ა) შემკვეთისგან მიღებული მასალა უხარისხო და გამოუსადეგარია;
ბ) თუ შემკვეთის მითითება შესრულდება, ნამუშევარი არამტკიცე ან გამოუსადეგარი იქნება;
გ) არსებობს მენარდისაგან დამოუკიდებელი სხვა რამ გარემოება, რომელიც საფრთხეს უქმნის ნამუშევრის სიმტკიცესა და ვარგისიანობას.
2. თუ შემკვეთი, მენარდის დროული გაფრთხილების მიუხედავად, შესაბამის ვადაში არ გამოცვლის გამოუსადეგარ ან უხარისხო მასალას, არ შეცვლის მიცემულ მითითებას სამუშაოს შესრულების წესის შესახებ, ანდა არ აღმოფხვრის სხვა გარემოებას, რომელსაც შეუძლია ზიანი მიაყენოს ნამუშევრის ვარგისიანობას ან სიმტკიცეს, მენარდეს უფლება აქვს უარი განაცხადოს ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს ამით მიყენებული ზიანის ანაზღაურებ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (26.06.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(20)
საქმე №ას-178-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.06.2025
…დასკვნას, რომ სამუშაოს არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო შემსრულებლის (შპს „ქ-ის“) პასუხისმგებლობა (გაფრთხილების, ნაკლის გამოსასწორებლად ვადის მიცემის, ჯარიმის სახით), რაც ასევე განმტკიცებულია სამოქალაქო კოდექსის 647-ე მუხლის დანაწესითაც. შესაბამისად, ნაკლოვანი შესრულების არსებობის შემთხვევაში, მოპასუხეს უნდა განეხორციელებინა ზემოაღნიშნული პასუხისმგებლობის…
საქმე №ას-1515-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.05.2025
…და მართებულად დააკისრა მოპასუხეს მისი ანაზღაურება. 15. უსაფუძვლოდ გამოთხოვილი საბანკო გარანტიის თანხის ანაზღაურებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, მოთხოვნებთან მიმართებით საკასაციო სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 647.1 მუხლზე რომლის თანახმად, მენარდე მოვალეა დროულად გააფრთხილოს შემკვეთი, რომ: ა) შემკვეთისგან მიღებული მასალა უხარისხო და…
საქმე №ას-1181-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2022
…განსაზღვრული სამუშაოების განხორციელების დამაბრკოლებელი გარემოება, რაზედაც მენარდემ დაუყოვნებლივ აცნობა შემკვეთს, თუმცა მან არ აღმოფხვრა საპროექტო დოკუმენტაციის ხარვეზები, სწორედ ამიტომ, სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 647-ე მუხლით. სასამართლოს შ.პ.ს. „ტ“-ს 2019 წლის 04 თებერვლის წერილით დადგენილ გარემოებად უნდა მიეჩნია, რომ 2018 წლის 27 ნოემბრის ხელშეკრულების…
საქმე №ას-1317-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.03.2022
…ვადაში არ გამოცვლის გამოუსადეგარ ან უხარისხო მასალას, არ შეცვლის მიცემულ მითითებას სამუშაოს შესრულების წესის შესახებ, ანდა არ აღმოფხვრის სხვა გარემოებას, რომელსაც შეუძლია ზიანი მიაყენოს ნამუშევრის ვარგისიანობას ან სიმტკიცეს ( სკ-ის 647.2 მუხლი). 20.2. მოპასუხემ საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტები შეისყიდა ისე, რომ არც თავად უწარმოებია მოცემული ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიური გამოკვლევა…
საქმე №ას-515-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.12.2020
…შესაძლოა ავტომანქანის ძრავი მწყობრიდან გამოსულიყო, თუმცა მოსარჩელის მეუღლემ განუცხადა, რომ პრობლემა არ იყო, დაეყენებინათ მის მიერ მიტანილი ფილტრი, ხოლო დანარჩენს თბილისში ჩასვლისას მიხედავდა.“ 12.7. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 647-ე მუხლზე გაამახვილა ყურადღება, რომლის მიხედვითაც მენარდე მოვალეა დროულად გააფრთხილოს შემკვეთი, რომ: ა. შემკვეთისგან მიღებული მასალა უხარისხო და…