების შეწყვეტამდე მოსარჩელემ მოსპასუხეს 8 შესრულოებად ჯამში შეუსრულა 957 851,07 ლარის სამუსაო, , საიდანაც მოაპსუხის მიერ ანაზრაურდა მხოლოდ 870 378,02 ლარი, შესაბამისად, ასანაზრაურებელი დარჩა 87 473,05 ლარი.
მე-2 სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით მოსარჩელე მხარემ განმარტა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობა შეადგენდა 1 513 895,74 ლარს, ხოლო სამშენებლო სამუშაოები კი უნდა დასრულებულიყო 2015 წლის 30 ნოემბერს. სამუშაოების სრულად დასრულების შედეგად კი მას უნდა მიეღო მოგება მთლიანად შესრულებული სამუშაოების დღგ-ს გარეშე საერთო ჯამის 9%, რაც შეადგენს 105 932,68 ლარს. ხელშეკრულების შეწყვეტამდე მოსარჩელის მიერ შესრულდა 957851,07 ლარის ღირებულების სამუშაო, საიდანაც 18% წარმოადგენს დღგ-ს და დღგ-ს გარეშე თანხა შეადგენს 811 739.18 ლარს, რომლის 9% ანუ 73 056.43 ლარი არის ის მოგება, რომელსაც იგი მიიღებდა 8 შესრულების მოპასუხის მიერ ჯეროვნად გადახდის შემთხვევაში. შესაბამისად, მოპასუხის მიერ ხელშეკრულების არ შეწყვეტის შემთხვევაში მისაღებ მოგებასა და ფაქტობრივად დაბეგრილ მოგებას შორის სხვაობა შეადგენს 32126.39 ლარს, რაც უნდა მივიჩნიოთ მიუღებელ შემოსავლად და რომელსაც მოსარჩელე მიიღებდა ხელშეკრულება ვადაზე ადრე რომ არ შეწყვეტილიყო.
მე-3 სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებაში მოსარჩელემ განმარტა, რომ მე-8 შესრულების მიმართ მოპასუხეს გაუჩნდა ვალდებულება 87273,05 ლარის მისთვის ანაზღაურების, რადგან 2015 წლის 30 ივნისს მან ხელწერილი მისწერა მოპასუხეს, სადაც მოაპსუხეს გაეგზავნა აქტი ხელმოსაწერად, რაზეც ამ უკანასკნელმა არ დააფიქსირა პრეტენზია. მოსარჩელის განმარტებით, ხელშეკრულების 5.5. და 5.6. პუნქტების შესაბამისად, ასეთი ქმედებით მოპასუხემ მიიღო მის მიერ შესრულებული სამუშაო, ხოლო გადახდის ვალდებულება კი წარმოეშვა 2015 წლის 05 ივლისს. სწორედ 2015 წლის 05 ივლისიდან მასვე წარმოეშვა პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება მოპასუხის მიმართ, რადგან მითითებულ ვადაში მოპასუხის მიერ ვალდებულება არ ყოფილა შესრულებული, რაც 2015 წლის 05 ივლისიდან 2018 წლის 25 სექტემბრის პერიოდზე ანუ 1178 დღეზე შეადგენს 51 403,70 ლარს (43,6*1178 დღეზე).
მე-5 სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2016 წლის 15 ივლისს მოპასუხემ მას არ გადასცა 453 ერთეული ვერცხლისფერი 3.5მ სამშენებლო დგარი და 11 ერთეული 6.0 მ სამშენებლო კოჭი იმ მიზეზით, რომ აღნიშნული ნივთები სამშენებლო უბნიდან მოპარული იყო და აღნიშნულ ფაქტზე მიმდინარეობდა გამოძიება. შესაბამისად, საბაზრო ფასების გათვალისწინებით, ვინაიდან მოპასუხესთან იმყოფებოდა აღნიშნული ნივთები, ამ უკანასკინელს უნდა დაკისრებოდა მათი ღირებულების სრულად ანაზღაურება იმ ოდენობით, რაც სასარჩელო მოთხოვნაში იქნა წარმოდგენილი.
მე-6 სასარჩელო მოთხოვნასთა მიმართებაში მოსარჩელე მხარემ განმარტა, რომ მან თავისი ხარჯებით მოახდინა 40 000 ლარის ღირებულების ხის მასალის შეძენა, რომლის ნაწილი თავად გამოიყენა მსენებლობის დროს. დანარჩენ ნაწილს კი, მისი ნების საწინააღმდეგოდ, იყენებს მოპასუხე. იმ მომენტისათვის, როდესაც მან დაკარგა წვდომა ხსენებულ მასალებთან, აღნიშნული ხის მასალების ღირებულება (ცვეთის გათავლისწინებით) შეადგენდა 18 000 ლარს. დღეის მდგომარეობით, ვინაიდან მოპასუხე კანონსაწინააღმდეგოდ ახორციელებს ხსენებული ხის მასალის გამოყენებას, აღნისნულმა გამოიწვია მისი გაუფასურება. შესაბამისად, მოპასუხეს მის სასარგებლოდ სწორედ მითითებული ხის მასალის ღირებულება უნდა დაეკისროს, როგორც მისთვის მიყენებული ზიანი.
მოსარჩელე მხარემ დააზუსტა, რომ მხარეთა შორის ტრანსპორტის ღირებულებად განისაზღვრა, რომ შესრულებული სამუშაოების ჯამს ტარანსპორტირებისთვის კიდევ ემატებოდა ღირებლების 5%. მართალია არმატურის ნაწილი სამშენებლო მოედანზე მოიტანა მოაპსუხე მხარემ, თუმცა რაც შეეხება ტრანსპორტირებას, არმატურის გარდა ტრანსპორტირებას საჭიროებდა უამრავი სხვა მასალა და მანქანა-დანადგარი, მათ შორის, ღობის მასალა, ხის მასალა, ბეტონი, ამწე, დონკრატები და სხვ, რაც მან განახორციელა და არა მოპასუხემ. შესაბამისად, 5% დამატებული იყო საერთო ტრანსპორტირების საფასურში და არა მხოლოდ არმატურის საფასურში. ამდენად, ბუნდოვანი იყო თუ რამდენი არმატურის ტრანსპორტირება მოახდინა მოპასუხემ 9127 ლარად არმატურის მიერ ტრანსპორტირებისა ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულების გარეშე. ამასთან, მსი მიერ წარმოდგენილი იქნა მტკიცებულება შპს „ავტო დახმარება ჯუბა“-სგან ინვოისი, რომლითად დასტურდება, რომ ტრანსპორტის მომსახურების საბაზრო ფასი მოპასუხის მიერ მოყვანილ ფასზე შვიდჯერ ნაკლებია.
მოსარჩელე მხარემ ასევე მიუთითა, რომ არმატურაზე ფასთაშორის სხაობა შეადგენდა 458,63 ლარს, რომელიც წარმოიშვა მოპასუხის მიერ გადმოწერილი არმატურისა და მის მიერ შესრულებულ სამუშაოში გათვალისწინებული ფასით. ამასთან, წინასწარ შეძენილი არმატურიდან დამატებით სამუშაოებში გამოყენებული იქნა 4 ტონა, ხოლო დარჩენილი 4 ტონა კი ვერ იქნა ათვისებული პროექტის ცვლილებების გამო.
რაც შეეხება გრუნტის უკუჩაყრასა და სყრდენ კედელს, მოსარჩელე მხარემ განმარტა, რომ სწორედ გრუნტის უკუჩაყრის პროცესში მოხდა შესაბამისი საყრდები კედლის მოწყობა შესაბამისი მასალით. საყრდენი კედლის არსებობის ფაქტი ასევე დასტურდებოდა მოპასუხის მიერ საქმეზე თანდართული ფოტომასალით. მხარემ ასევე მიუთითა, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით არ დასტურდებოდა შესაბამისი საყრდები კედლის არ არსებობის ფაქტი, პირიქით, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნაზე თანდართული ფოტომალასალით ჩანს იმ საყრდენი კედლის ნარჩენები, რომლებიც განზრახ იქნა მოხსნილი მოპასუხის მიერ ექსპერტიზის დასკვნის მოსამზადებლად. გრუნტის უკუჩაყრდა და დატკეპნა განხორციელდა არა მხოლოდ უკანა კედელზე, არამედ შენობის ოთხივე კედლის გასწვრივ, რომლის მოცულობაც დადასტურებულია მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში და რაც რეალურად აღემატება კიდეც ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულ მოცულობას, რის გამოც მოპასუხე ცდება უკუჩაყრაში ზედმეტად გადახდილი თანხის დაანგარიშებისას.
მხარის განმარტებით, მის მიერ საცხოვრებელი სახლის გარე კონტურიდან წითელ ხაზებამდე შევსებული გრუნტის მოცულობა შეადგენს 2049 მ3.
მოსარჩელის განმარტებით, სამუშაოების თითოეულ აქტზე თანდართული შესრულებულ სამუშაოთა აქტებში, ცხრილის სახით მითითებულია გამოყენებული ხის მასალის მოცულობა. 18000 ლარის ღირებულების ხის მასალასთან დაკავშირებით მოპასუხეც აღიარებს, რომ სამშენებლო მოედანზე დარჩენილი იყო სწორედ 18000 ლარის ღირებულების ხის მასალა, იმ განსხვავებით, რომ მოპასუხეს ეს ხის მასალა საკუთარად მიაჩნია. საქმეში წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებებით დგინდება, რომ სწორედ მის მიერ იყო სამშნებლო მასალის ნაწილი, მათ შორის ხის მასალაც, წინასწარ შეძენილი იყო მთლიანი მშენებლობისთვის. მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შედეგად, გამოუყენებელი, გაუხარჯავი ხის მასალა დარჩა სამშენებლო ობიექტზე, რომელიც შემდგომ გამოიყენა მოპასუხემ, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტამდე გახარჯული ხის მასალის მოცულობები დეტალურად იქნა გაშიფრული იმ მიღება-ჩაბარების აქტების დანართზე, რომლებსაც თვითონ მოპასუხე აწერს ხელს. ამდენად, გაუგებარი იყო მოპასუხის კალკულაცია, რომლითაც მას 50 000 ლარი ხის მასალაში ზედმეტად გადახდილ თანხად მიაჩნდა.
რაც შეეხება საყალიბე მასალის ღირებულებას, ხის მასალა 6440 ალარი და ფანერა 11 870 ლარის, რაც მხოლოდ გამოყენებულია 19,72 ნიშნულზე.
მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ მოპასუხე სადავოდ ხდიდა მოსარჩელის მიერ შპს „ჰაიდელბერგ ცემენტისგან“ შეძენილი ბეტონის ღირებულებას იმ საფუძვლით, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ მან უფრო ხელსაყრელ ფასად შეძლო იგივე ხარისხის ბეტონის შეძენა, რაც ეწინააღმდეგება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს, რომლის ფარგლებშიც კერძო სამართლის სუბიექტები თავისუფელნი არიან პროდუქციის ფასის განსაზღრისას. ამასტან, მხარემ მიუთითა, რომ მოპასუხის მიერ სადავოდ გამხდარი ბეტონის ფასი მისთის წინასწარვე იყო ცნობილი და იგი თავისი ნებით დათანხმდა ხარჯთაღრიცხვაში ბეტონის მოცემულ ფასს. შესაბამისად, უსაფუძვლო იყო უკვე გახარჯული ბეტონის თანხაზე 14604.25 ლარი ზედმეტად გადახდილად რომ მიიჩნია.
რაც შეეხება ამწის მონტაჟსა და დემონტაჟს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული და შეთანხმებული ხარჯთაღრიცხვის თანახმად, ამწის მონტაჟისა დ დემონტაჯის ღირებულება განსაზღვრული იქნა 42800 ლარის ოდენობით დღგ-ს და დარიცხული ხარჯების გარეშე. ამწის მონტაჟი და დემონტაჟი ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვაში გაწერილი იყო ორ მოქმედებად, საიდანაც თითო მოქმედების ანუ მონტაჟის საფასური იყო 21400 ლარი და დემონტაჟის - 21400 ლარი დარიცხვის გარეშე. 2014 წლის 31 დეკემბერს შესრულებით გაგზვნილი იქნა ანგარიში ამწის მონტაჟისთვის 21400 ლარის ოდენობით, მხოლოდ ერთი მოქმედებისთვის, რომელიც მოპასუხის მიერ დადასტურებული იქნა მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერით. არცერთი სხვა ხარჯთაღრიცხვით ამწის მონტაჟის ან დემონტაჟის საფასურის დარიცხვა მოპასუხისთვის არ მომხდარა. შესაბამისად, გაურკვეველი იყო მოპასუხის არგუმენტაცია, თუ რის საფუძველზე მიჩნევდა ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულ ერთ მოქმედებას - ამწის მონტაჟს, ორ მოქმედებად და რა კალკულაციით ანგარიშობდა ამწის მონტაჟსა და დემონტაჟში მოსარჩელისთვის 61104 ლარის გადახდას. ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ მოპასუხის მიერ სხვა კომპანიებისთვის ამწის დემონტაჟის საფასურის გადახდა არ უნდა ჩაითვალოს მოპასუხისთვის შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებად, მითუმეტეს, როდესაც ხელშკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტა მოპასუხის ინიცვიატივით მოხდა
(იხ. სარჩელი (ტ.1, ს.ფ. 57-76), განცხადება სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტებასა და გაზრდაზე (ტ.1, ს.ფ.373-377), დაზუსტებული სარჩელი (ტ.5, ს.ფ. 1-21), განცხადება (ტ.5, ს.ფ. 99, წერილობითი ახსნა-განმარტება (ტ.4, ს.ფ. 8-13), სასამართლო სხდომის ოქმი, ასევე განცხადებები სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტებაზე, წერილობითი ახსნა-განმარტება (ტ.5, ს.ფ. 127-136), საპაექრო სიტყვა).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მხარემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ მხარეთა შორის 2014 წლის 30 ნოემბერს ნამდვილად დაიდო ნარდობის ხელშეკრულება შესაბამისი პირობებით, ასევე მხარეთა თანხმობით შევიდა ცვლილებები ამავე ხელშეკრულებაში, თუმცა მიაჩნია, რომ თავად მოსარჩელის მიერ არ ყოფილა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება ჯეროვნად შესრულებული რვა შესრულებაზე. მოსარჩელის მიერ შესრულებულ სამუშაოზე აღმოჩნდა ნაკლი, მათ შორის, არასწორად და ზედმეტად იყო განხორციელებული თანხების დარიცხვა ხარჯთაღრიცხვაში და სამუშაოების არასწორად შესრულების გამო ჩამოინგრა კედელი, ამასთან, სამუშაოების წარმოება ხდებოდა არსებული გეგმა-გრაფიკზე ჩამორჩენით და მიუხედავად მოთხოვნისა, მოსარჩელე არ ახდენდა გახარჯული მასალების შესახებ ანგარიშგებას, რის გამოც იგი იძულებული გახდა ვადამდე შეეწყვიტა მოსარჩელესთან არსებული ხელშეკრულება. მხარის მოსაზრებით, მოსარჩელეს არ განუხორციელებია კედლის გამაგრების ან/და აღდგენის სამუშაოები, რაც ასევე ზიანის მომტანი იყო მისთვის.
რაც შეეხება ბანკისგან მიღებულ დაფინანსებას, მოპასუხემ განმარტა, რომ მისთვის ნაკლის თაობაზე ცნობილი გახდა მოგვიანებით, შესაბამისად, მე-7 შესრულებაზე მან არ გადაუხადა მოსარჩელეს ზედმეტად დარიცხული თანხები, ხოლო მე-8 შესრულება საერთოდ არ გადაუხდია, ბანკი სესხის გაცემას ახდენდა სასესხო ხელშეკრულების საფუძველზე ტრანშებად და აღნიშნულზე მასსა და ბანკს შორის არავითარი აქტები არ დგებოდა. ნარდობის ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვა თავის დროზე წარედგინა ბანკს, რომელმაც სწორედ მის საფუძველზე დაამტკიცა სესხი და მის საფუძველზე ხდებოდა ტრანშების გამოყოფაც. მე-8 შესრულებასთან დაკავშირებით კი მას ბანკისგან ტრანში არ მიუღია. ბანკი ამჟამადაც აგრძელებს ტრანშების გამოყოფას მშენებლობის დასაფინანსებლად, ხოლო ზედმეტად დარიცხულთან დაკავშირებით კი ბანკისთვის ცნობილი ვერ იქნებოდა, რადგან თავადაც გვიან შეიტყო აღნიშნულთან დაკავშირებით.
მხარემ ასევე მიუთითა, რომ სარჩელში მითითებული სამშენებლო დგარები და კოჭები მას არ ჰქონია მიბარებული რაიმე ხელშეკრულებით. მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ მას მოსარჩელისთვის არასდროს შეუქმნია პრობლემები სამშენებლო მოედნიდან ნივთების გატანაზე, თუმცა გატანა ისე უნდა მომხდარიყო, რომ სამშენებლო პროცესში არ შეშლოდათ ხელი. ამჟამად, მოსარჩელეს გატანილი ჰქონდა ნივთები, ხოლო იმ ნივთებზე, რაზეც პრეტენზია გააჩნდა მას, უცნობი პირების მიერ მოპარული იქნა. სადავო ნივთები თავად მოსარჩელემ დატოვა სამშენებლო მოედანზე და არ წაიღო. აღნიშნულ ქურდობაზე კი დაწყებული იყო გამოძიება და მისთვის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა მოპარულ ნივთებთან დაკავშირებით დაუსაბუთებელი იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. ამასთან დაამატა, რომ სარჩელში აღნიშნული დონკრატები არ ყოფილა მისთვის ჩაბარებული და შესაბამისად, მოხდა არა მისი აღება, არამედ გატანა. ნივთები იმყოფებოდა მოპასუხის საკუთრებაში არსებული ტერიტორიის მიმდებარედ და არა უშუალოდ ტერიტორიაზე, რაც კიდევ ერთხელ გამორიცხავს მის პასუხისმგებლობას.
მხარემ ასევე დააზუსტა და განმარტა, რომ მოსარჩელეს გრუნტის უკუჩაყრის სამუშაოები უნდა განეხორციელებინა ექვს შესრულებაში, თუმცა განახორციელა მე-7 შესრულებაში, რა დროსაც თანხის მხოლოდ ნაწილი იქნა გადარიცხული - 4371,24 ლარი ანუ ის ოდენობა, რა ოდენობითაც განახორციელა შესრულება.
მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელემ უხეშად დაარღვია სახელშეკრულებო პირობა, კერძოდ, დარღვევით მოახდინა შენობასა და კლდეს შორის არსებულ სივრცეში მიწის ჩაყრა და დატკეპნა, კერძოდ, ნაცვლად პერიოდული ჩაყრისა და დატკეპნისა, მოსარჩელემ ჩაყრა და დატკეპნა მოახდინა ერთ დღეში და ისიც მისი მოთხოვნის შემდეგ. მიწის ჩაყრის დროს არ აუშენებია დამცავი კედელი ან სხვა ფარი, რაც მიწის ჩაყრის შემდეგ შემაგრებას გამოიწვევდა, ამასთან, ჩაყრილი იქნა სამშენებლო ნარჩენები, რაც ასევე დარღვევას წარმოადგენს და რაც ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც კედლის ჩამონგრევის შემდეგ მასში არსებული ნარჩენები გადმოიყარა. მოსარჩელის ხარჯთაღრიცხვით მათ დაერიცხათ (გარდა 1 შესრულებისა, ფარული სამუშაოები) 542,503 მეტრი მიწის შემოტანის, უკუჩაყრა მექანიზმითა და დატკებნის სამუშაოების საფასური, რაშიც გადახდილი იქნა 22150,27 ლარი (13 მეტრზე 40,83 ლარი), მაშინ როდესაც რეალურად შესრულდა 229,683 მეტრი გრუნტის სამუშაოები, რაშიც უნდა გადახდილიყო 9377,83 ლარი, შესაბამისად, ზედმეტად გადახდილი თანხა შეადგენს 12772,43 ლარს.
რაც შეეხება შეძენილ ფანერას, იგი მათი თანხით არის შეძენილი და მოსარჩელეს მასზე არ უნდა ჰქონოდა პრეტენზია, რადგან დამხმარე ხის მასალაში გადახდილია 60 000 ლარამდე, ხოლო სამშენებლო მოედანზე კი არის მხოლოდ 18 000 ლარის ღირებულების მასალა, რაც მოსარჩელეს თავის საკუთრებად მიაჩნია. მოსარჩელემ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ შეიძინა 11635 ლარის მასალა, რომლითაც მოხდა შვიდი სართულის მსენებლობა, მაშინ, როდესაც მოსარჩელემ 68 000 ლარის მასალის ხარჯი დაარიცხა ექვსი სართულის მშენებლობაზე.
ამდენად, მოსარჩელე ზედმეტად ახდენდა თანხების დარიცხვას, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ 50 000 ლარის ღირებულების ხის მასალაზე წარმოდგენილი არ ყოფილა არანაირი დოკუმენტაცია, შესაბამისად, მიაჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელის მიერ ზედმეტად მოხდა თანხების დარიცხვა.
მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელის მიერ ხელოვნურად არის ბეტონის საფასური გაზრდილი, რადგან დავალიანება გააჩნდა მიმწოდებელ კომპანიასთან, რის გამოც არასწორად აწერდა დავალიანებას უშუალოდ მას. კერძოდ, მოსარჩელე 1 კუბურ მეტრ ბეტონს მათ აწვდიდა 110 ლარად დღგ-ს გარეშე, ხოლო 129,80 ლარად - დღგს-ს ჩათვლით, ტრანსპორტირებით კი - 136,29 ლარად. ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ მან იგივე მარკის ცემენტის ყიდვა გააგრძელა შპს „ჰ------–-----–------თან“, საიდანაც ახორციელებდა შესყიდვას 1 კუბური მეტრი - 104 ლარად დღგ-ს გარეშე, ხოლო დღგს- ჩათვლით კი - 123 ლარად, რომლიც მოიცავდა ადგილზე ტრანსპორტირებასაც. აღნიშნული წარმოადგენს დარღვევას, რადგან ხელშეკრულების მიხედვით ბაზარზე არსებული საშაულო ფასით უნდა მომხდარიყო შესყიდვა და მიწოდება. იმის გათალისწინებით, რომ ჯამურად შესყიდულია 1098,89 კუბური მეტრი ბეტონი, შესაბამისად, ზედმეტად დარიცხული თანხა შეადგენს 14 604,25 ლარს.
არც შეეხება არმატურას, თავდაპირველად მშენებლობისთვის არმატურის შეძენა ხდებოდა მოსარჩელის მიერ, რასაც ემატებოდა ტრანსპორტირების ხარჯი არმატურის ღირებულების 5%. არმატურის ნაწილი მოსარჩელემ თავად შეიძინა, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ აშს დოლარის კურსის ცვლილების გამო შესაძლებელი იყო ფასის მომატება, თავად მოპასუხის მიერ მოხდა თავისი ხარჯებით არმატურის შეძენა და სამშენებლო მოედანზე მიტანა. აღნიშნულის შედეგ მოსარჩელემ მართალია ხართაღრიცხვაში შეიყვანა არმატურის ღირებულება, თუმცა დაარიცხა ტრანსპორტირების 5%, რაც შეადგენდა 9127 ლარს და რომლის დაკორექტირებაზე მოსარჩელემ უარი განაცხადა.
მხარემ ასევე მიუთითა, რომ იგი არ აანაზღაურებდა მოსარჩელის მიერ წინასწარ შეძენილი არმატურის ხარჯს, რადგან მისთვის მოსალოდნელი იყო პროექტის ცვლილება და ხარჯი არ უნდა გაეწია.
მოპასუხის განმარტებით, იგი დამატებით იხდიდა როგორც ამწის იჯარას, ისე მის ზედნადებ ხარჯებს. ხელშეკრულება ითვალისწინებდა ამწის 2-ჯერ მონტაჟსა და 2-ჯერ დემონტაჟს, რაც ჯამურად შეადგენდა 61 104 ლარს, საიდანაც მას მოსარჩელისთვის გადახადილი აქვს 1 მონტაჟისა და 1 დემონტაჟის ღირებულება, სულ 30 552 ლარი, რეალურად კი მოსარჩელემ მხოლოდ ამწის 1 მონტაჟი განახორციელა, რადგან დემონტაჟი თავისი ხარჯით თავად განხორცილედა, შესაბამისად, მოსარჩელისთვის ზედმეტად დარიცხული თანხა შეადგენს 15276 ლარს.
მხარემ ასევე მიუთითა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ იმავე ფირმასთან 2015 წლის 09 ივლისს დადო ამწის იჯარის ხელშეკრულება, შესაბამისად, საფუძველს მოლებული იყო მას დაკისრებოდა იგივე თანხა ზიანის სახით, რაც გადახდილი ჰქონდა ამწესთან დაკავშირებით, ამასთან, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია ზიანთან დაკავშირებით მტკიცებულება.
მოპასუხის განმარტებით, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების 5.8 მუხლი ითვალისწინებს პირგასამტეხლოს დარიცხვის წინაპირობობებს, რომლის მიხედვით, მენარდეს უფლება აქვს, 5.5 პუნქტის მიხედვით შესრულებული სამუშაოების საზღაურის გადახდის ვადების 05 (ხუთი) კალენდარული დღით დარღვევის შემთხვევაში შეაჩეროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოება მანამ სანამ არ იქნება თანხა სრულად ანაზღაურებული, აღნიშნულის შესახებ მენარდემ წერილობით უნდა აცნობოს შემკვეთს ერთი სამუშაო დღით ადრე. თუ შემკვეთის მიერ სამუშაოთა შეჩერებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში არ მოხდება ანაზღაურება მენარდეს უფლება აქვს აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოითხოვოს შესრულებული სამუშაოს გადაუხდელი თანხის ანაზღაურება ან დააკისროს პირგასამტეხლო ყოველ შემდეგ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.05 პროცენტის ოდენობით. შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრების უფლების წარმოშობისათვის უნდა დამდგარიყო ზემოაღნიშნული წინაპირობები, კერძოდ, მოსარჩელეს უნდა შეეჩერებინა სამუშაო და ამის შესახებ წერილობით ეცნობებინა დამკვეთისათვის, თუ 15 დღის განმავლობაში არ იქნებოდა გადახდილი თანხა, მხოლოდ ამის შემდგომ წარმოეშობოდა პირგასამტეხლოს დარიცხვის უფლება. ვინაიდან არსებული ვითარების გამო, რის საქმის კურსშიც იყო მხარე, თუ რის საფუძველზე არ ხდებოდა თანხის გადმორიცხვა და მოსარჩელე თანახმა იყო ამ პირობებზე და მას არ გამოუხარავს პროტესტი, შესაბამისად, არ ყოფილა დაცული პირგასამტეხლოს დარიცხვის წინაპირობები. მოპასუხე მხარე ასევე არ ეთანხმება პირგასამტეხლოს ოდენობას.
ამასთან, მოპასუხე არ დაეთანხმა ტრანსპორტირების ხარჯს, კერძოდ, ვერტიკალური და ჰორიზონტალური ტრანსპორტირებისათვის ხარჯთაღრიცხვაში გათვალისწინებულ შეფასებს 7369,37 ლარის ნაწილში, რადგან მიაჩნდა, რომ იგი მას არ უნდა დაკისრებოდა.
ამდენად, მოპასუხე მხარემ მიუთითამ, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ დაახლოებით 11635 ლარის ღირებულების ხის მასალა და ასევე 30 000 ლარის ღირებულების სხვადასხვა მასალა შეიძინა.
ასევე მიუთითა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა კანონით დადგენილი წესით მოხდა, ამას მოსარჩელის მიმართ იმაზე მეტი ჰქონდა გადახდილი, ვიდრე მის მიერ იყო სამუშაოები შესრულებული, რის გამოც არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები (იხ. შესაგებელი, დაზუსტებული შესაგებელი (ტ.5, ს.ფ. 29-44), სასამართლო სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო გარემოებაა, რომ 2014 წლის 30 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეს მიღებული აქვს მოსარჩელის მეირ შესრულებული 6 შესრულება.
უდავო გარემოებაა, რომ მოპასუხეს არ აქვს მიღებული მე-7 და მე-8 შესრულება.
უდავო გარემოებაა, რომ მოპასუხესა და ბანკს შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, ბანკისგან მოპასუხეზე თანხების გამოყოფა ხდებოდა ტრანშებად, მას შემდეგ, რაც ბანკის წარმომადგენელი დაადასტურებდა შესრულებულ სამუშაოებს.
უდავო გარემოებაა, რომ ბანკისგან მოპასუხე უწყვეტად იღებდა ტრანშებს.
უდავო გარემოებაა, რომ არმატურის ნაწილი შეძენილი იქნა მოპასუხის მიერ და თავისივე ხარჯებით გადატანილი იქნა სამშენებლო მოედანზე.
მტკიცებულებები: მხარეთა ახსნა-განმარტება
4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1. 2014 წლის 30 ნოემბერს შპს „ო----------–--------სა“ (შემკვეთი) და შპს „პ------–---–------–ს“ (მენარდე) შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მენარდე კისრულობდა ვალდებულებას შეესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი კი ვალდებული იყო გადაეხადა შეთანხმებული საზღაური (3.1. მუხლი).
შესასრულებელ სამუშაოს წარმოადგენდა ქ. თბილისში, წ----------------–--–ი N3---ში მდებარე მიწის ნაკვეთზე შეჩერებული მშენებლობის დასრულება, როგორც ეს განსაზღვრული იყო შემკვეთის მიერ წარმოდგენილ და მენარდისთვის გადაცემულ საპროექტო დოკუმენტაციაში (4.1. მუხლი). ჩასატარებელი სამუშაოების დეტალური ჩამონათვალი და ღირებულება განსაზღვრული იყო დანართი N1-ით.
ხელშეკრულების 4.3. მუხლის შესაბამისად, მენარდე ასრულებდა სამუშაოს საკუთარი რესურსით, კერძოდ: სამუშაოებისათვის საჭირო მასალის, მუშახელის, ხარაჩოს, აღჭურვილობის, ტექნიკისა და სხვა საჭირო ნივთების/ადამიანური რესურსით უზრუნველყოფდა მენარდე და გადასცემდა შემკვეთს შესრულებულ სამუშაოს.
5.1. მუხლის მიხედვით განისაზღვრა ხელშეკრულების ფასი 1 672 390,20 ლარის ოდენობით.
5.3. მუხლის შესაბამისად, მენარდე ყოველი ეტაპის დასრულებისთანავე შემკვეთს წარუდგენს შესრულებულ სამუშაოთა აქტს, რომელიც შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო შეთანხმებულ გრაფიკთან, სადაც ცდომილება დასაშვები იყო პლიუს-მინუს 10%. შემკვეთი სამუშათა აქტის წარმოდგენიდან 5 კალენდარულ დღეში მენარდეს აუნაზღაურებდა შესრულებულ სამუშაოთა ღირებულებას.
5.5. მუხლის თანახმად, შესრულებული სამუსაოთა აქტის განხილვა ხდებოდა მისი წარდგენიდან 2 კალენდარული დღის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლიდან კი შემდგომი 3 კალენდარული დღის ვადაში უნდა მომხდარიყო შესრულებულ სამუშაოთა ანაზღაურება.
5.6. მუხლის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ შემკვეთი არ ეთანხმებოდა მენარდის მიერ წარმოდგენილ შესრულებულ სამუშაოთა აქტს, ამის თაობაზე დაუყოვნებლივ წერილობით ატყობინებდა მენარდეს.
ამავე მუხლის მიხედვით, გადახედვას არ ექვემდებარებოდა მხარეებს შორის შეთანხმებული და დაზუსტებული შესრულებული სამუშაოების აქტების მოცულობები და ფასები.
5.7. მუხლის თანახმად, ანაზღაურება მოხდებოდა რეალურად შესრულებული სამუშაოს მიხედვით დანართი N1-ში გათვალისწინებული ერთეულის ღირებულებით.
5.8. მუხლის შესაბამისად, თუ შემკვეთის მიერ სამუშაოთა შესრულებიდან 15 კალენდარული დღის განმავლობაში არ მოხდებოდა ანაზღაურება, მენარდეს უფლება ჰქონდა აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ შეეწყვიტა ხელშეკრულება და მოეთხოვა შესრულებული სამუშაოს გადაუხდელი თანხის ანაზღაურება ან დაეკისრებინა პირგასამტეხლო ყოველ შემდეგ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,05 პროცენტის ოდენობით.
ხელშეკრულების 8.3. მუხლის თანახმად, სამუშაოს მიღებად ითვლებოდა შემკვეთსა და მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების საბოლოო აქტის გაფორმება მენარდესა და შემკვეთის უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერით.
8.4. მუხლის შესაბამისად, შემკვეთის მიერ უშუალოდ მესამე პირებთან ცალკეულ სამუშაოთა შესრულებასა და მომსახურებაზე დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე ან შეუსრულებლობაზე მენარდე პასუხს არ აგებდა და წერილობით აცნობებდა შემკვეთს, თუ მესამე პირების გამო მათ ხელი ეშლებოდათ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაში.
ხელშეკრულების 13.1. მუხლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მენარდის მიერ არასათანადო ხარისხით განხორციელებული მომსახურების შედეგად გამოწვეული ზიანი, რომელიც შეიძლება გამოხატულიყო ჯარიმების, საურავების, ჯანმრთელობის დაზიანებისა თუ სხვა სახით, აანაზღაურებდა მენარდე. ამასთან, მენარდე პასუხისმგებელი იყო უსაფრთხოების წესების დარღვევით დამკვეთისა და მესამე პირისათვის მიყენებული ზიანისათვის.
13.2. მუხლის მიხედვით, შემკვეთი პასუხის არ აგებდა სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში მენარდის მიერ მესამე პირისათვის მიყენებულ ზიანზე და ასევე მენარდის მიერ მესამე პირების ან მენარდის ქვეკონტრაქორების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო.
16.4. მუხლის შესაბამისად, მხარე რომლისთვისაც ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო შეუძლებელი შეიქმნა ვალდებულებების შესრულება, ვალდებული იყო დაუყოვნებლივ, მაგრამ ყველა შემთხვევაში არაუგვიანეს ხუთი დღისა ამ გარემოებების დადგომიდან და დასრულებიდან, წერილობით აცნობოს მეორე მხარეს.
შეუტყობინებლობის ან/და დაგვიანებული შეტყობინების შემთხვევაში იგი კარგავდა უფლებამოსილებას დაეყრდნოს ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობას, როგორც პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2014 წლის 30 ნოემბრის ნარდობის ხელშეკრულება (ტ.1, ს.ფ.81-90)
- ხარჯთაღრიცხვა (ტ.1, ს.ფ. 95-98)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.2. 2015 წლის 10 ივნისს მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება 2014 წლის 30 ნოემბრის ნარდობის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რითაც 5.1. პუნქტი შეიცვალა და სახელშეკრულებო თანხად განისაზღვრა 1513895,73 ლარი.
ასევე ცვლილება განიცადა 8.1. პუნქტმა და ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების დასრულების თარიღად განისაზღვრა 2015 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 10 ივნისის შეთანხმება ცვლილებებზე (ტ.1, ს.ფ. 99)
- ხარჯთაღრიცხვა (ტ.1, ს.ფ. 101-104)
4.3. 2014 წლის 28 დეკემბრის შესრულებული სამუშაოს აქტი #001, დგინდება, რომ შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეადგენდა 191595,01 ლარს.
2015 წლის 13 მარტს მხარეთა შორის შედგა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, რითაც დამკვეთმა „მიიღო მესამე ეტაპის შესრულებული სამუშაოები“, წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოთა აქტი #003-ის მიხედვით, ხოლო ასანაზღაურებელი თანხა კი შეადგენდა 156748,82 ლარს.
2015 წლის 04 აპრილს მხარეთა შორის შედგა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, რითაც დამკვეთმა „მიიღო მესამე ეტაპის შესრულებული სამუშაოები“, წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოთა აქტი #004-ის მიხედვით, ხოლო ასანაზღაურებელი თანხა კი შეადგენდა 143192,87 ლარს.
2015 წლის 02 მაისს მხარეთა შორის შედგა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, რითაც დამკვეთმა „მიიღო მესამე ეტაპის შესრულებული სამუშაოები“, წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოთა აქტი #005-ის მიხედვით, ხოლო ასანაზღაურებელი თანხა კი შეადგენდა 133167,25 ლარს.
2015 წლის 01 ივნისს მხარეთა შორის შედგა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, რითაც დამკვეთმა „მიიღო მესამე ეტაპის შესრულებული სამუშაოები“, წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოთა აქტი #006-ის მიხედვით, ხოლო ასანაზღაურებელი თანხა კი შეადგენდა 73102,28 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2014 წლის 28 დეკემბრის შესრულებული სამუშაოს აქტი #001 (ტ.1, ს.ფ. 105-106)
- 2015 წლის 13 მარტის შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი (ტ.1, ს.ფ. 107)
- 2015 წლის 04 აპრილის შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი (ტ.1, ს.ფ. 108)
- 2015 წლის 02 მაისის შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი (ტ.1, ს.ფ. 109)
- 2015 წლის 01 ივნისის შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი (ტ.1, ს.ფ.110)
4.4. 2015 წლის 24 ივნისის წერილით მოპასუხემ მოსარჩელეს გაუგზავნა წერილი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე, ასევე გამოთქვა პრეტენზიები მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით.
ამავე წერილით მოპასუხემ მოსარჩელემ მოსთხოვა 2015 წლის 28 ივნისის მდგომარეობით 19,80 ნიშნულზე რკინა-ბეტონის სამუშაოების დასრულება, რითაც შეწყდებოდა კიდეც ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 24 ივნისის წერილი (ტ.1, ს.ფ. 111-113)
4.5. 2015 წლის 22 ივლისის წერილით, მოპასუხე არ დაეთანხმა მოსარჩელის მიერ წერილში მითითებულ გარემოებებს, ასევე თანხის დარიცხვის წესსა და ოდენობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 22 ივლისის წერილი (ტ.1, ს.ფ. 147-153)
4.6. 2015 წლის 27 თებერვალს სს „ვ-----------------------სა“ და შპს „ო----------–--------ს“ შორის 18 თვის ვადით დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რითაც კრედიტის ოდენობად განისაზღვრა 1 100 000 აშშ დოლარი, წლიური 12%, კრედიტის ათვისების პირობად კი განისაზღვრა, რომ ათვისება უნდა მომხდარიყო ტრანშებად, მას შემდეგ, რაც კონსულტანტი დაადასტურებდა უკვე ათვისებული ტრანშის გამოყენების შესაბამისობას მშენებლობის ხარჯთაღრიცხვასთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 27 თებერვლის საკრედიტო ხელშეკრულება (ტ.1, ს.ფ. 154-157)
- 2015 წლის 26 თებერვლის გენერალური ხელშეკრულება საკრედიტო მომსახურებაზე (ტ.2, ს.ფ. 158-169)
4.7. საქმეზე წარმოდგენილი დასკვნებით დგინდება, რომ ბანკის კონსულტანტის მიერ შემოწმდა სამშენებლო პროცესის მიმდინარეობა, რის გამოც გასცა თანხმობა „მშენებლისთვის“ შესაბამისი ტრანშის გამოყოფის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დასკვნები (ტ.4, ს.ფ.16-77)
4.8. საქმეზე წარმოდგენილი მემორიალური ორდერებით დგინდება სს „ვ-----------------------ს“ მიერ შპს „ო----------–--------ისათვის“ ხელშეკრულების შესაბამისად, სესხის თანხების ჩარიცხვის ფაქტი, კერძოდ:
2015 წლის 27 თებერვალს ათვისებული იქნა 150 000 აშშ დოლარი,2015 წლის 20 მარტს - 70 000 აშშ დოლარი,2015 წლის 06 აპრილს - 64 000 აშშ დოლარი,2015 წლის 09 მაისს - 57 525 აშშ დოლარი
2015 წლის 15 მაისს - 95 000 აშშ დოლარი
2015 წლის 02 ივნისს - 31 000 აშშ დოლარი
2015 წლის 17 ივნისს - 37 000 აშშ დოლარი
2015 წლის 10 ივლისს - 37 000 აშშ დოლარი
2015 წლის 11 სექტემბერს - 30 937,11 აშშ დოლარი
2015 წლის 06 ოქტომბერს - 27 500 აშშ დოლარი
2015 წლის 16 ნოემბერს - 26 000 აშშ დოლარი
2015 წლის 16 დეკემბერს - 26 000 აშშ დოლარი
2016 წლის 01 მარტს - 19 925 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მემორიალური ორდერები (ტ.2, ს.ფ. 133-141; 144-148)
4.9. შპს „ა------სა“ და შპს „პ------–---–------–ს“ შორის 2014 წლის 01 ნოემბერს დაიდო ქირავნობის ხელშეკრულება, რითაც მოსარჩელემ იქირავა სამშენებლო დგარი ვერცხლისფერი - ერთი თვის იჯარის ქირა 3600 ლარი, სამშენებლო დგარი ფერადი 3,5მ - ერთი თვის იჯარი ქირა - 900 ლარი, არმატურის საჭრელი 3,5 მ - ერთი თვის იჯარის ქირა 300 ლარი, არმატურის საღუნი - ერთი თვის იჯაქრის ქირა 200 ლარი და სამშენებლო კოჭი 6.0 მ - ერთი ვის საიჯარო ქირა 462 ლარი. ყოველდღიური იჯარის ქირა შეადგენდა 182,07 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქირავნობის ხელშეკრულება (ტ.1, ს.ფ. 378-379)
- დანართი N1 (ტ.1, ს.ფ. 380)
- 2015 წლის 31 ოქტომბრის წერილი (ტ.1, ს.ფ. 381)
- ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ (ტ.1, ს.ფ. 382)
- აქტები ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ (ტ.1, ს.ფ. 363-386)
4.10. 2014 წლის 19 დეკემბერს შპს „პ------–--–------–სა“ და დ------ ბ------ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება N1------, რომლის საფუძველზე ეს უკანასკნელი იღებდა ვალდებულებას ქ.თბილისში, წ----------------–--–ი N3---ში მოსარჩელისთვის მიეწოდებინა 200 ცალი სამშენებლო ლამინატი. 1 ცალის ღირებულება 50 ლარი, სულ 10000 ლარის ღირებულების.
ამავე მხარეებს შორის 2014 წლის 22 დეკემბერს შედგა საქონლის მიღება-ჩაბარების აქტი N1------/01.
2015 წლის 13 თებერვალს შპს „პ------–---–------–სა“ და ნ-----–-- ბ------ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება N0------, რომლის საფუძველზეც ამ უკანასკნელმა იკისრა ვალდებულება მოსარჩელისთვის ქ.თბილისში, წ----------------–--–ი N3---ში მიეწოდებინა 300 ცალი სამშენებლო ლამინატი. 1 ცალი ლამინატის ღირებულებად განისაზღვრა 50 ლარი, სულ 15 000 ლარი.
მხარეთა შორის 2015 წლის 17 თებერვალს შედგა საქონლის მიღება-ჩაბარების აქტი N0------/01.
2015 წლის 05 მაისს შპს „პ------–--–------–სა“ და ე-–--- ა-------ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება N21/2015, რომლის საფუძველზეც ამ უკანასკნელმა იკისრა ვალდებულება ქ.თბილისში, წ----------------–--–ი N3---ში მოსარჩელისთვის მიეწოდებინა დახერხილი ხის მასალა (ფიცარი, კოჭი) 20 კუბ.მეტრი. 1 კუბ. მეტრის ღირებულებად განისაზღვრა 600 ლარი, სულ 12 000 ლარი.
ამავე მხარეებს შორის 2015 წლის 08 მაისს შედგა საქონლის მიღება-ჩაბარების აქტი N21/2015/01.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 13 თებერვალის ნასყიდობის ხელშეკრულება N0------ (ტ.5, ს.ფ. 60-63)
- 2015 წლის 17 თებერვლის მიღება-ჩაბარების აქტი (ტ.5, ს.ფ.64)
- 2015 წლის 05 მაისის ნასყიდობის ხელშეკრულება N0------ (ტ.5, ს.ფ. 65-68)
- 2015 წლის 08 მაისის მიღება-ჩაბარების აქტი (ტ.5, ს.ფ.69)
- 2014 წლის 19 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება N1------ (ტ.5, ს.ფ. 70-72)
- 2014 წლის 22 დეკემბრის საქონლის მიღება-ჩაბარების აქტი (ტ.5, ს.ფ. 73)
- სასაქონლო ზედნადებები (ტ.5, ს.ფ. 74-83)
- შედარების აქტი შემოსავლების სამსახურიდან (ტ.5, ს.ფ. 84-85)
- სალაროს გასავლის ორდერები (ტ.5, ს.ფ. 90-92)
- ინვოისი (ტ.5, ს.ფ. 93)
4.11. დამოუკიდებელი აუდიტორის მარწმუნებელი დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებებიდან და მიღება-ჩაბარების აქტებიდან გამომდინარე შპს „პ------–---–-----–--“ მიერ სულ შეძენილია 80 335.40 ლარის (გადასახადების ჩათვლით) სხვადასხვა დასახელების ხის მასალა, მათ შორის: 62.6 მ3 სხვადასხვა დასახელების ხის მასალა თანხით 34 068 ლარი და 878 ცალი სხვადასხვა დასახელების ხის მასალა თანხით 46 267.40 ლარი.
წარმოდგენილი ფორმა ორებიდან გამომდინარე შპს „პ------–---–-----–--“ მიერ შპს „ო----------–--------ზე“ გადაწერილი სხვადასხვა დასახელების ხის მასალის ღირებულება დანარიცხების გარეშე შეადგენს 53 446.29 ლარს, ხოლო დანარიცხებისა და დღგ-ს ჩათვლით 80 119.52 ლარს.
მხარეთა შორის ფორმა ორისა და მიღება-ჩაბარების აქტის გარდა სხვა დოკუმენტის შედგენას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ შპს „ო----------–--------ი“ სსკ-ის 175 (3) მუხლით შპს „პ------–---–-----–--აგან“ დამატებით მოითხოვს დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურის გამოწერას.
წარმოდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულებებისა და სასაქონლო ზედნადებების საფუძველზე შპს „პ------–- მსენებლის“ მიერ შეძენილ სხვადასხვა დასახელების ხის მასალასა და მის მიერ შპს „ო----------–--------ზე“ ფორმა ორებით დანარიცხების გარეშე გამოწერილ სხვადასხვა დასახელების ხის მასალას შორის სხვაობა შეადგენს 20331.70 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დამოუკიდებელი აუდიტორის მარწმუნებელი დასკვნა (ტ.5, ს.ფ. 94-96)
4.12. 2014 წლის 08 დეკემბრის ხელშეკრულებით დასტურდება, რომ შპს „პ------–---–------–სა“ და ფიზიკურ პირ ზ------------–-–---–ს შორის დაიდო მომსახურების ხელშეკრულება კოშკურა ამწის მონტაჟის თაობაზე.
2014 წლის 15 დეკემბერს ამავე მხარეებს შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, რითაც დგინდება ამწის მონტაჟის ფაქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2014 წლის 08 დეკემბრის ხელშეკრულება (ტ.2, ს.ფ. 264-265)
- 2014 წლის 15 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტი (ტ.2, ს.ფ. 266)
4.13. შპს „ო----------–--------ის“ დირექტორის წერილები მოსარჩელისადმი, სადაც იგი უთითებს სამშენებლო ხარვეზებზე და ფინანსურ ვალდებულებებზე.
მოსარჩელის 2015 წლის 15 ივლისის წერილით განმარტებულია იმის თაობაზე, რაც მოპასუხემ მიუთითა წინამორბედ წერილებში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- წერილი (ტ.1, ს.ფ. 204-205)
- წერილი (ტ.1, ს.ფ. 207-209)
- წერილი (ტ.1, ს.ფ. 331-332)
4.14. შპს „ც--------–ის“ მიერ 2015 წლის 28 ივლისს შპს „ო----------–--------ისთვის“ მიწოდებულია ფანერა (ლამინირებული სამშენებლო საყალიბე) და გალვანიზირებული ჩამკეტი, სულ 4200 ლარის ღირებულების.
საქმეზე წარმოდგენილი 2015 წლის 15 აგვისტოს (დადასტურებულია 2015 წლის 15 ნოემბერს), 2015 წლის 29 ივლისისა (დადასტურებულია 2015 წლის 16 აგვისტოს) და 2015 წლის 03 დეკემბრის (დადასტურებულია 2015 წლის 10 დეკემბერს) საგადასახადო ანგარიშფაქტურებით დგინდება, რომ შპს „ც--------–მა“ შპს „ო----------–--------ს“ მიაწოდა ფანერა და ჩამკეტები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასაქონლო ზედნადები (ტ.1, ს.ფ. 171)
- საგადასახადო ანგარიშფაქტურები (ტ.2, ს.ფ.18-20)
4.15. 2015 წლის 04 აგვისტოს შპს „ო----------–--------სა“ და შპს „ჰ------–----------------ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება ბეტონის შესყიდვის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 04 აგვისტოს ხელშეკრულება (ტ.2, ს.ფ. 99-102)
4.16. საქმეზე წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებებით დასტურდება, 2015 წლის 05 მარტს, 2015 წლის 05 მაისს, 2015 წლის 25 მაისსა და 2015 წლის 12 ივნისს შპს „კ---–-------------ომ“ შპს „ო----------–--------ს“ მიაწოდა არმატურა და გლინულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასაქონლო ზედნადებები (ტ.2, ს.ფ. 103-107)
4.17. 2015 წლის 09 ივლისს შპს „ო----------–--------სა“ და შპს „ნ---------------–---------ს“ შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულებო კოშკურა ამწეზე ყოველთვიური ქირის სახით 1770 ლარის გადახდის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 09 ივლისის ხელშეკრულება (ტ.2, ს.ფ. 110-114)
4.18. 2015 წლის 20 ოქტომბერს შპს „ო----------–--------სა“ და ნოდარ ბუჩუკურს შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი ქ.თბილისში, წ----------------–--–ი N3---ში მდებარე სამშენებლო მოედანზე არსებული სამშენებლო ამწის დემონტაჟის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 20 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტი (ტ.2, ს.ფ. 108)
4.19. 2015 წლის 10 აგვისტოს მდგომარეობით აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ შედგენილი ოქმი F-------- ფაქტები კონსტატაციის შესახებ დასტურდება მითითებული დროისთვის ქ.თბილისში, წ----------------–--–ი N3---ში მდებარე შენობა-ნაგებობის ბოლო სართულზე არსებული სამშენებლო მასალის არსებობის ფაქტი.
აღსრულების ეროვნული ბიუროს ოქმი F-------- ფაქტების კონსტატაციის შესახებ დგინდება, რომ 2015 წლის 14 აგვისტოს მდგომარეობით დაფიქსირდა ქ.თბილისში, წ----------------–--–ი N3---ში მდებარე მშენობა-ნაგებობის პირველ და ბოლო სართულზე არსებული სამშენებლო მასალა. მასალა ასევე დაფიქსირდა შენობა-ნაგებობის ტერიტორიის მიმდებარედ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ოქმი F-------- ფაქტები კონსტატაციის შესახებ (ტ.1, ს.ფ. 388-391)
- აღსრულების ეროვნული ბიუროს ოქმი F-------- ფაქტების კონსტატაციის შესახებ (ტ.2, ს.ფ. 44-53)
4.20. 2015 წლის 16 სექტემბრის N0-------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ.თბილისში, წ----------------–--–ი N3---ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის უკანა რკინა-ბეტონის ყრუ და კლდოვანი გრუნტის კედლებს შორის სამი სართულის სიმაღლეზე ჩაყრილი გრუნტის ჩამოშლის მიზეზს წარმოადგენს საყრდენი კედლის ან სხვა რაიმე ჩამკეტის ფარის ან ნაშენის არ არსებობა. ამის ხელის შემწყობ და დამაჩქარებელ ფაქტორებად კი შეიძლება დასახელდეს ატმოსფერული ნალექების, გრუნტის წყლების (რომელიც სამშენებლო მოედანზე ფიქსირდება) და სამშენებლო მანქანა მექანიზმებისაგან გამოწვეული ვიბრაციის ზემოქმედება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 16 სექტემბრის N0-------- ექსპერტიზის დასკვნა (ტ.2, ს.ფ. 21-31)
4.21. სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 21 მარტის N 0-------- დასკვნის თანახმად, 17,4 მეტრი სიგრძის, 13,2 მეტრი სიმაღლისა და 1,0 მეტრი სისქის პარამეტრების მქონე სივრცის შესავსებად საჭირო გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების მოცულობა შეადგენს 229,68 კუბურ მეტრს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 21 მარტის N 0-------- დასკვნა (ტ.2, ს.ფ. 128-132)
4.22. სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 10 აგვისტოს N0-------- დასკვნის თანახმად, ქ.თბილისში, ბ-----, წ----------------–--–ი N36-ში შპს პ------–---–------–ი“-ს მიერ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გარე კონტურიდან წითელ ხაზამდე შევსებული გრუნტის მოცულობა შეადგენს 2049 მ3.
აღნიშნული დასკვნის საფუძველზე დაანგარიშებული იქნა ზედმეტად შესრულებული მიწის სამუშაოების გაფასება, რამაც შეადგინა დღგ-ს ჩათვლით 39361,76 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 10 აგვისტოს N0-------- დასკვნა (ტ.2, ს.ფ. 237-242)
- გაანგარიშება (ტ.2, ს.ფ. 236)
4.23. 2016 წლის 15 ივლისის აუდიტორული დასკვნის თანახმად,1- წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, 312,82 მ3 მიწის უკუჩაყრის ღირებულება ყველა დანარიცხის გათვალისწინებით შეადგენს 12 773 ლარს;
2 - წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, კითხვაში მოცემული ფასის (123 ლარი დღგ-ს ჩათვლით) გათვალისწინებით, ბეტონის ფასთა სხვაობა ბეტონის ჯამურ რაოდენობაზე, ყველა დანარიცხის გათავლსიწინებით შეადგენს (181 205 – 163 534) – 17670 ლარს.
3 - წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, არმატურის ტრანსპორტირების ხარჯი, რომელიც შესრულებული სამუშაოს აქტებში ანარიცხების დარიცხვამდე უნდა გამოკლებოდა ასანაზღაურებელ თანხას მე-4, მე-6, მე-7, მე-8 შესრულებაში სრულად და მე-5 შესრულების იმ ნაწილზე, რაც მოცემულია აღნიშნულ დოკუმენტში შეადგენს - 9127 ლარს.
4 - საორიენტაციო ხარჯთაღრიცხვის მიხედვით გათვალისწინებული იყო ამწის ორჯერ მონტაჟი და ორჯერ დემონტაჟი, ხოლო 2014 წლის 31 დეკემბრის შესრულებული სამუშაოს N001 აქტის V თავის მე-5 პოზიციის მიხედვით განხორციელდა ამწის ერთი მონტაჟი და ერთი დამონტაჟი; ხოლო რაც შეეხება კითხვას, თუ რა თანხას შეადგენს ამწის მონტაჟი და დამონტაჟი, წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე პასუხის გაცემა შეუძლებელია. როგორც საორიენტაციო ხარჯთაღრიცხვაში, ასევე შესრულებული სამუშაოს N001 აქტში, ამწის მონტაჟი და დემონტაჟი ერთად არის გაფასებული, რის გამოც შეუძლებელია მათი ცალკ-ცალკე გაფასება და აღნიშნული დოკუმენტაციით უცნობია არის თუ არა ღირებულებითი სხვაობა მონტაჟსა და დამონტაჟებას შორის, ხოლო მონტაჟი-დემონტაჟის ღირებულების თანაბრად გამოფა არამიზანშეწონილად მივიჩნიეთ.
5 - წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, თუ რა რაოდენობის ხის მასალა, საყალიბე ფარი და ფიცარია ნაყიდი 1-8 შესრულების ჩათვლით და რა თანხაა ჯამში გადახდილი აღნიშნულ მასალებში, ყველა დანარიცხის გათვალისწინებით, აღნიშნული აქტების მიხედვით, შპს „ო----------–--------ისათვის“ ასანაზღაურებლად წარდგენილია 79 382 ლარის ყველა ანარიცხის გათვალისწინებით.
6 - წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, თუ ვის ბალანსზე უნდა აღირიცხოს შესრულებული სამუშაოს 1-8 აქტებში ასანაზღაურებლად წარმოდგენილი ხის მასალა და გადავიდა თუ არა აღნიშნული ხის მასალის საკუთრების უფლება შპს „ო----------–--------ზე“, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 646-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის პ------–- ნაწილის თანახმად, აღნიშნული ხის მასალის საკუთრება გადაეცემა შპს „ო----------–--------ს“ და ბასს-2-ის მოთხოვნების გათვალისწინებით უნდა აღირიცხოს შპს „ო----------–--------ის“ ბალანსზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 15 ივლისის აუდიტორული დასკვნა (ტ.3, ს.ფ. 125-180)
2.24. 2016 წლის 27 ივნისის ერთობლივი საქმინობისა და ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „ბ----- ც-------“-ს კრების ოქმით გადანაწილდა ქ.თბილისში, წ----------------–--–ი N3---ში მდებარე ფართები ინდივიდუალურ საკუთრებად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 27 ივნისის კრების ოქმი (ტ.4, ს.ფ. 93-110)
2.25. საქმეზე წარმოდგენილი საგადასახადო დავალებებით დგინდება შპს „ო----------–--------ის“ მიერ შპს „პ------–---–------–ზე“ გადახდილი შესრულებული სამუშაოს საფასური, კერძოდ:
2015 წლის 27 თებერვალს - 299 679,68 ლარი
2015 წლის 20 მარტს - 156748 ლარი
2015 წლის 07 აპრილს - 98126 ლარი
2015 წლის 16 აპრილს - 2000 ლარი
2015 წლის 06 მაისს - 133167 ლარი
2015 წლის 03 ივნისს - 69578 ლარი
2015 წლის 20 ივნისს - 70 000 ლარი
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საგადასახადო დავალებები (ტ.4, ს.ფ. 249-255)
2.26. 2016 წლის 15 ივლისს მხარეთა შორის შედგა სამშენებლო მასალის გატანის აქტი, რომლის მიხედვითაც შპს „პირველმა მ–------–მა“ ქ.თბილისი, წ----------------–--–ი N3-- გაიტანა შემდეგი დასახელების ნივთები - სამშენებლო დანგრატი (ვერცხლისფერი) 347 ცალი, არმატურის საღუნი - 01 ცალი და არმატურის საჭრელი - 01 ცალი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 15 ივლისის სამშენებლო მასალის გატანის აქტი (ტ.5, ს.ფ. 22)
2.27. შპს „ც--------–იდან“ მიღებული ინვოისის მიხედვით ხის კოჭის 5.9მ ღირებულება შეადგენს 22 ლარს, ხოლო სამშენებლო დგარის 3.5 მ - 35 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ინვოისი (ტ.5, ს.ფ. 23)
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა შპს „პ------–---–------–ის“ სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 629-ე, 417-ე, 418-ე, 411-ე მუხლები
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პ------–- ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პ------–- ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პ------–- ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მხარეთა შორის 2014 წლის 30 ნოემბერს დაიდო ნარდობის ხელშეკრულება შესაბამისი პირობებით, რომელშიც მოგვიანებით შევიდა ცვლილება და ხელშეკრულების შესრულების დრო და ღირებულება გაიზარდა.
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე დასტურდება, რომ 2015 წლის 24 ივნისს მოპასუხის მიერ მოსარჩელეზე გაგზავნილი წერილით შპს „ო----------–--------მა“ შეწყვიტა ხელშეკრულება და მოსარჩელეს მოსთხოვა 19,80 ნიშნულამდე ვალდებულების შესრულება.
საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებით ასევე დგინდება და სადავო გარემოება არ არის, რომ ხელშეკრულების შეწყვეტამდე მოსარჩელის მიერ შესრულებულია ეტაპობრივად 6 შესრულება, რომელიც მიღებულია მოპასუხის მიერ.
სასამართლოს საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულად მიაჩნია, რომ აღნიშნული 6 შესრულებიდან მხოლოდ ნაწილია მოპასუხის მიერ მოსარჩელეზე გადახდილი, ამასთან არ არის მე-7 და მე-8 შესრულება ანაზღაურებული.
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ როგორც ხელშეკრულების შეწყვეტამდე, ასევე მისი შეწყვეტის შემდეგ ბანკის მიერ მოპასუხეზე თანხების ჩარიცხვა არ შეფერხებულა
საქმეზე წარმოდგენილი დასკვნებით (ტ.4, ს.ფ. 16-20) დგინდება, რომ ბანკის წარმომადგენლის მიერ დადსტურებულია შესრულებული სამუშაოები, რის საფუძველზეც მოპასუხეს ტრანშებად გამოეყო თანხა, რაც ასევე დგინდება საგადასახადო დავალებებით, რომლის მიხედვითაც მოპასუხეზე თანხები დარიცხულია 2015 წლის ივნისის, ივლისისა და სექტემბრის თვეში. იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მოპასუხემ მშენებლობასთან დაკავშირებით ხელშეკრულებები გააფორმა 2015 წლის აგვისტოს თვეში, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბანკის წარმომადგენლის მიერ მოპასუხის მიერ მესამე პირებთან ხელშეკრულების დადებამდე შესრულებული სამუშაოები მიღებული და დადასტურებულია, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მე-7 და მე-8 შესრულება დადასტურებულად უნდა მივიჩნიოთ.
მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლოს მე-7 და მე-8 შესრულება მოპასუხის მიერ მიღებულად უნდა ჩაითვალოს იმ შემთხვევაშიც, ვინაიდან ამ უკანასკნელს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში არ გამოუთქვამს პრეტენზია მოსარჩელისთვის შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით, რადგან საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით აღნიშნული არ დასტურდება.
ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის წინაშე შესრულებულ სამუშაოს ანაზღაურებასთან დაკავშირებით შეადგენს 87 273,05 ლარს, რის გამოც მოსარჩელის პ------–- სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება ხელშეკრულების შეწყვეტას, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა მიერ სადავოდ არ ყოფილა გამხდარი, რომ მოპასუხის მიერ 2015 წლის 24 ივნისს ცალმხრივად იქნა ხელშეკრულება შეწყვეტილი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ ნაკლიანი შესრულების ფაქტი, რაც მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა. მართალია მოპასუხემ მიუთითა, რომ სამშენებლო მასალების ღირებულება და სამუშაოების დაგვიანებით შესრულება იყო ერთ-ერთი საფუძველი ხელშეკრულების შეწყვეტის, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ მიღება-ჩაბარებების აქტებით არის მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოები მიღებული და არც მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის დროს და არც მის შემდგომ ეტაპზე არ ყოფილა რაიმე სახის პრეტენზია გაცხადებული, რის გამოც სასამართლო უკვე შესრულებულ სამუშაოებს ნაკლიან შესრულებად ვერ მიიჩნევს. რაც შეეხება სამშენებლო მასალების ღირებულებას, შესაძლებელია მესამე პირებსა და შპს „პ------–---–------–თან“ დადებული ხელშეკრულებები თავისი პირობებით განსხვავებული ყოფილიყო შპს „ო----------–--------თან“ დადებულ ხელშეკრულების პირობებთან სედარებით, შესაბამისად, ვინაიდან თითოეულ ხელშეკრულებასთან მიმართებაში პირობები განსხვავებულ დგება, აღნიშნული არ შეიძლება გახდეს იმის საფუძველი, რომ სასამართლომ მოსარჩელის ქმედება არამართლზომიერად მიიჩნიოს ან ნაკლიან შესრულებად განიხილოს.
რაც შეეხება გრუნტის უკუჩაყრის სამუშაობს, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე თავად მხარეთა ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ გრუნტის უკუჩაყრისა და დატკეპნის სამუშაოები უნდა გადანაწილებულიყო ხუთ შესრულებაში, კერძოდ, პ------–-, მე-2, მე-4, მე-5 და მე-6 შესრულებაში. აღნიშნული განხორციელდა პ------–-, მე-2 და მე-4 შესრულებაში, ხოლო მე-5 და მე-6 შესრულების დროს განსახორციელებლი ქმედებები კი - მე-7 შესრულებაში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მოსარჩელის მიერ გრუნტის უკუჩაყრისა და დატკეპნის სამუშაოების შესრულება. მართალია მან ბოლო ორი შესრულება მე-7 შესრულებაში განახორციელა, თუმცა ფაქტია, რომ ვალდებულება შესრულდა.
სსიპ ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 21 მარტის N 0-------- დასკვნის თანახმად, 17,4 მეტრი სიგრძის, 13,2 მეტრი სიმაღლისა და 1,0 მეტრი სისქის პარამეტრების მქონე სივრცის შესავსებად საჭირო გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების მოცულობა შეადგენს 229,68 კუბურ მეტრს.
მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული დასკვნით დგინდება, რომ ექსპერტი არ ყოფილა ადგილზე მისული და მან მხოლოდ დაიანგარიშა თავად მოპასუხე მხარის მიერ მიწოდებული მონაცემებით არსებული მოცულობა. შესაბამისად, სასამართლოსთვის აღნიშნული ვერ იქნება სარწმუნო მოცულობასთან მიმართებაში, რადგან თავად ექსპერტს ადგილზე არ მოუხდენია შემოწმება თუ რეალურად რა სიმაღლის, სიგრძისა თუ სიგანის იყო ის სივრცე, რომლის მოცულობასაც იკვლევდა. ამასთან აღსანიაშნავია, როგორც ფოტო სურათებიდან დგინდება, ეს არ იყო ისეთი სივრცე, სადაც მთლიანი სიგრძის პერიმეტრზე ერთი და იგივე მონაცემები შესაძლოა ყოფილიყო, მაგალითად, დაშორება კედელსა და გრუნტს შორის, რომელიც შესაძლოა ყოფილიყო ყველა წერტილში 1 მეტრი, ან უფრო მეტი, ან უფრო ნაკლები. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ დასკვნაში მითითებული მონაცემები არ არის ობიექტური და რეალური, რის გამოც ექსპერტიზის დასკვნა სადავო გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა.
სასამართლო აქვე ყურადღებას გაამახვილებს კედლის გამაგრებით სამუშაოებზე, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით მართალია დგინდება კედლის ჩამონგრევის ფაქტი, თუმცა მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი სარჩელის შესაბამისად, ვინაიდან სასამართლომ რვავე შესრულება მოპასუხის მიერ მიღებულად მიიჩნია, არაჯეროვანი შესრულების შედეგად მიღებული ზიანი არის ცალკე დავის საგანი, რაზეც სასამართლო ამ ეტაპზე ვერ განიხილავს სწორედ წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნებიდან გამომდინარე.
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი იქნა მის მიერ იჯარით აღებული მასალის დაბრუნება, ასევე არ დასტურდება მოპასუხის მიერ მოსარჩელეზე შეთავაზება მასალის გატანასთან დაკავშირებით. ამასთან, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება მოპარული მასალის ოდენობა, ასევე მდებარეობის ადგილი, რის გამოც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ არ უნდა დაეკისროს მოპარული ნივთების ღირებულება.
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არც ის გარემოება დგინდება, რომ მოპასუხემ ნივთებთან მიმართებაში გულისხმიერება არ გამოიჩინა, რაც გახდა მათი მოპარვის საფუძველი.
ხელშეკრულების 4.3. მუხლის შესაბამისად, მენარდე ასრულებდა სამუშაოს საკუთარი რესურსით, კერძოდ: სამუშაოებისათვის საჭირო მასალის, მუშახელის, ხარაჩოს, აღჭურვილობის, ტექნიკისა და სხვა საჭირო ნივთების/ადამიანური რესურსით უზრუნველყოფდა მენარდე და გადასცემდა შემკვეთს შესრულებულ სამუშაოს.
იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ მშენებლობის დასაწყისშივე შეიძინა ხის მასალა, ასევე არმატურა, ბეტონი და ამასთან, ხელშეკრულება მოპასუხის მიერ ვადაზე ადრე შეწყდა, ამათან, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ ხარჯების თანხა მოპასუხის მიერ ნაზღაურდებოდა, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მშენებლობის პროცესში შეძენილი (და არა ნაქირავები, ან იჯარით აღებული სამშენებლო ინვენტარი) მოპასუხის საკუთრებად უნდა მივიჩნიოთ, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა ხის მასალის, არმატურის, ბეტონის ღირებულების ანაზღაურებაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება ამწის მონტაჟსა და დემონტაჟს, აღნიშნული მხარეთა მიერ ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. სასამართლომ უკვე განმარტა, რომ თუკი მოპასუხეს ამწის მონტაჟისა და დემონტაჟის ღირებულესათან დაკავშირებით პრეტენზიები გააჩნდა, აღნიშნულ ნაწილში ხელშეკრულება უნდა შესწორებულიყო, ამასთან, მესამე პირების მიერ თითოეულ მხარესთან ურთიერთობის დროს შესაძლებელია მომსახურების სხვადასხვა ღირებულება იქნეს გათვალისწინებული, რაც არ შეიძლება მივიჩნიოთ ხელშეკრულების პირობების დარღვევად.
7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში 2014 წლის 30 ნოემბრის ხელშეკრულებით მხარეთა შორის გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლოს დარიცხვის წესი და მისი ოდენობა. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ თავად მხარეთა მიერ განისაზღვრა ის წინაპირობები, თუ როდის და რა წესით უნდა მომხდარიყო პირგასამტეხლოს დარიცხვა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, რის გამოც პირგასამტეხლოს დარიცხვის ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება მოპასუხის მიერ მოსარჩელის მისამართზე ნივთების გადატანას, აღნიშნულ ნაწილში სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება იმყოფება და თუ არა 200 ცალი ვერცხლისფერი სამშენებლო დგარი, 1 ცალი სატვირთო სტრობი და 4.612 ტონა არმატურა მოპასუხის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს. მართალია საქმეში წარმოდგენილია ოქმები ფაქტების კონსტატაციის შესახებ, თუმცა აღნიშნულით არ დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ნივთების კონკრეტული ოდენობა ნამდვილად არის განთავსებული მოპასუხის საკუთრებაში. სასამართლო აქვე კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ არმატურასთან დაკავშირებით სასამართლოს უკვე აქვს ნასჯელი სამოტივაციო ნაწილის დასაწყისში.
7.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც.მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებისა და ხარჯთაღრიცხვით დგინდება, რომ მათ შორის წინასწარ იყო განსაზღვრული ხელშეკრულების ღირებულება, მათ შორის, მოგების ის ოდენობა, რასაც მიიღებდა მოსარჩელე ხელშეკრულების ვადის ბოლოს. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა მოპასუხის ინიციატივით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს ის წმინდა მოგება, რომელიც გათვალისწინებული იყო ხარჯთაღრიცხვით და რომელიც ორივე მხარისთვის წინასწარ იყო ცნობილი. მოპასუხის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა წინაპირობაა იმისა, რომ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს ის სავარაუდო მოგება, რომელსაც იგი მიიღება ყველა შემთხვევაში ხელშეკრულების ვადის ბოლოს და რომელიც მან ვერ მიიღო ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შედეგად.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის ნაწილში საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პ------–- ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პ------–- ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ მუხლის პ------–- ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
მოსარჩელის მიერ 2015 წლის 31 ივლისს (ტ.1, ს.ფ. 11) გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 150 ლარიდან, მოსარჩელეს დაუბრუნდეს 100 ლარი, ხოლო დარჩენილი 50 ლარი კი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
მოსარჩელის მიერ 2015 წლის 14 აგვისტოს (ტ.1, ს.ფ. 78) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 4675 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
მოსარჩელის მიერ 2015 წლის 07 სექტემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 150 ლარიდან (ტ.1, ს.ფ. 246) მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს 100 ლარი, ხოლო დარჩენილი 50 ლარი კი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
2016 წლის 16 მარტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 424 ლარი (ტ.1. ს.ფ. 415) უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
მოსარჩელის მიერ 2017 წლის 17 მარტს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საჩვარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით (ტ.3, ს.ფ. 46) უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
მოსარჩელის მიერ უზრუნველყოფის ღონისძიებია გამოყენების ნაწილში 2019 წლის 02 მაისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად (ტ.6, ს.ფ. 12).
შპს „ო----------–--------ის“ მიერ 2015 წლის 17 აგვისტოს (ტ.1, ს.ფ. 211) გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 150 ლარიდან მოპასუხეს უნდა დაუბრუნდეს 100 ლარი, ხოლო დარჩენილი 50 ლარი კი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
განსახილველ სემთხვევაში, ვინაიდან სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა მხოლოდ პ------–- და მე-2 სასარჩელო მოთხოვნები, შესაბამისად, აღნისნული ნაწილის პროპორციულად უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა მოაპსუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, რაც შეადგენს 2858 ლარს, ხოლო დარჩენილი თანხა კი 2142 ლარის ოდენობით კი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 აგვისტოს განჩინებით ამავე სასამართლოს 2015 წლის 04 აგვისტოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონიძიების გამოყენების შესახებ განჩინება ნაწილობრივ გაუქმდა და ყადაღა მოეხსნა საქართველოში მოქმედ ყველა ლიცენზირებულ ბანკში შპს „ო----------–--------ის“ (ს/კ N4--------) საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს, მათ შორის „ვითიბი“ ბანკში არსებულ ანგარიშს # G---------------------, 87,730.98 ლარის ფარგლებში (ტ.1. ს.ფ. 214-223).
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 06 მარტის განჩინებით, მოპასუხის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის შესახებ დაკმაყოფილდა და გაუქმდა ამავე სასამართლოს 2015 წლის 04 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რითაც შპს „ო----------–--------ს“ აეკრძალა მის საკუთრებაშია სრებული უძრავი ქონების მდებარე, ქ.თბილისი, ბ-----, წ----------------–--–ი N3--, ს/კ N0------------------------- გასხვისება.
შესაბამისად, შპს „პ------–---–------–ის“ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შპს „ო----------–--------ს“ (ს/კ N4--------) აეკრძალა თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე, ქ.თბილისი, ბ-----, წ----------------–--–ი N3--, ს/კ N0------------------------- - გასხვისება.
გადაწყვეტილების აღსრულებამდე ძალაში უნდა დარჩეს სწორედ 2017 წლის 06 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რითაც შპს „პ------–---–------–ის“ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შპს „ო----------–--------ს“ (ს/კ N4--------) აეკრძალა თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე, ქ.თბილისი, ბ-----, წ----------------–--–ი N3--, ს/კ N0------------------------- - გასხვისება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე შპს „პ------–---–------–ის“ სარჩელი მოპასუხე შპს „ო----------–--------ის“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე - დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხე შპს „ო----------–--------ს“ მოსარჩელის შპს „პ------–---–------–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს შესასრულებელი სამუშაოსათვის შესაბამისი გრაფიკით გათვალისწინებული გადაუხდელი დავალიანების 87 273.05 ლარის გადახდა;
1.2. მოპასუხე შპს „ო----------–--------ს“ მოსარჩელის შპს „პ------–---–------–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წლის 30 ნოემბრის ნარდობის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შედეგად მიუღებელი შემოსავლის სახით 32 126,39 ლარის ანაზღაურება;
1.3. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხე შპს „ო----------–--------ს“ დაეკისროს 2014 წლის 30 ნოემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული დღეების მიხედვით 51403,70 ლარის ოდენობით - არ დაკმაყოფილდეს.
1.4. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხე შპს „ო----------–--------ს“ დაეკისროს მოსარჩელის კუთვნილი სამშენებლო დანადგარებისა და მასალების დემონტაჟი და საკუთარი ხარჯებით გადატანა მოსარჩელის მისამართზე, ქ.თბილისი, ჭ-----------–ის ქ.N22 - არ დაკმაყოფილდეს.
1.5. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხე შპს „ო----------–--------ს“ დაეკისროს ქ.თბილისი, წ----------------–--–ი N3---ში მდებარე სამშენებლო მოედნიდან მოპარული ნივთების ღირებულება სულ 16 097 ლარის ოდენობით - არ დაკმაყოფილდეს.
1.6. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხე შპს „ო----------–--------ს“ დაეკისროს გამოყენებული ხის მასალის საფასური 18 000 ლარის ოდენობით ანაზღაურება - არ დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე შპს „ო----------–--------ის“ დაუბრუნდეს 2015 წლის 17 აგვისტოს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 150 ლარიდან 100 ლარი, ხოლო დარჩენილი 50 ლარი კი - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. მოსარჩელის მიერ 2015 წლის 31 ივლისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 150 ლარიდან, მოსარჩელეს დაუბრუნდეს 100 ლარი, ხოლო დარჩენილი 50 ლარი კი - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
4. მოსარჩელის მიერ 2015 წლის 14 აგვისტოს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 4675 ლარი - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
5. მოსარჩელე შპს „პ------–---–------–ს“ დაუბრუნდეს 2015 წლის 07 სექტემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 150 ლარიდან 100 ლარი, ხოლო დარჩენილი 50 ლარი კი - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
6. მოსარჩელის მიერ 2016 წლის 16 მარტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 424 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
7. მოსარჩელის მიერ 2017 წლის 17 მარტს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. მოსარჩელის მიერ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების ნაწილში 2019 წლის 02 მაისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
9. მოპასუხე შპს „ო----------–--------ს“ მოსარჩელის შპს „პ------–---–------–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 2858 ლარის ანაზღაურება.
10. გადაწყვეტილების აღსრულებამდე ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2017 წლის 06 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რითაც შპს „პ------–---–------–ის“ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შპს „ო----------–--------ს“ (ს/კ N4--------) აეკრძალა თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე, ქ.თბილისი, ბ-----, წ----------------–--–ი N3--, ს/კ N0------------------------- - გასხვისება.
11. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
12. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა წიქარიძე