განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 820210016001577630
საქმე №-\ბ- 645
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
1 თებერვალი 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე: თამარ სვანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ლაურა მიქავა
სხდომის მდივანი _ მირანდა ირემაძე
აპელანტი (იგივე მოწინააღმდეგე მხარე): შპს „მ----–--ი“
წარმომადგენელი: ი-----–- ჯ--------ე
მოწინააღმდეგე მხარე (იგივე აპელანტი): შპს „-------- r------”
წარმომადგენელი: დ----- მ-----ე; თ-------- ა-----ე
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება
აპელანტის (შპს „მ----–--ი“-ს ) მოთხოვნა: - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება გასაჩივრებულ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შპს „მ----–--ი“-ს სარჩელის დაკმაყოფილება.
აპელანტის (შპს „-------- r------”-ის) მოთხოვნა: - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება გასაჩივრებულ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღება, შპს „მ----–--ი“-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო პალატამ
გამოარკვია:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1. ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს „მ----–--მა“, მოპასუხედ შპს „-------- r------”-ი მიუთითა და ითხოვა შპს ,,G------- r------”-სათვის (ს/კ 2--------) შპს ,,მ----–--ი“-ს (ს/კ 4--------) სასარგებლოდ, მხარეთა შორის არსებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, 65 054 (სამოცდახუთიათას ორმოცდათოთხმეტი) ლარის და 11 (თერთმეტი) თეთრის, ასევე იურიდიული მომსახურების საფასურის 3 500 (სამიათას ხუთასი) ლარისა და ექსპერტიზის ჩატარების მომსახურების 400 (ოთხასი) ლარის დაკისრება.
2. მოსარჩელის განმარტებით შპს „მ----–--სა“ და შპს „-------- r------”-ს შორის 2----–-–------------–-- და 2----–-–--------–--- დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N-- და N-- ხელშეკრულება ხ---–---------–----–------ში, გ-----------------–------–ზე სამთო-სათხილამურო კურორტის საკანალიზაციო ქსელისა და სამეურნეო-ფეკალური ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის სამუშაოების განხორციელების თაობაზე და გ-----------------–------–ის მიმდებარე ტერიტორიაზე სამთო-სათხილამურო კურორტის ქვედა დასახლებაში კურორტის მომსახურე პერსონალის საცხოვრებელი სახლის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებით.
3. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელე მხარემ განახორციელა 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარზე მეტი სამუშაოები. 2----–-–-- 1 ნოემბრიდან გ-----------------–------–ზე შექმნილი რთული კლიმატური პირობების გამო შეჩერდა სამუშაოები, რის თაობაზეც ეცნობა მოპასუხე მხარეს. ამასთან მოსარჩელისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო 20 დღეზე მეტი დროით გადაიკეტა სამშენებლო ობიექტზე მისასვლელი ერთადერთი გზა. მიუხედავად აღნიშნული გარემოებებისა მოპასუხემ მოსარჩელეს მაინც დააკისრა პირგასამტეხლოს სახით 21 531.6 ლარი.
4. აღნიშნულ საკითხზე მოსარჩელის მიერ მომზადებულ იქნა სარჩელი, რომელიც ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, სასამართლომ სრულად გაითვალისწინა მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოსთან მიმართებით და მოპასუხე მხარე დაავალდებულა აენაზღაურებინა უსაფუძვლოდ დაკავებული პირგასამტეხლო მოსარჩელისათვის. მოცემული გადაწყვეტილება დღეის მდგომარეობით კანონიერ ძალაშია შესული.
5. მოპასუხე მხარე მაინც ცდილობს შესრულებული სამუშაოებისათვის არ გადაუხადოს თანხა და პირგასამტეხლოების საშუალებით გამოუქვითოს მხარეს ასანაზღაურებელი თანხები.
6. 2015 წლის 24 დეკემბრის 206 კორესპოდენციით (ამ პერიოდისათვის მხარეთა შორის სასამართლო დავა მიმდინარეობდა) მან აცნობა მოსარჩელე მხარეს იმის თაობაზე, რომ 2----–-–-- N-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე კიდევ წარმოეშვა პირგასამტეხლოს დაკისრების უფლება და დაუკავა კიდეც მოსარჩელეს №--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 6 399 ლარი, ხოლო 2----–-–--------–--------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 29 794 ლარი. ჯამში მოპასუხე მხარემ სრულიად უსაფუძვლოდ დააკავა 36 193 ლარი.
7. მოსარჩელემ განმარტა, რომ მოპასუხემ, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიმართა ,,სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს” რომლითაც მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში გაკეთებული სამუშაოების ფაქტობრივი მოცულობის რაოდენობისა და ღირებულების დადგენა მოითხოვა. თუმცა ექსპერტიზას სრულყოფილად არ წარუდგინა ის დოკუმენტები, რომლითაც დადგინდებოდა მოსარჩელის მიერ გაწეული სამუშაოების ფაქტობრივი მოცულობა, რაოდენობა და ღირებულება. კერძოდ მოპასუხე მხარემ არ წარადგინა ის კორექტირებული ხარჯთაღრიცხვა და შეთანხმება, რომელიც ორივე მხარის მიერ მოწონებული და ხელმოწერილი იყო. ამასთან მხარეთა შორის არსებულ მიმოწერებში ნათლად ჩანს, რომ მოპასუხე მხარე პირდებოდა მოსარჩელეს, რომ თუ რაიმე სახის ცვლილებები იქნებოდა განსახორციელებელი სამუშაოების შესრულებაში ის ანაზღაურებას ფაქტობრივად გაწეული სამუშაოების შესაბამისად მოახდენდა, რაზეც შემდგომში უარი განაცხადა.
8. მოსარჩელის განმარტებით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება გარკვეულწილად მართლაც მოხდა ვადების დარღვევით, მაგრამ ამაში ბრალეული მოპასუხეა, რომელიც ხშირ შემთხვევაში კვირაობით აგვიანებდა ისეთი სახის კორესპოდენციაზე პასუხის გაცემას, რომელიც მნიშვნელოვანი იყო აღებული სამუშაოს დროულად შესრულებისათვის. მაგალითად, როდესაც მოსარჩელე ითხოვდა ასაშენებელი სახლის სახურავის საკითხის გადაწყვეტას, მოპასუხე შპს ,,G------- r------’’-ს 75 დღეზე მეტი დასჭირდა პასუხის გასაცემად, რამაც შეაფერხა როგორც სახურავის გაკეთება, ასევე შიდა სამუშაოების წარმოება.
9. რაკიღა მოპასუხის მიერ ჩატარებული ექსპერტიზა არ ასახავდა სრულად მოსრჩელის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს სურათს (იმიტომ, რომ მოპასუხემ ექსპერტიზას არასრული მასალები წარუდგინა), თავად მოსარჩელე გახდა იძულებული ჩაეტარებინა ექსპერტიზა, იმ საკითხის გასარკვევად, თუ რა ოდენობის სამუშაო შეასრულა მან მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე.
10. მოსარჩელის ინიციატივით ჩატარებული 2----–-–---------–--------------- დასკვნით სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიურომ“-მ დაადგინა, რომ შპს ,,მ----–--ი“-ს მიერ წარდგენილ კორექტირებულ ხარჯთაღრიცხვაშიც, რომელიც მოწონებული და ხელმოწერილია მხარეთა მიერ, მითითებულია, რომ მას უნდა დაემზადებინა 105 ცალი რკინა-ბეტონის რგოლი. ასევე დადგენილ იქნა ექსპერტიზის მიერ, რომ ფასადის ფითხით დამუშავება გააუმჯობესებდა ( არ გააუარესებდა) სამუშაოს ხარისხს.
11. მოპასუხე მხარის მიერ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზეც კი 2----–-–------------ ექსპერტიზის დასკვნით (რომელიც მოპასუხის ინიციატივით ჩატარდა) დადგენილია, რომ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ 2----–-–------------–-- N-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგინა 682 764.53 ლარი დღგ-ს ჩათვლით, ხოლო 2----–-–--------–---- N-- ხელშეკრულების ფარგლებში ფაქტობრივად შესრულებულმა სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 660 673,53 ლარი დღგ-ს ჩათვლით. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე დღეის მდგომარეობით შპს ,,G------- r------” მოსარჩელეს მიმართ გააჩნია 65 054.11 ლარის დავალიანება შემდეგი გარემოებების გამო: მხარეთა შორის არსებული 2----–-–------------–-- N-- ხელშეკრულების 5.12 პუნქტი და 2----–-–---------–---- N-- ხელშეკრულების 5.13 პუნქტი ადგენს სპეციფიკურ გადახდის წესს, კერძოდ ,, თუ სსიპ ,, ლევან სამხარაულის სასამართლო ექსერტიზის ბიურო’’-ს მიერ საექსპერტო დასკვნით შესრულებული სამუშაოების მოცულობა და ღირებულება არ შეესაბამება მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ნაჩვენები სამუშაოების მოცულობებს და ღირებულებებს, მაშინ შემსყიდველის მხრიდან ხელშეკრულების საერთო ღირებულების ანაზღაურება განხორციელდება საექსპერტო დასკვნაში მითითებული ღირებულების შესაბამისად’’. აღნიშნული დათქმის შინაარსიდან გამომდინარე მოპასუხე მხარე ვალდებული იყო დღემდე ჩაერიცხა ის დარჩენილი თანხა, რომელიც მოსარჩელე მხარეს ეკუთვნოდა.
12. მოპასუხე მხარე საგარანტიო ვადის ფარგლებში ისეთი დეტალების გამოსწორებას ითხოვდა, რომელიც ხშირ შემთხვევაში არ იყო დაზიანებული ან უმნიშვნელო ხასიათის იყო (მაგ; 07.04/16 წლის N-- წერილში მოთხოვილი ქონდა ,,მედპუნქტის ოთახის სანათის ელექტროგაყვანილობის შემოწმება’’, რაც აღმოფხვრილი იქნა ნათურის გამოცვლით). მოსარჩელის მიერ მართალია გარკვეული სამუშაოები ვადის გადაცილებით შესრულდა, თუმცა ეს გამოწვეული იყო ფორსმაჟორული სიტუაციით და მოპასუხე მხარის ბრალეულობით, კერძოდ იქ მცხოვრები მოსახლეობა ცდილობდა სხვადასხვა უსაფუძვლო მიზეზებით ხელი შეეშალა მშენებლობისათვის.
13. მოსარჩელის წარმომადგენელმა საქმის სასამართლო განხილვის დროს სარჩელს მხარი
დაუჭირა, და მისი დაკმაყოფილება ითხოვა.
მოპასუხის პოზიცია:
14. მოპასუხე მხარემ შესაგებელი წარადგინა, რომლითაც სარჩელი არ სცნო. თავის მხრივ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა:
15. 2----–-–------------–-- და 2----–-–--------–---- სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების გაფორმებასთან ერთად გაფორმდა შესასრულებელ სამუშაოთა ღირებულების ხარჯთაღრიცხვა, რომლითაც განისაზღვრა შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი, სახეობა, ოდენობა, ერთეული სამუშაოების ღირებულება და შესასრულებელი სამუშაოების საერთო ღირებულება. განისაზღვრა, რომ მხარეთა შორის არსებული ხარჯთაღრიცხვის გადაჭარბება მხარეთა შეთანხმების გარეშე დაუშვებელია და განიხილება ხელშეკრულების ცვლილებად, ხელშეკრულებაში ცვლილებების განხორციელება განიხილება მხარეთა ნებად, რომელიც უნდა გაფორმდეს მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებების მე-12 პუნქტში მოცემული შესაბამისი წესების დაცვით.
16. შპს ,,მ----–--მა’’ დამოუკიდებლად დაადგინა შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება სრულად (როგორც მთლიანი, ასევე ცალკეული სამუშაოების ღირებულებები), კერძოდ, სატენდერო წინადადებით წარმოადგინა თავის მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვები. აქედან გამომდინარე, თუკი შპს ,,მ----–--მა’’ არასწორად განსაზღვრა კონკრეტული სამუშაოს საბაზრო ღირებულება, მას არა აქვს უფლება საკუთარი წინდაუხედაობისა და სათანადო ცოდნა-გამოცდილების უქონლობის გამო მოსთხოვოს შემსყიდველს მის მიერ ხარჯთაღრიცხვაში მითითებულ ღირებულებასა და საბაზრო ღირებულებას შორის სხვაობის ანაზღაურება.
17. პირგასამტეხლოს სახით შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დაკავებულ თანხას რაც შეეხება, მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისათვის დადგენილი დამატებითი ვადები დარღვეული იქნა, რის გამოც დაეკისრა კიდეც პირგასამტეხლო.
18. მხარეთა შორის 2----–-–------------–-- და 2----–-–--------–---- სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების მე-5 პუნქტით განისაზღვრა შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების წესი. ამავე პუნქტის 5.5. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ,,შესრულებული სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე, შესრულებული სამუშაოების მოცულობა, რაოდენობა და ღირებულება წარმოდგენილი აქტების ( ფორმა N-) გათვალისწინებით, შემსყიდველის მიმართვის საფუძველზე უნდა დადასტურდეს სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს’’ საექსპორტო დასკვნით, ხოლო 5.6 პუნქტის შესაბამისად ,,საექსპერტო დასკვნის მოპოვებამდე, შემსყიდველი ახდენს შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების შეჩერებას’’. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შეთანხმებისამებრ განხორციელდა სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროზე’’ მიმართვა, საიდანაც მიღებულ იქნა საექსპერტო დასკვნა, რომლითაც დადგინდა რომ 2----–-–------------–- გაფორმებული N-- ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული სამუშაოების ღირებულება მოსარჩელის მიერ ანაზღაურებაზე წარმოდგენილი ფორმა N--ის გათვალისწინებით შეადგენს 662 086.17 ლარს დღგს ჩათვლით, ხოლო ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 660 673,53 ლარი. 2----–-–--------–--- გაფორმებული N-- ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული სამუშაოების ღირებულება მოსარჩელის მიერ ანაზღაურებაზე წარმოდგენილი ფორმა N--ის გათვალისწინებით შეადგენს 685 196,73 ლარს დღგს ჩათვლით, ხოლო ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 682 764.53 ლარი. შესაბამისად უტყუარად დგინდება, რომ შემსრულებლის მიერ მოწოდებული ფორმა N--ებში რეალურად შესრულებულზე მეტი ღირებულებაა გათვალისწინებული, ვიდრე მოსარჩელის მიერ იყო შესრულებული.
19. მოსარჩელე მხარე ვერ უთითებს თუ რა მასალები და დოკუმენტები არ წარადგინა მოპასუხემ ექსპერტიზაში ან რა დაარღვია ექსპერტიზის ჩატარების დროს. ამასთან მითითებულ გარემოებას არ აქვს საქმესთან კავშირი, ვინაიდან, მხარეთა შორის 2----–-–------------–-- და 2----–-–--------–---- სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებების მე-5 პუნქტით განისაზღვრა შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების წესი.
20. მოპასუხისათვის გაუგებარია რატომ ჩაატარა მოსარჩელემ ექსპერტიზა ან/და რა ფაქტი დაადგინა ექსპერტიზით. ხელშეკრულების 4.6 პუნქტის მიხედვით ,,შემსყიდველი მიმწოდებელს გადაუხდის ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობის ღირებულებას’’, შესაბამისად, შპს ,,G------- R------’-ი ვალდებულია გადაიხადოს მხოლოდ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულება და არა ყველა თანხა, რასაც მოსარჩელე მოითხოვს.
21. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნას, მან დაადასტურა, რომ ტერიტორიაზე შესასვლელი გზის მიმდებარედ ნამდვილად დევს 38 ცალი რკინაბეტონის რგოლი, ასევე, 2 ცალი რგოლი უშუალოდ ტერიტორიაზეა; დადასტურდა ასევე ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ არ არის შესრულებული სამუშაო ხელშეკრულებითა და ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული მასალით. (საუბარია აივნების ფითხით დამუშავებაზე).
22. ხელშეკრულების 4.6 პუნქტის მიხედვით ,, შემსყიდველი მიმწოდებელს გადაუხდის ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობების ღირებულებას’’, შესაბამისად შპს ,,G------- R------’-ი ვალდებულია გადაიხადოს მხოლოდ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულება, აქედან გამომდინარე, შპს ,,G------- R------’’ არ არის ვალდებული აანაზღაუროს 40 ერთეული რკინაბეტონის რგოლის ღირებულება. ამავდროულად, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ექსპერტიზის წინაშე მოსარჩელემ დააყენა საკითხი 40 ერთეული რკინაბეტონის რგოლის ღირებულების ექსპერტის მიერ ფაქტობრივი შესრულების ღირებულებაში აყვანის შესახებ, რაზედაც ექსპერტმა მიუთითა, რომ ეს საკითხი არის სამართლებრივი მსჯელობის საკითხი და იგი ამ კითხვაზე პასუხს ვერ გასცემდა, რაც შეეხება აივნის ძირების ფითხით შეღებვის ნაწილს, მოპასუხის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით დგინდება მოსარჩელის მიერ განხორციელებულ და მხარეთა შორის შეთანხმებულ სამუშაოებს შორის არის ცდომილება, კერძოდ, ადგილი აქვს მოსარჩელის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას. აქედან გამომდინარე, მისთვის გაუგებარია თუ რატომ უნდა ანაზღაურდეს იმ სამუშაოს ან/და მასალის ღირებულება, რომელიც არ იყო შეთანხმებული მხარეთა შორის და უფრო მეტიც, რომლითაც დაირღვა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება.
23. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნითაც დასტურდება ის ფაქტი, რომ აივნის ძირები არ არის გალესილი იმ პირობებით, რა პირობებითაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. ექსპერტი უთითებს, რომ მოსარჩელის მიერ აღწერილი სამუშაოს (ფასადის ფითხით აივნის ძირების დამუშავება) გაზიარებისათვის საჭირო ფარული სამუშაოების აქტი, შეთანხმება განხორციელებულ ცვლილებაზე ან სხვა რაიმე სახის დოკუმენტი, რაც წარმოდგენილი არ ყოფილა. აღნიშნულზე მითითების შემდგომ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაში ექსპერტი ფითხის ფასისა და ხარისხის დადგენისათვის სარგებლობს მხოლოდ მოსარჩელის წერილით და მის მიერ არ არის დადგენილი ფითხის საბაზრო ფასი და მისი შელესვის საბაზრო ღირებულება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
24. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „მ----–--ი“-ს სარჩელი. შპს „-------- r------“-ს (ს/კ 2--------) დაეკისრა შპს „მ----–--ი“-ს (ს/კ 4--------) სასარგებლოდ, მხარეთა შორის არსებული სახელწიფო შესყიდვების შესახებ ხელშკრულებებიდან გამომდინარე, 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის გადახდა. შპს „-------- r------“-ს დაეკისრა შპს „მ----–--ი“-ს სასარგებლოდ იურიდიული მომსახურების საფასურის სახით 1 200 (ათას ორასი) ლარისა და ექსპერტიზის ჩატარების ხარჯის 400 (ოთხასი) ლარის გადახდა, ასევე სასამართლოში განსახილველ საქმეზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან 900 (ცხრაასი) ლარის გადახდა. არ დაკმაყოფილდა შპს „მ----–--ი“-ს სარჩელი შპს „-------- r------“-სათვის შპს „მ----–--ი“-ს სასარგებლოდ, მხარეთა შორის არსებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე 65 054 (სამოცდახუთიათას ორმოცდათოთხმეტი) ლარისა და 11 (თერთმეტი) თეთრის, ასევე იურიდიული მომსახურების საფასურის 3 500 (სამიათას ხუთასი) ლარის გადახდის ნაწილში. სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
25. შპს ,,G------- r------”-სა და შპს ,,მ----–--“-ს შორის 2----–-–------------–-- და 2----–-–--------–--- დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N-- და N-- ხელშეკრულებები ხ---–---------–----–------ში, გ-----------------–------–ზე სამთო-სათხილამურო კურორტის საკანალიზაციო ქსელისა და სამეურნეო-ფეკალური ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის სამუშაოების განხორციელების თაობაზე და გ-----------------–------–ის მიმდებარე ტერიტორიაზე სამთო-სათხილამურო კურორტის ქვედა დასახლებაში კურორტის მომსახურე პერსონალის საცხოვრებელი სახლის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებით.
26. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N-- ხელშეკრულებით შესყიდვის საგანს წარმოადგენდა ხ---–---------–----–------ში, გ-----------------–------–ზე სამთო-სათხილამურო კურორტის საკანალიზაციო ქსელისა და სამეურნეო-ფეკალური ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის განხორციელება, საერთო ღირებულებით 717 717 ლარი, ხოლო N-- ხელშეკრულებით, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ხ---–---------–----–------ში, გოდერძის მიმდებარე ტერიტორიაზე სამთო-სათხილამურო კურორტის ქვედა დასახლებაში კურორტის მომსახურე პერსონალის საცხოვრებელი სახლის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა, საერთო ღირებულებით 616 026 ლარი.
27. დადგენილ იქნა, რომ 2----–-–------------–-- N-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 682 764. 53 ლარი დღგ-ს ჩათვლით, ხოლო 2----–-–--------–---- N-- ხელშეკრულების ფარგლებით შესრულებულმა სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 660 673,53 ლარი დღგ-ს ჩათვლით.
28. დადგენილ იქნა, რომ პირგასამტეხლოს სახით შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დაკავებული თანხა, რომელიც ეხებოდა 2----–-–-- პერიოდს, გადახდილია მოპასუხე მხარის მიერ. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდეგ მოსარჩელის მიერ ისევ დარღვეულ იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებისათვის დამატებითი ვადები და შესაბამისად 2015 წლის პირველი სექტემბრიდან 2015 წლის 8 ოქტომბრამდე პერიოდზე მას დაერიცხა N-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, რომელმაც შეადგინა 6 399 ლარი (დაგვიანება 31 დღე), ხოლო 2015 წლის პირველი სექტემბრიდან 2015 წლის 17 ოქტომბრამდე პერიოდზე N-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, რომელმაც შეადგინა 29 794 ლარი (
დაგვიანება 45 დღე).
29. სასამართლომ დაადგინა, რომ მიუხედავად მოპასუხის მხრიდან მოცემული დამატებითი ვადებისა მოსარჩელე მხარემ აღნიშნულ დამატებით ვადაშიც ვერ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები (2015 წლის 1 სექტემბრამდე), შესაბამისად მას 2015 წლის პირველი სექტემბრიდან 2015 წლის 8 ოქტომბრამდე პერიოდზე დაერიცხა მოსარჩელეს N-- ხელშეკრულებითა და N-- ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.
30. სარჩელის განმხილველმა სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე; 361-ე; 417-ე; 418-ე მუხლებზე დაყრდნობით მიუთითა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება უნდა მიექცეს დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას, ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს, მის დამოკიდებულებას საქმესთან, რამდენად გულდასმით და პატიოსნად ასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინეულ ვადებულებას. კანონის ეს მოთხოვნები მოსარჩელე შპს ,,მ----–--ი“ -ს მიმართ, მოპასუხე შპს ,,G------- R------’-ის მიერ არ დარღვეულა.
31. ნაკისრი ვალდებულების ხასიათის, ვალდებულების ვადის დარღვევის, ხელშეკრულების შესრულებისადმი მოსარჩელის ინტერესისა და სხვა გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ გონივრულად მიიჩნია მოპასუხე მხარისათვის მოსარჩელის მიმართ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა და ჩათვალა, რომ N-- ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის 6 399 ლარისა და N-- ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს სახით 29 794 ლარის დაკავება არ ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.
32. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის განმარტება, რომ გარკვეული სამუშაოების შესრულების ვადის დარღვევა გამოწვეული იყო ფორსმაჟორული სიტუაციით, რადგანაც მას მოპასუხე მხარისაგან გაუგრძელდა ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ სამუშაოთა შესრულების ვადა, რომელიც ვერ გამოიყენა მიზნობრივად და დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები. სასამართლოს მითითებით ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ გაგზავნილ კორესპოდენციებზე მოპასუხე დროულად არ რეაგირებდა და აყოვნებდა პასუხებს, ვერ ჩაითვლება ხელშეკრულების პირობების დარღვევისთვის პატივსადებ მიზეზად და ნაკისრი ვალდებულების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის თავიდან აცილების საფუძვლად.
33. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ შპს „-------- r------”-ის დავალიანება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2----–-–------------–-- N-- და 2----–-–--------–---- N-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს ‘მ----–--ი“-ს მიმართ შეადგენს 30 000 ლარს.
35. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილ იქნა, რომ მხარეთა შორის არსებული 2----–-–------------–-- N-- ხელშეკრულების 5.12 პუნქტი და 2----–-–---------–---- N-- ხელშეკრულების 5.13 პუნქტი ადგენს სპეციფიკურ გადახდის წესს, კერძოდ „ თუ სსიპ „ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიურო“-ს მიერ საექსპერტო დასკვნით შესრულებული სამუშაოების მოცულობა და ღირებულება არ შეესაბამება მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ნაჩვენები სამუშაოების მოცულობებს და ღირებულებებს, მაშინ შემსყიდველის მხრიდან ხელშეკრულების საერთო ღირებულების ანაზღაურება განხორცილდება საექსპერტო დასკვნაში მითითებული ღირებულების შესაბამისად.“
34. სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 115-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, 394-ე, 416-ე, 417-ე, 418-ე, 477-ე, 879-ე, 885-ე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, მე-4, 37-ე, 53-ე, 102-ე, 201-ე მუხლები.
35. სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე მუხლებზე მიუთითა და განმარტა, რომ მართალია მშენებლობის ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოს მცირე ნაწილი შესრულებულია სხვა მასალით, მაგრამ მოსარჩელის მიერ შესრულებულ სამუშაოთა ხარისხი დამაკმაყოფილებელია და დაშვებული გადახრები დასაშვებ ნორმებშია. რასაც გავლენა არ მოუხდენია შესრულებულ სამუშაოთა ხარისხზე და რაც ნამდვილად უმნიშვნელოა სამუშაოთა იმ მოცულობის პირობებში, რაც მოსარჩელემ განახორცილა ჯეროვნად და კეთილსინდისიერად.
36. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის პოზიცია, რომ მხარეთა შორის არსებული ხარჯთაღრიცხვის გადაჭარბება მხარეთა შეთანხმების გარეშე დაუშვებელია და განიხილება ხელშეკრულების ცვლილებად, ხოლო ხელშეკრულებაში ცვლილებების განხორციელება განიხილება მხარეთა ნებად, სასამართლომ მიუთითა, რომ შპს ,,G------- R------’’ არ არის ვალდებული აანაზღაუროს 40 ერთეული რკინაბეტონის რგოლის ღირებულება.
37. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მხრივ, მოსარჩელის მიერ სამუშაოთა შესრულების ვადის გადაცილების გამო, პირგასამტეხლოს დაკისრება არის დასაბუთებული, კანონშესაბამისი და გამომდინარეობს მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებიდან.
38. აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით შპს „მ----–--ი“-ს სარჩელი პირველი ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
39. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით იქნა გასაჩივრებული როგორც მოსარჩელე შპს „მ----–--ი“-ს, ასევე მოპასუხე შპს „-------- R------’-ის მიერ.
40. აპელანტმა ( შპს „მ-----–---“) გადაწყვეტილების მის მიერ გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება ითხოვა, რომლითაც მისი სარჩელი სრულიად დაკმაყოფილდება;
41. აპელანტი განმარტავს, რომ შპს „მ----–--ი“-ს სარჩელი შეიძლება დაიყოს ორ ნაწილად. ორივე ნაწილი ერთმანეთიდან გამომდინარეობს. ერთი ნაწილი ეხებოდა მოწინააღმდეგე მხარის მიერ დაკისრებულ პირგასამტეხლოს, რომელიც მან გამოუქვითა (ანუ არასწორად დაუკავა) შპს „მ----–--ს“ მისაცემი თანხიდან, ხოლო მეორე ნაწილი ეხებოდა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ანაზღაურებას. აპელანტისთვის გაუგებარია რა თანხები დათვალა სასამართლომ და როგორ მივიდა აღნიშნულ შედეგამდე.
42. აპელანტი განმარტავს, რომ შპს „მ-----–--“-სა და შპს „-------- R------’-ს შორის დადებული N-- და N-- ხელშეკრულებები თავისი სამართლებრივი ბუნებით ნარდობის ხელშეკრულებებს წარმოადგენდა. ორივე ხელშეკრულების მე-4 პუნქტი ეხებოდა ანგარიშსწორების ფორმას და პირობებს, რომლის შესაბამისადაც მოწინააღმდეგე მხარეს თითოეული გადარიცხვიდან უნდა დაეკავებინა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულების 5%, ხოლო ხელშეკრულების საგნის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ მხარეს უნდა გადაეხადა შუალედური შესრულებებიდან დაკავებული თანხის ნახევარი, ანუ დაკავებული თანხის 2.5%, ხოლო დარჩენილი თანხა უნდა გადაეხადა მას შემდეგ, რაც ტექნიკური ზედამხედველი დაამოწმებდა, რომ შესრულებული სამუშაოები უხარვეზო იყო, ან ასეთის არსებობის შემთხვევაში ისინი აღმოიფხვრებოდა. ამასთან საბოლოო ანგარიშსწორება, ანუ დარჩენილი 2.5%-ის გადახდა არ უნდა განხორცილებულიყო საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ერთ წელზე ადრე. შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების წესი რეგულირდებოდა ხელშეკრულების მე-5 პუნქტის შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში მოწინააღმდეგე მხარემ არ გააფორმა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი და არ ჩარიცხა კუთვნილი თანხა, რაც ერთ-ერთი მიზეზი იყო სარჩელის აღძვრის.
43. საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნების, მოწინააღმდეგე მხარის საგადახდო დავალების, შპს „მ----–--ი“-ს 2017 წლის 10 თებერვლის ცნობისა და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურების ანალიზის შედეგად დგინდება, რომ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულებასა და ჩამორიცხულ თანხას შორის სხვაობამ, რომელიც მოწინააღმდეგე მხარეს აქვს შპს „მ----–--ი“-ს მიმართ შეადგინა 102,247,65 ლარი, თუმცა შპს „მ----–--ი“-ს მიერ სარჩელის აღძვრის მომენტისათვის მოთხოვნა ლეგიტიმური იყო მხოლოდ 65054.11 ლარის ფარგლებში რადგან იმ მომენტისათვის მათ არ მოუთხოვიათ მოპასუხისათვის ხელშეკრულების 4.5 პუნქტით განსაზღვრულ 2.5 პროცენტისა (33813,54 ლარი) და მათ მიერ მოწინააღმდეგე მხარის ბალანსზე არსებული სასტუმროს გამოყენების ხარჯების (3380 ლარი) დაკისრება.
44. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილს, რომელიც ეხებოდა პირგასამტეხლოს, სასამართლოს მიერ სრულიად უსაფუძვლოდ არ იქნა დაკმაყოფილებული. სასამართლომ ჩათვალა, რომ შპს „-------- R------’-ის მიერ დაკავებული პირგასამტეხლო, ხელშეკრულება N---დან 6 399 ლარი, ხოლო ხელშეკრულება N---დან 29 794 ლარი, თანაზომიერია.
45. მოცემული მსჯელობა ცდება აქამდე დადგენილ სასამართლო პრაქტიკასაც და სასამართლო გადაწყვეტილებით განვითარებულ მსჯელობასაც.
46. შპს „-------- R------’-ის მიერ 2015 წლის 24 დეკემბრის N-06 კორესპონდენციაში გამოყვანილია პირგასამტეხლოს ოდენობა, რომელიც გამოქვითა მოწინააღმდეგე მხარემ ასანაზღაურებელი თანხიდან. ამასთან ამავე კორესპონდენციაში საუბარია იმაზე, რომ შპს „მ----–--ს“ ხელშეკრულება N---ის ფარგლებში არ ჰქონდა შესრულებული გარკვეული სამუშაოები, რომლის ჯამური ღირებულებაც, არ აღემატება 20 000 ლარს. აღნიშნულის გამო კი ის შპს „მ----–--ს“ აკისრებს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.1 პროცენტს ვადაგადაცილებულ დღეზე, რომლის ჯამმაც 29 794 ლარი შეადგინა, რაც პირგასამტეხლოს არც ბუნებას და არც თანაზომიერების პრინციპს არ შეესაბამება.
47. სასამართლოს თავის გადაწყვეტილებაში უნდა აღეწერა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები, ემსჯელა, რამდენად სამართლიანად მოახდინა მოწინააღმდეგე მხარემ შპს „მ----–--ზე“ გადასაცემი თანხიდან პირგასამტეხლოს გამოქვითვა. დაესაბუთებინა პირგასამტეხლოს თანაზომიერება შესარულებელ სამუშაოებთან, დაედგინა მხარეთა ქონებრივი მდგომარეოება, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ, ზიანი, რომელიც მიადგა ვადაგადაცილებით მოპასუხეს, არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან და სხვა საკითხები.
48. აპელანტის განმარტებით, როგორც მოცემულ საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან ჩანს შეუსრულებელი სამუშაოების ოდენობა ორივე ხელშეკრულების ფარგლებში არ აღემატებოდა 20 000 ლარს, რის გამოც მოწინააღმდეგე მხარემ 35 000 ლარზე მეტი პირგასამტეხლო დააკისრა შპს „მ----–--ს“, რაც შეუსაბამოდ მაღალია. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ნორმის დასახელებული დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს, რაც სასამართლომ არ განახორციალა.
49. აპელანტის მითითებით: ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია გასაჩივრებულ ნაწილში, ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, აქამდე დადგენილ სასამართლო პრაქტიკას, რის გამოც ის უნდა გაუქმდეს გასაჩივრებულ ნაწილში და მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება.
50. აპელანტმა (შპს „-------- R------’) გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება (სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში) და გაუქმებულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
51. მისი განმარტებით: სასამართლოს მიერ არ არის დადგენილი და შეფასებული მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებები. მხარეთა შორის 2----–-–------------–--ა და 2----–-–--------–---- სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებების მე-5 პუნქტით განისაზღვრა შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების წესი ამავე პუნქტის 5.5. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ "შესრულებული სამუშაოების საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე, შესრულებული სამუშაოების მოცულობა, რაოდენობა და ღირებულება წარმოდგენილი აქტების (ფორმა №-) გათვალისწინებით, შემსყიდველის მიმართვის საფუძველზე უნდა დადასტურდეს სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" საექსპერტო დასკვით", ხოლო, 5.6. პუნქტის შესაბამისად "საექსპერტო დასკვნის მოპოვებამდე, შემსყიდველი ახდენს შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების შეჩერებას".
52. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შეთანხმებისამებრ განხორციელდა სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროზე" მიმართვა, საიდანაც მიღებულ იქნა საექსპერტო დასკვნა, რომლითაც დადგინდა რომ 2----–-–------------–- გაფორმებული №-- ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული სამუშაოების ღირებულება მოსარჩელის მიერ ანაზღაურებაზე წარმოდგენილი ფორმა №--ების გათვალისწინებით შეადგენს 662 086.17 ლარს დღგს ჩათვლით, ხოლო ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 660 673,53 ლარი, 2----–-–--------–--- გაფორმებული №-- ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული სამუშაოების ღირებულება ანაზღაურებაზე წარმოდგენილი ფორმა №--ების გათვალისწინებით შეადგენს 685 196,7 ლარს დღგს ჩათვლით, ხოლო ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 682 764.53 ლარი. შესაბამისად უტყუარად დგინდება, რომ შემსრულებლის მიერ მოწოდებული ფორმა №--ებით გათვალისწინებული ღირებულებაზე ნაკლები ღირებულების სამუშაოები იქნა რეალურად შესრულებული.
53. სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია ხელშეკრულებების 5.12 და 5.13 პუნქტებზე - ამ პუნქტების შესაბამისად შემსყიდველი ანაზღაურებდა მხოლოდ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულებას, ვინაიდან შპს „-------- r------” მიერ ხელშეკრულებების 4.4. პუნქტის შესაბამისად დაკავებულია სამუშაოთა საერთო ღირებულების 5%-მდე ოდენობის თანხა, რომლის ნახევარიც გადახდილ უნდა იქნას საექსპერტო დასკვნის შედგენის შემდეგ დადგენილი ფასის შესაბამისად საგადასახადო ანგარიშფაქტურების დაკორექტირებისა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ (პუნქტი 4.5., 4.6.), რაც დღეის მდგომარეობითაც არ არის განხორციელებული და შედგენილი, შესაბამისად მხოლოდ აღნიშნული დოკუმენტების გაფორმების შემდეგ წარმოიშვება ვალდებულება დაკავებული თანხის გადარიცხვა განხორციელდეს 4.5 პუნქტით გათვალისწინებული ოდენობითა და პერიოდულობით.
54. აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მას ისე დააკისრა თანხების გადახდა, რომ არ გამოარკვია თუ საიდან გამომდინარეობდა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხები, ხოლო ამის საწინააღმდეგოდ სასამართლოს საერთოდ არ დაუდგენია ფაქტობრივი გარემოება თუ რა ოდენობის თანხა აქვს შპს „-------- r------”-ს გადასახდელი და რა საფუძვლებით. სასამართლოს მიერ დადგენილი არ იქნა შესაბამისი ფაქტობრივი გარემოება და ამის საწინააღმდეგოდ მიღებული სადავო გადაწყვეტილებით შპს „-------- r------”-ს დაეკისრა თანხების გადახდა.
აპელანტისთვის გაუგებარია საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების გარეშე (და მაშინ როცა ამ აქტის გაფორმების დაყოვნება გამოწვეულია მოსარჩელის უკანონო და არაკეთილსინდისიერი ქმედებით - ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად არ აკორექტირებს შესაბამის დოკუმენტაციას) როგორ დააკისრა სასამართლომ შპს „-------- r------”-ს თანხების გადახდა.
55. აპელანტის განმარტებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მხარეთა შორის სადავო იყო გარკვეული სამუშაოების შეთანხმებული ხარჯთაღრიცხვისგან განსხვავებული (ე.წ „ფითხით შელესვა“) და აგრეთვე ზედმეტი სამუშაოს შესრულების ფაქტები (ე.წ „ზედმეტი ჭის რგოლები“ 40 ერთეული), სასამართლომ ისე დააკისრა მას თანხები, რომ აღნიშნული გარემოებები საერთოდ არ დაუდგენია.
56. აპელანტი მიუთითებს, რომ მხარეთა შორის დადებული №-- ხელშეკრულებისა და ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, კერძოდ, ლოკალურ-რესურსური ხარჯთაღრიცხვა №--ის 64-ე პუნქტით გათვალისწინებულია აივნების ძირების დამუშავება ფითხით და შეღებვა, არ არის დამატებით შესრულებული სამუშაო, არამედ იგი გათვალისწინებული იყო ხარჯთაღრიცხვით მხარემ კი არ განახორციელა აღნიშნული.
57. აპელანტისათვის გაუგებარია თუ საიდან დადგინდა რომ „შესრულებულ სამუშაოთა ხარისხი დამაკმაყოფილებელია და დაშვებული გადახრები დასაშვებ ნორმებშია, რასაც გავლენა არ მოუხდენია შესრულებულ სამუშაოთა ხარისხზე და რაც ნამდვილად უმნიშვნელოა სამუშაოთა იმ მოცულობის პირობებში“ ან რომელი მტკიცებულება ადასტურებს აღნიშნულს. ამის საპირისპიროდ საქმეში წარდგენილია ექსპერტიზის დასკვნა (რითაც ეს სამუშაოების არ ჩაითვალა ფაქტობრივად შესრულებულ და ასანაზღაურებელ სამუშაოდ) და აგრეთვე წარდგენილია ინსპექტირების აქტი და შესაბამისი კორესპოდენცია უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამოსწორების შესახებ.
58. აპელანტის განმარტებით გადაწყვეტილების 3.2.5. პუნქტში სასამართლომ მიუთითა, რომ ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს 30 000 ლარს, თუმცა რის საფუძველზე დაადგინა აღნიშნული დავალიანების ოდენობა მისთვის გაუგებარია, მაშინ როდესაც მოწინააღმდეგე მხარეს შესრულებული არა აქვს ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები ჯეროვნად. განსახილველ დავაში მოსარჩელე მხარემ ვერ წარმოადგინა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებებით შეთანხმებული შესაბამისი დოკუმენტები რითაც შესაძლებელი იქნებოდა განსაზღვრულიყო შპს „-------- r------”-ის დავალიანების არსებობა, აგრეთვე არ წარმოუდგენია მტკიცებულება იმისა, რომ მას საერთოდ აქვს თანხის დაკისრების მოთხოვნის უფლება.
59. აღნიშნულ გარემოებათა გამო აპელანტს შპს „-------- r------”-ს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ არასწორადაა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, არ არის სწორად შეფასებული მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებები და ხელშეკრულებებით დადგენილი პროცედურები, სათანადოდ არ არის გამოკვლეული მტკიცებულებები, რამაც ხელი შეუწყო სასამართლოს მიერ არასწორი გადაწყვეტილების მიღებას.
სააპელაციო სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით და მათი სამართლებრივი შეფასება:
60. სააპელაციო სასამართლომ მოუსმინა მხარეებს და მათ წარმომადგენლებს, შეამოწმა და მისცა შეფასება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შპს ”მ----–--ის” სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს;
პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
61. მოდავე მხარეთა შორის 2----–-–------------–- და 2----–-–--------–--- დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №-- და №-- ხელშეკრულება ხ---–---------–----–------ტში, გ-----------------–------–ზე სამთო - სათხილამურო კურორტის საკანალიზაციო ქსელისა და სამეურნეო ფეკალური ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობის სამუშაოების განხორციელების თაობაზე და გ-----------------–------–ის მიმდებარე ტერიტორიაზე სამთო - სათხილამურო კურორტის ქვედა დასახლებაში კურორტის მომსახურე პერსონალის საცხოვრებელი სახლების სამშენებლო სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებით.
62. დადგენილია, რომ 2----–-–------------–-- №-- ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 717 717 ლარით; 2----–-–--------–---- №-- ხელშეკრულების ღირებულება 3.1. პუნქტის თანახმად 661 026 ლარით;
63. როგორც №--, ასევე №-- ხელშეკრულებებში მხარეებმა გაითვალისწინეს ანგარიშსწორების ფორმა, რაც ითვალისწინებდა ეტაპობრივად, შესრულებული სამუშაოს მიხედვით ანგარიშსწორებას; ასევე გაითვალისწინეს შესრულებული სამუშაოს მიღება - ჩაბარების წესი;
64. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №-- ხელშეკრულების 5.5. პუნქტის თანახმად, შესრულებული სამუშაოების საბოლოო მიღება ჩაბარების აქტის გაფორმებამდე შესრულებული სამუშაოების მოცულობა, რაოდენობა და ღირებულება წარმოდგენილი აქტების გათვალისწინებით (ფორმა №-) შემსყიდველის მომართვის საფუძველზე უნდა დადასტურებულიყო ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საექსპერტო დასკვნით.
65. პუნქტის თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილია შეაჩეროს ანგარიშსწორება ხელშეკრულების საერთო ღირებულების არაუმეტეს 5%-ის ოდენობით;
66. ხელშეკრულებებით მხარეებმა გაითვალისწინეს არაერთი სახის პირგასამტეხლო. 10.1. პუნქტით მიმწოდებელს 6.2. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.1.%-ის ოდენობით.
67. პუნქტით კი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადად 2014 წლის 25 ნოემბრამდე პერიოდი განისაზღვრა. მხარეთა შორის გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №-- ხელშეკრულებაში სამუშაოთა მიღება _ ჩაბარების წესი ანალოგიურად განისაზღვრა (5-5 პუნქტი); 5.12. პუნქტით განისაზღვრა პირგასამტეხლოს დარიცხვის წესიც (10.1. პუნქტი) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.1. %.
68. სამუშაოების შესრულების ვადად 2014 წ. 1 ოქტომბრამდე პერიოდი (6.2. პუნქტი).
69. დადგენილია, რომ ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებებში არაერთგზის შევიდა ცვლილებები, (რომელიც შეეხო, როგორც ვალდებულების შესრულების ვადას, ისე ხელშეკრულების საერთო დებულებებს, სახელდობრ: ხელშეკრულებებმა ცვლილებები განიცადა (შეთანხმებით) 2----–-–-----------------------–-–----------------------–-–----------------
70. ცვლილებათა თანახმად, 2----–-–--------–---- №-- ხელშეკრულების შესრულების ბოლო ვადად 2015წლის 1 სექტემბრამდე პერიოდი განისაზღვრა, ხოლო ხელშეკრულების (№--) საერთო ღირებულებად 662 086.71 ლარი დადგინდა.
71. დადგენილია, რომ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობის დადგენის მიზნით, 2016 წლის 17 მაისს შპს „-------- r------”-ის მოთხოვნის საფუძველზე, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ გასცა დასკვნა.
72. დასკვნის თანახმად: გ-----------------–------–ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამთო -სათხილამურო კურორტის საკანალიზაციო ქსელის და სამეურნეო ფეკალური ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების მოწყობით, ფაქტობრივად შესრულებული სამუსაოების ღირებულებამ 682 764.53 ლარი შეადგინა; ხოლო სამთო - სათხილამურო კურორტ გოდერძის მოსამსახურე პერსონალის საცხოვრებელი სახლის ფაქტიურად შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ღირებულებამ - 660 673.5 ლარი;
73. ექსპერტიზის დასკვნაში აღწერილია, რომ საკვლევ ტერიტორიაზე დალაგებულია რკინა ბეტონის რგოლები 40 ცალი (38), რგოლი უშუალოდ ტერიტორიაზეა, ეს სამუშაო არ არის გათვალისწინებული ხარჯთაღრიცხვით და რომ ამ სამუშაოების ასახვა არ მოხდა დანართში.
74. ექსპერტი დასკვნაში მიუთითებს, რომ ”აივნის ძირები არ არის გალესილი, არამედ დამუშავებულია ფითხით და შეღებილია.” კურორტ გოდერძის მოსამსახურე პერსონალის საცხოვრებელი სახლის ფაქტობრივად შესრულებული სამუსაოების ღირებულება შეადგენს 660 673 ლარს, რაც 662 086.71 – 660673.53 =1413.18 ლარით ნაკლებია წარმოდგენილ №- აქტებში ასახული სამუშაოების ღირებულებებზე.
75. დადგენილია, რომ ცვლილებები შეეხო №-- ხელშეკრულებასაც, მისი საერთო ღირებულება 693 531,76 ლარით განისაზღვრა, ხოლო მოქმედების ვადა 2015 წლის 31 დეკემბრამდე (ს.ფ. 107, ტ.1).
76. დადგენილია, რომ 2016 წლის 4 ივლისს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიმართა შპს ”მ----–--მა” და თავის მხრივ შეეცადა შპს „-------- r------”-ისთვის ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების დადგენას. ამასთან მის მიერ ექსპერტის წინასე დასმული შეკითხვები გამომდინარეობდა ექსპერტიზის ბიუროს 2----–-–------------ დასკვნის შინაარსიდან, შპს „-------- r------”-ის მიერჩატარებული ექსპერტიზის დასკვნიდან სადაც შესრულებულ სამუსაოებში არ იყო ჩათვლილი რკინა - ბეტონის რგოლები (40 ცალი), რომლებიც ტერიტორიაზე იყო განთავსებული, ასევე ყურადღება იყო გამახვილებული მასზედ, რომ აივნის ძირები დამუშავებულია ფითხით და არ არის შელესილი. ექსპერტის წინაშე დასმული იყო კითხვა: ფითხით შელესვამ გააუმჯობესა თუ გააუარესა ნაგებობის საექსპლუატაციო მახასიათებლები. დასკვნის თანახმად: ფორმა და ხარჯთაღრიცხვა, სადაც რკინაბეტონის რგოლებია აღწერილი ხელმოწერების გარეშეა და დადასტურებელია დამკვეთის (შპს„-------- r------”) სველი ბეჭდით. ხოლო რაც შეეხება მეორე კითხვას, ექსპერტის დასკვნის თანახმად უნდა ჩაითვალოს თუ არა რგოლების ღირებულება შესრულებულ სამუშაოში - სცილდება ინჟინერ ექსპერტის კომპეტენციას და სამართლებრივი შეფასების სფეროს განეკუთვნება.
77. რაც შეეხება აივნის ძირების დამუშავებას ფითხით (რაც არ იყო შეთანხმებული შემსყიდველ ორგანიზაციასთან) ექსპერტის დასკვნით, მისი ღირებულება უფრო ძვირია, ვიდრე ჩვეულებრივი ლესვითი სამუშაოებისა.
78. ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საკითხებთან დაკავშირებით საქმეში წარმოდგენილია არაერთი მიმოწერა მხარეთა შორის, რომელთაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია 2015 წლის 24 დეკემბრის №--- კორესპოდენცია, (წერილი) რომელითაც შპს „-------- r------”-ი მიმართავს შპს ”მ----–--ის”, უფლებამოსილ პირს. მითითებულ წერილში, კორესპოდენციაში, მოპასუხე შპს „-------- r------”-ი საბოლოო შეჯამებას, შეფასებას ახდენს (რა თქმა უნდა თავისი აზრით მართებულს) მხარეთა შორის საბოლოოდ არსებულ ვითარებაზე. წერილის თანახმად: ”სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებული იქნა 2015 წლის 1 ოქტომბრისათვის, თქვენს მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების ფორმებში შეტანილია 98 ცალი რკინაბეტონის რგოლის დამზადების ღირებულება. ჭების მოწყობის სამუშაოებისათვის კი გამოყენებულია 65 ცალი რკინაბეტონის რგოლი - შესაბამისად 33 რგოლის ღირებულება ანაზღაურებას არ ექვემდებარება”. (რგოლების ღირებულების ანაზღაურება ერთ - ერთი სადავო საკითხია მხარეთა შორის).
79. წერილში ასევე დაფიქსირებულია, რომ ”2----–-–------------–-- №-- ხელშეკრულებით და მხარეებს შორის 2----–-–------------ მიღწეული შეთანხმებით სამუშაოების დასრულების ვადად განისაზღვრა 2015 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდი. შპს „-------- r------”-ის განმარტებით, სამუშაოები დასრულდა 2015 წლის 7 ოქტომბერს. შესაბამისად, ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობაა 36 დღე. ვადაგადაცილებით შესრულებული ვალდებულების ღირებულება შეადგენს 177 763.31 ლარს (№-- ხელშკრულებიდან გამომდინარე), შესაბამისად დარიცხული პირგასამტეხლოს თანხა 0.1%-ის გათვალისწინებით 36 დღეზე - 6399 ლარია, რომელიც 0.1%-ზე გაანგარიშებით სწორადაა გამოქვითული შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან.
80. რაც შეეხება №-- ხელშეკრულებას, აქ სამუშაოები დასრულებული იქნა 16 ოქტომბრისათვის, შესაბამისად ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა შეადგენს 45 დღეს, პირგასამტეხლოს ოდენობა კი ხელშეკრულების ღირებულების გათვალისწინებით (662 086,71ლარი) 0.1% - 29 794 ლარს, რაც ასევე გამოქვითულია სამუშაოს ასანაზღაურებელი ღირებულებიდან.
81. ნიშანდობლივია, ყურადსაღები და დადგენილი ფაქტი, რომ მოპასუხემ პირგასამტეხლო №-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების ოდენობიდან დაიანგარიშა, ხოლო №-- ხელშეკრულებასთან მიმართებით კი - არა შეუსრულებელი, არამედ ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან.
82. უდავოდ დადგენილია, რომ მ----–--ის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მოიცავს თანხას 65 054 ლარის ოდენობით.
83. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე სასამართლოს შეკითხვაზე, თუ რისგან შედგება სარჩელით მოთხოვნილი თანხა, 65 054 ლარი, შპს ”მ----–--ის” წარმომადგენელმა ი-----–- ჯ--------ემ განმარტა და დააზუსტა, რომ აღნიშნული თანხა მოიცავს მათ მიერ შესრულებული სამუსაოს ღირებულებას, რაც არ გადაუხადა მოპასუხეს, მათ შორის, პირგასამტეხლოს სახით არასწორად დაკავებულ თანხას ორთავე ხელშეკრულებიდან გამომდინარე (№-- ხელშეკრულებიდან 6399 ლარს და №-- ხელშეკრულებიდან 29794 ლარს) ჯამში 36 193 ლარს; ასევე 40 ცალი რკინა ბეტონის რგოლის ღირებულებას და აივნის ძირების ფითხით დამუშავების ღირებულებას.
84. შპს ”მ----–--ის” წარმომადგენლის განმარტებით, მოპასუხეს არ უნდა გამოეკლო მისთვის განკუთვნილი და მისაღები შესრულებული სამუშაოს ღირებულებისთვის პირგასამტეხლოს თანხა, რადგან იგი არის პირველ რიგში შეუსაბამოდ მაღალი, უკიდურეს შემთხვევაში მისი დაანგარიშება უნდა მომხდარიყო შეუსრულებელი ვალდებულებიდან და არა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან, ამასთან მოსარჩელე არ უარყოფს, რომ ვადის გადაცილებას მართლაც ქონდა ადგილი, მაგრამ ამაში მხოლოდ თვითონ არ არის ბრალეული, რადგან ხშირ შემთხვევებში სამუშაოს დროულად დასრულებას თავად მოპასუხე უშლიდა ხელს პასუხების დაყოვნებით.
85. მოსარჩელე შპს ”მ----–--ი” მიიჩნევს, რომ რკინა - ბეტონის 40 ცალი რგოლი ნამდვილად არის მათ მიერ შესრულებული სამუშაო, რომელიც ხარჯთაღრიცხვითაც იყო გათვალისწინებული, შესაბამისად მისი ღირებულება მოპასუხემ უნდა აანაზღაუროს; რაც შეეხება ფითხით აივნის ძირების დამუშავებას, მართალია იგი არ იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული (გათვალისწინებული იყო ჩვეულებრივი შელესვა), მაგრამ ამგვარმა დამუშავებამ გააუმჯობესა საექსპლუატაციო ღირებულება შენობისა, ამდენად იგი უთუოდ არის შესრულებული სამუშაო და მისი ღირებულება უნდა ანაზღაურდეს, თუნდაც იმ ოდენობით, რაც ლესვითი სამუშაოებისთვის იყო გათვალისწინებული.
86. რაც შეეხება რკინა - ბეტონის რგოლებს, მოსარჩელის განმარტებით, 40 ცალი რკინა ბეტონის რგოლის ღირებულება - 8647.2 ლარია, და ეს უდავო ფაქტობრივი გარემოებაა. გამომდინარე იქედან, რომ №--- კორესპოდენციაში, რომლის ავტორიც, თავად შპს „-------- r------”-ია, მოპასუხის მიერვე 33 ცალი რკინა- ბეტონის რგოლის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება 7124.35 ლარადაა შეფასებული, რაც თავისთავად გვაძლევს 40 ცალის ღირებულების განსაზღვრის შესაძლებლობას.
87. 7124.35 ლარი / 33 ცალზე = 216.18 ლარს, ხოლო 40 ცალის ღირებულება კი (40*216.18 = 8647.2) არის 8647.2 ლარი.
88. აღნიშნულ შეფასებას და არგუმენტაციას რგოლების ღირებულების დადგენასთან მიმართებით პალატა სრულად იზიარებს და ეთანხმება.
89. პალატა უდავოდ დადგენილად მიიჩნევს, რომ 36 193 ლარის ღირებულების (ანუ პირგასამტეხლოს სახით დაკავებული თანხის) სამუშაოები შპს ”მ----–--ის” მიერ შესრულებულია შპს „-------- r------”-ისათვის. ამის დასტურია უპირველესად ისევ თავად შპს „-------- r------”-ის მიერ შპს ”მ----–--ისათვის” მიწერილი წერილი სადაც ვკითხულობთ: 6399 ლარი და 29 794 ლარი არის დარიცხული პირგასამტეხლოს თანხა და იგი გამოქვითულია შესრულებული სამუშაოს ასანაზღაურებელი ღირებულებიდან (ს.ფ. 378-380 ტ.2).
90. დადგენილია, რომ 2----–-–------------–-- №-- ხელშეკრულებიდან ვადაგადაცილების დროისათვის ე.ი. 2015 წლის 1 სექტემბრისათვის შესასრულებელი იყო 177 763,31 ლარის ღირებულების სამუშაო (იხ. 2015 წლის 24 დეკემბრის №--- წერილი, რომლითაც შპს „-------- r------”-მა მიმართა შპს ”მ----–--ს”).
91. ეს ფაქტობრივი გარემოება სადაოდ არ გაუხდია მოსარჩელეს, პირიქით, იგი ერთ - ერთ უმთავრეს მტკიცებულებად სწორედ ამ წერილს იშველიებს. (თუმცა ვადაგადაცილებაში ბრალეულად მოპასუხესაც მიიჩნევს).
92. რაც შეეხება საკითხს იმის შესახებ, თუ რა ოდენობის სამუშაო იყო შეუსრულებელი 2----–-–--------–---- №-- ხელშეკრულებიდან, ამაზე პასუხსაც თავად მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის გაგზავნილი წერილი, კორესპოდენცია იძლევა (№---), რომლის თანახმადაც ”სამუშაოების ძირითადი ციკლი 2015 წლის 1 ოქტომბერს დასრულდა, რაც შპს „-------- r------”-ისა და შპს მ----–--ის არაერთი კორესპოდენციით დასტურდება, 7 ოქტომბერს ინსპექტორების ჯგუფის მიერ, ობიექტზე არსებული მდგომარეობის შესწავლით დადგინდა, რომ რიგი სამუშაოები არ იყო შესრულებული: (აივანზე ხის მოაჯირების მოწყობა და მეორე სართულის გარე კედლების, ფრონტონების და სახურავქვეშა ნაწილის ხის ლარტყების შემოსვა, აივნების ძირების შელესვა, სართულშუა გადახურვის დონეზე არსებული გამყოფი ზოლის და აივნების ძირების სამღებრო სამუშაოები, გათბობის ქვაბის სამონტაჟო სამუშაოები დასრულებული იქნა 2015 წლის 16 ოქტომბრისათვის, ამასვე ადასტურებს შპს „-------- r------”-ისა და შპს ”მ----–--ის” 2015 წლის 16 ოქტომბრის №--- და №--------- კორესპოდენცია. იმის გასარკვევად თუ რაოდენობრივად რას შეადგენს ვადაგადაცილებით შესრულებულ ზემოთჩამოთვლილ სამუშაოთა ღირებულება, პალატა მოიხმობს საქმეში წარმოდგენილ №-- ხელშეკრულების ლოკალურ - რესურსული ხარჯთაღრიცხვა №--ს, რომლის თანახმადაც№--- კორესპოდენციაში, ასევე თავად მოსარჩელე შპს ”მ----–--ის” 2015 წლის 16 ოქტომბრის კორესპოდენციაში აღნიშნული ზემოთჩამოთვლილი სამუშაოების ღირებულება შეადგენს : აივანზე და კიბეზე ხის დეკორატიული მოაჯირის მოწყობა - 1485 ლარს. (ჩამონათვალში პუნქტი №55); გარე კედლების, ფრონტონების და აივნის ძირების შელესვის ღირებულება 6186,94 ლ.(პუნქტი 62);
93. მეორე სართულის გარე კედლების,ფრონტონების და სახურავქვეშა ნაწილის შემოსვა თერმულად დამუშავებული მაგარი ჯიშის ხის ლარტყებით ღირებულება 11 119,95 ლარი (პუნქტი 65); სართულშუა და სასხვენო გადახურვის დონეზე გამყოფი ზოლის მოწყობა (ღირებულებით 3149,83 პუნქტი 63). გათბობის ქვაბის სამონტაჟო სამუშაო მის სრული ციკლი ღირებულებით 14669.64; (გვ. 79 (62) ტ.1. გათბობის ლოკალურ - რესურსური ხარჯთაღრიცხვა №3).
94. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე თუ შევაჯამებთ №-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვადაგადაცილებით შეუსრულებელ სამუშაოთა ღირებულებას, იგი 36 611,36 ლარის ტოლია. გამომდინარე იქედან, რომ ამ შემთხვევაში ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა 45 დღეა 0.1.%-ის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს ოდენობა იქნება 1647,5 ლარი; (ნაცვლად გამოქვითული 29794 ლარისა), რომელიც მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულებიდან იქნა გამოქვითული და არა ვადის გადაცილებით შესრულებული სამუშაოს, ე.ი. ღირებულებიდან 36 611.36 ლარიდან.
95. ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ ვადაგადაცილებისთვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე უდრის 8046.9 ლარს; (1647.5+6399ლ).
96. დადგენილია, რომ პირგასამტეხლოს ანგარიშში შპს „-------- r------”-მა შპს ”მ----–--ს” გაუქვითა 36 193 ლარი, სასამართლოს მოსაზრებით, კი უნდა გაექვითა 8046.9 ლარი, ანუ პირგასამტეხლოს სახით დაკავებული თანხიდან მოპასუხემ მოსარჩელეს არასწორად დაუკავა, დაუქვითა (36193 – 8046,9=28146,1) 28146,1 ლარი.
97. პალატა მიიჩნევს, რომ ასევე საფუძვლიანია მოთხოვნა აივნის ძირების ფითხით დამუშავებისთვის, გამომდინარე იქედან, რომ თანახმად ექსპერტიზის დასკვნისა ფითხით ლესვამ შენობის საექსპლუატაციო მონაცემები გააუმჯობესა, ანუ შედეგი მოპასუხემ მიიღო უკეთესი, ვიდრე მიიღებდა მაშინ, მოსარჩელეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჩვეულებრივი ლესვა, რომ ეწარმოებინა. ამ გარემოების გათვალისწინებით, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ის თანხა, რაც გათვალისწინებული იყო არა ფითხით, არამედ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჩვეულებრივი ლესვისათვის, ხოლო იმ სხვაობის (მეტობით) დაკისრებაზე, რაც ფითხით დამუშავებამ გამოიწვია, და რაც არ იყო შეთანხმებული უნდა ეთქვას უარი;
98. საქმეში ტ.2 ს.ფ. 42-43-ზე წარმოდგენილია ლოკალურ რესურსული ხარჯთაღრიცხვა, რომლის თანახმადაც, გარე კედლების, ფრონტონების და აივნის ძირების ლესვის ღირებულებაა 6673,66 (პუნქტი 62) და გამყოფი ზოლის და აივნის ძირების დამუშავება და შეღებვა წყალმდეგი საღებავით ღირებულებით 928,87 ლარი (პუნქტი 64), რაც ჯამში უდრის 7602.53 ლარს (ლესვითი სამუშაოების ღირებულება);
99. ანუ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკსიროს ფითხით დამუშავების სამუშაოების ღირებულების ის ნაწილი, რაც მხარეთა შორის გათვალისწინებული იყო ჩვეულებრივი ლესვისათვის, 7602.53 ლარის ოდენობით.
100. რაც შეეხება გამოუყენებელი 33 ცალი რკინა ბეტონის რგოლების საფასურის ნაწილში, მოთხოვნას - პალატა უსაფუძვლდ მიიჩნევს და მას შესრულებულ სამუშაოდ არ განიხილავს;
101. ე.ი სარჩელი საფუძვლიანია 28 146 + 7602.53 = 35 748.53 ლარის მოთხოვნის ნაწილში.
სამართლებრივი დასაბუთება:
102. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად: ”პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლით: ”ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც ეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს”. 420-ე მუხლის ძალით: ”სასამართლოს შეუძლია შეამციროს საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო”.
103. პირგასამტეხლოს გონივრული შემოწმების ინდიკატორი ყოველთვის უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის ხარისხი, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანთან, კრედიტორის ინტერესი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების მიმართ, და სხვა. ყველა ზემოაღნიშნული საკითხის შეფასება სასამართლოს საკითხის სამართლიან, გონივრულ, კანონიერ გადაწყვეტაში დაეხმარება.
104. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ გონივრული ოდენობადასაკისრებელი პირგასამტეხლოსი (რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება) 177763 ლარიდან (№-- ხელშეკრულებიდან) – 6399 ლარი, დარღვევის 36 დღიანი ვადის გათვალისწინებით; გონივრულია და არ არსებობს მისი შემცირების ობიექტური გარემოება, ასევესამართლიანია 36 611.36 ლარიდან, №-- ხელშეკრულებიდან - 1647.5 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება დარღვევის 45 დღიანი პერიოდის გათვალისწინებით, და არ არსებობს მისი კიდევ მეტად შემცირების საფუძველი. პალატის მოსაზრებით იგი თანაზომიერია დარღვეულ ვალდებულებებთან მიმართებით;
105. უდავოა, რომ მხარეები ერთმანეთთან ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ.
106. სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად: ”ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუსაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
648-ე მუხლის თანახმად: ”შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური შესრულებული სამუშაოსათვის.”
107. უდავოა, რომ შპს ”მ----–--ის” მიერ შესრულებული იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო (თუმცა ვადაგადაცილებით), და მას უნდა აუნაზღაურდეს გაწეული სამუშაოსათვის საზღაური; მოპასუხე მხარე არ უარყოფს, რომ შპს ”მ----–--მა” მართლაც გასწია 36199 ლარის (პირგასამტეხლოს სახით გაქვითულ - დაკავებული ლარის სამუშაო, საიდანაც პალატამ დაადგინა, რომ გონივრული და სამართლიანია მხოლოდ 8046.9 ლარის დაკავება, დაქვითვა, როგორც პირგასამტეხლოსი, ხოლო დარჩენილი 28 146.1 ლარი, როგორც უსაფუძვლოდ დაკავებული უნდა აუნაზღაურდეს შპს ”მ----–--ს”;
108. ასევე უდავოა, რომ მოსარჩელემ გაწია აივნისა და ფრონტონების დამუშავებისთვის გარკვეული სამუშაო (დაამუშავა იგი ფითხით), რაც მართალია არ იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული, (ხელშეკრულებით აივნის ძირების ჩვეულებრივი ლესვა იყო გათვალისწინებული) თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის ამგვარმა მოქმედებამ, გადაწყვეტილებამ გააუმჯობესა (და არ გააუარესა) ზოგადად შენობის საექსპლუატაციო ხარისხი - მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს შესრულებული სამუშაოს ღირებულება, მხოლოდ იმ ფარგლებში, რა ოდენობაც ლესვითი სამუშაოებისათვის იყო გათვალისწინებული, ანუ 7602.53 ლარი;
109. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნის მესამე ნაწილს (65 054 ლარიდან) გამოუყენებელი, მაგრამ მოპასუხის ტერიტორიაზე განთავსებული 33 ცალი რკინა - ბეტონის ღირებულების ანაზღაურებასთან დაკავშირებით - პალატის მოსაზრებით ვერ ჩაითვლება შესრულებულ სამუშაოდ და მისი ღირებულების ანაზღაურებაზე მოსარჩელეს უნდა ეთქვას უარი. მოსარჩელის პოზიციას მოთხოვნის ამ ნაწილში დასაბუთებულს ვერ გახდის ის გარემოება, რომ ხარჯთაღრიცხვა (რომელიც ამ 33 რკინა ბეტონის რგოლების ღირებულებასაც ითვალისწინებდა) დადასტურებულია მოპასუხე ორგანიზაციის სველი ბეჭდით, რამეთუ მოპასუხემ დაადასტურა ის, რაც მოსარჩელემ წარუდგინა, როგორც შესრულებული სამუსაოსათვის აუცილებელი ხარჯთაღრიცხვა, თუმცა გონივრული შეფასებით პალატა ეთანხმება მოპასუხის იმ შეფასებას, რომ მას არ შეიძლებოდა ზუსტად სცოდნოდა (ხარჯთაღრიცხვის დამოწმების დროისათვის) კურორტის საკანალიზაციო ქსელისა და ფეკალური ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობისათვის - ზუსტად რამდენი რგოლი იქნებოდა საჭირო, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ პროექტი არაერთგზის შეიცვალა.
110. რაკიღა ნარდობის ხელშეკრულება, მხოლოდ შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურებას ითვალისწინებს, იმ რგოლების ღირებულება, რომელიც არ იქნა გამოყენებული შესრულებულ სამუშაოში - არ უნდა იქნეს ანაზღაურებული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 646-ე მუხლის თანახმად: ”თუ მენარდე სამუშაოს ასრულებს თავისი მასალით, იგი პასუხს აგებს უხარისხო მასალისათვის, მენარდე მოვალეა წარუდგინოს შემკვეთს მასალის ხარჯვის ანგარიში და დაუბრუნოს მას დარჩენილი მასალა”.
ფაქტია, რომ დარჩენილი მასალა, 33 ცალი რკინა ბეტონის რგოლი, განთავსებულია შემკვეთის ტერიტორიაზე, იგი არ გამოუყენებია მენარდეს, მოსარჩელეს, რის გამოც მის ღირებულების ანაზღაურების დაკისრება მოსარჩელისათვის - უკანონო და დაუსაბუთებელია.
11. გამომდინარე აღნიშნულიდან სააპელაციო პალატა თვლის, რომ შპს „-------- r------”-ს შპს მ----–--ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 35 748, 53 ლარის გადახდა (28 146.1 +7602.53= 35 748.53ლ).
საპროცესო ხარჯები:
112. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
113. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება განსაზღვრულია დავის საგნის ღირებულების 4%-მდე ოდენობით.
114. ამავე კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად: პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯი და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები დაკარგული ხელფასი, მტკიცებულებათა უზურუნველყოფისთვის გაწეული ხარჯები ასევე მხარეთა აუცილებელი სხვა ხარჯები.
115. დაეკისროს შპს „-------- r-------ს” შპს ”მ----–--ის” სასარგებლოდ საპროცესო ხარჯის სახით 2624 ლარის გადახდა, ასევე დაეკისროს შპს „-------- r-------ს” შპს ”მ----–--ის” სასარგებლოდ იურიდიული მომსახურების სახით 2000 ლარის გადახდა, ხოლო ექსპერიზის ხარჯის 400 ლარის გადახდა;
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გადაწყვიტა:
1. შპს „-------- r------”-ის და შპს ”მ----–--ის” სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. შპს ”მ----–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. დაეკისროს შპს „-------- r-------ს” შპს ”მ----–--ის” სასარგებლოდ 37 487.53 ლარის გადახდა;
5. დაეკისროს შპს „-------- r-------ს” შპს ”მ----–--ის” სასარგებლოდ საპროცესო ხარჯის სახით 2624 ლარის გადახდა, ასევე დაეკისროს შპს „-------- r-------ს” შპს ”მ----–--ის” სასარგებლოდ იურიდიული მომსახურების სახით 2000 ლარის გადახდა, ხოლო ექსპერიზის ხარჯის სახით - 400 ლარის გადახდა;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. Aამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
8. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.
12. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების დადგენილებითი ნაწილის მე-9-12 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
თავმჯდომარე: თამარ სვანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ლაურა მიქავა