განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.05.2018
საქმის ნომერი
140210015001061743
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
18.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №-ბ/3621-16 15 მაისი, 2018 წელი

თბილისი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - ხათუნა არევაძე

მოსამართლეები - თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

გოგიტა თოთოსაშვილი

 

სხდომის მდივნები – ნინო სოლომნიშვილი, ოთარ ბუკია

 

აპელანტი – სს ,,ს--–-----–---------------“

წარმომადგენელი – გ-------------------–-

 

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს გ------–------------–--------- ს------------

წარმომადგენელი – ნ--------–---

 

დავის საგანი – თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - გ-----ს რაიონული სასამართლოს 2016 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

გ-----ს რაიონული სასამართლოს 2016 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით, საქართველოს გ------–------------–--------- ს------------ს სარჩელი დაკმაყოფილდა;

სს „ს--–-----–-- ტ------- №-“-ს (ს/ნ 2--------) საქართველოს გ------–------------–--------- ს------------ს (ს/ნ 2--------) სასარგებლოდ დაეკისრა 8001,47 (რვა ათას ერთი ლარისა და ორმოცდაშვიდი თეთრის) გადახდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. 2006 წლის 15 მაისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №0------ ხელშეკრულების თანახმად, ერთის მხრივ, საქართველოს გ------–------------–--------- ს------------ (შემდგომში „შემსყიდველი“) და მეორეს მხრივ, სს „ს--–-----–-- ტ------- №-“ გენერალური დირექტორი გ--------------–-–---–ის სახით (შემდგომში „მიმწოდებელი“), შეთანხმდნენ შემდეგზე: იმის გათვალისწინებით, რომ შემსყიდველმა ჩაატარა ტენდერი პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამა „ი-------------–---–- - საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაციის“ პროგრამის დაფინანსების ფარგლებში, საქართველოს საჯარო სკოლებში სარემონტო სამუშაოების რეაბილიტაციის ჩატარების მიზნით, მიმწოდებლისაგან მიიღო სატენდერი წინადადება მ---- ლოტზე, გ-----ს №- საჯარო სკოლაზე, შემდეგ თანხაზე 994 915.00 ლარზე.

 

ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-3 პუნქტის მიხედვით, შემსყიდველის მიერ დანართში მითითებული მასალის მიწოდების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებული იყო სამუშაო მიწოდებული მასალებით განეხორციელებინა. შემყიდველის მიერ დანართში მითითებული მასალის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მიმწოდებული ვალდებული იყო სამუშაო შეესრულებინა სატენდერო წინადადებით წარდგენილი თანდართული სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით.

 

ხელშეკრულების საერთო პირობების შესაბამისად, შესყიდვის ობიექტი ან მისი ნაწილი (ეტაპი) ჩაითვლებოდა მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. საბოლოო სამუშაოს შესრულებამდე „მიმწოდებელი“ ვალდებული იყო მე-3 მუხლის 3.3 პუნქტში მითითებული მოცულობის შესაბამისად, შემსყიდველისათვის ეტაპობრივად წარედგინა გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიში, რომლის საფუძველზე გაფორმდებოდა სამუშაოს შესრულების აქტი (ფორმა №-, ფორმა №-).

 

2.2. 2006 წლის 15 მაისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №0------- ხელშეკრულების თანახმად, ერთის მხრივ, საქართველოს გ------–------------–--------- ს------------ (შემდგომში „შემსყიდველი“) და მეორეს მხრივ, სს „ს--–-----–-- ტ------- №-“ გენერალური დირექტორი გ--------------–-–---–ის სახით (შემდგომში „მიმწოდებელი“), შეთანხმდნენ შემდეგზე: შემსყიდველმა ჩაატარა ტენდერი პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამა „ი-------------–---–- - საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაციის“ პროგრამის დაფინანსების ფარგლებში საქართველოს საჯარო სკოლებში სარემონტო სამუშაოების რეაბილიტაციის ჩატარების მიზნით და მიიღო მომწოდებლისაგან სატენდერო წინადადება მ---- ლოტზე, ქ-----–----- საჯარო სკოლაზე, შემდეგ თანახაზე 819 804.00 ლარზე.

 

ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-3 პუნქტის მიხედვით, შემსყიდველის მიერ დანართში მითითებული მასალის მიწოდების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებული იყო სამუშაო მიწოდებული მასალებით განეხორციელებინა. შემყიდველის მიერ დანართში მითითებული მასალის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მიმწოდებული ვალდებული იყო სამუშაო შეესრულებინა სატენდერო წინადადებით წარდგენილი თანდართული სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით.

 

ხელშეკრულების საერთო პირობების შესაბამისად, შესრულების ობიექტი ან მისი ნაწილი (ეტაპი) ჩაითვლებოდა მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. საბოლოო სამუშაოს შესრულებამდე „მიმწოდებელი“ ვალდებული იყო შემსყიდველისათვის მე-3 მუხლის 3.3. პუნქტში მითითებული მოცულობის შესაბამისად ეტაპობრივად წარედგინა გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიში, რომლის საფუძველზე გაფორმდებოდა სამუშაოს შესრულების აქტი (ფორმა№-, ფორმა №-).

 

2.3. 2006 წლის 29 მაისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №0------ ხელშეკრულების თანახმად, ერთის მხრივ, საქართველოს გ------–------------–--------- ს------------ (შემდგომში „შემსყიდველი“) და მეორეს მხრივ, სს „ს--–-----–-- ტ------- №-“ გენერალური დირექტორი გ--------------–-–---–ის სახით (შემდგომში „მიმწოდებელი“), შეთანხმდნენ შემდეგზე: იმის გათვალისწინებით, რომ შემსყიდველმა ჩაატარა ტენდერი პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამა „ი-------------–---–- - საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაციის“ პროგრამის დაფინანსების ფარგლებში საქართველოს საჯარო სკოლებში სარემონტო სამუშაოების რეაბილიტაციის ჩატარების მიზნით და მიიღო მიმწოდებლისაგან სატენდერო წინადადება 2-------–------------ ლოტზე, ხ-–----ის №- საჯარო სკოლაზე, შემდეგ თანხაზე 433 892.00 ლარზე.

 

ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-3 პუნქტის მიხედვით, „შემსყიდველის“ მიერ დანართში მითითებული მასალის მიწოდების შემთხვევაში, „მიმწოდებელი“ ვალდებული იყო სამუშაო მიწოდებული მასალებით განეხორციელებინა. შემყიდველის მიერ დანართში მითითებული მასალის მიუწოდებლობის შემთხვევაში, „მიმწოდებული“ ვალდებული იყო სამუშაო შეესრულებინა სატენდერო წინადადებით წარდგენილი თანდართული სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით.

 

ხელშეკრულების საერთო პირობების შესაბამისად, შესყიდვის ობიექტი ან მისი ნაწილი (ეტაპი) ჩაითვლებოდა მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. საბოლოო სამუშაოს შესრულებამდე „მიმწოდებელი“ ვალდებული იყო შემსყიდველისათვის მე-3 მუხლის 3.3. პუნქტში მითითებული მოცულობის შესაბამისად ეტაპობრივად წარედგინა გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიში, რომლის საფუძველზე გაფორმდებოდა სამუშაოს შესრულების აქტი (ფორმა №-, ფორმა №-).

 

2.4. 2006 წლის 04 დეკემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1------- ხელშეკრულების თანახმად, ერთის მხრივ, საქართველოს გ------–------------–--------- ს------------ (შემდგომში „შემსყიდველი“) და მეორეს მხრივ, სს „ს--–-----–-- ტ------- №-“ გენერალური დირექტორი გ--------------–-–---–ის სახით (შემდგომში „მიმწოდებელი“), შეთანხმდნენ შემდეგზე: იმის გათვალისწინებით, რომ: პრეზიდენტის ნაციონალური მეგაპროგრამა „ი-------------–---–- - საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაციის“ პროგრამის დაფინანსების ფარგლებში, საქართველოს საჯარო სკოლებში სარემონტო სამუშაოების რეაბილიტაციის ჩატარების მიზნით, „შემსყიდველმა“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმდინარე წლის 01 ნოემბრის №-------- წერილის და პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის „ი-------------–---–- - საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაციის“ ხარჯთაღმრიცხველის დ----------–-–---–ის სამსახურებრივი ბარათის გათვალისწინებით, მიიღო მიმწოდებლისაგან წინადადება ქ. ხ-–----ის №- საჯარო სკოლის სარემონტო სამუშაოების განხორციელებაზე, შემდეგ თანხაზე 1-4 822,00 ლარზე.

 

ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-3 პუნქტის მიხედვით, „შემსყიდველის“ მიერ №1 დანართში მითითებული მასალის მიწოდების შემთხვევაში, „მიმწოდებელი“ ვალდებული იყო სამუშაო მიწოდებული მასალებით განეხორციელებინა.

 

ხელშეკრულების საერთო პირობების შესაბამისად, შესრულების ობიექტი ან მისი ნაწილი (ეტაპი) ჩაითვლებოდა მიღებულად მხოლოდ სამუშაოს შესრულების აქტის გაფორმების შემდეგ. საბოლოო სამუშაოს შესრულებამდე მიმწოდებელი ვალდებული იყო შემსყიდველისათვის ეტაპობრივად წარედგინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესახებ ანგარიში, რომლის საფუძველზეც გაფორმდებოდა სამუშაოს დასრულების აქტი (ფორმა №-, ფორმა №-).

 

2.5. 2006 წლის 23 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების №1- აქტით, ერთის მხრივ, მიმწოდებელი - საქართველოს გ------–------------–--------- ს------------ს, პრეზიდენტის ნაციონალური მეგაპროგრამის „ი-------------–---–- - საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაცია“ კონსულტანტი ა-–--------------–--------–---–ის სახით და მეორეს მხრივ, მიმღები _ სს „ს--–-----–-- ტ------- №-“ -ის წარმომადგენელი ი------------ის სახით, ადასტურებენ, რომ მიმწოდებელმა მიაწოდა, ხოლო მიმღებმა მიიღო 22 587,75 ლარის ღირებულების მასალები.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.6. დადგენილია, რომ საქართველოს გ------–------------–--------- ს------------ს საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველოს შტატგარეშე თანამშრომლის ზ----------–---–ის მოხსენებითი ბარათის მიხედვით, სს „ს--–-----–-- ტ------- №--მა“ გ------–------------–--------- ს------------საგან უსასყიდლოდ მიიღო 22 587,75 ლარის ღირებულების მასალები (მიღება-ჩაბარების აქტი №1-, 23.10.2006), კერძოდ:

 

- გ-----ს №- საჯარო სკოლა - ნულოვანი ტარიფებით გაფასებული ს------------დან უსასყიდლოდ მიღებული მატერიალური მარაგების საერთო ღირებულებამ შეადგინა 4735,34 ლარი;

- ქ-----–----- საჯარო სკოლა - ნულოვანი ტარიფებით გაფასებული ს------------დან უსასყიდლოდ მიღებული მატერიალური მარაგების საერთო ღირებულებამ შეადგინა 2495,56 ლარი;

- ხ-–----ის №- საჯარო სკოლა - ნულოვანი ტარიფებით გაფასებული ს------------დან უსასყიდლოდ მიღებული მატერიალური მარაგების საერთო ღირებულებამ შეადგინა 1559,15 ლარი;

- ხ-–----ის №- საჯარო სკოლა - ნულოვანი ტარიფებით გაფასებული ს------------დან უსასყიდლოდ მიღებული მატერიალური მარაგების საერთო ღირებულებამ შეადგინა 5796,23 ლარი.

 

დადგენილია,რომ სს „ს--–-----–-- ტ------- №--მა“ აღნიშნული სკოლების რეაბილიტაციის პროცესში გამოიყენა 354.41 ლარის ღირებულებით მეტი (საკანალიზაციო მილი დიამეტრით 100 მმ, საკანალიზაციო მილი დიამეტრით 50 მმ და „თურქული ჯამი“ (კლოზეტი)) ვიდრე მიღებული ჰქონდა საქართველოს გ------–------------–--------- ს------------საგან. სულ სს „ს--–-----–-- ტ------- №--ის“ მიერ აღნიშნული სკოლების ფორმა №--ში ნულოვანი ტარიფით განფასებული ს------------დან მიღებული მატერიალური მარაგების საერთო ღირებულებამ შეადგინა 14231.87 ლარი, რაც ექვემდებარება ჩამოწერას. აუთვისებელი ს--–-----–-- მასალების საერთო ღირებულებამ შეადგინა 8355,88 ლარი, რაც ექვემდებარება დაბრუნებას ს------------ში მატერიალური ფორმით ან ბიუჯეტში ფულადი ფორმით.

 

სასამართლოს შეფასებით, ვინაიდან სს „ს--–-----–-- ტ------- №-“ -ს ნულოვანი ტარიფით ზედმეტობით ჰქონდა გაფასებული 354,41 ლარის ღირებულების ს--–-----–-- მასალა და შესაბამისად, არ მიუღია ს------------საგან აღნიშნული მასალის ღირებულება, შესაძლებელია 8001.47 ლარის ღირებულების ს--–-----–-- მასალის მატერიალური ფორმით ს------------ში დაბრუნების ან ფულადი ფორმით ბიუჯეტში დაბრუნების შემთხვევაში, ზედმეტობით გაფასებული 354,41 ლარი ჩათვლილიყო შესრულებულ სამუშაოდ და დაქვემდებარებოდა ხარჯში გატარებას.

 

2.7. საქართველოს გ------–------------–--------- მინისტრის 1-.10.2013 წლის №--- ბრძანებით შექმნილი - „საქართველოს გ------–------------–--------- ს------------ს ბალანსზე რიცხული სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ“ მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის №1 სხდომის ოქმის მიხედვით, დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხს წარმოადგენდა საქართველოს გ------–------------–--------- ს------------ს პროგრამის - „ი-------------–---–- - საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაცია“ ბალანსზე „სხვა მატერიალური მარაგების“ ანგარიშზე რიცხული - ს--–-----–-- ფირმებზე ს------------დან უსასყიდლოდ (საკუთრების უფლების გარეშე) გადაცემული გარკვეული რაოდენობისა და ღირებულების მატერიალური მარაგების ჩამოწერის საკითხი.

 

დადგენილია, რომ კომისიაზე მოისმინეს საქართველოს გ------–------------–--------- მინისტრის 2013 წლის 1- ოქტომბრის №--- ბრძანებით შექმნილი კომისიის წევრის, ეკონომიკური დეპარტამენტის საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველოს უფროსის ნ--------–--ის ინფორმაცია, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველოს გ------–------------–--------- ს------------ გასულ წლებში ახორციელებდა პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამას - „ი-------------–---–- - საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაცია“.

 

აღნიშნული პროგრამის ბალანსზე „სხვა მატერიალური მარაგების“ ანგარიშზე ირიცხება - 2 098 383.00 ლარის ღირებულების მარაგები, მათ შორის 2 084 582.94 ლარის ღირებულების ს--–-----–-- ფირმებზე ს------------დან უსასყიდლოდ გადაცემული (საკუთრების უფლების გადაცემის გარეშე და მიღება-ჩაბარების აქტებით გაფორმებული) გარკვეული რაოდენობისა და ღირებულების მარაგები.

 

ს--–-----–-- კომპანიებს, ს------------დან უსასყიდლოდ მიღებული მატერიალური მარაგები უნდა გამოეყენებინათ ს--–-----–---სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისათვის. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ს------------ში უნდა წარედგინათ სამუშაოს შესრულების ფორმა №-, რომელშიც ს------------დან საკუთრების უფლების გადაცემის გარეშე (მომსახურების გაწევის მიზნით) მიღებული მატერიალური ფასეულობები უნდა გაფასებულიყო ნულოვანი ტარიფით, ხოლო აუთვისებელი მატერიალური მარაგები ს--–-----–-- ფორმებს უნდა დაებრუნებინათ ს------------ში, რაც უმრავლეს შემთხვევაში არ შესრულებულა.

 

ბალანსზე რიცხული მატერიალური მარაგების ჩამოწერისა და პრობლემის მოგვარების მიზნით, ს------------დან მატერიალური მარაგების გატანისა და კომპანიების მიერ წარმოდგენილი №- ფორმების ანალიზისათვის, საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველოში აყვანილი იქნა შტატგარეშე თანამშრომელი ზ----------–---–ი.

 

ზ----------–---–მა წარადგინა სხვადასხვა კომპანიების №- ფორმის ანალიზის შედეგები, მათ შორის სს „ს--–-----–-- ტ------- №-“ -ს. სს „ს--–-----–-- ტ------- №-“-მმა საქართველოს გ------–------------–--------- ს------------საგან უსასყიდლოდ მიიღო 22,587.75 ლარის ღირებულების ს--–-----–-- მასალები (მ/ჩ-№1-). სკოლების სარემონტო სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების აქტში ფორმა №- ნულოვანი ტარიფით გაფასებული ს------------დან მიღებული მატერიალური მარაგების საერთო ღირებულებამ 14 231.87 ლარი შეადგინა, რაც შესაბამისად ექვემდებარება ხარჯში გატარებას და ჩამოწერას. აუთვისებელი 8 355,88 ლარის ღირებულების მატერიალური მარაგები კომპანიამ უნდა დააბრუნოს ს------------ში მატერიალური ფორმით ან ბიუჯეტში ფულადი ფორმით. გარდა ამისა, სკოლების რეაბილიტაციის პროცესში კომპანიას ნულოვანი ტარიფით ზედმეტად გაფასებული აქვს 354,41 ლარის ღირებულების მასალები, ვიდრე მიიღო საქართველოს განათლებისა მეცნიერების ს------------საგან. ვინაიდან კომპანიას არ მიუღია ს------------საგან აღნიშნული მასალების ღირებულება, შესაძლებელია კომისიის გადაწყვეტილებით ზედმეტად გაფასებული 354,41 ლარის ს--–-----–-- მასალები ჩაეთვალოს შესრულებულ სამუშაოში და დაექვემდებაროს ხარჯში გატარებას.

 

კომისიამ იმსჯელა და დაადგინა:

 

1. დაზუსტდეს კომპანიების შესახებ ინფორმაცია, მათი სტატუსი, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება და ყადაღის/აკრძალვა;

2. გადამოწმდეს აღნიშნული კომპანიების იურიდიული და ფაქტიური მისამართები;

3. მომზადდეს და დაეგზავნოთ კომპანიებს წერილები შესაბამისი დანართებით. მიეწოდოთ ინფორმაცია მათ მიერ შესრულებული სამუშაოებთან და დასაბრუნებელ თანხებთან დაკავაშირებით. კომპანიებს აღნიშნულ წერილზე რეაგირებისათვის მიეცეთ ერთი თვის ვადა;

4. დაევალოს საბუღალტრო აღრიცხვის სამმართველოს, რომ შპს „ს--–-----–-- ტ------- №--ის“ ხარჯში გატარდეს გამოქვითვის ჩათვლით და ჩამოეწეროს კომპანიას 14231,87+354,41=14586,28 ლარი; საქართველოს გ------–------------–--------- ს------------დან მიღებული და დასაბრუნებელი 8001,47 ლარის ღირებულების მატერიალური მარაგი დააბრუნოს ს------------ში მატერიალური ფორმით ან ბიუჯეტში ფულადი ფორმით.

 

2.8. საქართველოს გ------–------------–--------- მინისტრის პირველი მოადგილის ქ----------------–---–ის 2013 წლის 06 ნოემბრის №5----- წერილით, სს „ს--–-----–-- ტ------- №--ის“ დირექტორს _ გ--------------–-–---–ს, ეცნობა, რომ სს „ს--–-----–-- ტ------- №-“-მმა საქართველოს გ------–------------–--------- ს------------საგან უსასყიდლოდ მიიღო 22 587,75 ლარის ღირებულების ს--–-----–-- მასალა. №- ფორმებში ნულოვანი ტარიფით გაფასებული, ს------------სგან უსასყიდლოდ მიღებული ს--–-----–-- მასალის საერთო ღირებულებამ შეადგინა 14 231.87 ლარი, რაც ექვემდებარება ჩამოწერას. გარდა ამისა, კომპანიას ნულოვანი ტარიფით ზედმეტად აქვს გაფასებული 354.41 ლარის მასალები, რაც ასევე დაექვემდებარა დასაბრუნებელი თანხიდან გამოქვითვას, ხარჯში გატარებასა და ჩამოწერას. აუთვისებელი ს--–-----–-- მასალის საერთო ღირებულებამ შეადგინა 8001,47 ლარი, რაც ექვემდებარება დაბრუნებას ს------------ში მატერიალური ფორმით ან ბიუჯეტში ფულადი ფორმით.

 

2.9. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მიღება-ჩაბარების აქტით გათვალისწინებული 22 587 ლარის მასალები მოპასუხე მხარეს მიღებული აქვს. მასალები, რასაც მოსარჩელე მხარე ედავება, მოპასუხეს არ გამოუყენებია და საქართველოს გ------–------------–--------- ს------------მ, ბათუმში ან ქუთაისში წაიღო, სადაც ამ პროგრამით სკოლების მშენებლობა მიმდინარეობდა. 8001 ლარის მასალების უკან წაღების დამადასტურებელი დოკუმენტები მოპასუხეს არ გააჩნია.

 

2.10. საქმეში წარმოდგენილია დასრულების აქტები, სადაც მოპასუხეს 8 000 ლარი არ აქვს განფასებული. N2 ფორმებით დგინდება რა შესრულდა და რა დარჩა შეუსრულებელი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების დაუდასტურებლობის შემთხვევაში, სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. ამასთან, მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით დადგენილი შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, კანონმდებელმა ამავე ნორმის პირველი ნაწილით განსაზღვრა, რომ სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე კი, დადგენილია, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის მხარისათვის დაკისრების გზით, კანონმდებელმა მისცა მას სრული შესაძლებლობა, საკუთარი შეხედულებით განსაზღვროს სადავო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების წრე, თუმცა სავალდებულოა, ეს მტკიცებულებები, განკუთვნადობის თვალსაზრისით, სწორად იქნას შერჩეული; აღნიშნულის პარალელურად კი, კანონმდებლობით განისაზღვრა სასამართლოს ვალდებულება, გამოიკვლიოს და სათანადო შეფასება მისცეს მხარის მიერ მტკიცების პროცესში წარდგენილი დოკუმენტების უტყუარობას; კერძოდ, დაადგინოს, ესა თუ ის ფაქტი, რამდენად შეიძლება მიჩნეულ იქნას დადასტურებულად. ამასთან, ამავე კოდექსის 105-ე მუხლით განსაზღვრულია, რომ არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ 2006 წლის 23 ოქტომბრის №1- მიღება-ჩაბარების აქტით მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა 22 587 ლარის მასალები, რასაც მოპასუხე მხარე არ უარყოფს, თუმცა მიუთითა, რომ 8001,47 ლარის მასალები მოსარჩელემ უკან წაიღო; მას აღნიშნულის თაობაზე რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტი არ გააჩნია.

 

ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 8001,47 ლარის ს--–-----–-- მასალები მოსარჩელემ უკან წაიღო, მოპასუხეს უნდა დაემტკიცებინა, რომელმაც ზეპირი განმარტებისა გარდა, სხვა მტკიცებულებები სასამართლოს ვერ წარმოუდგინა. მოსარჩელე მხარე მოპასუხის ამ განმარტებას არ დაეთანხმა.

 

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარემ ვერ შეძლო მტკიცების საგანში (სადავო ნაწილი) შემავალი გარემოებების დადასტურება; შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა მისი განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ 2006 წლის 23 ოქტომბრის №1- მიღება-ჩაბარების აქტით გადაცემული მასალების დარჩენილი ნაწილი - 8001,47 ლარის ღირებულებით, მოსარჩელე მხარემ უკან წაიღო და სხვა ობიექტზე გამოიყენა.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1-. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკის მიხედვით, კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამართლიანი სასამართლოს უფლება უკავშირდება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს და მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს მის არსს. საკონსტიტუციო სასამართლომ სხვა საქმეში დააკონკრეტა აღნიშნული დებულება: „ვინაიდან სამართლებრივი სახელმწიფოს პირველადი ფუნქციაა ადამიანის უფლება-თავისუფლებების სრული რეალიზაცია და ადეკვატური დაცვა, სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყვველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს.“... კონკრეტული ინტერესის უფლებად განსაზღვრის შედეგი არის სწორედ ის, რომ მისი ხელყოფის ან შესაძლო ხელყოფის შემთხვევაში, უფლების სუბიექტს შეუძლია მოითხოვოს ხელყოფის საფრთხისაგან დაცვა ან მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა ასევე აღიარებულია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექისის მე-2 მუხლის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

 

მოსარჩელე მხარე მისი უფლებების დარღვევად იმ ფაქტზე მიუთითებდა, რომ სს „ს--–-----–-- ტ------- №--ს“ საკუთრების უფლების გადაცემის გარეშე, მომსახურების გაწევის მიზნით (უსასყიდლოდ) ს--–-----–-- მასალები გადასცა, საიდანაც ნაწილი არ გამოუყენებია, რამაც უსაფუძვლოდ მისი გამდიდრება გამოიწვია.

 

მოსარჩელე, აღნიშნულიდან გამომდინარე მოითხოვდა უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებით ქონების დაბრუნების სანაცვლოდ მოპასუხეზე თანხის დაკისრებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა. ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში; ბ. ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.

 

ამავე კოდექსის 979-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ უკან დაბრუნება შეუძლებელია გადაცემული საგნის მდგომარეობის გამო ან, თუ მიმღებს რაიმე მიზეზით არ შეუძლია საგნის უკან დაბრუნება, მაშინ მან უნდა აანაზღაუროს მისი საერთო ღირებულება. ღირებულება განისაზღვრება ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროის მიხედვით.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ უსაფუძვლო გამდიდრება არის ქონების სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიღების, ან დაზოგვის ფაქტი, რასაც მოჰყვა პირის ქონების გაზრდა, დაზოგვა, ან რაიმე სახით სარგებელი, რომელიც ექვემდებარება დაბრუნებას და ამავე დროს შესაძლებელია. ასეთ ვალდებულებაში ერთი მხარე კრედიტორია (დაზარალებული), მეორე კი - მოვალე (შემძენი). კრედიტორად გამოდის პირი, რომლის ხარჯზეც სხვამ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეიძინა ან დაზოგა ქონება. ხოლო მოვალე ის პირია, რომელმაც უსაფუძვლოდ შეიძინა ან დაზოგა ქონება და, შესაბამისად, გამდიდრდა. როგორც კრედიტორის, ისე მოვალის როლში შეიძლება გამოვიდეს სამოქალაქო სამართლის ნებისმიერი სუბიექტი. კრედიტორის მოთხოვნის უფლება არ არის დაფუძნებული მოვალის მიერ რომელიმე ხელშეკრულების დარღვევაზე. იგი შედარებით აბსტარქტული ხასიათისაა. სასამართლომ განმარტა, რომ უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად წარმოშობილი ვალდებულების უპირველესი ფუნქციაა კრედიტორის ადრინდელ ქონებრივ მდგომარეობაში აღდგენის სამართლებრივი უზრუნველყოფა. ამ მიზნის მიღწევა სავსებით შეესაბამება თანამედროვე პირობებში ქონებრივ ურთიერთობათა ნორმალური განვითარების მოთხოვნებს. კრედიტორის ქონებრივი ინტერესების უზრუნველყოფა მჭიდროდაა დაკავშირებული საკუთრების დაცვის პრობლემასთან. გარდა ამისა, კონდიქციურ ვალდებულებათა ფუნქციას წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა და სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობათა სუბიექტების ინტერესების დაცვა. ქონების უსაფუძვლოდ შეძენა ნიშნავს შემძენის ქონების გაზრდას სხვა პირის ხარჯზე კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე. უმეტესად, ქონების ასეთ გაზრდას ადგილი აქვს ბათილი გარიგების შესრულების, ვალდებულების ხელმეორედ შესრულების შემთხვევაში და სხვა. ქონების უსაფუძვლო დაზოგვას კი ადგილი აქვს მაშინ, როცა იმ პირის ქონება, რომელიც ვალდებულია გადაიხადოს ვალი, კი არ მცირდება, არამედ უცვლელი რჩება, რადგან ეს ვალი შეცდომით ან სხვა მიზეზით სხვამ გადიხადა. ერთი პირის მიერ ქონების უსაფუძვლოდ შეძენა ან დაზოგვა მეორეს ხარჯზე უმეტესად ორივესთვის ერთი და იგივე მიზეზის საფუძველი ხდება. ქონების შეძენის ან დაზოგვის მომენტში პირმა შეიძლება არც იცოდეს, რომ ნივთი ან სხვა მატერიალური ფასეულობა მას უსაფუძვლოდ გააჩნია. ასეთი შეძენა ან დაზოგვა შესაძლებელია კრედიტორის ან მოვალის მართლზომიერი მოქმედების შედეგიც იყოს. სწორედ ამიტომ, უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად წარმოშობილ ვალდებულებაში არ აქვს მნიშვნელობა მოვალის ზარალს ან მის არამართლზომიერ მოქმედებას. მაგრამ იმ მომენტიდან, როცა პირმა გაიგო ან უნდა გაეგო, რომ ქონება უსაფუძვლოდ შეიძინა ან დაზოგა, აგრეთვე იმ მომენტიდან, როცა შეძენას ან დაზოგვას საფუძველი მოაკლდა, შეძენილი ან დაზოგილი ქონების შემდგომი ფლობა მოვალის მიერ არამართლზომიერი მოქმედების შესრულებად - სამართალდარღვევად უნდა ჩაითვალოს. ასეთ შემთხვევაში პირმა, რომელმაც დადგენილი საფუძვლის გარეშე შეიძინა ან დაზოგა ქონება, უნდა დაუბრუნოს იგი დაზარალებულს.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლში ყურადღება გამახვილებულია ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით სხვისთვის გადაცემული ქონების უკან დაბრუნების საფუძვლებზე. მასში აღნიშნულია, რომ თუ პირმა ვალდებულების შესასრულებლად სხვას გადასცა რაიმე ქონება, შესაძლებელია მისი უკან გამოთხოვა, თუ ვალდებულება ფაქტობრივად არ არსებობს. ეს დასაშვებია, მაშინ, როცა გარიგება გაბათილებულია და არარსებულად ითვლება ან არსებობდა, მაგრამ შემდგომში შეწყდა.კანონის მიხედვით უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება ყველაფერზე, რამაც ერთი პირის უსაფუძვლო გამდიდრება გამოიწვია მეორე პირის ხარჯზე. ეს შეიძლება იყოს შეძენილი ქონება ამ ქონებიდან მიღებული სარგებელი ან მასთან დაკავშირებული შემოსავალი. შესაძლებელია უსაფუძვლოდ მიღებული ფულის მოთხოვნაც. მოვალის მიერ კრედიტორის ქონების დაბრუნებისას ძირითადად იგულისხმება ფული და გვაროვნული ნიშნით განსაზღვრული ნივთები. თუ ნატურით ქონების დაბრუნება შეუძლებელია გადაცემული ქონების მდგომარეობის გამო ან სხვა მიზეზით, უნდა ანაზღაურდეს მისი ის ღირებულება, რაც ამ ქონებას შეძენის მომენტში ჰქონდა.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს გ------–------------–--------- ს------------სა და სს „ს--–-----–-- ტ------- №--ს“ შორის 2006 წლის 23 ოქტომბერს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი №1-, რომლის საფუძველზეც საქართველოს გ------–------------–--------- ს------------მ სს „ს--–-----–-- ტ------- №--ს“ საკუთრების უფლების გადაცემის გარეშე, მომსახურების გაწევის მიზნით (უსასყიდლოდ) გადასცა 22587,75 ლარის ღირებულების ს--–-----–-- მასალები. სს „ს--–-----–-- ტ------- №-“-მა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა, თუმცა სრულად არ აუთვისებია საქართველოს გ------–------------–--------- ს------------ს მიერ გადაცემული მასალები. აუთვისებელი მასალების საერთო ღირებულებამ შეადგინა 8001,47 ლარი, რაც ექვემდებარება დაბრუნებას ფულადი ფორმით.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის პოზიცია სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე მოთხოვნებზე (კონდიქციური მოთხოვნები) ვრცელდება 10 წლიანი ხანდაზმულობის ვადა (სუსგ. 1-.03.2016, ას-1005-949-2015).

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა იმ მომენტიდან, როდესაც მხარეებს შორის არსებული ურთიერთობა შესრულებით, 2006 წელს შეწყდა, რის შემდეგაც მოპასუხე მხარის მფლობელობაში უსაფუძვლოდ აღმოჩნდა 8001,47 ლარის ღირებულების ს--–-----–-- მასალები. სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელი აღძრულია 2015 წლის 10 აგვისტოს, და იგი ხანდაზმული არ არის;

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. აპელანტის მოსაზრებით, არასწორია სასამართლოს მსჯელობა, რომ საქართველოს გ------–------------–--------- ს------------სა და სს ,,ს--–-----–---------------“-ს შორის ურთიერთობა უნდა დარეგულირებულიყო უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე სამართლებრივი ნორმების საფუძველზე; აქედან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.

 

3.2. აპელანტის შეფასებით, მხარეთა შორის დავა გამომდინარეობს მათ შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან და შესაბამისად, მოცემულ დავაზე უნდა გავრცელდეს ამ ურთიერთობისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული სასარჩელო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა;

 

აპელანტი აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც მხარეებს შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტის საფუძველზე დავის გადაწყვეტა (სარჩელის ხანდაზმულობაზე მოპასუხის პოზიციის უარყოფა დასახლებულ ნორმაზე მითითებით) კანონსაწინააღდეგოა.

 

აპელანტი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მიიჩნევს, რომ სწორედ დასახელებული ნორმა უნდა გამოეყენებინა სასამართლოს დავის გადაწყვეტისას.

 

კერძოდ, აპელანტი აღნიშნავს, რომ ვინაიდან მხარეთა შორის ნარდობის ხელშეკრულება შესრულებით შეწყდა 2006 წლის დეკემბერში, შესაბამისად, და ამ დროიდან წარმოეშვა საქართველოს მ-–----------------------–---- ს------------ს მოთხოვნის უფლება და სარჩელი უნდა წარედგინა სამი წლის ვადაში _ 2009 წლის დეკემბრამდე, განსახილველ შემთხვევაში კი, სარჩელი აღძრულია 2015 წლის 07 აგვისტოს, 9 წლის შემდეგ, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დარღვევით.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა (წარმომადგენელების) მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სს ,,ს--–-----–---------------“-ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის სრულყოფილად დასაბუთებული, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს საქმეზე ახალ გადაწყვეტილებას.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

- 2006 წლის 15 მაისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №0------ ხელშეკრულების თანახმად, ერთის მხრივ, საქართველოს გ------–------------–--------- ს------------ (შემდგომში „შემსყიდველი“) და მეორეს მხრივ, სს „ს--–-----–-- ტ------- №-“, გენერალური დირექტორის გ--------------–-–---–ის სახით (შემდგომში „მიმწოდებელი“), შეთანხმდნენ შემდეგზე: იმის გათვალისწინებით, რომ შემსყიდველმა ჩაატარა ტენდერი პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამა „ი-------------–---–- - საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაციის“ პროგრამის დაფინანსების ფარგლებში, საქართველოს საჯარო სკოლებში სარემონტო სამუშაოების რეაბილიტაციის ჩატარების მიზნით, მიმწოდებლისაგან მიიღო სატენდერი წინადადება მ---- ლოტზე, გ-----ს №- საჯარო სკოლაზე, შემდეგ თანხაზე 994 915.00 ლარზე. ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-3 პუნქტის მიხედვით, „შემსყიდველის“ მიერ დანართში მითითებული მასალის მიწოდების შემთხვევაში, „მიმწოდებელი“ ვალდებული იყო სამუშაო მიწოდებული მასალებით განეხორციელებინა. შემყიდველის მიერ დანართში მითითებული მასალის მიუწოდებლობის შემთხვევაში, „მიმწოდებული ვალდებული იყო სამუშაო შეესრულებინა სატენდერო წინადადებით წარდგენილი თანდართული სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით. ხელშეკრულების საერთო პირობების შესაბამისად, შესყიდვის ობიექტი ან მისი ნაწილი (ეტაპი) ჩაითვლებოდა მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. საბოლოო სამუშაოს შესრულებამდე „მიმწოდებელი“ ვალდებული იყო მე-3 მუხლის 3.3 პუნქტში მითითებული მოცულობის შესაბამისად შემსყიდველისათვის ეტაპობრივად წარედგინა გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიში, რომლის საფუძველზე გაფორმდებოდა სამუშაოს შესრულების აქტი (ფორმა №-, ფორმა №-).

 

- 2006 წლის 15 მაისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №0------- ხელშეკრულების თანახმად, ერთის მხრივ, საქართველოს გ------–------------–--------- ს------------ (შემდგომში „შემსყიდველი“) და მეორეს მხრივ, სს „ს--–-----–-- ტ------- №-“ გენერალური დირექტორი გ--------------–-–---–ის სახით (შემდგომში „მიმწოდებელი“), შეთანხმდნენ შემდეგზე: შემსყიდველმა ჩაატარა ტენდერი პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამა „ი-------------–---–- - საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაციის“ პროგრამის დაფინანსების ფარგლებში საქართველოს საჯარო სკოლებში სარემონტო სამუშაოების რეაბილიტაციის ჩატარების მიზნით და მიიღო მომწოდებლისაგან სატენდერ წინადადება მ---- ლოტზე, ქ-----–----- საჯარო სკოლაზე, შემდეგ თანახაზე 819804.00 ლარზე. ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-3 პუნქტის მიხედვით, „შემსყიდველის“ მიერ დანართში მითითებული მასალის მიწოდების შემთხვევაში, „მიმწოდებელი“ ვალდებული იყო სამუშაო მიწოდებული მასალებით განეხორციელებინა. შემყიდველის მიერ დანართში მითითებული მასალის მიუწოდებლობის შემთხვევაში, „მიმწოდებული ვალდებული იყო სამუშაო შეესრულებინა სატენდერო წინადადებით წარდგენილი თანდართული სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით. ხელშეკრულების საერთო პირობების შესაბამისად, შესრულების ობიექტი ან მისი ნაწილი (ეტაპი) ჩაითვლებოდა მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. საბოლოო სამუშაოს შესრულებამდე „მიმწოდებელი“ ვალდებული იყო შემსყიდველისათვის მე-3 მუხლის 3.3. პუნქტში მითითებული მოცულობის შესაბამისად ეტაპობრივად წარედგინა გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიში, რომლის საფუძველზე გაფორმდებოდა სამუშაოს შესრულების აქტი (ფორმა №-, ფორმა №-).

 

- 2006 წლის 29 მაისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №0------ ხელშეკრულების თანახმად, ერთის მხრივ, საქართველოს გ------–------------–--------- ს------------ (შემდგომში „შემსყიდველი“) და მეორეს მხრივ, სს „ს--–-----–-- ტ------- №-“ გენერალური დირექტორი გ--------------–-–---–ის სახით (შემდგომში „მიმწოდებელი“), შეთანხმდნენ შემდეგზე: იმის გათვალისწინებით, რომ შემსყიდველმა ჩაატარა ტენდერი პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამა „ი-------------–---–- - საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაციის“ პროგრამის დაფინანსების ფარგლებში საქართველოს საჯარო სკოლებში სარემონტო სამუშაოების რეაბილიტაციის ჩატარების მიზნით და მიიღო მიმწოდებლისაგან სატენდერი წინადადება 2-------–------------ ლოტზე, ხ-–----ის №- საჯარო სკოლაზე, შემდეგ თანხაზე 433 892.00 ლარზე. ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-3 პუნქტის მიხედვით, „შემსყიდველის“ მიერ დანართში მითითებული მასალის მიწოდების შემთხვევაში, „მიმწოდებელი“ ვალდებული იყო სამუშაო მიწოდებული მასალებით განეხორციელებინა. შემყიდველის მიერ დანართში მითითებული მასალის მიუწოდებლობის შემთხვევაში, „მიმწოდებული“ ვალდებული იყო სამუშაო შეესრულებინა სატენდერო წინადადებით წარდგენილი თანდართული სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით. ხელშეკრულების საერთო პირობების შესაბამისად, შესყიდვის ობიექტი ან მისი ნაწილი (ეტაპი) ჩაითვლებოდა მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. საბოლოო სამუშაოს შესრულებამდე „მიმწოდებელი“ ვალდებული იყო შემსყიდველისათვის მე-3 მუხლის 3.3. პუნქტში მითითებული მოცულობის შესაბამისად ეტაპობრივად წარედგინა გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიში, რომლის საფუძველზე გაფორმდებოდა სამუშაოს შესრულების აქტი (ფორმა №-, ფორმა №-).

 

- 2006 წლის 04 დეკემბრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №1------- ხელშეკრულების თანახმად, ერთის მხრივ, საქართველოს გ------–------------–--------- ს------------ (შემდგომში „შემსყიდველი“) და მეორეს მხრივ, სს „ს--–-----–-- ტ------- №-“ გენერალური დირექტორი გ--------------–-–---–ის სახით (შემდგომში „მიმწოდებელი“), შეთანხმდნენ შემდეგზე: იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტის ნაციონალური მეგაპროგრამა „ი-------------–---–- - საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაციის“ პროგრამის დაფინანსების ფარგლებში, საქართველოს საჯარო სკოლებში სარემონტო სამუშაოების რეაბილიტაციის ჩატარების მიზნით, „შემსყიდველმა“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმდინარე წლის 01 ნოემბრის №-------- წერილის და პრეზიდენტის ნაციონალური მეგაპროგრამის „ი-------------–---–- - საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაციის“ ხარჯთაღმრიცხველის დ----------–-–---–ის სამსახურებრივი ბარათის გათვალისწინებით, მიიღო მიმწოდებლისაგან წინადადება ქ. ხ-–----ის №- საჯარო სკოლის სარემონტო სამუშაოების განხორციელებაზე, შემდეგ თანხაზე 1-4822,00 ლარზე. ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-3 პუნქტის მიხედვით, „შემსყიდველის“ მიერ №1 დანართში მითითებული მასალის მიწოდების შემთხვევაში, „მიმწოდებელი“ ვალდებული იყო სამუშაო მიწოდებული მასალებით განეხორციელებინა. ხელშეკრულების საერთო პირობების შესაბამისად, შესრულების ობიექტი ან მისი ნაწილი (ეტაპი) ჩაითვლებოდა მიღებულად მხოლოდ სამუშაოს შესრულების აქტის გაფორმების შემდეგ. საბოლოო სამუშაოს შესრულებამდე „მიმწოდებელი“ ვალდებული იყო შემსყიდველისათვის ეტაპობრივად წარედგინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესახებ ანგარიში, რომლის საფუძველზეც გაფორმდებოდა სამუშაოს დასრულების აქტი (ფორმა №-, ფორმა №-).

 

- 2006 წლის 23 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების №1- აქტით, ერთის მხრივ, მიმწოდებელი - საქართველოს გ------–------------–--------- ს------------ს პრეზიდენტის ნაციონალური მეგაპროგრამის „ი-------------–---–- - საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაცია“ კონსულტანტი ა-–--------------–--------–---–ის სახით და მეორეს მხრივ, მიმღები სს „ს--–-----–-- ტ------- №--ის“ წარმომადგენელი ი------------ის სახით, ადასტურებენ, რომ მიმწოდებელმა მიაწოდა, ხოლო მიმღებმა მიიღო 22 587,75 ლარის ღირებულების მასალები (ს.ფ. 60).

 

- მოსარჩელე მიუთითებს, რომ დასახლებული 22 587,75 ლარის ღირებულების მასალები მოპასუხეს გადაეცა ზემოაღნიშნული ხელშკრულებების ფარგლებში, საკუთრების უფლების გარეშე, მომსახურების გაწევის მიზნით, კერძოდ, ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად

 

- დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებული სამართალურთიერთობა შეწყდა 2006 წლის სამუშაოს დასრულების აქტებით, ამასთან, მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ საქართველოს გ------–------------–--------- ს------------მ შესრულება მიიღო და გადაუხადა სს ,,ს--–-----–---------------“-ს შესრულებული სამუშაოს შესაბამისი შეთანხმებული საზღაური.

 

4.2. მრიგად, სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს და სრულად იზიარებს აპელანტის პიზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს გ------–------------–--------- ს------------სა და შპს ,,ს--–-----–---------------“-ს შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა; მხარეებს შორის 2006 წლის 04 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება (ასევე 2006 წლის მაისში დადებული ხელშეკრულებები) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, თავისი არსით ნარდობის ხელშეკრულებას წარმოადგენდა; შესაბამისად, მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა სახელშეკრულებოა და მოსარჩელე საქართველოს გ------–------------–--------- ს------------ს მოთხოვნა მოპასუხე სს ,,ს--–-----–---------------“-ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე, არ გამომდინარეობს უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

ამავე კოდექსის 646-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მენარდე პასუხს აგებს შემკვეთის მასალის არასწორი გამოყენებისათვის. მენარდე მოვალეა წარუდგინოს შემკვეთს მასალის ხარჯვის ანგარიში და დაუბრუნოს მას დარჩენილი მასალა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, დადგენილია და დავის საგანს არ წარმოადგენს ის, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე.

 

დადგენილია, რომ მიმწოდებელმა შეასრულა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები და ჩაატარა ნაკისრი სარემონტო სამუშაოები.

 

ასევე დადგენილია, რომ შემსრულებელმა სრულად მიიღო ჩატარებული სამუშაოების ტოლფასი ანაზღაურება; გარდა ამისა, მხარეთა მიერ ხელმოწერილია 2007 წლის 02 აგვისტოს N1/197 (ს.ფ. 61), 2007 წლის 10 ივლისის N1/196 (ს.ფ. 71), 2006 წლის 09 ნოემბრის N1/45 (ს.ფ. 90), 2006 წლის 09 ნოემბრის N1/144 (ს.ფ. 94) სამუშაოს შესრულების აქტები, სადაც მითითებულია, რომ სამუშაოები შესრულებულია სრულად და განსაზღვრულია მათი ღირებულება; ამასთან, მითითებულია სამუშაოთა სრული ჩამონათვალი, გახარჯულ და გასახარჯ მასალებთან დაკავშირებით მითითებას კი აღნიშნული აქტები არ შეიცავს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება).

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო შენიშნავს, რომ მხარეთა შორის არსებული სამართალურთიერთობა შეწყდა სამუშაოს დასრულების აქტებით; ამასთან, მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ საქართველოს გ------–------------–--------- ს------------მ შესრულება მიიღო და გადაუხადა სს ,,ს--–-----–---------------“-ს შესრულებული სამუშაოს შესაბამისი შეთანხმებული საზღაური.

 

განსახილველ შემთხვევაში, პალატა შენიშნავს, რომ საქართველოს გ------–------------–--------- ს------------ს სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნებოდა არა სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე საფუძვლებს, არამედ მოწინააღმდეგე მხარის განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმად სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი გვევლინება, რომლის თანახმადაც, შესრულების კონდიქცია გულისხმობს ვითომ კრედიტორის ქონების გაზრდას, რომელსაც არ გააჩნია სამართლებრივი (სახელშეკრულებო ან კანონისმიერი) საფუძველი. აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობს ან შემდგომში იშლება. ამასთან, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალ ურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას თუ მართლწინააღმდეგობას.

 

სააპელაციო პალატა შენიშნავს, რომ წინამდებარე სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი – ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე, რაც წინამდებარე შემთხვევაში სახეზე არ არის; კერძოდ, სს ,,ს--–-----–---------------“-ს ს--–-----–-- მასალა გადაეცა ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე, უსაფუძვლო გამდიდრებით სამართლაურთიერთობის შეფასებისთვის კი აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე და პირმა ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება კიდევაც უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას; ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეები იმყოფებიან ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობაში, გადაცემული მასალების თაობაზე პირობას ითვალისწინებდა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 3.1 პუნქტი, ხოლო საკითხის სამართლებრივი რეგულაცია მოცემულია სამოქალაქო კოდექსის 646-ე მუხლით, შესაბამისად, მოთხოვნის წარმოშობის საფუძველი არა კონდიქციური, არამედ სახელშეკრულებო ვალდებულებაა.

 

4.2. პალატა განმარტავს, რომ, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობს სახელშეკრულებო ვალდებულებითი ურთიერთობიდან, კერძოდ, ნარდობის ხელშეკრულებებიდან, სახეზეა სახელშეკრულებო მოთხოვნებიდან გამომდინარე ვალდებულება და მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა – ექვს წელს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.

 

ამავე კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგ-----ცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები.

 

პალატა მიუთითებს, რომ „ხანდაზმულობა“ სამოქალაქო სამართალში გამოხატავს იმ აზრს, რომ რომელიმე ურთიერთობას, მდგომარეობას, მოვლენას ადგილი ჰქონდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლივი დროის გასვლა განსაზღვრული სახით გავლენას ახდენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე. ხანდაზმულობის ვადა არის ვადა, რომლის განმავლობაშიც პირი, რომლის უფლებაც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა. ხანდაზმულობის ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებითი განხორციელების შესაძლებლობას. ამასთან ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. ზოგადად, მოთხოვნის უფლება კი წარმოიშობა იმ დღიდან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო თავისი უფლების დარღვევა, თუ პირმა თავისი დაუდევრობის (გულგრილობის) გამო ვერ გაიგო უფლების დარღვევის შესახებ, მაშინ ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება იმ მომენტიდან, როცა საქმის გარემოების მიხედვით უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ზოგიერთ შემთხვევაში კი ხანდაზმულობის ვადის დენის დასაწყისი უშუალოდ კანონითაა განსაზღვრული, ასეთ შემთხვევაში ითვლება, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილისათვის ცნობილია მოთხოვნის უფლების წარმოშობის დრო და ამ დროიდან დაიწყება ხანადაზმულობის ვადის დენა. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ სასამართლო თავისი ინიციატივით ვერ იმსჯელებს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, ვინაიდან ხანდაზმულობის საკითხზე მსჯელობის უფლება სასამართლოს გააჩნია სწორედ მოპასუხე მხარის მითითებით. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტნმა (მოპასუხემ) აქცენტი სარჩელის ხანდაზმულობაზე გააკეთა. შესაბამისად, სასამართლოსათვის გარკვეული ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და სამართლებრივი შეფასებისათვის განსაკუთრებით საყურადღებოა, ზედმიწევნით გამოსაკვლევს და შესაფასებელს, სწორედ ხანდაზმულობის საკითხი წარმოადგენს.

 

პალატა მიუთითებს, რომ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მსჯელობისას მნიშვნელოვანია განისაზღვროს მოთხოვნის წარმოშობის დრო, მომენტი, საიდანაც იწყება ხანდაზმულობის ვადის დენა.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ „შემსყიდველმა“ - საქართველოს გ------–------------–--------- ს------------მ პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის „ი-------------–---–- - საქართველოს საჯარო სკოლების რეაბილიტაცია“ დაფინანსების ფარგლებში ტენდერი ჩაატარა. სარემონტო სამუშაოების ჩატარების მიზნით მიმწოდებელ - სს „ს--–-----–-- ტ------- №--სგან“ სატენდერი წინადადება მიიღო შემდეგ ლოტებზე: მ---- ლოტზე, გ-----ს №- საჯარო სკოლა, ხელშეკრულების ღირებულება 994 915.00 ლარით განისაზღვრა; 2--- ლოტზე, ხ-–----ის №- საჯარო სკოლა, ხელშეკრულების ღირებულება 433 892.00 ლარით განისაზღვრა; მ---- ლოტზე, ქ-----–----- საჯარო სკოლა, ხელშეკრულების ღირებულება 819 804.00 ლარით განისაზღვრა; ქ. ხ-–----ის №- საჯარო სკოლაზე, ხელშეკრულების ღირებულება 1-4822.00 ლარით განისაზღვრა. დადგენილია, რომ საქართველოს გ------–------------–--------- ს------------სა და სს „ს--–-----–-- ტ------- №--ს“ შორის 2006 წლის 15 მაისს №0------, 2006 წლის 15 მაისს №0------, 2006 წლის 29 მაისს №0------ და 2006 წლის 04 დეკემბერს №1------- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებები გაფორმდა. სს „ს--–-----–-- ტ------- №--ს“ მიერ აღებული ვალდებულებების შესასრულებლად საქართველოს გ------–------------–--------- ს------------სა და სს „ს--–-----–-- ტ------- №--ს“ შორის, 2006 წლის 23 ოქტომბერს მიღება-ჩაბარების აქტი №1- გაფორმდა, რომლის საფუძველზეც საქართველოს გ------–------------–--------- ს------------მ სს „ს--–-----–-- ტ------- №--ს“ საკუთრების უფლების გადაცემის გარეშე, მომსახურების გაწევის მიზნით (უსასყიდლოდ) გადასცა 22587,75 ლარის ღირებულების ს--–-----–-- მასალები. 2006 წელს გაფორმებული „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ 0------, 0------, 0------ ხელშეკრულებების „ვ“ პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების სპეციფიკური პირობებისა და 1------- ხელშეკრულების „დ“ ქვეპუნქტის, ასევე მე-3 მუხლის თანახმად, შემსყიდველის მიერ დანართში მითითებული მასალის მიწოდების შემთხვევაში, „მიმწოდებელი“ ვალდებული იყო სამუშაო მიწოდებული მასალებით განეხორციელებინა, ასევე „მიმწოდებელი“ ვალდებული იყო სარემონტო სამუშაოებს მორჩენილიყო შეთანხმებული გრაფიკითა და ვადაში. ამავე ხელშეკრულებების სპეციფიკური პირობების 5.1. პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტი ან მისი ნაწილი (ეტაპი) ჩაითვლებოდა მიღებულად მხოლოდ სამუშაოს შესრულების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო ხელშეკრულების 5.2 პუნქტის შესაბამისად, საბოლოო სამუშაოს შესრულებამდე „მიმწოდებელი“ ვალდებული იყო მე-3 მუხლში მითითებული მოცულობის შესაბამისად შემსყიდველისათვის ეტაპობრივად წარედგინა გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიში, რომლის საფუძველზეც გაფორმდებოდა სამუშაოს შესრულების აქტი (ფორმა №- და ფორმა №-).

 

ამრიგად, საქმის მასალებით დგინდება და არც მხარეები დავობენ, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები სს „ს--–-----–-- ტ------- №--მა“ შეასრულა და მხარეთა შორის შედგა სამუშაოს დასრულების აქტები, რომლებიც თარიღდება 09.1-.2006, 10.07.2007 და 02.08.2007 წლით. კერძოდ, მოსაჩელე სასარჩელო განცხადებაში აღნიშნავს, რომ ,სს ,,ს--–-----–---------------“-მმა შეასრულა საქართველოს გ------–------------–--------- ს------------ს წინაშე ზემოთ მითითებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები და თავადვე მოსარჩელე განმარტავს, რომ აღნიშნულის დასტურად საქმეში წარმოდგენილია თითოეულ სკოლასთან დაკავშირებით სამუშაოს დასრულების აქტები; მოსარჩელის განცხადებით, სწორედ ამავე აქტებიდან დგინდება ის გარემოება, რომ მოპასუხეს არ გამოუყენებია სრულად ის ს--–-----–-- მასალები, რაც მას გადაეცა საქართველოს გ------–------------–--------- ს------------ს მიერ 2006 წლის 23 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტით; აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა, მიუთითებს, რომ საქმის მასალებიდან, ასევე თავად სასარჩელო განცხადებიდან გამომდინარე, ნათლად იკვეთება ის გარემოება, თუ როდის წარმოეშვა მხარეს მის მიერ მოპასუხისათვის გადაცემული მასალის თაობაზე პრეტენზიის (აუთვისებელი მასალის დაბრუნების ან მისი შესაბამისი ღირებულების გადახდის) წარდგენის უფლება, რაც სწორედ ამ აქტების შედგენის დროს (ბოლო აქტის შედგენის თარიღია 2007 წლის აგვისტო) უკავშირდება.

 

შესაბამისად, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს გ------–------------–--------- ს------------ს, სარჩელი (ხელშეკრულების საფუძველზე უსასყიდლოდ და მიზნობრივად გადაცემული აუთვისებელი მასალის ღირებულების დაკისრების თაობაზე) მოპასუხისათვის უნდა წარედგინა სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე სამწლიანი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დაცვით (ბოლო აქტის შედგენიდან _ 2007 წლის 02 აგვისტოდან ამ ვადის ათვლის შემთხვევაშიც, სარჩელი ხანდაზმულია); განსახილველ შემთხვევაში კი, მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი წარადგინა 2015 წლის 10 აგვისტოს, ხოლო მანამდე - 2015 წლის 02 ივლისს (ს.ფ. 121-124-ზე წარმოდგენილია გ-----ს რაიონული სასამართლოს 2015 წლის 06 ივლისის განჩინება სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ), რის გამოც, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ რადგან სასარჩელო მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან _ სარჩელის აღძვრამდე გასულია სამ წელზე მეტი, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია.

 

4.3. სააპელაციო სასამართლო განუმარტავს მხარეებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აპელანტმა დაამტკიცა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ ვერ დაუმტკიცა სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ თავისი პოზიციის საფუძვლიანობა, რის გამოც პალატა თვლის, რომ საქართველოს გ------–------------–--------- ს------------ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობის გამო.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გავლის გამო საქართველოს გ------–------------–--------- ს------------ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

განსახილველ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივრის საფუძველზე სარჩელი დაკმაყოფილდა, მოწინააღმდეგე მხარეს აპელანტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 320 ლარის ოდენობით.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სს ,,ს--–-----–---------------“-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს გ-----ს რაიონული სასამართლოს 2016 წლის 13 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

3. საქართველოს გ------–------------–--------- ს------------ს სარჩელი სს ,,ს--–-----–---------------“-ის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდეს;

4. საქართველოს გ------–------------–--------- ს------------ს, სს ,,ს--–-----–---------------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 320 ლარის გადახდა.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

თავმჯდომარე ხათუნა არევაძე

 

მოსამართლეები თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

 

გოგიტა თოთოსაშვილი