განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210117002134235
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-1070-19 26 თებერვალი 2020 წელი
ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლეები: თამარ სვანიძე
ლაურა მიქავა
სხდომის მდივანი: ბექა გიორგაძე
აპელანტი (მოპასუხე): სს “ი-----------–-------------–-----------------------------------------)
წარმომადგენელი: უ–-----------–------------–---–------------------–-------------–---------------------------–--------------–----------------–--–--------------------–--------------–-----------------------------–----------
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე): შპს ”S------------------------”
წარმომადგენელი: ა---------–--–---–-
დავის საგანი: შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, 2014 წლის 17 ოქტომბერს, მხარეთა შორის გაფორმდა მომსახურების შესახებ №SAX-YAL-17-10-2014/W კონტრაქტი.
აღნიშნული ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ შემსრულებელი გაწევდა ხელშეკრულების №1 დანართით გათვალისწინებულ სამუშაოებს 5 ეტაპად (მოპასუხის ლიფტების მონტაჟი და გამართვა), ხოლო დამკვეთი აანაზღაურებდა 120 389,50 აშშ დოლარს დღგ-ს ჩათვლით.
ხელშეკრულების მე-2 დანართით თითოეულ სტადიაზე სამუშაოს შესრულებისათვის განსაზღვრული იყო 18 დღე. მთლიანი ვადა - 90 დღე.
შემსრულებელი სამუშაოების შესრულებას დაიწყებდა, მხოლოდ ავანსის 15 000 აშშ დოლარის ჩარიცხვის შემდეგ (ხელშეკრულების მე-5 მუხლი).
2014 წლის 17 ნოემბერს, დამკვეთმა შემსრულებელს ავანსის სახით ჩაურიცხა 8510,64 აშშ დოლარი, რის შემდეგაც, 2014 წლის 16 დეკემბერს მხარეები ორმხრივი ხელწერილით შეთანხმდნენ, რომ თანხის გადახდა მოხდებოდა 5 ეტაპად (მითითებული იქნა კონკრეტული სამუშაოები), ხოლო შემსრულებელს საერთო გადასახდელი თანხა რჩებოდა 111 878,86 აშშ დოლარი (120 389,50–8510,64 =111 878,86).
შემსრულებელმა, მართალია ვადის გადაცილებით (რაც გამოწვეული იყო რიგ შემთხვევაში დამკვეთის, ხოლო რიგ შემთხვევაში მისი კონტრაქტორების მიზეზით), სრულად უზრუნველყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება.
დამკვეთმა მიღება-ჩაბარების აქტებით დაადასტურა ჯამში-75 000 აშშ დოლარის ღირებულების სამუშაოების (პირველი სამი ეტაპი) შესრულების ფაქტი და შემსრულებლის ანგარიშზე ჩარიცხა, მხოლოდ 55252,38 აშშ დოლარის ოდენობით თანხა, რის გამოც გადასახდელად დარჩენილი აქვს 56 626,48 აშშ დოლარი (111 878,86 – 55 252,38 = 56 626,48 ).
გარდა ძირითადი დავალიანებისა, დამკვეთს გადასახდელი აქვს პირგასამტეხლო, რომელიც ხელშეკრულების 5.4 პუნქტის თანახმად, შეადგენდა 0,07%-ს ყოველ გადაცილებულ დღეზე, მაგრამ არაუმეტეს არსებული ხელშეკრულების ძირითადი თანხის 5%-ისა.
იმის გათვალისწინებით, რომ დამკვეთს ანაზღაურება უნდა მოეხდინა ყოველი ანგარიშ-ფაქტურების წარდგენიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა, რაც წლების მანძილზე არ განუხორციელებია, პირგასამტეხლოს რაოდენობამ სარჩელის წარდგენის დროისათვის შეადგინა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%- 12 038,95 აშშ დოლარი.
შესაბამისად, მოპასუხე სს “ი-----------–-------------–-----------------------------–--------------–----------------–--–-”-ს, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, როგორც გაწეული მომსახურებიდან დარჩენილი დავალიანების 56 626,48 აშშ დოლარის, ასევე პირგასამტეხლოს სახით 12 038,95 აშშ დოლარის გადახდა.
მოპასუხის პოზიცია: მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელემ ნაკისრი ვალდებულება არც დათქმულ დროში და ვერც შეთანხმებული ოდენობით ვერ შეასრულა. კერძოდ, პირველი სამი ეტაპის სამუშაოები შესრულდა, რაზედაც შედგა მიღება-ჩაბარების აქტები, ხოლო მე-4, მე-5 ეტაპის სამუშაოები, ასევე ლიფტების ექსპლოატაციაში შეყვანისა და მომდევნო 2 წლის განმავლობაში საგარანტიო მომსახურების ვალდებულებები არ შესრულებულა.
მართალია, ლიფტები ექსპლოატაციაში შევიდა 2017 წელს, თუმცა ექსპლოატაციაში მათი შეყვანა განახორციელა მოპასუხე მხარემ, რომელმაც დამატებით გასწია ხარჯები და მოსარჩელის მიერ მიტოვებული სამუშაო თავად დაასრულა.
შესაბამისად, მოსარჩელის მიმართ შეუსრულებელი ვალდებულება არ გააჩნია, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა გაწეული მომსახურებიდან დარჩენილი დავალიანების და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი: 1. შპს ,,S------------------------”-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; 2. სს “ი-----------–-------------–--------------------------–--------------–----------------–--–-”-ს დაეკისროს, შპს ”S------------------------”-ის სასარგებლოდ, სახელშეკრულებო დავალიანების გადახდა 56626,48 აშშ დოლარის ოდენობით; 3. სს “ი-----------–-------------–--------------------------–--------------–----------------–--–-”-ს დაეკისროს, შპს ”S------------------------”-ის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს გადახდა 6019,47 აშშ დოლარის ოდენობით; 4. მოპასუხე, სს “ი-----------–-------------–--------------------------–--------------–----------------–--–-”, მოსარჩელე-შპს ”z------------------------”-ის სასარგებლოდ დაეკისროს, მოსარჩელის მიერ, სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 5000 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. 2014 წლის 17 ოქტომბერს, სს “ი-----------–-------------–---------------------------–--------------–----------------–--–ი”-ს (დამკვეთი) და შპს ”S------------------------”-ს (შემსრულებელი) შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ „შემსრულებელი“ გაწევდა ხელშეკრულების N1 დანართით გათვალისწინებულ სამუშაოს (ლიფტების მონტაჟი და გამართვა) ქ. ბათუმში, ფ-------------------ში, ხოლო „დამკვეთი“ უზრუნველყოფდა ანაზღაურებას 120 389,50 აშშ დოლარის ოდენობით დღგ-ს ჩათვლით (4.1 პუნქტი); შესასრულებელი სამუშაო დაიყო 5 სტადიად. თითოეულ სტადიაზე სამუშაოს შესრულებისათვის განსაზღვრული იყო 18 დღე. მთლიანი ვადა - 90 დღე. ხელშეკრულების თანახმად, შემსრულებელს უნდა უზრუნველეყო დამკვეთის მიერ მიწოდებული საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად, მიწოდებული აღჭურვილობების აწყობა, მონტაჟი, ჩართვა, ტექნიკური ზედამხედველობა და საგარანტიო მომსახურება ექსპლუატაციაში შეყვანიდან 24 თვის ვადაში. შემსრულებელი სამუშაოების შესრულებას დაიწყებდა მხოლოდ, ავანსის - 15000 აშშ დოლარის ჩარიცხვის შემდეგ (ხელშეკრულების მე-5.1 მუხლი). შემსრულებლის მიერ წარდგენილი ანგარიშ-ფაქტურების ანაზღაურების გადახდის ვადა შეადგენდა ხუთ სამუშაო დღეს. არადროული გადახდის შემთხვევაში, დამკვეთს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, გადაუხდელი თანხის 0.07%-ის სახით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც არ უნდა აღემატებოდეს არსებული ხელშეკრულების ძირითადი თანხის 5%-ს (ხელშეკრულების 5.4 პუნქტი). სამუშაოების/მომსახურების ხარისხთან დაკავშირებული ნებისმიერი პრეტენზია „დამკვეთს“ უნდა წარედგინა „შემსრულებლისათვის“ წერილობითი ფორმით, კონტრაქტში შეთანხმებული წესით (ხელშეკრულების 14.1 პუნქტი). 2.2. დამკვეთმა, ავანსის სახით 8510,64 აშშ დოლარი ჩარიცხა 2014 წლის 17 ნოემბერს, რის შემდგომაც, 2014 წლის 16 დეკემბერს მხარეები ორმხრივი ხელწერილით შეთანხმდნენ, რომ თანხის გადახდა მოხდებოდა 5 ეტაპად, ასევე შეთანხმებაში მითითებული იქნა ის კონკრეტული სამუშაოები, რომლებიც თითოეულ სტადიაზე უნდა შესრულებულიყო, ხოლო შემსრულებელს საერთო გადასახდელი თანხა რჩებოდა 111 878,86 აშშ დოლარი. 2.3. მხარეებს შორის სადავოს არ წარმოადგენს, რომ შპს ”S------------------------”-მა შეასრულა ხელშეკრულების დანართი 1-ით გათვალისწინებული სამუშაოების პირველი სამი ეტაპი, რაზედაც შედგა შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტები და მოპასუხე კომპანიამ შესრულება მიიღო ყოველგვარი პრეტენზიის გარეშე, კერძოდ: პირველი ეტაპი - მიმმართველების მონტაჟი შახტებზე L1, L2, L3, L4, L6, L7, L8. შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი შედგა 03.02.2015წ. რომლითაც დამკვეთი თანახმა იყო შემსრულებლისათვის გადაეხადა 25 000 აშშ დოლარი. მეორე ეტაპი - სამანქანო განყოფილების მონტაჟი, კაბინის ჩარჩოები, გვარლის ჩაგდება შახტაზე L1, L2, L3, L4, L6, L7, L8. შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების შუალედური აქტი შედგა 21.03.2015წ. რომლითაც დამკვეთი თანახმა იყო შემსრულებლისათვის გადაეხადა 25 000 აშშ დოლარი. მესამე ეტაპი - სართულების კარების მონტაჟი, კაბინის მოწყობილობის მონტაჟი შახტებზე L1, L2, L3, L4, L6, L7, L8. სამუშაოების მიღება-ჩაბარების შუალედური აქტი შედგა 09.05.2015წ. რომლითაც დამკვეთი თანახმა იყო შემსრულებლისათვის გადაეხადა 25 000 აშშ დოლარი. მიუხედავად იმისა, რომ ეს სამუშაოები შესრულებული იქნა ვადის დარღვევით, აღნიშნულის თაობაზე შემკვეთს პრეტენზია არ განუცხადებია და შემსრულებელს ანგარიშზე ჩაურიცხა 55 252,38 აშშ დოლარი მათ შორის: 3041,26 აშშ დოლარი - 31.12.2014წ; 5016,3 აშშ დოლარი-20.01.2015წ; 4694 აშშ დოლარი - 06.02.2015წ; 20000 აშშ დოლარი - 23.02.2015წ; 22 500 აშშ დოლარი - 25.05.2015წ. ამ თანხას დაემატა ავანსად ჩარიცხული თანხა და სულ, მოპასუხის მიერ გადახდილი იქნა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან 63 763,02 აშშ დოლარი. 2.4. მენარდემ შეადგინა №4 (მეოთხე ეტაპი - ელექტროგაყვანილობის მონტაჟი, გამოძახების პანელების მიერთება, ლიფტის გამოძახების პროგრამირება სამუშაო რეჟიმში შემდეგ ლიფტებზე L1, L2, L3, L4, L6, L7, L8) და №5 (მეხუთე ეტაპი-პანორამული ლიფტის მონტაჟი L9) სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებიც 2015 წლის 12 აგვისტოს, 27 აგვისტოს და 1 სექტემბრის წერილებით გადასცა დამკვეთს, თუმცა შემკვეთმა არ დაუდასტურა იმ მოტივით, რომ სრულყოფილად არ იყო მეოთხე და მეხუთე ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულებული. 2.5. მეოთხე და მეხუთე ეტაპზე შესრულებულ სამუშაოსთან მიმართებაში მოპასუხემ წარმოადგინა, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 11 იანვრის №--------- ექსპერტიზის დასკვნა, სადაც მითითებულია შემდეგი: ქ. ბათუმი, ფ----------------------ში არსებულ საცხოვრებელ სახლში დამონტაჟებული ლიფტების ვიზუალური დათვალიერებით, სიტუაცია შემდეგია: სადარბაზო №1-ში ლიფტი №1, სადარბაზო №2-ში ლიფტი №2, სადარბაზო №2-ში ლიფტი №3, სადარბაზო №2-ში ლიფტი №4, სადარბაზო №3-ში ლიფტი №1, სადარბაზო №3-ში ლიფტი №2 - გაუმართავია, ექსპერტიზის დროს მიზეზების დადგენა შეუძლებელი იყო. სადარბაზო №1-ში ლიფტი №2 მუშაობდა, ესაჭიროებოდა კარებების დარეგულირება, სართულებზე კარების გამხსნელ მექანიზმებს სჭირდებოდა გასწორება, ბაგირები დასაჭიმი იყო, კაბელ-არხები დასაყენებელი, კარების კონტაქტები დასამაგრებელი; სადარბაზო №2-ში ლიფტი №1 მუშაობდა, ესაჭიროებოდა კარებების დარეგულირება, სართულებზე კარების გამხსნელ მექანიზმებს სჭირდებოდა გასწორება, ბაგირები დასაჭიმი იყო, კაბელ-არხები დასაყენებელი, კარების კონტაქტები დასამაგრებელი; ლიფტი მინის კონსტრუქციით გაუმართავი, ექსპერტიზის დროს მიზეზების დადგენა შეუძლებელი იყო. 2.6. საქართველოს მთავრობის №289 დადგენილების მიხედვით, 2017 წლის მარტში ლიფტებს ჩაუტარდათ ინსპექტირება და გაცემული იქნა ინსპექტირების სერთიფიკატები, რომლის მიხედვითაც, ობიექტის ინსპექტირებისას დაფიქსირებული არ ყოფილა არსებითი ან კრიტიკული შეუსაბამობა. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.7. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის მე-8, 50-ე, 316-317- ე, 319-ე, 327-ე, 629-ე, 641-ე, 647-ე, 361-ე, 648-ე, 649-ე, 417-ე, 418-ე, 419-ე მუხლებზე და განმარტა: მხარეებს შორის გაფორმებულია ნარდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, შპს ”S------------------------” ვალდებული იყო სს “ი-----------–-------------–---------------------------–--------------–----------------–--–ი”-ს კუთვნილ ობიექტზე, მდებარე, ქ. ბათუმი, ფ------------------ში ლიფტების მონტაჟის და გამართვის სამუშაოები შეესრულებინა სრულყოფილად, რათა ვარგისი ყოფილიყო ჩვეულებრივი გამოყენებისათვის. მხოლოდ ამ პირობის დაცვით გადაცემული შესრულება ჩაითვლებოდა უნაკლოდ. ვინაიდან, საქართველოს მთავრობის N289 დადგენილების შესაბამისად, 2017 წლის მარტში ლიფტებს ჩაუტარდათ ინსპექტირება, რა დროსაც დაფიქსირებული არ ყოფილა არსებითი ან კრიტიკული შეუსაბამობა და გაიცა ინსპექტირების სერთიფიკატები, ადასტურებდა, რომ ლიფტები გამართულია და ვარგისია ფუნქციონირებისათვის. სასამართლომ მიიჩნია, რომ მართალია ვადის გადაცილებით, მაგრამ საბოლოოდ, მოსარჩელე მხარემ უზრუნველყო სამუშაოების დასრულება, რაც შემკვეთს მიღებული აქვს, თუმცა მის მიერ სრულად არ არის ანაზღაურებული შესრულებული სამუშაოს ღირებულება და მოპასუხის დავალიანება შპს ”S------------------------”-ს მიმართ შეადგენდა 56 626.48 აშშ დოლარს. შესაბამისად, ამ თანხის დაკისრების თაობაზე სარჩელი საფუძვლიანს წარმოადგენდა და დაკმაყოფილდა. 2.8. იმაზე მითითებით, რომ მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა, დადგენილ 5 დღიან ვადაში არ გადაიხადა შეთანხმებით გათვალისწინებული თანხა, არსებობდა 2014 წლის 17 ოქტომბრის ხელშეკრულების 5.4 პუნქტის შესაბამისად, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი, რაც არ უნდა აღემატებოდეს არსებული ხელშეკრულების ძირითადი თანხის 5%-ს. ვინაიდან, ხელშეკრულების ძირითადი თანხის -120 389,50 აშშ დოლარის 5%-ი შეადგენდა 6019,47 აშშ დოლარს, მოსარჩელეს მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 6019,47 აშშ დოლარის გადახდა . 2.9. გაზიარებული არ იქნა მოპასუხის მტკიცება იმის თაობაზე, რომ სამუშაოები შესრულებული იყო ხარვეზით და ვადის დარღვევით, ობიექტზე აღჭურვილობა არ შეესაბამებოდა ტექნიკურ გადაწყვეტილებებს და ვინაიდან, შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით არ იყო წარმოდგენილი მომსახურების/სამუშაოების უნაკლოდ გაწევის სათანადო დოკუმენტები (ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტი, საგადასახადო ანგარიშფაქტურა), ადასტურებდა, რომ შპს ”S------------------------”-ს არ შეუსრულებია მეოთხე და მეხუთე ეტაპის სამუშაო. სასამართლომ მიუთითა, რადგანაც 2017 წლის მარტში ლიფტები გამართული და ვარგისი იყო ფუნქციონირებისათვის, ადასტურებდა, რომ მოსარჩელე მხარემ უზრუნველყო სამუშაოების დასრულება, ხოლო სს “ი-----------–-------------–---------------------------–--------------–----------------–--–ი”-მ მიიღო შესრულება. შესაბამისად, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 11 იანვრის №--------- ექსპერტიზის დასკვნაში ასახული ნაკლოვანებები ვერ ჩაითვლებოდა შესრულებული სამუშაოსათვის თანხის ანაზღაურების დამაბრკოლებელ გარემოებად.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. აპელანტის განმარტებით, არასწორია სასამართლოს მითითება, რომ თითქოსდა სამუშაოები სრულად შესრულდა, თუმცა ვადის დარღვევით და, რომ აღნიშნულის თაობაზე შემკვეთს პრეტენზია არ განუცხადებია. მოსარჩელემ, პირველი სამი ეტაპის სამუშაოები მართალია ვადის დარღვევით შეასრულა, მაგრამ მათ ხელი არ შეუშლიათ მიღება-ჩაბარების პროცედურებისათვის და მაინც განახორციელეს თანხების ჩარიცხვა, რათა შესაბამისი დაფინანსებით ხელი შეეწყოთ მოსარჩელესათვის ვალდებულების სრულად შესრულებაში. 3.2. გადაწყვეტილებით არასწორად იქნა დადგენილი, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მე-4 და მე-5 ეტაპის სამუშაოები ყოველგვარი ხარვეზის გარეშე, უნაკლო სახით შეასრულა. ამ მსჯელობის საწინააღმდეგოდ მათ წარმოადგინეს 2015 წლის 21 ოქტომბრის შუალედური დეფექტური აქტი, რომელსაც ხელს აწერს მოსარჩელისა და მოპასუხის ტექნიკური ზედამხედველები, ასევე წარმოადგინეს სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, სადაც ექსპერტი ამომწურავად მიუთითებს ლიფტების ტექნიკური გაუმართაობების შესახებ. 3.3. შემკვეთმა, 2015 წლის 14 აპრილის, 2015 წლის 16 სექტემბრის, 2015 წლის 14 ოქტომბრის და 2015 წლის 09 ნოემბრის წერილობითი კორესპოდენციებით მოსარჩელეს შესთავაზა დახმარება, მისცა დამატებითი გონივრული ვადა, არ შეუშლია ხელი მუშაობაში, შესაძლებლობის ფარგლებში სრულად გადარიცხა თანხები, არ მოუთხოვია პირგასამტეხლო, რითაც მათი მხრიდან სრულად ამოიწურა ყოველგვარი კეთილსინდისიერი, გონივრული და ლოგიკური ქმედების განხორციელება, თუმცა მოსარჩელემ ვალდებულება მაინც არ შეასრულა. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მოსარჩელის მუშებმა ობიექტი დატოვეს 2015 წლის 14 ოქტომბერს და არცერთი მათგანი ამის შემდგომ სამუშაოდ არ გამოცხადებულა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, 2015 წლის 15 დეკემბერს, ისინი იძულებულნი გახდნენ შეეწყვიტათ მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულება 13.3.2 პუნქტის საფუძველზე. 3.4. საქმის მასალებით უტყუარად დადასტურებულია, რომ ლიფტები ექსპლუატაციაში შევიდა 2017 წელს, ხოლო ექსპლუატაციაში მისი შეყვანა განახორციელა მოპასუხემ თავისი დანახარჯებით და სხვა სპეციალისტების დახმარებით. ექსპერტიზის დასკვნის შემდგომ, ლიფტების ექსპლუატაციაში მიღების ფაქტი ადასტურებს მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას და მოპასუხის მიერ სამუშაოების დასრულების ფაქტს. შესაბამისად, სასამართლოს მიერ, მათი მხარისათვის თითქოსდა მოსარჩელეს მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულების, ასევე პირგასამტეხლოს დაკისრება უკანონო და დაუსაბუთებელია.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. პალატა იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1-2.6 პუნქტებში დაფიქსირებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით მიუთითებს შემდეგს: 2014 წლის 17 ოქტომბერს, სს “ი-----------–-------------–---------------------------–--------------–----------------–--–ი”-ს (დამკვეთი) და შპს ”S------------------------”-სა (შემსრულებელი) შორის დადებული №SAX-YAL-17-10-2014/W კონტრაქტის (ნარდობის ხელშეკრულება) თანახმად: შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი არის დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ შემსრულებელმა შეასრულა, ხოლო დამკვეთმა ჩაიბარა აქტში მითითებული სამუშაოები/მომსახურება და დამკვეთს არ გააჩნია პრეტენზიები შესრულებული სამუშაოების ხარისხთან დაკავშირებით (2.11 პუნქტი); სამუშოები/მომსახურება მოიცავდა ყველა სამუშაოს და მომსახურებას, რომელსაც შეასრულებს შემსრულებელი დამკვეთისათვის, წინამდებარე ხელშეკრულების №1 დანართის შესაბამისად (2.15 პუნქტი); შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება განხორციელდებოდა ეტაპობრივად, შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების შუალედური აქტის ხელმოწერის შემდეგ (5.2 პუნქტი); „შემსრულებელმა“ უნდა წარუდგინოს „დამკვეთს“ ანგარიშ-ფაქტურა ყოველი გადახდისათვის, პუნქტი 5.2 თანახმად (5.3. პუნქტი). სამუშაოს/მომსახურების ხარისხთან დაკავშირებული ნებისმიერი პრეტენზია დამკვეთს უნდა წარედგინა შემსრულებლისათვის წერილობითი ფორმით, კონტრაქტში შეთანხმებული წესით (14.1 პუნქტი). (იხ. ტომი 1, ს/ფ 41-59). 4.2. საქმეში წარმოდგენილი 14.04.2015წ. წერილით ირკვევა, რომ სს “ი-----------–-------------–---------------------------–--------------–----------------–--–ი”-ს დირექტორი (დამკვეთი), შპს ”S------------------------”-ს (შემსრულებელი, მენარდე) თხოვდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა სამონტაჟო სამუშაოს 2015 წლის 25 აპრილამდე დასრულებას, გარდა პანორამული ლიფტის სამონტაჟო სამუშაოებისა. აღნიშნულ წერილზე, შპს ”S------------------------”-ის 15.04.2016წ. პასუხის თანახმად, სამონტაჟო სამუშაოებზე შეფერხებები გამოწვეული იყო მწარმოებლის ბრალით, რის გამოც ისინი მწუხარებას გამოთქვამდნენ. (იხ. ტომი 1, ს/ფ 81, 83-84). 4.3. საქმეში წარმოდგენილი 10.09.2015წ. წერილის თანახმად, სს “ი-----------–-------------–---------------------------–--------------–----------------–--–ი”-ს დირექტორი (დამკვეთი), შპს ”S------------------------”-ს (შემსრულებელი, მენარდე) სთხოვდა წარმომადგენლის ობიექტზე გამოცხადებას, რათა მომხდარიყო მე-4 და მე-5 ეტაპის სამუშაოების შემოწმება. დადებით შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოხდებოდა აქტებზე ხელმოწერა და ანაზღაურება. (იხ. ტომი 1, ს/ფ 96). 4.4. საქმეში წარმოდგენილი 15.12.2015წ. წერილით ირკვევა, რომ სს “ი-----------–-------------–---------------------------–--------------–----------------–--–ი”-ს დირექტორმა (დამკვეთი), შპს ”S------------------------”-ს (შემსრულებელი, მენარდე) აცნობა, რომ დამატებითი ვადის განსაზღვრის მიუხედავად, მენარდეს მიერ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულება შეწყვიტეს (ტ.2.ს.ფ.58-60). შპს ”S------------------------” არ დაეთანხმა ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტს და ამ წერილის პასუხად, 2015 წლის 22 დეკემბერს აცნობა დამკვეთს, რომ მიმართული ჰქონდათ ექსპერტიზის ბიუროსათვის სამუშაოთა სრული მოცულობით შესრულების თაობაზე დასკვნის მისაღებად (ტ.2.ს.ფ.67-69). 4.5. 2019 წლის 11 მარტს, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, მოსარჩელის შუამდგომლობით მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა, კ------------- შ---–-–---–--, რ----–-- ლ----------------, ტ------– შ---–-–---–--, ვ------- ჯ----–---- აჩვენეს, რომ მათი ვალდებულება იყო ლიფტების სამონტაჟო სამუშაოები, ხოლო თავად ლიფტების შეძენა დამკვეთის (მოპასუხის) ვალდებულებას წარმოადგენდა. შპს „S------------------------”-ის მხრიდან მართალია დაგვიანებით, თუმცა ვალდებულება სრულად იქნა შესრულებული. სამუშაოების დასრულებისას ნაწილობრივ ხარვეზები გამოვლინდა, რაც გამოასწორეს და მათივე მონაწილეობით მოახდინეს ლიფტების ექსპლოატაციაში მიღება. 4.6 2019 წლის 24 აპრილს, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, მოპასუხის შუამდგომლობით მოწმის სახით დაკითხულმა პირმა, კ----–-- დ-------- აჩვენა, რომ პანორამული ლიფტი დაამონტაჟა თურქულმა კომპანიამ. 4.7. 2019 წლის 24 აპრილს, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, მოპასუხის შუამდგომლობით მოწმის სახით დაკითხულმა ი-----–- ს----------- აჩვენა, რომ იგი მუშაობდა სს “ი-----------–-------------–---------------------------–--------------–----------------–--–ი”-ს იურისტად. შპს „S------------------------”-სა და სს “ი-----------–-------------–---------------------------–--------------–----------------–--–ი”-ს შორის ურთიერთობა დაიძაბა მას შემდეგ, რაც შპს „S------------------------”-მა ხარისხიანად ვერ მოახდინა ლიფტების მონტაჟი, კერძოდ ლიფტები არ იყო გამართულ მდგომარეობაში და მათი მოთხოვნის მიუხედავად, ხარვეზები არ იქნა გამოსწორებული. ლიფტების ჩაბარების დროს დაუკავშირდნენ შპს „S------------------------”-ს წარმომადგენლებს. ისინი, მართალია ესწრებოდნენ ლიფტების ჩაბარებას, თუმცა ფინანსური ხარჯი და დოკუმენტაცია (პასპორტები) მთლიანად სს “ი-----------–-------------–---------------------------–--------------–----------------–--–ი”-მ გაიღო. მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყდა იმგვარად, რომ ისინი (შემსრულებელი) ფაქტობრივად არ ცხადდებოდნენ სამუშაოზე, ხოლო სს “ი-----------–-------------–---------------------------–--------------–----------------–--–ი”-ს მათთვის სამუშაოს შესრულებაზე ხელი არ შეუშლია. პანორამული ლიფტი ჩამოვიდა დაგვიანებით, დაახლოებით 2016 წლის ბოლოს-2017 წლის დასაწყისში. ამ დროისთვის შპს „S------------------------” ისევ მუშაობდა ამ ობიექტზე. პანორამული ლიფტის მონტაჟის დროს იგი (ი.სურმანიძე) აღარ მუშაობდა სს “ი-----------–-------------–---------------------------–--------------–----------------–--–ი”-ში და რამდენადაც შემდეგში მისთვის ცნობილი გახდა, მისი მონტაჟი მოახდინა თურქულმა კომპანიამ. 4.8. სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე შპს „S------------------------”-ის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მე-4-5 ეტაპის სამუშაოების დასრულების შემდეგ, სახელშეკრულებო დავალიანების 56626,48 აშშ დოლარის ანაზღაურების მოთხოვნით, სს “ი-----------–-------------–---------------------------–--------------–----------------–--–ი”-სთვის ანგარიშ-ფაქტურა არ წარუდგენიათ. სამართლებრივი დასაბუთება 4.9. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ შპს ”S------------------------”-სა (შემსრულებელი) და სს “ი-----------–-------------–---------------------------–--------------–----------------–--–ი”-ს (დამკვეთი) შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს 2014 წლის 17 ოქტომბრის №SAX-YAL-17-10-2014/W კონტრაქტიდან - ნარდობის ხელშეკრულებიდან. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში დასადგენია, 1) ვინ და როდის განახორციელა ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მე-4 და მე-5 ეტაპის სამუშაოები, 2) არსებობდა, თუ არა შესრულებული სამუშაოს ღირებულების მენარდესათვის გადახდის საფუძველი და 3) ასეთის არსებობის შემთხვევაში, მისი დაყოვნებისათვის, შემკვეთისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობები. 4.10. სადავო საკითხების გარკვევის მიზნით, პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტზე, რომლის მიხედვითაც, მხარემ უნდა ამტკიცოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა დამტკიცება მისთვის ობიექტურად შესაძლებელია. ყოველი კონკრეტული დავის გადაწყვეტისას, აღნიშნული სტანდარტის გამოყენება დამოკიდებულია იმ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის შინაარსზე, რომლიდანაც გამომდინარეობს სასარჩელო მოთხოვნა, რადგან მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განისაზღვრება ის ფაქტები, რომლებიც თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს. ამდენად, მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი სტანდარტიდან გამომდინარე, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. 4.11. სსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. 4.12. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულების, შპს ”S------------------------”-ს მიმართ სს “ი-----------–-------------–---------------------------–--------------–----------------–--–ი”-ს 15.12.2015წ. წერილით ირკვევა, რომ მხარეთა შორის ნარდობის ხელშეკრულება შეწყდა 2015 წლის დეკემბერში. ამ ვადაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ჯეროვნად შესრულების, კერძოდ ყველა ლიფტის დამონტაჟებისა და გამართულ მდგომარეობაში მოყვანის დასადასტურებლად, მოსარჩელემ მიუთითა მტკიცებულებებზე: თავად ხელშეკრულებაზე, მოწმეთა ჩვენებებზე და ლიფტების ინსპექტირების სერთიფიკატებზე. მოსარჩელეს მიერ მითითებული ფაქტების უარსაყოფად და იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ მე-4 და მე-5 ეტაპის სამუშაოები თავად განახორციელა, მოპასუხემ (აპელანტი) წარმოადგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 11 იანვრის №--------- ექსპერტიზის დასკვნა და მოწმეთა ჩვენებები. 4.13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, პალატას მიაჩნია, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 11 იანვრის №--------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის ლიფტები დამონტაჟებული იყო, თუმცა გააჩნდა ხარვეზები; ვინაიდან, მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია ექსპერტიზის დასკვნაში დაფიქსირებული ხარვეზების გამოსწორების მიზნით სხვა კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება ან დამატებით ხარჯების გაწევის რაიმე სახის მტკიცებულება, მხოლოდ მისი მითითება ასევე, მისივე შუამდგომლობით დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები, ვერ მიიჩნევა ამ ფაქტის დასადასტურებლად სათანადო მტკიცებულებად. 4.14. იმის გათვალისწინებით, რომ ლიფტების ინსპექტირების სერთიფიკატებით დგინდება 2017 წლის მარტში, ქ. ბათუმში, ფ-------------------ში მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში დამონტაჟებული ლიფტების გამართულობა, ამასთან თავად მოპასუხე მხარის შუამდგომლობით დაკითხული მოწმის, ი-----–- ს----------- ჩვენებითაც დასტურდება, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, 2016-2017 წლებში ობიეტზე მუშაობას აგრძელებდა შპს ”S------------------------” და რომ დამკვეთს მენარდესთვის ვადის გასვლის შემდეგაც არ შეუშლია ხელი სამუშაოს განხორციელებაში, პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის შუამდგომლობით დაკითხული ყველა მოწმის ჩვენება, რომლებმაც მიუთითეს, რომ ნაკლის აღმოფხვრა და ლიფტების გამართულ მდგომარეობამდე მიყვანა მათ მიერ განხორციელდა დამაჯერებელია. ამდენად, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტი იმის თაობაზე, რომ ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ლიფტების მონტაჟისა და გამართულ მდგომარეობაში მოყვანის ყველა სამუშაო, მათ შორის მე-4 და მე-5 სტადიის სამუშაოები შპს ”S------------------------”-მ განახორციელა დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს. 4.15. პალატა აღნიშნავს, მართალია შემკვეთმა, სს “ი-----------–-------------–---------------------------–--------------–----------------–--–ი”-მ ნება გამოავლინა და ნარდობის ხელშეკრულება შეწყვიტა 2015 წლის დეკემბერში, მაგრამ, რადგანაც ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა სამუშაო შპს ”S------------------------”-მ შეასრულა (ნაწილი ხელშეკრულების მოქმედების ვადაში და ნაწილი მის შემდეგ), მოსარჩელეს მოთხოვნა, ამ სამუშაოსთვის გათვალისწინებული თანხის სრულად ანაზღაურების თაობაზე დასაბუთებულია. შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა შესრულებული სამუშაოს დარჩენილი ღირებულება-56626,48 აშშ დოლარი არსებითად სწორია. 4.16. რაც შეეხება მოსარჩელეს მოთხოვნას თანხის გადაუხდელობის გამო ხელშეკრულების 5.4 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე სააპელაციო პალატა განმარტავს შემდეგს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. მხარეთა შორის გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულების 5.3 და 5.4. პუნქტების შესაბამისად, დამკვეთის მიერ თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო, „შემსრულებლის“ მიერ, ანგარიშ-ფაქტურის წარდგენიდან 5 სამუშაო დღეში. არადროული გადახდის შემთხვევაში, დამკვეთს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, გადაუხდელი თანხის 0,07%-ის სახით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, არაუმეტეს ხელშეკრულების ძირითადი თანხის 5%-ს. შპს ”S------------------------”-ის წარმომადგენლის განმარტებით ირკვევა, რომ მე-4, მე-5 ეტაპის სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების მიზნით, ანგარიშ-ფაქტურები დამკვეთისათვის არ წარუდგენიათ. ვინაიდან, ხელშეკრულების მოქმედების ვადაში მენარდეს მე-4, მე-5 ეტაპის სამუშაოები უნაკლოდ არ შეუსრულებია და ხარვეზების გამოსწორება მოახდინა ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სს “ი-----------–-------------–---------------------------–--------------–----------------–--–ი”-სთვის (შემკვეთი) ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი. 4.17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ახალ გადაწყვეტილებას, თუ სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საპროცესო სამართლის ნორმა, რამაც არასწორი გადაწყვეტილება გამოიწვია, ან თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შეფასება შეუძლებელია. თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, ნაწილობრივ არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის გამოც პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში შპს ”S------------------------”-ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 385-ე მუხლისა და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, ამ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია და ამავე კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თვლის, რომ სს “ი-----------–-------------–-------------------------------------------- წარმოდგენილი უცხოური საწარმოს ფილიალი „ს--------------–-------------–--------------------------–--------------–----------------–--–--------------------) სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება მოპასუხისათვის, შპს ”S-------------------------ის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს-6019,47 აშშ დოლარის დაკირების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება; შპს ”S-------------------------ის სასარჩელო მოთხოვნა სს “ი-----------–-------------–-------------------------------------------- წარმოდგენილი უცხოური საწარმოს ფილიალი „ს--------------–-------------–--------------------------–--------------–----------------–--–--------------------) მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს; სხვა ნაწილში გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, შპს ”S-------------------------ს, სს “ი-----------–-------------–-----------------------ი”-ს წარმოდგენილი უცხოური საწარმოს ფილიალი „სს ი-----------–-------------–-----------------------ის წარმომადგენლობა საქართველოში”-ს სასარგებლოდ უნდა გადახდეს, დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად, სააპელაციო წარმოებისათვის წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 672,61 ლარი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს “ი-----------–-------------–-------------------------------------------- სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება მოპასუხისათვის, შპს ”S-------------------------ის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს-6019,47 აშშ დოლარის დაკირების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს ”S-------------------------ის სასარჩელო მოთხოვნა სს “ი-----------–-------------–-------------------------------------------- წარმოდგენილი უცხოური საწარმოს ფილიალი „სს ი-----------–-------------–-----------------------ის წარმომადგენლობა საქართველოში”-ის (ს/კ---------) მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
4. სხვა ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
5. შპს ”S-------------------------ს, სს “ი-----------–-------------–-------------------------------------------- წარმოდგენილი უცხოური საწარმოს ფილიალი „სს ი-----------–-------------–-----------------------ის წარმომადგენლობა საქართველოში”-ს (ს/კ---------) სასარგებლოდ დაეკისროს, სააპელაციო წარმოებისთვის წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის-672,61 ლარის ანაზღაურება;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: თამარ სვანიძე
ლაურა მიქავა