გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210015001185997
2-4164/15
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21/02/2018 წელი ქ.ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე გოჩა ფუტკარაძე
სხდომის მდივანი ნინო ცინცაძე
მოსარჩელე: შპს “P-------------”
წარმომადგენელი: ჯ--------–-----ი
მოპასუხე: შპს „მ-----------------ი“
წარმომადგენელი: ა-----------–--ე
დავის საგანი: თანხის დაკისრება
შეგებებული სარჩელი:
მოსარჩელე: შპს „მ-----------------ი“
წარმომადგენელი: ა-----------–--ე
მოპასუხე: შპს “P-------------”
წარმომადგენელი: ჯ--------–-----ი
დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
შპს “P-------------” სასარჩელო განცხადებით მოითხოვს შპს „მ-----------------ს“ დაეკისროს:
- ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულებული სამუშაოს ღირებულების 429 601.41 ევროს გადახდა;
- მიუღებელი შემოსავალის სახით თვეში 3491 ევროს ანაზღაურება 2015 წლის 01 ივნისიდან გადაწყვეტილების სრულ აღსრულებამდე.
სასარჩელო მოთხოვნა დაფუძნებულია შემდეგ არგუმენტებზე:
2014 წლის 06 მარტს, შპს “P-------------”-ს და შპს „მ-----------------ს“ შორის გაფრომდა ნარდობის ხელშეკრულება სასტუმრო ,,L-------”-ის ფასადის მშენებლობისა და ფასადის მოპირკეთების სამუშაოების შესახებ. ხელსეკრულებით შპს “P-------------”-მ იკისრა ვალდებულება შეთანხმებული პროექტის შესაბამისად მოაწყოს სასტუმრო ,,L-------”-ის ფასადი. თავის მხრივ შპს „მ-----------------მა“ იკისრა ვალდებულება შესრულებული სამუშაოების სანაცვლოდ შპს “P-------------”-ს აუნაზღაუროს 2 509 535.27 ევრო. შპს “P-------------”-მ ნაკისრი ვალდებულება შეასრულა და სათანადოდ მოაწყო სასტუმრო ,,L-------”-ის ფასადი. მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულა, გადაიხადა 2 089 933.86 ევრო. გადასახდელი დარჩა 429 601.41 ევრო. მოპასუხე თავს იკავებს დასახელებული თანხის გადახდისაგან.
მოსარჩელის წარმომადგენელი განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობით მოპასუხე აკარგვინებს შემოსავალს და ამ გზით აყენებს ზიანს. თუ მოპასუხე დროულად შეასრულებდა ვალდებულებას და გადაუხდიდა კუთვნილ 429 601.41 ევროს, მაშინ მოსარჩელე თანხას განათავსებდა ანაბარზე და მიიღებდა ყოველწლიურად 10 %-იან სარგებელს. მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობით შპს “P-------------”-მ დაკარგა თვეში 3491 ევრო.
1.1. მოპასუხის პოზიცია
შპს „მ-----------------ი“ სარჩელს არ ცნობს. მისი წარმომადგენელი განმარტავს, რომ შპს “P-------------”-მ ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა. მის მიერ დამონტაჟებული ფასადი არის უხარისხო, პროექტთან შეუსაბამო და არაჯეროვანი. სასტუმრო ,,L-------”-ის ფასადზე დამოტაჟებული მინები გამოსცემს ხმას, იმტვრევა შუშები, ასევე შემინვა ვერ ინარჩუნებს ტემპერატურას. დარღვეულია, როგორც გამოყენებული მასალის, ისე დამონტაჟების წესი. მოსაჩელეს გამოყენებული აქვს ნაკლები სილიკონი და შეთანხმებული მასალისაგან განსხვავებული მასალა. დასამონტაჟებელია გაფართოების შუასადები ბუდეები, რომელიც შიდა და გარე ტემპერატურის სხვაობისას თავიდან აიცილებს მინების გაფართოებით გამოწვეულ პრობლემებს. გამოსასწორებელია თბოიზოლაცია. საჭიროა განხორციელდეს ხარაჩოების მონტაჟი, დამონტაჟებული მასალების დემონტაჟი და ნაკლოვანებების გარეშე სამუშაოების ხელახლა ჩატარება. უნდა აღმოიფხვრას გაფართოების, გაფართოებით გამოწვეული ხმების, ტემპერატურის და მინების მზიდავი სოლებთან დაკავშირებული პრობლემები. ფასადს აქვს სხვა პრობლემებიც, მინების გადაბმის ადგილების შეუვსებლად დატოვების გამო დარჩენილი სივრცეები იწვევს ტემპერატურის დაკარგვას, რაც ზრდის ზაფხულში გაგრილების და ზამთარში გათბობის დანახარჯებს. კომპოზიტური პანელები დამაგრებულია არასათანადოდ და არსებობს მათ ჩამოვარდნის საფრთხე. ამ და სხვა გარემოებათა გამო მოპასუხე მიიჩნევს, რომ შესრულება ნაკლიანია და მისი გამოსწორება ითხოვს დიდ ხარჯებს, რის გამოც მათ მოსარჩელეს არ გადაუხადეს 429 601.41 ევრო. მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ არ შეასრულა ვალდებულება ჯეროვნად, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას.
2. შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა
შპს „მ-----------------ი“ შეგებებული სარჩელით მოითხოვს შპს “P-------------”-ს დაეკისროს:
- ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით დამდგარი ზიანის ანაზღაურების მიზნით 1 117 102.08 აშშ დოლარი გადახდა;
- ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ზედმეტად გადახდილი ელექტროენერგიის ხარჯების ანაზღაურება 2015 წლის ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ზაფხულში ყოველთვიურად 19 729.1 ლარი, დანარჩენ თვეებში 16 110.4 ლარი.
შეგებებული სარჩელი დასაბუთებულია შემდეგი არგუმენტებით:
2014 წლის 06 მარტის ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე შპს “P-------------”-მ შპს „მ-----------------ის“ დაკვეთით მოაწყო სასტუმრო ,,L-------”-ის ფასადი. შპს “P-------------”-მ სამუშაო შეასრულა არაჯეროვნად. ფასადი მოაწყო პროექტის შეუსაბამოდ, რის გამოც ის მოითხოვს თავიდან ხელახლა მოწყობას. ტემპერატურის ცვლილებისას სასტუმროს ნომრებში ისმის ფასადის მიერ გამოცემული ხმები, ფიქსირდება ფასადების ჩამსხვრევის შემთხვევები. ასევე მინები ვერ აკავებს ჰაერს, რაც იწვევს გათბობისა და გაგრილების დანახარჯის 25 %-ით ზრდას. არაჯეროვანი თბოიზოლაციის გამო არ ხერხდება ტემპერატურის შენარჩუნება. მოსარჩელე ზაფხულის თვეებში ყოველთვიურად ზედმეტად ხარჯავს 19 729.1 ლარის ელექტრო ენერგიას, ზამთარში კი ზედმეტად ხარჯავს 16 110.4 ლარის ელექტრო ენერგიას. ხარვეზების გამოსწორებისათვის აუცილებებლია ფასადის დემონტაჟი და ახალი ფასადის მშენებლობა. აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად საჭიროა გაწეული იქნას 1 117 102.08 აშშ დოლარის ღირებულების სამუშაოები. მიაჩნია, რომ ამ სამუშაოების გაღება აუცილებელი გახდა მოპასუხის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო. შესაბამისად ზიანი უნდა აანაზღაუროს შპს “P-------------“-მ.
2.1. შეგებებული სარჩელის მოპასუხის პოზიცია
შპს “P-------------” სარჩელს არ ცნობს. მისი წარმომადგენელი განმარტავს, რომ შპს “P-------------”-მ ნაკისრი ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად. შესაბამისად მისი ქმედებით მოსარჩელე არ დაზარალებულა. სასტუმროს ფასადი მოეწყო პროექტის შესაბამისად სათანადოდ, რაც გამორიცხავს მოსარჩელის პრეტენზიის საფუძვლიანობას. მოთხოვს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს “P-------------” სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2008 წლის 20 ივნისიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
· ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, ტ. 1-ლი, ს. ფ. 16-17.
3.1.2. შპს „მ-----------------ი“ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2011 წლის 14 ნოემბრიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
· ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, ტ. 1-ლი, ს. ფ. 18-19.
3.1.3. 2014 წლის 06 მარტს, შპს “P-------------”-ს და შპს „მ-----------------ს“ შორის გაფრომდა ,,ბ------------------------–-----–---ის”, ფასადის მოპირკეთების სამუშაოების ნარდობის ხელშეკრულება, რომლითაც შპს “P-------------”-მ იკისრა ვალდებულება შპს „მ-----------------ის“ დაკვეთით, ქ. ბათუმში, გ------–---–---------ში მდებარე სასტუმროზე ჩაატაროს გარე ფასადის მოსაპირკეთებელი სამუშაოები დამტკიცებული პროექტების დეტლური მონაცემების და შესაბამისი არქტიტექტორული წესების მიხედვით. შპს „მ-----------------მა“ იკისრა ვალდებულება შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების მიზნით შპს “P-------------”-ს გადაუხადოს 2 509 535.27 ევრო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
· 2014 წლის 06 მარტის ნარდობის ხელშკრულება. ტ. 1-ლი, ს. ფ. 20-69.
3.1.4. უდაო ფაქტობრივი გარეომოება ის, რომ შპს “P-------------”-მ მოსპასუხის დაკვეთა შეასრულა და განახორციელა შპს „მ-----------------ის“ კუთვნილი სასტუმრო ,,L-------”-ის ფასადის მოწყობისა და მოპირკეთების სამუშაოები. შესრულებული სამუშაოების ანაზრაურების მიზნით მოსარჩელემ მოპასუხეს წარუდგინა 8 დღგ-ს ანგარიშფაქტურა. შპს„მ-----------------მა “ საგადასახადო ანაგრიშფაქტურები დაადასტურა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
· მხარეთა განმარტებები.
· ფოტოსურათები, ტომი 1-ლი, ს. ფ. 81-88.
· საგადასახადო ანაგრიშფაქტურები ტომი 1-ლი, ს. ფ. 79-80.
3.1.5. მხარეები არ დაობენ მასზე, რომ შესრულებული სამუშაოების ღირებულებათა ანაზღაურების მიზნით, შპს„მ-----------------მა“ შპს “P-------------”-ს გადაუხადა 2 089 933. 86 ევრო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
· ანგარიშის ბარათი, ტომი 1-ლი, ს. ფ. 71-72.
· მხარეთა განმარტებები
3.1.6. შპს „მ-----------------მა“, შპს “P-------------”-ს არ გადაუხადა 429 601.41 ევრო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
· ანგარიშის ბარათი , ტომი 1-ლი, საქმის ფურცელი 71-72.
· მხარეთა განმარტებები
3.1.7. მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ ფასადის მოწობის სამუშაოების დასრულების შემდეგ, სასტუმრო ,,L-------” ამოქმედდა, მასში მოწყობილია სასტუმრო, რესტორნები, კაფეები, სპა-ცენტრი, სამორინე და სხვა ტიპის სალონები, შესაბამისად ღებულობს სტუმრებს და აწარმოებს ბიზნეს საქმიანობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
· ფინანსური აუდიტის ანგარიში. ტომი 2, ს. ფ. 107-143
· იჯარის ხელშეკრულება. ტომი 2, ს. ფ. 144-166, 198-241
· მხარეთა განმარტებები
3.2. დადგენილი სადაო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეებს შორის ძირითადი სადაო გარემოებაა:
- სასტუმრო ,,L-------”-ის გარე ფასადის ჯეროვანი მოწყობა. როგორც ძირითადი სარჩელი, ისე შეგებებული სარჩელიც, გარე ფასადის სათანადო მშენებლობასა და მოპირკეთების საკითხის დადგენაზეა დამოკიდებული;
- სასტუმრო ,,L-------”-ის ფასადის დემონტაჟისა და ახალი ფასადის მოწყობის ღირებულება;
- თბოიზოლაციისა და ფასადის სხვა არაჯეროვანების გამო ელექტრო ენერგიის ზედმეტად გადახდლი თანხით დამდგარი ზიანის ოდენობა.
3.2.2. მხარეებს შორის სხვა გარემოებებიცაა სადაო, მაგრამ დავის გადაწყვეტისათვის ამ გარემოების დადგენა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.
3.2.3. სადაო ფაქტებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებს. მათ მიერ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები გამორიცხავენ თითოეული მხარის მიერ დასახელებული ფაქტების არსებობას. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის მიერ დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტების არსებობას.
3.2.4. სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოების სადაოობისას სასამართლო ხელმძღვანელობს შეჯიბრებითობის, დისპოზიციურობისა და თანასწორობის პრინციპით, რაც გულისხმობს მას, რომ საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ ფაქტის მტკიცება ობიექტურად შესაძლებელი იყოს. მხარეს, რომელსაც დაეკისრება რომელიმე ფაქტის დამტკიცება, მისთვის ასეთი გარემოების დამტკიცება ობიექტურად შესაძლებელი უნდა იყოს. მხარეებს არ უნდა დაეკისროთ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია. სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობების ჯეროვანი შესრულება და სახელშეკრულებო პირობებით გათვალისწინებული ფასადის მოწყობა და დამონტაჟება უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ. სახელშეკრულებო პირობების ფასადის მოწყობის ვალდებულება მოსარჩელეს გააჩნდა, ამიტომ თვითონ უნდა წარმადგინოს მტკიცებულებები და დაამტკიცოს, რომ ფასადი ისე მოაწყო, როგორც ხელშეკრულებით იყვენ შეთანხმებული. ამ გარემოების დადგენა შესაძლებელია სპეციალისტის განმარტებით და ექსპერტიზის დასკვნებით. შესაძლებელია სხვა მტკიცებულებითაც.
თავის მხრივ შპს ,,მ-----------------ი“ ვალდებულია წარმოადგინოს მტკიცებულებები და დაამტკიცოს, რომ სასტუმრო ,,L-------”-ის გარე ფასადის დემონტაჟისა და ახალი ფასადის მოწყობის ღირებულებაა 1 117 102.08 აშშ დოლარი გადახდა. ასევე ზედმეტად გადახდილი ელექტროენერგიის ხარჯები შეადგენს ზაფხულში ყოველთვიურად 19 729.1 ლარს, დანარჩენ თვეებში 16 110.4 ლარს.
3.2.5. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება არ გამორიცხავს მხარეთა უფლებას, წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომელიც არაა დაკავშირებული დაკისრებული მტკიცების ტვირთთან, მაგრამ დაკავშირებულია საქმის სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან. ამ გზით ისინი შეძლებენ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაბათილებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლიანი განაწილებაა.
3.2.6. შპს “P-------------”, ნაკისრი მოვალეობის ჯეროვანი შესრულების დამტკიცების მიზნით მიუთითებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ სასტუმრო ,,L-------” ამოქმედდა, მასში მოწყობილია სასტუმრო, რესტორნები, კაფეები, სპა-ცენტრი, სამორინე და სხვა ტიპის სალონები, ღებულობს სტუმრებს და აწარმოებს ბიზნეს საქმიანობას. აღნიშნული ადასტურებს მას, რომ მის მიერ მოწყობილი ფასადი ჩვეულებრივი გამოყენებისათვის ვარგისია. ასევე მიუთითებს საგადასახადო ანგარიშფაქტურებზე, რომელიც მან ელექტრონულად გადაუგზავნა მოპასუხეს და თავის მხრივ მოპასუხემაც ანგარიშფაქტურები დაადასტურა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სწორედ ეს გარემოებები ადასტურებს მას, რომ ფასადი მოწყობილია სათანადოდ.
3.2.7. სასამართლომ მტკიცებულებათა საერთო ანალიზის შედეგად, ფასადის სათანადო მოწყობის თაობაზე შპს “P-------------”-ს არგუმენტები არ გაიზიარა. სასამართლო მიიჩნევს, რომ ფასადი მოწყობილია არაჯეროვნად და მას აქვს მნიშვნელოვანი ხარვეზები. სასამართლო ამ მოსაზრებამე მივიდა ქვემოთ მოყვანილი არგუმენტების გათვალისწინებით.
3.2.8. სასამართლო განმარტავს, რომ ფასადის ჯეროვანი მოწყობა, ფაქტობრივი გარემოებაა. მისი არსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. იქედან გამომდინარე, რომ ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცებაში მხარეები ერთმანეთს მტკიცებულებებით ეჯიბრებიან, უნდა არსებობდეს მტკიცებულება ფასადის სათანადო მოწყობის შესახებ. სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას ამათუ იმ ფაქტის არსებობისა. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. წინასწარ დადგენილი ძალა არ აქვს ანგარიშ-ფაქტურებსაც. მხარეთა მირ წარმოდგენილი მტკიცებულებები შეიძლება გამოდგეს ამა თუ იმ ფაქტის დასადასტურებლად ან არ გამოდგეს. საკითხი თუ რამდენად ვარგისია მტკიცებულება ფაქტის დასადგენად, უნდა გადაწყდეს მტკიცებულების შეფასებით. სასამართლომ უნდა შეაფასოს ანგარიშფაქტურები და განმარტოს ეს მტკიცებულებები გამოდგება თუ არა ფასადის ჯეროვანი მოწყობის დადგენისათვის. ასევე შესაფასებელია სასტუმროს ამოქმედებისა და სტუმრების მიღების ფაქტი, არის თუ არა სასტუმროს ფასადის ჯეროვანი მოწყობისათვის საკმარისი მტკიცებულება. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა წარმოადგენს ჩათვლის დოკუმენტს. მისი ფორმები, შევსებისა და წარდგენის წესი რეგულირდება კანონით. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, რომლის გამოწერისა და წარდგენისს წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა შეიძლება გამოიწეროს და წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით, ამ შემთხვევაში იგი კარგავს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის სტატუსს. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი უფლებამოსილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოიწეროს და საქონლის/მომსახურების მიმღებს წარუდგინოს მხოლოდ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისას. ამასთანავე, თუ პირი საქონლის (გარანტირებული სიმძლავრის, ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის ან წყლის) მიწოდებას აღრიცხავს ციკლური დარიცხვებით, როდესაც მომხმარებელთან ანგარიშსწორება ხორციელდება არა კალენდარული თვის, არამედ გარკვეული პერიოდის (ციკლის) განმავლობაში მიწოდებული საქონლის ოდენობის მიხედვით, რომელიც შეიძლება მოიცავდეს როგორც საანგარიშო პერიოდს, ისე საანგარიშოს წინა პერიოდს, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა შეიძლება გამოიწეროს ასეთი პერიოდის (ციკლის) მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ შემთხვევაში დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება არა უგვიანეს ყოველი საანგარიშო პერიოდის ბოლო დღე. ანუ დღგ–ს გადამხდელად რეგისტრირებულ პირს უფლება აქვს, და არა -ვალდებულება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა წარუდგინოს კონტრაჰენტს. თავისი უფლების გამოყენების შესაძლებლობა პირს ეძლევა მხოლოდ საქონლის (მომსახურების) გადაცემისას და ისიც დასაბეგრი ოპოერაციის დროს. დაუშვებელია ფაქტურის გამოწერა და წარდგენა დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დრომდე. თუმცა შეიძლება თვით ამ დროის არჩევა იყოს გადამხდელის ნებაზე დამოკიდებული. აღნიშნული ანალიზის საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ რომ საგადასახადო ანგარუშ-ფაქტურა ის წერილობითი მტკიცებულებებია, რომლითაც შესაძლებელია დავითვალოთ მიწოდებული საქონლის ოდენობა, ან ჩატარებული სამუშაოების მოცულობა, მაგრამ ის არ გამოდგება სამუშაოთა ჯეროვანი შესრულების მტკიცებულებად. ანგარიშფაქტურა არ შეიცავს მონაცემებს გამოყენებული მასალის, მათი ხარისხის, სამუშაოთა პროექტთან შესაბამისობას და სხვა აუცილებელ საკითხების შესახებ. სწორედ ამ საკითხების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ანგარიშფაქტურებით არ დგინდება ფასადების ჯეროვანი მოწყობა. თუ მოწინააღმდეგე მხარე დაადასტურებდა ფასადების ჯეროვან მოწყობას და მას სადაოდ არ გახდიდა, მაშინ ანგარიშფაქტურა ზეპირ განმარტებასთან ერთად გახდებოდა ფასადების ჯეროვანი მოწყობის დამამტკიცებელი ერთერთი მტკიცებულება, მაგრამ მისი სადაოდ გახდომის შემდეგ, ანგარიშფაქტურამ დაკარგა სამუშაოთა ჯეროვანი ჩატარების უტყუარი მტკიცებულების ძალა.
-იხ. ანგარიშფაქტურები. ტ.1. ს.ფ.73-80.
3.2.9. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასტუმროს ამოქმედება არ წარმოადგენს ფასადების ჯეროვნად მოწყობის დამადასტურებელ გარემოებას. ის, რომ ფასადი მოწყობილია და არსებობს სასტუმროს მუშაობის შესაძლებლობა, ეს გარემოება სადაო არაა. ფაქტია, რომ სასტუმრო ფუნქციონირებს, მაგრამ სასტუმროს ფუნქციონირება თავისთავში არ ნიშნავს მას, რომ ფასადი მოწყობილია სთანადოდ და მას წუნი არ აქვს ან მისი დემონტაჟი და ხელახლა აშენება არაა აუცილებელი. ობიექტურად, არაჯეროვანი ფასადის მოწყობის პირობებშიც კი შეიძლება სასტუმროს ფუნქციონირება. ბუნებრივია ეს არასასურველი და მიუღებელია, მაგრამ მსგავსი რამ გამორიცხული ან შეუძლებელი არაა.
3.2.10. შპს ,,მ-----------------ის“ მიერ საქმეში წარმოდგენილია გარე ფასადის ნაკლთან დაკავშირებული რიგი მტკიცებულებები. მათ შორის ერთერთი მტკიცებულებაა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 08 არპილის №5001861716 ექსპერტიზის დასკვნა. ექსპერტიზა ჩატარებული იქნა შპს ,,მ-----------------ის“ დაკვეთით. ექსპერტმა საექსპერტო კვლევით დაადგინა, რომ ქ. ბათუმში შპს “P-------------”-ს მიერ შპს „მ-----------------ის“ საკუთრებაში არსებულ სასტუმრო ლეოგრანდში, ფასადის მოსაპირკეთებელი სამუშაოები არასრულფასოვანია და არაჯეროვანია. სასტუმროს კომპლექსის შიდა მხარეს აღენიშნება სავარაუდოდ ტემპერატურის ცვლილებებისაგან გამოწვეული ხმაური (ტკაცუნი), ხოლო ალუმინის დგარებს შორის არაა მოწყობილი (გრძივი და განივი შეერთებებზე) იზოლაციები. შენობაში ფასადის მინიპაკეტების მხრიდან ზოგიერთ ადგილებში აღენიშნება ჰაერის შემოსვლის კვალი. ექსპერტმა ასევე განმარტა, რომ ზარალის ღირებულების დასადგენად საჭიროა შედგეს პროექტი და ხარჯთაღრიცხვა.
იხ. ექსპერტიზის დასკვნა ტომი 1-ლი, საქმუს ფურცელი 143-177.
3.2.11. სხდომაზე ექპერტმა ბი--------------–---–მა განმარტა, რომ მან კვლევები ჩაატარა ოთახების შერჩევით. მოინახულა დაახლოებით ათამდე ოთახი. საკითხები შეისწავლა ვიზუალური დათვლიერებითა და დაკვირვებით. მან დაადსტურა, რომ ფასადის მოსაპირკეთებელი სამუშაოები არასრულფასოვანია და არაჯეროვანია. სასტუმროს კომპლექსის შიდა მხარეს აღენიშნება სავარაუდოდ ტემპერატურის ცვლილებებისაგან გამოწვეული ხმაური (ტკაცუნი), ხოლო ალუმინის დგარებს შორის არაა მოწყობილი (გრძივი და განივი შეერთებებზე) იზოლაციები. შენობაში ფასადის მინიპაკეტების მხრიდან ზოგიერთ ადგილებში აღენიშნება ჰაერის შემოსვლის კვალი. იგი იმდენად დიდია, რომ ჰაერის შემოდინება იგრძნობა ხელითაც. მან ასევე დაადასტურა, რომ ფასადების ხარვეზების დადგენას სჭირდება ფასადების ინჟინერიის ექსპერტი. მან არ არის ფასადების ინჟინერი, მაგრამ მას აქვს საინჟინრო ექსპერტის გამოცდილება და მას უფლება აქვს ჩაატაროს მსგავსი ტიპის კვლები.
იხ. ბი--------------–---–ის ჩვნება სხდომის ოქმში.
3.2.12 საქმეში წარმოდგენილია თურქეთის მანქანა-დანადგარების ინჟინერთა პალატაში ჩატარებული ექსპერტიზის ამსახველი დასკვნა, რომელსაც სათაურად მითითებული აქვს ,,გარე ფასადის ალუმინის ტექნიკური ანგარიში“. მასში მოცემულია სასტუმრო ლეოგრანდის ფასადის ხარჯთაღრიცხვა, თვითღირებულების ცხრილი და შემოწმების შედეგები. ექსპერტებმა შემოწმების შედეგად გამოავლინეს შემდგეგი პრობლემები:
- ფასადიდან წარმოშობილი მექანიკური ხმის პრობლემა;
- გარე ფასადზე გამოყენებული სილიკონის სიმწირესთან დაკავშირებული პრობლემა;
- ფასადზე მინის დაბზარვასთან დაკავშირებული პრობლემა;
- EPDM ზონარებთან დაკავშირებული პრობლემა;
- შენობაში კომფორტზე ზემოქმედების მქონე ჰაერის სითბოს და ხმის იზოლაციის პრობლემები;
ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ფასადის მოწყობაზე გამოყენებული მასალა სამონტაჟო პროექტთან შეუსაბამოა. ფასადის ჰორიზონტალური პროფილების ვერტიკალურ პროფილებთან კვეთის წერტილებში მონტაჟის დროს სამონტაჟო გამაფართოებელი ჭანჭიკები არ არის გამოყენებული, რის გამოც ტემპერატურის ცვლილებისას მეტალის გაფართოებისა და სართულების რიცხვის ურთიერთზემოქმედების შედეგად ვერტიკალურ პროფილებზე განხორციელებული ზეწოლიდან გამომდინარე შევიწროებები იწვევს დიდი მაშსტაბის ხმაურს. პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია გარე ფასადის ნაკერების სილიკონების თავიდან გაჭრა, გასუფთავება და შემდგომ მინების ამოღება, ყველა სართულზე ჰორიზონტალური გადამბმელების მოხსნა, ალუმინის პორფილების 4 მმ დამოკლება, გამაფართოებელი ჭანჭიკებისა და სამაგრების ვერტიკალურ მზიდავებზე გადაბმის სამონტაჟო სამუშაოების შესრულება. დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ სარემონტო სამუშაოების შემდგომ უნდა განხორციელდეს მინების მონტაჟი და ინტერვალებს შორის სივრცეები უნდა ამოივსოს მზის სხივების გამძლე და ამოვსების თვისების მქონე სილიკონით. უნდა მოხდეს ჰორიზონტალური და ვერტიკალური პროფილების EPDM ზონარების თანაბარ მდგომარეობაში მოყვანა. შემდეგ მინების სიმძიმის გათვალისწინებით მინებზე ხელახლა საკმარისი რაოდენობის ჩამკეტების მოწყობა და მინების დამონტაჟება. EPDM-ის საყრდენი ზონარები უნდა გამოიცვალოს და უნდა განხორციელდეს მინების თანაბარი ზეწოლის უზრუნველყოფა. გაღება-დახურვადი ფანჯრების ფიქსირებული კორპუსები უნდა გასწორდეს თარაზოზე, ხოლო მოძრავი სიცარიელეების იზოლირების შემდეგ, სამონტაჟო სამუშაოების შესრულებით აღმოიფხვრება იზოლაციის პრობლემები. შენობის ფასადის სართულების შუალედური ფენის კედლის შეერთების წერტილში არ არის გაკეთებული იზოლაცია, კომპოზიტური ფურცლების ქვედა ზედაპირების ქვაბამბის ფირფიტები და დაზიანებისაგან დამცავი მასალა არ არის გამოყენებული. დასკვნის მიხედვით ფასადზე შესასრულებელი სამუშაოების, დაზიანებებისა და პრობლემების აღმოფხვრის ღირებულება შეადგენს 1 040 000.00 ევროს.
იხ. მანქანა-დანადგარების ინჟინერთა დასკვნა. ტომი 1-ლი, ს. ფ. 178-192.
3.2.13. შპს „ა-–-------–მა“, შპს „მ-----------------ის“ დაკვეთით გამოიკვლია სასტუმრო ,,L-------”-ის გარე ფასადის ნაკლოვანებები. შპს „ა-–-------–ის“ წარმომადგენელმა ადგილზე დათვალიერებისას მიიჩნია, რომ ფასადის მოწყობისას დაშვებულია რიგი ხარვეზები და მათი აღმოფხვრისათვის საჭიროა შემდეგი ტიპის სამუშაოები:
- გარე ფასადის მინებს შორის ნაკერების გასუფთავება სილიკონის მასალისგან;
- მინების და ფანჯრის დემონტაჟი;
- ყველა ჰორიზონტალური გადამბმელების მოშლა;
- ჰორიზონტალური და ვერტიკალური პროფილების გადამბმელების დემონტაჟი;
- ალუმინის ჰორიზონტალური პროფილების 4 მმ დამოკლება ორივე მხარეს;
- ჰორიზონტალური და ვერტიკალური პორფილების გადამბმელების მონტაჟი, გამაფართოებელი ჭანჭიკებისა და ნაკერის ბალიშების ჩათვლით;
- ყველა კვანძში EPDM გრძივი თუ კუთხის ზონარების მოწესრიგება, საჭიროების შემთხვევაში გამოცვლა;
- ყველა მინის სადები ალუმინის ფირფიტის მონტაჟი;
- მინების მონტაჟი შესაბამისი რაოდენობის დამჭერი კლიფსებით;
- ფანჯრის ჩარჩოების მონტაჟი თარაზოში;
- სართულს შუა სპანდრელური ტიპის პაკეტების უკნიდან 50კგ/მ.კვ ტიპის ქვაბამბით იზოლაციის მოწყობა;
- მინებს შორის ნაკერის ჰერმენტიზაცია შესაბამისი ტიპის სტრუქტურული სილიკონით და ნაკერის შემავსებელი რეზინი გამოყენებით;
- კომპოზიტური პანელის დემონტაჟი, ვენტილირებადი ფასადის ალუმინის კარკასიდან;
- ორთქლის საწინააღმდეგო მემბრანის გადაკვრა იზოლაციის ფენაზე;
-კომპოზიტური პანელის კასეტების მონტაჟი ვენტილირებადი ფასადის ალუმინის კარკასზე;
შპს „ა-–-------–მა“ შეადგინა შეასაბამისი ხარჯთაღრიცხვა, რომლის მიხედვითაც, შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება შეადგენს 1 117 102.08 აშშ დოლარს.
იხ. შპს „ა-–-------–ის“ წერილი და ხარჯთაღრიცხვა. ტომი 1-ლი ს. ფ. 194-213.
3.2.14 საქმეში წარმოდგენილია ,,ნო---–---–-------------------------------–-კის“ ექსპერტის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ექსპერტიზა ჩატარებული იქნა სასტუმრო ,,L-------”-ში სითბური გაჟონვის დასადგენად. სასტუმროში ჩატარებული შემოწმებით დადგენილი იქნა, რომ სასტუმროდან ხდება სითბური გაჟონვა. სითბური გაჟონვა ასევე დადგინდა სასტუმროს გარე ფასადის სისტემაში ჩატარებული კონტროლის შედეგად. ჩატარებული გაზომვებით დადგინდა, რომ გარე მინებში არ შეინიშნება სითბური გაჟონვა. მთლიანად შენობის მასშტაბით, გარე ფასადის მინების შემადგენელ ელემენტებში (რეზინის) შეინიშნება სითბური გაჟონვა. სითბური გაჟონვა განსაკუთრებით ზედმეტია ზღვის მხარეს და ლობის გამყოფილებაში. სითბური გაჟონვის საკითხი შემოწმებული იქნა თერმული კამერის გამოყენებით.
იხ. ,,მო---–---–-------------------------------–-კის” ექსპერტიზის დასკვნა. ტომი მე-4, ს. ფ. 186-259.
3.2.15. 2017 წლის 31 აპრილს, შპს „მ-----------------ის“ დაკვეთით სამშენებლო ინჟინერთა პალატამ განახორციელა სასტუმრო ლეოგრანდის ფასადის კვლევები. კვლევა განახორციელა სამშენებლო ინჟინერმა ა--------------------–უმ. მან კველევის შედეგად დაადგინა, რომ სასტუმროს ფასადი მოწყობილია არასრულყოფილად და აქვს მთელი რიგი პრობლემები, ეს პრობლემებია:
- ფასადზე გამოწვეული მექანიკური ხმის პორბლემა;
- სილიკონის დანაკლისის პრობლემა;
- მინების ჩამსხვრევასთან დაკავშირებული პრობლემები;
- იზოლაციის პრობლემა;
- მინების მონტაჟის პრობლემა;
იხ. ფასადის ალუმინის ტექნიკური ანგარიში. ტ. 4. ს.ფ. 155-166
3.2.15. საერთო ჯამში სასამართლომ ერთობლივად შეაფასა მოსარჩელის ზეპირი განმარტება, შპს „ა-–-------–ის“ წერილი, ა--------------------–უს ფასადის ალუმინის ტექნიკური ანგარიში, მო---–---–-------------------------------–-კის ექსპერტიზის დასკვნა, მანქანა-დანადგარების ინჟინერთა დასკვნა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 08 არპილის №5001861716 ექსპერტიზის დასკვნა, ასევე დასახელებული მტკიცებულებები შეაჯერა საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სასტუმრო ,,L-------”-ის ფასადი არაა ჯეროვნად მოწყობილი. ფასადის მოწყობაზე გამოყენებული მასალა სამონტაჟო პროექტთან შეუსაბამოა. ფასადის ჰორიზონტალური პროფილების ვერტიკალურ პროფილებთან კვეთის წერტილებში მონტაჟის დროს სამონტაჟო გამაფართოებელი ჭანჭიკები არ არის გამოყენებული, რის გამოც ტემპერატურის ცვლილებისას მეტალის გაფართოებისა და სართულების რიცხვის ურთიერთზემოქმედების შედეგად ვერტიკალურ პროფილებზე განხორციელებული ზეწოლიდან გამომდინარე შევიწროებები იწვევს დიდი მაშსტაბის ხმაურს. პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია გარე ფასადის ნაკერების სილიკონების თავიდან გაჭრა, გასუფთავება და შემდგომ მინების ამოღება, ყველა სართულზე ჰორიზონტალური გადამბმელების მოხსნა, ალუმინის პორფილების 4 მმ დამოკლება, გამაფართოებელი ჭანჭიკებისა და სამაგრების ვერტიკალურ მზიდავებზე გადაბმის სამონტაჟო სამუშაოების შესრულება. დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ სარემონტო სამუშაოების შემდგომ უნდა განხორციელდეს მინების მონტაჟი და ინტერვალებს შორის სივრცეები უნდა ამოივსოს მზის სხივების გამძლე და ამოვსების თვისების მქონე სილიკონით. უნდა მოხდეს ჰორიზონტალური და ვერტიკალური პროფილების EPDM ზონარების თანაბარ მდგომარეობაში მოყვანა. შემდეგ მინების სიმძიმის გათვალისწინებით მინებზე ხელახლა საკმარისი რაოდენობის ჩამკეტების მოწყობა და მინების დამონტაჟება. EPDM-ის საყრდენი ზონარები უნდა გამოიცვალოს და უნდა განხორციელდეს მინების თანაბარი ზეწოლის უზრუნველყოფა. გაღება-დახურვადი ფანჯრების ფიქსირებული კორპუსები უნდა გასწორდეს თარაზოზე, ხოლო მოძრავი სიცარიელეების იზოლირების შემდეგ, სამონტაჟო სამუშაოების შესრულებით აღმოიფხვრება იზოლაციის პრობლემები. შენობის ფასადის სართულების შუალედური ფენის კედლის შეერთების წერტილში არ არის გაკეთებული იზოლაცია, კომპოზიტური ფურცლების ქვედა ზედაპირების ქვაბამბის ფირფიტები და დაზიანებისაგან დამცავი მასალა არ არის გამოყენებული, გარე ფასადის მინების შემადგენელ ელემენტებში (რეზინის) შეინიშნება სითბური გაჟონვა. სითბური გაჟონვა განსაკუთრებით ზედმეტია ზღვის მხარეს და ლობის გამყოფილებაში. ფასადს აქვს ასევე სხვა არაჯეროვნებებიც. მათი ერთობლიობა იძლება დასაბუთებული დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას მასზედ, რომ შპს “P-------------”-მ ნაკისრი მოვალეობა ჯეროვნად არ შეასრულა და სასტუმრო ,,L-------”-ის ფასადი არ მოაწყო ხელშეკრულებით გათალისწინებული პირობების შესაბამისად, ასევე ჩვეულებრივი გამოყენებისათვის ვარგისად. მისი წუნი მნიშვნელოვანდაა გამოხატული და ამცირებს მოწყობილი ფასადის ღირებულებას.
3.2.16. შპს “P-------------”-ს წარმომადგენელი განმარტავს, რომ სსიპ ლ----------------–----------------------------–--------ოს დასკვნა ზერელედაა შედგენილი. ექსპერტს არ გამოუკვლევია შენობის ცვეთის, მოვლა-პატრონობის წესების დაცვის საკითხი, ასევე გარე ფაქტორების გამო დაზიანების შესაძლებლობა, არ გაცნობია სამშენებლო დოკუმენტებს და ამიტომ მისი მხედველობაში მიღება დაუშვებელია.
სასამართლო განმარტავს, რომ სსიპ ლ----------------–----------------------------–--------ო საექსპერტო დაწესებულებაა. ბი--------------–---–ი ამ საექსპერტო დაწესებულების ექსპერტია და ის უფლებამოსილია ჩაატაროს საექსპერტო კვლევები, მათ შორის გარე ფასადების პრობლემებთან დაკავშირებული კვლევა. შესაბამისად მის მიერ შედგენილი დასკვნა სათანადო მტკიცებულებაა. იქედან გამომდინარე, რომ არცერთ მტკიცებულებას არ აქვს უტყუარობის პრეზუმცია, ბუნებრივია ასეთივე დამოკიდებულებაა 2016 წლის 08 არპილის №5001861716 ექსპერტიზის დასკვნის მიმართაც. იგი უნდა შეფასდეს და გამოყენებული იქნას, რომელიმე ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად ან უარსაყოფად. წინამდებარე დასკვნა არარის უნივერსალური და მასში არაა გარე ფასადის სიღრმისეული კვლევები, მაგრამ მასში ასახულია ის კვლევები, რაც ექსპერტმა დაკვირვების შედეგებით მიიღო. შესაბამისად ის სათანადო მტკიცებულებაა.
3.2.17. მოსარჩელე, თურქეთის მანქანა-დანადგარების პალატის ინჟინერთა დასკვნასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ექსპერტებს არ ქონდათ პროფესიული კვალიფიკაცია და უფლებამოსილება შეეფასებინათ ფასადის მოპირკეთების სამუშაოები. მისი შეფასება უნდა განახორციელოს ფასადის ინჟინერმა. მანქანა-დანადგარების ინჟინრები კი არ არიან ფასადის ინჟინრები. ფასადის ინჟინერია განეკუთვნება სამოქალაქო ინჟინერიის დარგს, რომელიც მოიცავს სამოქალაქო გამოყენების ობიექტების მშენებლობას, შესაბამისად ფასადის მოპირკეთების სამუშაოების ხარისხის შემოწმებისათვის აუცილებელია სამოქალაქო ინჟინერიის სფეროში მომუშავე ექსპერტი. თურქეთის კანონმდებლობის მიხედვით საექსპერტო საინჟინრო მომსახურებისათვის აუცილებელია სპეციალისტის რეგისტაცია შესაბამისი პალატის მიერ. თურქეთში საინჟნრო, არქიტექტორულ საქმიანობას არეგულირებს თურქეთს ინჟინერთა და არქიტექტორთა კავშირი. მათში ერთ-ერთია სამოქალაქო ინჟინერთა პალატა და მანქანა-დანადგარების ინჟინერთა პალატა, ამიტომ მისი შემოწმება უნდა განეხორციელებინა უფლებამოსილ სამოქალაქო ინჟინერთა პალატას.
სასამართლო ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ფასადის ინჟინერია განეკუთვნება სამოქალაქო ინჟინერიის დარგს, რომელიც მოიცავს სამოქალაქო გამოყენების ობიექტების მშენებლობას. თურქეთში საინჟნრო, არქიტექტორულ საქმიანობას არეგულირებს თურქეთს ინჟინერთა და არქიტექტორთა კავშირი. მათში ერთ ერთია სამოქალაქო ინჟინერთა პალატა და მანქანა-დანადგარების ინჟინერთა პალატა. აღნიშნულის შემდეგ შეფასება უნდა მიეცეს ექსპერტთა კვალიფიკაციას. საექსპერტო კვლევებში მონაწილეობდა შემდეგი პირები:
- ჰუსეინ ჩ------. იგი თურქეთის მანქანა-დანადგარების ინჟინერთა და არქიტექტორთა პალატების ასოციაციის წევრია. ის არის მანქანა- დანადგარების ინჟინერი.
- აჰმეთ შ------- ა-–-------–-- არის მანქანა-დანადგარების ინჟინერი.
- იაშარ ე-–----- არის მანქანა- დანადგარების ინჟნერი.
- ა--------------------–უ არის სამშენებლო ინჟინერი.
ი.ხ ტომი მე-4, საქმის ფურცელი 166, 178, 143-144.
მშენებელ ინჟინერთა 2017 წლის 30 მაისის მომართვით დგინდება, რომ ფასადის ინჟინრობა, შენობის ფასადების სხვა სამშენებლო საქმინაობის წარმოება და შემოწმება წარმოადგენს პროფესიულ სამშენებლო საინჟინრო საქმიანობის სფეროს. იგი არ შედის მანქანის ინჟინრების სფეროში. თურქეთში საინჟინრო საქმიანობის წარმოებისთვის აუცილებელია პირი დარეგისტრირდეს შესაბამის პროფესიულ პალატაში, საჯარო სექტორში მომუშავე პირთათვის რეგისტრაცია სავალდებულო არ არის.
საკითხის შესაფასებლად ასევე გამოყენებული უნდა იქნას მანქანის ინჟინერთა პალატის მომართავაც, სადაც ნათქვამია, რომ ალუმინის გარეთა ფასადის შუშის მოპირკეთების და ალუმინის სამუშაოები არის მულტიდისწიპლინური სფერო, რომელშიც ასევე ჩართული არიან მანქანის ინჟინრებიც. (იხ. ტომი-6, საქმის ფურცელი 21, 53).
გარდა ამისა თურქ ინჟინერთა და არქიტექტორთა პალატების კავშირის სამშენებლო ინჟნერთა პალატის წერილით ირკვევა, რომ ალუმინის ფასადის მოპირკეთებისა და ალუმინის კარ-ფანჯრის ჩარჩოების სამუშაოები სამშენებლო სამუშაოების შემადგენელი ნაწილია და შედის ა--------------------–უს პროფესიულ საქმიანობის სფეროში. (ტომი მე-6, საქმის ფურცელი 105).
დასახელებული მტკიცებულებების მოკლე ანალიზის შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ფასადის მოწყობის საკითხი გამოკვლეული აქვს უშუალოდ ამ დარგის სპეციალისტებს ა--------------------–უს, სსიპ ,,ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–-------ოს და ,,მო---–---–-------------------------------–-კს“. ფასადების მოწყობის საკითხის კვლევა უშუალოდ მათი დარგია. გარდა ამისა ფასადების მოწყობის კვლევა გარკვეულ წილად შედის მანქანის ინჟინრებიის კვლევის საგანშიც. შპს “ა-–-------–იც“ არ არის ფასადების შემოწმებაში უფლებამოსილი პირი, მაგრამ მისი სპეციალისტები დასაქმებულნი არიან ფასადების მოწყობის სფეროში და გარკვეული გამოცდილება ფასადების მოწყობასა და მის სირთულეებთან დაკავშირებით გააჩნიათ. აღნიშნულიდან გამომდინარე წარმოდგენილი მტკიცებულებები საქმესტან კავშირშია. ყველა მტკიცებულება ერთობლიობაში ქმნის გარე ფასადის არაჯეროვნად მოწყობის დასკვნის გაკეთების საფუძველს. გარდა აღნიშნულისა ფასადების ჯეროვანი მოწყობის მტკიცების ტვირთი შპს “P-------------”-ს ეკუთვნის. მას ამ გარემოებათა დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ აქვს.
3.2.17. შპს ,,მ-----------------ი“ ამტკიცებს, რომ გარე ფასადს უნდა გაუკეთდეს დემონტაჟი და მის ნაცვლად მოეწყოს ახალი გარე ფასადი, რისთვისაც საჭიროა 1 117 102.08 აშშ დოლარის ხარჯის გაღება.
საქმეში წარმოდგენილია ხარჯის ამსახველი სხვადასხვა მტკიცებულებები. კერძოდ:
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 08 არპილის №5001861716 ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ რომ ზარალის ღირებულების დასადგენად საჭიროა შედგეს პროექტი და ხარჯთაღრიცხვა.
მანქანა დანადგარების ინჟინერთა პალატის დასკვნის მიხედვით ფასადზე შესასრულებელი სამუშაოების, დაზიანებებისა და პრობლემების აღმოფხვრის ღირებულება შეადგენს 1 040 000.00 ევროს.
შპს „ა-–-------–ის“ წერილის მიხედვით შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება შეადგენს 1 117 102.08 აშშ დოლარს.
მანქანა დანადგარების ინჟინერიის პალატის დასკვნის შედგენისას გაურკვეველია ექსპერტებმა ფასი საიდან აიღეს. როგორც წესი ფასის გაანგარიშება უნდა მოხდეს სპეციალური ხარჯთააღრიცხვის მიხედვით. წინამდებარე დასკვნა არარის სრულყოფილი იმით, რომ თურქეთისა და საქართველოს პირობებში სამუშაო მასალისა და მუშახელს, ასევე საგადასახადო დანიშნულებით დაბეგრვის საკითხი განსხვავებულადაა მოწყობილი. დასკვნაში აღნიშნული საკითხი არაა გამოკვეთილი შესაბამისად დასკვნით გამოყვანილი ხარჯის თანხა არაა ზუსტი.
3.2.18. სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული იქნა შპს ,,ა-–-------–ის“ წარმომადგენელი ლ-–----------------ე, რომელმაც განმარტა, რომ ფასადების მოწყობის ხარჯის ზუსტად დასადგენად თავიდან უნდა იქნას გაანგარიშებები ნაწარმოები. აღნიშნული ნიშნავს მას, რომ გარე ფასადის ხარვეზების გამოსასწორებლად შპს ,,ა-–-------–ის“ მიერ დასახელებული ციფრი - 1 117 102.08 აშშ დოლარი არაა ზუსტი.
იხ. მოწმე ლ-–----------------ის ჩვენება სხდომის ოქმში.
3.2.19. შპს ,,მ-----------------ი“ ამტკიცებს, რომ გარე ფასადების არაჯეროვანი თბოიზოლაციის მოწყობა, იწვევს ტემპერატურის სასტუმროდან გადინებას. აღნიშნულის გამო სასტუმრო ზაფხულში ყოველთვიურად ზედმეტად ხარჯავს 19 729.1 ლარს, დანარჩენ თვეებში 16 110.4 ლარს. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ანალიზით დადგენილია, რომ მთლიანი შენობის მასშტაბით, გარე ფასადის მინების შემადგენელ ელემენტებში (რეზინის) შეინიშნება სითბური გაჟონვა. სითბური გაჟონვა განსაკუთრებით ზედმეტია ზღვის მხარეს და ლობის გამყოფილებაში. ბუნებრივია თუ ფასადი თბოიზოლაციის გამო ვერ ინარჩუნებს ტემპერატურას, სასტუმროდან ბუნებაში მოხდება სითბოს გაჟონვა, რაც გამოიწვევს ხარჯების გაზრდას. იმისათვის, რომ დადგინდეს რა ოდენობის ხარჯი იზრდება, აუცილებელია შემოწმებული იქნას ნორმალური მუშაობის რეჟიმში გაწეული ხარჯი და სითბოს გაჟონვის პირობებში არსებული ხარჯი. მათი სხვაობა იქნება ის ზიანი, რითაც თბოიზოლაციის არასათანადო მოწყობით ზარალდება შპს ,,მ-----------------ი“. ამ ოდენობის დასადგენად არაა წარმოდგენილი ჩვეულებრივ რეჟიმში მომუშავე ანალოგიური დატვირთვის სასტუმროს ხარჯი. ანუ სახეზეა მხოლოდ ის მოცემულობა, თუ რას ხარჯავს შპს ,,მ-----------------ი“ თბოიზოლაციის დარღვევის პირობებში, მაგრამ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება თუ რას დახარჯავდა სასტუმრო ჯეროვანი თბოიზოლაციის მოწყობის შემთხვევაში. სწორედ ამის გამო არ დადგინდა, რომ შპს ,,მ-----------------ი“ ზაფხულში ყოველთვიურად ზედმეტად ხარჯავს 19 729.1 ლარს, დანარჩენ თვეებში კი 16 110.4 ლარს.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილად მიჩნეულ გარემოებებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ როგორც ძირითადი სარჩელი ასევე შეგებებული სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს კონსტიტუცია.
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით დაცულია სასამართლოსათვის მიმართვის უფლება. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
შპს “P-------------” ამტკიცებს, რომ მან ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეს გაუწია მომსახურება. შეასრულა მისი დაკვეთა და ამ შესრულების მიხედვით მოპასუხისაგან ერგება 429 601.41 ევრო. მოპასუხე თავს არიდებს ვალდებულების შესრულებას და არღვევს მის უფლებებს. თავის მხრივ შპს ,,მ-----------------ი“ მიიჩნევს, რომ შპს “P-------------”-მ არ შეასრულა ნაკისრი მოვალეობა და ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით ზიანი მიაყენა.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეებს უფლება აქვთ დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვონ სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრან და მოითხოვონ იმ თანხის მოპასუხისათვის დაკისრება, რაც მათ ერგებათ გაწეული მომსახურების სანაცვლოდ ან ზიანის ანაზღაურების მიზნით.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ გარიგებათა დადების წესს არეგულირებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილითაც კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით.
წინამდებარე შემთხვევაში მხარეებს შორის ვალდებულება წარმოიშვა ნარდობის ხელშეკრულებიდან. ამ ტიპის შეთანხმება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეთანხმებაა. დასახელებული ნორმით: - ,,ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური”.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით. მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხეზე შეთანხმდენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. სწორედ ამ პრინციპის შესაბამისია მხარეთა შორის დადებული გარიგება.
სადაო არაა ის გარემოება, რომ 2014 წლის 06 მარტს, შპს “P-------------”-ს და შპს „მ-----------------ს“ შორის გაფრომდა ,,ბ------------------------–-----–---ის”, ფასადის მოპირკეთების სამუშაოების ნარდობის ხელშეკრულება. შესაბამისად გარიგებაში მონაწილეობს ორი მხარე. ერთი მხარეა შპს “P-------------”, ხოლო მეორე მხარეა შპს „მ-----------------ი“. შეთანხმების შედეგად შპს “P-------------”-მ ქ. ბათუმში, გ------–---–---------ში მდებარე სასტუმროზე უნდა ჩაატაროს გარე ფასადის მოსაპირკეთებელი სამუშაოები. თავის მხრივ შპს „მ-----------------მა“ უნდა აანაზღაუროს შესრულებული სამუშაოების ღირებულება. მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგება კანონს, აკმაყოფილებს მორალის ფარგლებს და არ არღვევს საჯარო წესრიგს.
6.3. გარიგების დადების შემდეგ მნიშვნელოვანია მხარეთა მოთხოვნის უფლებების და ვალდებულებათა ჯეროვანი შესრულების საკითხები. თითოეულ მხარეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უფლება აქვს მოითხოვოს ნაკსრი მოვალეობის შესრულება. თავის მხრივ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი გარიგების მონაწილეებს ავალდებულებს ვალდებულება შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები ვალდებულნი არიან დასახელებული მოთხოვნობი დაიცვან ზედმიწევნით. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ცაეთვლება მათ ვალდებულება შესრულებულად.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები თავიანთ უფლება-მოვალეობის მოცულობას განსაზღვრავენ ხელშეკრულებით. ხელშეკრულება არის ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველი და იგი მიმართულია სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთიობის წარმოშობის, შეწყვეტის ან შეცვლისაკენ. წინამდებარე შემთხვევაშიც მოსარჩელემ და მოპასუხემ ხელშეკრულების დადებისას განსაზღვრეს ურთიერთ ვალდებულებათა წრე. შეთანხმების შემდეგ მხარეებს უნდა განეხორციელებინათ გარკვეული ქმედებები. ამათგან ერთერთი მთავარი იყო სასტუმროზე გარე ფასადის მოსაპირკეთებელი სამუშაოების ჩატარება დამტკიცებული პროექტების დეტლური მონაცემების და შესაბამისი არქტიტექტორული წესების მიხედვით. მოსარჩელეს სათანადოდ უნდა მოეწყო გარე ფასადი, თავის მხრივ მოპასუხე ვალდებული იყო მოსარჩელისათვის გადაეხადა შესრულებული სამუშაოს ღირებულება. სწორედ ამ მოქმედებათა სათანადო განხორციელებაა ვალდებულების ჯეროვანი შესრულება.
6.4. ხელშეკრულების დადების შემდეგ შპს ,,მ-----------------მა“ შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ მოსარჩელისაგან მოეთხოვა სამუშაოების იმ ფორმით, სახით და ტექნოლოგიით შესრულება, რაც ხელშეკრულებითაა განსაზღვრული. ნარდობის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც მონარდეს აქვს ხელშეკრულების შესაბამისი შესრულების მოთხოვნის უფლება და არაა სანაცვლო ვალდებულებით შეზღუდული (გარდა ანაზღაურებისა). თავის მხრივ შპს “P-------------” ვალდებული იყო ნაკისრი მოვალეობა შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ გარე ფასადი მოეწყო ისე, როგორც ეს ხელშეკრულებაში იყო შეთანხმებული. მხარეები სახლეშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას, უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება და პირიქით.
სასამართლო განმარტავს, რომ შპს “P-------------”-ს, ნარდობის ხელშეკრულებაში მითითებულ სამუშაოების შესრულება ანიჭებს მოთხოვნის უფლებას. კერძოდ მოითხოვოს დამკვეთმაც შეასრულოს კუთვნილი მოვალეობა და შესრულებული სამუშაოს ღირებულება გადაიხადოს დათქმულ დროში სრულყოფილად. მხარეები არ დაობენ მასზედ რომ სამუშაოთა ღირებულება შეადგენს 2 509 535.27 ევროს. აქედან შპს ,,მ-----------------ს“ შპს “P-------------”-სათვის გადახდილი აქვს 2 089 933. 86 ევრო. გადასახდელად დარჩენილია 429 601.41 ევრო. ამ ფაქტობრივ გარემოებას მხარეები არ უარყოფენ. შპს ,,მ-----------------მა“ დარჩენილი თანხის გადახდაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ ფასადის მოწყობის სამუშაოები შესრულებულია უხარისხოდ, შეუსაბამოდ და არაჯეროვნად. აქვს მრავლობითი ხარვეზები, ამიტომ ის დასაშლელია და თავიდანაა მოსაწყობი. ამ ნაწილში მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება.
სასამართლო განმარტავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის უნდა გაირკვეს ფასადის მოწყობის სამუშაოებს ხარვეზები აქვს თუ არა, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ხარვეზები, მასზე პასუხი უნდა აგოს თუ არა მენარდემ და ეს პასუხისმგებლობა რა მოცულობისაა. იქონიებს თუ არა ზეგავლენას ანაზღაურებაზე.
6.5. საქ. სკ-ის 639-ე მუხლით ,,თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა”.
ამავე კოდექსის 641-ე მუხლით ,,1. ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის.
2. ნივთობრივ ნაკლს უთანაბრდება, თუ მენარდე დაამზადებს შეკვეთილისაგან განსხვავებულ ან უფრო ნაკლები რაოდენობის ნაკეთობას”.
სასამართლო განმარტავს, რომ შპს “P-------------”-ს ვალდებულება იყო შპს მ-----------------ის“ სასტუმრო ,,L-------”-ის გარე ფასადის მოწყობის სამუშაოები ჩაეტარებინა სრულყოფილად. შესრულება უნდა იყოს ვარგისი, როგორც ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამოყენებისათვის, ისე ჩვეულებრივი გამოყენებისათვის. მხოლოდ ამ პირობის დაცვით გადაცემული შესრულება, ჩაითვლება უნაკლოდ. სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელემ ნაკისრი ვალდებულება ნაწილობრივ ჯეროვნად არ შეასრულა. სასტუმრო ,,L-------”-ის ფასადი არაა ჯეროვნად მოწყობილი. ფასადის მოწყობაზე გამოყენებული მასალა სამონტაჟო პროექტთან შეუსაბამოა. ფასადის ჰორიზონტალური პროფილების ვერტიკალურ პროფილებთან კვეთის წერტილებში, მონტაჟის დროს სამონტაჟო გამაფართოებელი ჭანჭიკები არ არის გამოყენებული, რის გამოც ტემპერატურის ცვლილებისას მეტალის გაფართოებისა და სართულების რიცხვის ურთიერთზემოქმედების შედეგად ვერტიკალურ პროფილებზე განხორციელებული ზეწოლიდან გამომდინარე შევიწროებები იწვევს დიდი მაშსტაბის ხმაურს. პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია გარე ფასადის ნაკერების სილიკონების თავიდან გაჭრა, გასუფთავება და შემდგომ მინების ამოღება, ყველა სართულზე ჰორიზონტალური გადამბმელების მოხსნა, ალუმინის პორფილების 4 მმ დამოკლება, გამაფართოებელი ჭანჭიკებისა და სამაგრების ვერტიკალურ მზიდავებზე გადაბმის სამონტაჟო სამუშაოების შესრულება. სარემონტო სამუშაოების შემდგომ უნდა განხორციელდეს მინების მონტაჟი და ინტერვალებს შორის სივრცეები უნდა ამოივსოს მზის სხივების გამძლე და ამოვსების თვისების მქონე სილიკონით. უნდა მოხდეს ჰორიზონტალური და ვერტიკალური პროფილების EPDM ზონარების თანაბარ მდგომარეობაში მოყვანა. შემდეგ მინების სიმძიმის გათვალისწინებით მინებზე ხელახლა საკმარისი რაოდენობის ჩამკეტების მოწყობა და მინების დამონტაჟება. EPDM-ის საყრდენი ზონარები უნდა გამოიცვალოს და უნდა განხორციელდეს მინების თანაბარი ზეწოლის უზრუნველყოფა. გაღება-დახურვადი ფანჯრების ფიქსირებული კორპუსები უნდა გასწორდეს თარაზოზე, ხოლო მოძრავი სიცარიელეების იზოლირების შემდეგ, სამონტაჟო სამუშაოების შესრულებით აღმოიფხვრება იზოლაციის პრობლემები. შენობის ფასადის სართულების შუალედური ფენის კედლის შეერთების წერტილში არ არის გაკეთებული იზოლაცია, კომპოზიტური ფურცლების ქვედა ზედაპირების ქვაბამბის ფირფიტები და დაზიანებისაგან დამცავი მასალა არ არის გამოყენებული, გარე ფასადის მინების შემადგენელ ელემენტებში (რეზინი) შეინიშნება სითბური გაჟონვა. სითბური გაჟონვა განსაკუთრებით ზედმეტია ზღვის მხარეს და ლობის გამყოფილებაში. ფასადს აქვს ასევე სხვა არაჯეროვნებებიც. მათი ერთობლიობა იძლება დასაბუთებული დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას მასზედ, რომ შპს “P-------------”-მ ნაკისრი მოვალეობა ჯეროვნად არ შეასრულა და სასტუმრო ,,L-------”-ის ფასადი არ მოაწყო ხელშეკრულებით გათალისწინებული პირობების შესაბამისად, ასევე ჩვეულებრივი გამოყენებისათვის ვარგისად. მისი წუნი მნიშვნელოვანდაა გამოხატული და ამცირებს მოწყობილი ფასადის ღირებულებას. აქედან გამომდინარე ფასადების მოწყობის ვალდებულება მოსარჩელეს დარღვეული აქვს. შესაბამისად ხელშეკრულება ამ ნაწილში ჯეროვნად შესრულებული არ აქვს. ამდენად მოსარჩელემ არ შეასრულა ნივთობრივად უნაკლო ნივთის წარდგენის ვალდებულება. მის მიერ მოპასუხისათვის გადაცემული ფასადი არ შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს და იგი არაა ვარგისი როგორც ხელშელშეკრულებით გათვალისწინებული ისე ჩვეულებრივი მოხმარებისათვის.
6.6. სამოქალაქო კოდექსის 647-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,მენარდე მოვალეა დროულად გააფრთხილოს შემკვეთი, რომ:
ა. შემკვეთისგან მიღებული მასალა უხარისხო და გამოუსადეგარია;
ბ. თუ შემკვეთის მითითება შესრულდება, ნამუშევარი არამტკიცე ან გამოუსადეგარი იქნება;
გ. არსებობს მენარდისაგან დამოუკიდებელი სხვა რამ გარემოება, რომელიც საფრთხეს უქმნის ნამუშევრის სიმტკიცესა და ვარგისიანობას”.
ამავე კოდექსის 645-ე მუხლით შემკვეთს, რომელიც არც ხელშეკრულების დამატებით შესრულებას მიიღებს საამისოდ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ და არც უარს განაცხადებს ხელშეკრულებაზე, შეუძლია იმ თანხით შეამციროს საზღაური, რა თანხითაც ნაკლი ამცირებს ნაკეთობის ღირებულებას”.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ფასადების მოწყობას ხარვეზები ჰქონდა მშენებლობის პროცესშიც. მხარეები ხშირად თანხმდებდენ ასეთი ხარვეზების არსებობაზე და გეგმავდენ მისი აღმოფხვრისათვის საჭირო ღონისძიებებს, მაგრამ ის ხარვეზები, რომელიც საბოლოოდ აღმოჩნდა არაა ისეთი ხარვეზები, რომელთა გარკვევაც ვიზუალური დათვალერბითაა შესაძლებელი. ის, რომ ფასადის ჰორიზონტალური პროფილების ვერტიკალურ პროფილებთან კვეთის წერტილებში მონტაჟის დროს სამონტაჟო გამაფართოებელი ჭანჭიკები არ არის გამოყენებული, რის გამოც ტემპერატურის ცვლილებისას მეტალის გაფართოებისა და სართულების რიცხვის ურთიერთზემოქმედების შედეგად ვერტიკალურ პროფილებზე განხორციელებული ზეწოლიდან გამომდინარე შევიწროებები იწვევს დიდი მაშსტაბის ხმაურს. ასევე ის დეფექტები, რაც ზემოთ იქნა აღწერილი, ვერ გამოვლინდა შესრულების ჩაბარების დროს, ეს არაა შპს ,,მ-----------------ის“ ბრალი. ასეთ ნაკლს ის დათვალიერებით ვერ დაადგენდა. მას სჭირდებოდა სათანადო გამოცდა და დაკვირვება, რასაც ბუნებრივია სჭირდებოდა დრო. სწორედ ამიტომაც შპს ,,მ-----------------ი“ დროულად ვერ გაერკვა ნაკლის ხასიათში და პრეტენზია დროულად ვერ წარუდგინა მენარდეს, მაგრამ როცა დაადგინა ამის შესახებ პრეტენზიაც გამოხატა და სარჩელიც აღძრა.
6.7. აღნიშნული საკითხის გარკვევის შემდეგ, აუცილებელია განისაზღვროს ნივთობრივად ნაკლიანი ნივთის გადაცემის შემდეგ მხარეთა შემდეგომი პასუხისმგებლობები. ნივთში ნაკლის აღმოჩნების შემდეგ მხარეებმა უნდა იხელმძღვანელონ საქ. სკ-ის 642-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რომლის მიხედვითაც ,,1. თუ ნაკეთობა ნაკლის მქონეა, შემკვეთს შეუძლია მოითხოვოს დამატებითი შესრულება. მენარდეს შეუძლია თავისი არჩევანით ან აღმოფხვრას ნაკლი, ან დაამზადოს ახალი ნაკეთობა.
2. დამატებითი შესრულების მიზნით მენარდე ვალდებულია გასწიოს აუცილებელი ხარჯები, მათ შორის, ტრანსპორტის, სამუშაოსა და მასალების ხარჯები. მენარდეს შეუძლია უარი თქვას დამატებით შესრულებაზე, თუ იგი მოითხოვს არათანაზომიერ ხარჯებს“.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ხარვეზების აღმოფხვრასთან დაკავშირებით მხარეებს ჰქონდა კომუნიკაცია, მაგრამ მენარდემ თავი შეიკავა ნაკლის აღმოფხვრაზე. საქმეში მოიპოვება მტკიცებულებები იმისა, რომ მენარდე მოითხოვდა კონკრეტულად მიეთითებინათ ნაკლის შესახებ, მაგრამ მათი ქმედება განცხადებებს არ გასცილებია. მათ ხარვეზებთან დაკავშირებული პრეტენზიების საფუძვლიანობა არ შეუსწავლიათ. უფრო მეტიც, ისინი არ ეთანხმებიან ხარვეზების არსებობას, არცერთ დასკვნას არ ეთანხმებიან და არც მისი გამოსწორების მზადყოფნას არ გამოხატავენ. შესაბამისად დამატებითი ვადის დანიშნივის მომენტი და აუცილებლობა აღარ არსებობს. საქმის განხილვით დადგინდა, რომ არც ადრე და არც სასარჩელო წარმოებაში, მენარდემ ხარვეზების გამოსწორებისათვის არ იზრუნვა და არც დამატებით ვადას არ მოითხოვს.
6.8. სამოქალაქო კოდექსის 643-ე მუხლით ,,1. თუ მენარდე არათანაზომიერი ხარჯების გამო უარს კი არ იტყვის დამატებით შესრულებაზე, მაგრამ ნაკეთობის ნაკლის გამო დამატებითი შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა უშედეგოდ გავიდა, მაშინ შემკვეთს შეუძლია თვითონ აღმოფხვრას ნაკლი და მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება.
2. დამატებითი ვადის განსაზღვრა საჭირო არ არის 405-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
3. შემკვეთს შეუძლია მენარდეს მოსთხოვოს ავანსი ნაკლის აღმოსაფხვრელად საჭირო ხარჯებისათვის“.
დასახელებულმა ნორმამ შემკვეთს უფლება მიანიჭა თვითონ აღმოფხვრას ნაკლი და მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება. დადგენილია და სადაო არაა ის გარემოება, რომ შემკვეთს ნაკლი გამოსწორებული არ აქვს. მიუხედავად ამისა ის ხარვეზების აღმოსაფხვრელ თანხას ითხოვს მენარდისაგან. მის მიერ მოთხოვნილი თანხა არ წარმოადგენს ნაკლის აღმოსაფხვრელად საჭირო ხარჯების ავანსს. შპს ,,მ-----------------ი“ მოიტხოვს არა ავანსს არამედ სრულ თანხას.
6.9. სამოქალაქო კოდექსის 645-ე მუხლი არგეულირებს საზღაურის შემცირების საკითხს ნაკეთობის ნაკლის გამო. დასახელებული ნორმით ,,შემკვეთს, რომელიც არც ხელშეკრულების დამატებით შესრულებას მიიღებს საამისოდ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ და არც უარს განაცხადებს ხელშეკრულებაზე, შეუძლია იმ თანხით შეამციროს საზღაური, რა თანხითაც ნაკლი ამცირებს ნაკეთობის ღირებულებას“.
იმისათვის, რომ შპს ,,მ-----------------ს“ ჰქონდეს სრულყოფილი სასტუმრო, ანუ ისეთი სასტუმრო, როგორიც მან დაგეგმა და ააშენა, აუცილებელია გარე ფასადს გაუკეთდეს დემონტაჟი და მის ნაცვლად მოეწყოს ახალი გარე ფასადი. იმის გამო, რომ მენარდე გარე ფასადის ხარვეზების გამოსწორებაზე უარს ამბობს, მისი გამოსწორების ტვირთი უნდა გადავიდეს შემთკვეთზე. სასტუმრო, შემკვეთის კუთვნილებაა და მისი გადასაწყვეტია როგორ მოიქცეს. ისე დატოვოს, როგორც არის, თუ მოშალოს და მოაწყოს ახალი ფასადი. მნიშვნელოვანია შეფასებული იქნას ყველა ის ვარიანტი, რის უფლებაც გააჩნდა შპს ,,მ-----------------ს“ ნარდობის საგანში ნაკლის აღმოჩენისას. სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,მ-----------------ს“ უნდა აერჩია ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთერთი მოქმედება:
- მენარდეს მოსთხოვოს ნაკლის გამოსწორება და ამისათვის დაუნიშნოს ვადა;
- მენარდეს მოსთხოვოს ნაკლის გამო ახალი ფასადის მოწყობა;
- თვითონ აღმოფხვრას ნაკლი და მოითხოვოს გაწეული ხარჯის ანაზღაურება;
- მენარდეს მოსთხოვოს ნაკლის აღმოსაფხვრელი ავანსი;
- შეამციროს საზღაური იმ თანხით, რა თანხითაც ამცირებს ნაკლი ნაკეთობის ღირებულებას.
- უარი თქვა ხელშეკრულებაზე, გავიდეს ხელშეკრულებიდან.
სასამართლომ დაადგინა, რომ შპს ,,მ-----------------მა“ მენარდეს მოსთხოვა ნაკლის გამოსწორება, მაგრამ მისი წინადადება მენარდემ უპასუხოდ დასტოვა. საქმის მსვლელობსას სასამართლოსაც ჩამოუყალიბდა შინაგანი რწმენა მასზედ, რომ შპს “P-------------” არაა განწყობილი გამოასწოროს ნაკლი ან ახალი დაამზადოს. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ შპს ,,მ-----------------ს“ ნაკლი თვითონ აღმოფხვრილი არ აქვს, შესაბამისად მისი მოთხოვნა არაა ნაკლის გამოსწორებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება. მისი მოთხოვნა არაა ნაკლის აღმოსაფხვრელი ავანსის მოთხოვნა. შპს ,,მ-----------------ი“ მოითხოვს იმ თანხის ანაზღაურებას, რასაც შემდგომში დახარჯავს სხვა სუბიექტის მეშვეობით ფასადის მოწყობაში. ეს კი სცილდება ავანსის დანიშნულებას და შინაარსს.
აღნიშნულის შემდეგ შემკვეთს დარჩა შემდეგი ორი მოქმედებიდან ერთერთი:
- შეამციროს საზღაური იმ თანხით, რა თანხითაც ამცირებს ნაკლი ნაკეთობის ღირებულებას;
- უარი თქვა ხელშეკრულებაზე და გავიდეს ხელშეკრულებიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ თუ შპს ,,მ-----------------ი“ ცალმხრივად მოშლიდა ხელშეკრულებას და გავიდოდა ხელშეკრულებიდან, მაშინ ორივე მხარე გამოიყენებდა საქ. სკ-ის 405 მუხლის პირობას და ერთმანეთს მოსთხოვდა იმას, რაც ხელშეკრულების საფუძველზე ერთმანეთისაგან მიიღეს. ანუ შემკვეთი დაიბრუნებდა გადახდილ თანხას, სანაცვლოდ მენარდე მიიღებდა იმ ფასადს, რაც მოაწყო შემკვეთისათვის (დაშლიდა და წაიღებდა მასალებს). წინამდებარე შემთხვევაში ასეთ გარემოებას ადგილი არ აქვს. შემკვეთი ხელშეკრულებიდან არ გავიდა. მან მიიღო ფასადი და მის დაბრუნებას არც აპირებს (შეგებებული სარჩელიდან ასე იკითხება). ის მითხოვს ზიანის ანაზღაურებას. ზიანად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ მან უნდა გამოასწოროს ნარდობის საგნის ნაკლი. იდეაში ესეც ზიანია, მაგრამ ასეთ ზიანზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 645-ე მუხლით დადგენილი საზღაურის შემცირების პირობა. ანუ თუ ნივთი ნაკლიანია და ეს ნაკლი აღმოფხვრა შემკვეთმა, ის მენარდეს საზღაურს გადაუხდის იმ ფასით ნაკლებს, რაც დახარჯა ნივთის ნაკლის გამოსწორებისას. წინამდებარე შემთხვევაში შემკვეთს ნაკლი გამოსწორებული არ აქვს, შესაბამისად ზუსტად არ დგინდება, რას შეადგენს ეს ზიანი და რა თანხით უნდა შემცირდეს ნარდობის ხელშეკრულების ღირებულება. ამასთან გასათვალისწინებელია ისიც, რომ კლასიკური გაგებით ზიანს ადგილი ექნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა შემკვეთი გავიდოდა ხელშეკრულებიდან. ასეთ შემთხვევაში მას უფლება ექნებოდა ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებით დამდგარ ზიანზე ედავა. ნივთის ნაკლის გამო წარმოშობილ ზიანს არეგულირებს სპეციალური ნორმები და დავის გადასაწყვეტად სწორედ ეს სპეციალური ნორმები უნდა იქნას გამოყენებული. მათი შინაარსი ზოგადად ზიანის ანაზრაურებასა და მხარეთა გათანაბრებასაც გულისხმობს. სწორედ ამ პრინციპის გათვალისწინებით დავის გადაწყვეტისათვის ნივთის ნაკლის ღირებულება დაკავშირებული უნდა იქნას არა პირდაპირ ზიანის ანაზრაურებასთან, არამედ ნივთში ნაკლის აღოჩენისას წარმოშობილ ურთიერთობებთან და უნდა გადაწყდეს იმ ერთერთი ვარიანტის მიხედვით, რაზეც უკვე ვისაუბრეთ ზემოთ. ყველაზე ახლოს შპს ,,მ-----------------ი“ს მოთხოვნასთან დგას უფლება, შეამციროს საზღაური იმ თანხით, რა თანხითაც ნაკლი ამცირებს ნაკეთობის ღირებულებას. მთავარი პრობლემა დავის გადაწყვეტისას ისაა, რომ გაურკვეველია რა თანხა შეიძლება დაჯდეს ნაკლის აღმოფხვრა. ეს შეიძლება იყოს 1 117 102.08 აშშ დოლარი, შეიძლება იყოს 1 040 000.00 ევრო, მეტი ან ნაკლები. წარმოდგენილი მტკიცებულებები ამის ზუსტად განსაზღვრის საშუალებას არ იძლევა. მტკიცებულებათა წარმოდგენა მხარეტა ვალდებულებაა. შპს ,,მ-----------------მა“ ეს ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა და ზუსტი ფასის განმსაზღვრელი მტკიცებულება არ წარმოადგინა. მიუხედავად ამისა სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ეს ნაკლის აღმოფხვრისათვის საჭირო თანხა იმაზე მეტია, ვიდრე მენარდეს ერგება შემკვეთისაგან შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების ანგარიშში. მტკიცებულებების მიხედვით ნაკლიანი ფასადის გამოსწორებისას დახარჯული რესურსი, არ იქნება იმაზე ნაკლები, რასაც მოითხოვს მენარდე. სწორედ ამის გამო მას არ უნდა აუნაზღაურდეს შესრულებული სამუშაოს ღირებულება 429 601.41 ევრო. იგი უნდა გაიქვითოს მომავალში ფასადის ნაკლის გამოსწორებაში, ანუ შესრულებული სამუშაოს ღირებულება ამ თანხით უნდა შემცირდეს. დასახელებული თანხა იქნება ის მაკონპენსირებელი, რაც ნაკლიანი ნივთის მიღებით მიადგა შემკვეთს. ამ გარემოებათა გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს შპს “P-------------”-ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. მას ნარდობის ხელშეკრულებიდან ერგება 429 601.41 ევრო, მაგრამ მის მიერ შესრულებულ სამუშაოებს ამ თანხაზე მეტი ნაკლი აქვს, ამიტომ ამ ტანხით უნდა სემცირდეს საზრაურის ოდენობა.
6.10. ძირითადი თანხის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი, გამორიცხავს ამ თანხის დროული გადაუხდელობით დამდგარი ზიანის მოთხოვნის დაკმაყოფილებასაც.
6.11. შპს “P-------------”-ს სარჩელის მსაგავსად, არ უნდა დაკმაყოფილდეს შპს ,,მ-----------------ის“ სარჩელი ნაკლის გამოსასწორებელი თანხის მენარდესათვის დაკისრების ნაწილში. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ნაკლი აღმოხვრილი არაა და მეორე რიგში გასათვალისწინებელია მოთხოვნილი თანხის ბუნდოვანება. საქმის მასალებით არ დგინდება კონკრეტულად რა თანხით შემცირდა ნაკეთობის ღირებულება. ამასთან შპს “P-------------”-ს იმიტომ არ აუნაზრაურდა ფასადების მოწყობისათვის კუთვნილი 429 601.41 ევრო, რომ ამ თანხით შემცირდა ფასადის ღირებულება. მას ზუსტი გაანგარიშება არ აქვს წარმოდგენილი, მაგრამ ამ მოცემულობაში ნაკლი გადასახდელ თანხაზე ნაკლები არაა, უფრო მეტია. ნივთის ღირებულების შეცირების მტკიცების ტვირთი შემკვეთს ევალებოდა. მან ასეთი ზუსტი მტკიცებულება არ წარმოადგინა. სასამართლო არაა უფლებამოსილი შპს ,,მ-----------------ის“ სასარგებლოდ დანიშნოს ექსპერტიზა და თვითონ დაადგინოს რა ფასით შემცირდა ნარდობის შედეგად დამზადებული ფასადის ღირებულება. წარმოდგენილი მტკიცებულებით დგინდება, რომ იგი აღემატება 429 601.41 ევროს, მაგრამ რა თანხით, ეს არაა დაზუსტებული. ასეთი უზუსტო გარემოება შპს ,,მ-----------------ის“ საწინააღმდეგოდ უნდა იქნას გამოყენებული. აღნიშნული კი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
6.12. სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება”.
ამავე კოდექსის 409-ე მუხლით ,,თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება”.
ხოლო 411-ე მუხლით ,,ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო”.
სასამართლო განმარტავს, რომ შპს “P-------------”-ს თავისი ვალდებულება ისე უნდა შეესრულებინა, რომ დამატებით ხარჯების გაწევა აღარ ყოფილიყო აუცილებელი. წინამდებარე შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა, რომ გარე ფასადების არაჯეროვანი თბოიზოლაციის მოწყობა, იწვევს ტემპერატურის სასტუმროდან გადინებას. მთლიანი შენობის მასშტაბით, გარე ფასადის მინების შემადგენელ ელემენტებში (რეზინის) შეინიშნება სითბური გაჟონვა. ფასადი თბოიზოლაციის გამო ვერ ინარჩუნებს ტემპერატურას, სასტუმროდან ბუნებაში მოხდება სითბოს გაჟონვა, რაც იწვევს ხარჯების გაზრდას. მართალია მოსარჩელემ დაასახელა ციფრი რა ზიანიც ადგება მას, მაგრამ მის მიერ დასახელებული ციფრი არაა ზუსტი. იმისათვის, რომ დადგინდეს რა ოდენობის ხარჯი იზრდება, აუცილებელია შემოწმებული იქნას ნორმალური მუშაობის რეჟიმში გაწეული ხარჯი და სითბოს გაჟონვის პირობებში არსებული ხარჯი. მათი სხვაობა იქნება ის ზიანი, რითაც თბოიზოლაციის არასათანადო მოწყობით ზარალდება შპს ,,მ-----------------ი“. ამ ოდენობის დასადგენად არაა წარმოდგენილი ჩვეულებრივ რეჟიმში მომუშავე ანალოგიური დატვირთვის სასტუმროს ხარჯი. ანუ სახეზეა მხოლოდ ის მოცემულობა, თუ რას ხარჯავს შპს ,,მ-----------------ი“ თბოიზოლაციის დარღვევის პირობებში, მაგრამ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება თუ რას დახარჯავდა სასტუმრო ჯეროვანი თბოიზოლაციის მოწყობის შემთხვევაში. სწორედ ამის გამო სარჩელი ამ ნაწილში არაა დასაბუთებული და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც, ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.
წინამდებარე საქმეზე, როგორც ძირიტად სარჩელზე, ისე შეგებებულ სარჩელზე სახ. ბაჟის ოდენობა გაანგარიშებული უნდა იქნას საქ. სსკ-ის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” პუნქტისა და ამავე კოდექსის 41-ე მუხლის ,,ა” პუნქტის მოთხოვნათა დაცვით. სასამართლო მიიჩნევს, რომ ორივე სარჩელზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა შეადგენს 5000 ლარს. ბაჟი ორივე მხარეს წინასწარ აქვს გადახდილი. იმის გამო, რომ სარჩელები არ დაკმაყოფილდა, თითოეული მხარის მიერ გადახდილი ბაჟი უნდა ცაითვალს კუთვნილ გადასახდელ ბაჟის თანხად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 3 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა დაედო შპს ’’მ-----------------ის’’ (ს/კ 4--------) საკუთრებად რეგისტრირებულ შემდეგ უძრავ ქონებებს:
· ბათუმი, ბ--------------- (საკადასტრო კოდი: 05.21.55.0--)
· ბათუმი, ქ-----–--–-----------------------------–--–----------------------------------------–---–-----------------–------------------’ (საკადასტრო კოდი: 05.21.55.0--)
· ქალაქი ბ---------------–--–----------------–---------------------–--–------------------–---------------------------–---–-----------------–----------------- (საკადასტრო კოდი: 05.21.55.0--.02.5--)
· ქალაქი ბათუმი, ქ-----–--–---------------–---------------------–--–------------------–---------------------------–---–-----------------–-------------- (საკადასტრო კოდი: 05.21.55.0--.02.5--)
· ქალაქი ბ---------------–--–---------------–--------------------–--–------------------–---------------------------–---–-------------------- (საკადასტრო კოდი: 05.21.55.0--.02.5---
· ქალაქი ბ---------------–--–---------------–--------------------–--–-----------------–---------------------------–---–-------------------–--------------- (საკადასტრო კოდი: 05.21.55.0--.02.5--)
· ქალაქი ბ---------------–--–---------------–--------------------–--–-----------------–---------------------------–---–----------------–-------------- (საკადასტრო კოდი: 05.21.55.0--.02.5--)
· ქალაქი ბ---------------–--–---------------–---------------------–--–-----------------–---------------------------–---–------------------- (საკადასტრო კოდი: 05.21.55.0--.02.505)
· ქალაქი ბ---------------–--–---------------–--------------------–--–------------------–---------------------------–---–------------------–---------------- (საკადასტრო კოდი: 05.21.55.0--.02.5--)
· ქ--–---------------------–--–---------------–--------------------–--–-----------------–---------------------------–---–----------------------------------------------------------------------------)
ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს “P-------------”-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. შპს ’’მ-----------------ის’’ შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
3. როგორც ძირითად სარჩელზე, ასევე შეგებებულ სარჩელზე სახ. ბაჟი გადახდილია.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 3 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გაუქმდეს და ყადაღისაგან გათავისუფლდეს შპს ’’მ-----------------ის’’ (ს/კ4--------) საკუთრებად რეგისტრირებული შემდეგი უძრავი ქონება:
· ქ. ბათუმი, ბ--------------- (საკადასტრო კოდი: 05.21.55.0--)
· ქ. ბათუმი, ქ-----–--–-----------------------------–--–----------------------------------------–---–-----------------–------------------’ (საკადასტრო კოდი: 05.21.55.0--)
· ქ. ბ---------------–--–----------------–---------------------–--–------------------–---------------------------–---–-----------------–----------------- (საკადასტრო კოდი: 05.21.55.0--.02.5--)
· ქალაქი ბათუმი, ქ-----–--–---------------–---------------------–--–------------------–---------------------------–---–-----------------–-------------- (საკადასტრო კოდი: 05.21.55.0--.02.5--)
· ქალაქი ბ---------------–--–---------------–--------------------–--–------------------–---------------------------–---–-------------------- (საკადასტრო კოდი: 05.21.55.0--.02.5---
· ქალაქი ბ---------------–--–---------------–--------------------–--–-----------------–---------------------------–---–-------------------–--------------- (საკადასტრო კოდი: 05.21.55.0--.02.5--)
· ქალაქი ბ---------------–--–---------------–--------------------–--–-----------------–---------------------------–---–----------------–-------------- (საკადასტრო კოდი: 05.21.55.0--.02.5--)
· ქალაქი ბ---------------–--–---------------–---------------------–--–-----------------–---------------------------–---–------------------- (საკადასტრო კოდი: 05.21.55.0--.02.505)
· ქალაქი ბ---------------–--–---------------–--------------------–--–------------------–---------------------------–---–------------------–---------------- (საკადასტრო კოდი: 05.21.55.0--.02.5--)
· ქ--–---------------------–--–---------------–--------------------–--–-----------------–---------------------------–---–----------------------------------------------------------------------------)
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30).
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე