გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/21685-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31 აგვისტო 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნინო მამულაშვილი
სხდომის მდივანი - თამთა ყრუაშვილი
მოსარჩელე (შეგებებულ სარჩელზე მოპაუხე) - შ-------------------ი"
წარმომადგენელი - ა----------------ი, ქ------------------ე
მოპასუხე (მოსარჩელე შეგებებულ სარჩელზე) - შ----------–--ი"
წარმომადგენელი - ი-----–------------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 მოპასუხე - შ----------–--ს" მოსარჩელე შ-------------------ი"-ს სასარგებლოდ დაეკისროს ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოს ღირებულების 5299.7 ლარის ანაზღაურება;
1.2 მოპასუხე - შ----------–--ს" მოსარჩელე შ-------------------ი"-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს გადასახდელი თანხის 5299.7 ლარის 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, შ-------------------ი"-ს მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულებიდან (2----–-–---------–--იდან) სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2----–-–-----------ს შ-------------------სა" და შ----------–--ს" შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, შ-------------------ს" ქ. თ---–--–ი, ს--------------–-------------ე ობიექტზე უნდა განეხორციელებინა სხვადასხვა სახის სამუშაოები, კერძოდ, პენოპლასტის ფილების დალაგება, იატაკის მოჭიმვა ქვიშა-ცემენტის ხსნარით, გამამყარებელი ფხვნილით, აგრეთვე პერიმეტრიული ლენტის დატანა და თერმოღარების დახერხვა/შევსება. შესრულებული სამუშაოების ღირებულება 1 კვ.მ-ზე განისაზღვრა 17.50 ლარის ოდენობით, დღგ-ის ჩათვლით. შესრულებული სამუშაოების ღირებულების შ-------------------ისათვის" ანაზღაურება უნდა მომხდარიყო, შესრულებული სამუშაოების მოცულობის გათვალისწინებით.
მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები სრულად, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და სამშენებლო ნორმათა დაცვით იქნა შესრულებული 302.84 კვ.მ-ზე, რასაც მოსარჩელის განმარტებით ადასტურებს მათ მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა. თუმცა არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხე უარს აცხადებს შ-------------------ისათვის" მიღებული შესრულების შესაბამის ანაზღაურებაზე.
მოსარჩელის განმარტებით, შ----------–--ი"-ს დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 5299.7 ლარს. ამასთან ხელშეკრულების 7.1 პუნქტის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია შ-------------------ს" აუნაზღაუროს წინამდებარე ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის (5299.7 ლარის) 0.1%-ი სამუსაოს შესრულებიდან - 2007 წლის 11 ივლისიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
1.2. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა
მოპასუხე - შ-------------------ს" მოსარჩელე შ----------–--ი“-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 5444 ლარის გადახდა.
შეგებებული სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2----–-–-----------ს მხარეებს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შ-------------------მა" აიღო ვალდებულება ქ. თ---–--–ი, ს--------------–------------ში, შ----------–--ი"-ს მიერ მოწყობილ სამშენებლო მოედანის ნაწილზე საორიენტაციოდ 3000 კვადრატულ მეტრზე სხვა სამუშაოებთან ერთად განეხორციელებინა ქვიშა-ცემენტის ხსნარით იატაკის მოჭიმვა გამამყარებელი ფხვნილით, პერიმეტრული ლენტის დატანა და თერმოღარების დახერხვა და შევსება. მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების შესაბამისად სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრა 45 დღით. ამ ხელშეკრულებით სამუშაოები შესრულებულად ითვლებოდა სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტზე შ----------–--ი"-ს ხელმოწერის შემდგომ, ხოლო ანგარიშსწორება მოხდებოდა მიღება-ჩაბარების აქტის შედგენიდან ხუთი საბანკო დღის ვადაში.
ხელშეკრულების სავარაუდო ღირებულება განისაზღვრა 52500 ლარით. ბ--------------ს მიერ სამუშაოების დაწყებიდან წარმოიშვა დისკომფორტი, რადგან ისინი არ მუშაობდნენ იმ თანმიმდევრობით, რომელიც უზრუნველყოფდა სამუშაოს ხარისხიანად და დროულად შესრულებას. მოპასუხე მხარემ ერთი თვის განმავლობაში მხოლოდ 300 კვადრატულ მეტრზე არსებულ იატაკზე შეძლო არაჯეროვნად სამუშაოების შესრულება. არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოს გამოსასწორებლად მოპასუხე მხარემ ექსპერტის დასკვნაში მითითებული მეთოდისგან განსხვავებული მეთოდით სცადა ხარვეზის აღმოფხვრა, თუმცა უშედეგოდ. ხოლო შემდგომ მიხვდა, რომ ვეღარ შეასრულებდა აღებულ ვალდებულებას დათქმულ დროში და შეთანხმებული ხარისხით, მიატოვა სამშენებლო ობიექტი და მოითხოვა გაკეთებული სამუშაოების თანხის ანაზღაურება, ისე რომ არ გაითვალისწინა ის შენიშვნები, რომელიც გააჩნდა შ----------–--ს" მის მიმართ.
მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 1.2 პუნქტის შესაბამისად, ორმეტრიანი რეიკის შემოწმების შედეგად შესრულებული სამუშაოს ზედაპირის ცდომილება არ უნდა იყოს 2მმ-ი არაუმეტეს ერთი ადგილისა. სართულზე ზედაპირების საერთო ცდომილება არ უნდა აღემატებოდეს 5მმ-ს. მოპასუხე მხარის მიერ შესრულებული ქვიშა-ცემენტის ხსნარით მოჭიმული იატაკი იყო უსწორმასწორო ზოგ შემთხვევაში 9 მმ-ითაც.
შ----------–--ი"-ს მიერ ხელშეკრულების 1.2 პუნქტში აღნიშნული შედეგის დადგომა მნიშვნელოვანი იყო, რადგან თვითონ მას იგივე სტანდარტით აქვს ჩასაბარებელი ობიექტი დამკვეთისათვის. შ----------–--ს" მოუწევს 5444 ლარზე მეტის დახარჯვა, რათა მიიღოს ხელშეკრულების 1.2 პუნქტით განსაზღვრული სამუშაოს ხარისხი, რათა შემდგომში მოახდინოს ობიექტის დამკვეთისათვის ჩაბარება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე შ----------–--მა"-მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ შ-------------------ი"-ს მიერ, რომელიც არის ქვეკონტრაქტორი ნაკისრი ვალდებულებები არაჯეროვნად და არასრულად იქნა შესრულებული. მის მიერ შესრულებული სამუშაოები არ შეესაბამება მხარეთა შორის არსებულ 2----–-–-----------ის ხელშეკრულების 1.2 პუნქტს. ამასთან 6.2 და 6.3 პუნქტების შესაბამისად მხარეს 2017 წლის 12 ივნისიდან 45 დღის განმავლობაში უნდა უზრუნველყო 3000 კვ.მ იატაკის მოჭიმვა ხელშეკრულებით დადგენილი პარამეტრების მიხედვით. შ-------------------მა" კი თითქმის ერთი თვე დახარჯა 300 კვ.მ-მდე იატაკის უხარისხო მოჭიმვითი სამუშაოების ჩასატარებლად და მიატოვა ობიექტი.
2.1. მოპასუხე შ-------------------ი“-ს პოზიცია შეგებებულ სარჩელზე
შ-------------------ი“-ს წარმომადგენელმა შეგებებული სარჩელი არ ცნო და შესაგებელში მიუთითა, რომ: შ----------–--ი"-ს მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უხეში დარღვევის გამო (შესრულებული სამუშოების ანაზღაურებაზე უარის თქმა) შ-------------------ი"-ს მიერ შ----------–--ი"-ს სასარგებლოდ სამუშაოები ხელშეკრულებაში მითითებული საორიენტაციო ფართისგან განსხვავებით ფაქტობრივად განხორციელდა 302.84 კვ.მ-ზე, რომლის შესრულებაც მოიწონა და მიიღო შ----------–--მა".
შ-------------------მა" 2----–-–---------–--ს ხელმოსაწერად გაუგზავნა მიღება-ჩაბარების აქტი, შ----------–--მა“ ყოველგვარი ახსნა-განმარტებისა და დასაბუთების გარეშე უარი განაცხადა კომუნიკაციაზე, თუმცა კონკლუდენტური მოქმედებით მიიღო და მოიწონა შ-------------------ის" მიერ შესრულებული სამუშაოები. აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოება, რომ მოსარჩელეს შ-------------------ი"-ს მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ პრეტენზია არ წარუდგენია მანამ, სანამ შ-------------------ი" კანონით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში არ შეეცადა მისი ინტერესების დაცვას.
2----–-–-----------ის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შ-------------------მა" შეასრულა სათანადო ხარისხით, ჯეროვნად და სამშენებლო ნორმების შესაბამისად. მათ მიერ ექსპერტიზის წინაშე დასმულ იქნა კითხვა, - სამშენებლო ობიექტზე შ-------------------ი"-ს მიერ განხორციელებული იყო თუ არა 2----–-–-----------ის ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოები სამშენებლო ნორმათა სრული დაცვით, რაზეც ექსპერტმა დასკვნაში ერთმნიშვნელოვნად მიუთითა, რომ სამუშაოები წარმოებულია სამშენებლო ნორმებისა და წესების სრული დაცვით.
მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა შესასრულებელი სამუშაოების ,,საორიენტაციო" ფართი. შ----------–--ის" არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო, შ-------------------ა" ობიექტზე სამუშაოები შეასრულა 302.84 კვ.მ-ზე. რაც შეეხება რამდენიმე (13 კვ.მ), რომელიც შ----------–--ი"-ს მიერ ხელშეკრულების უხეში დარღვევის გამო ვერ იქნა დასრულებული ობიექტზე, არ იქნა გათვალისწინებული შ-------------------ი"-ს მიერ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენისას, ამდენად დაუდგენელია რა ტერიტორიაზე იქნა ადგილზე ექსპერტის მიერ შემოწმებული და რომელ ,,ზოგ ადგილას" დააფიქსირა იატაკების ზედაპირების ნიშნულების ცდომილება სამშენებლო ნორმების საწინააღმდეგოდ.
საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდება მოპასუხის მიერ ობიექტის თვითნებურად მიტოვებისა და შ----------–--ი"-ს მოპასუხის მიმართ შენიშვნების არსებობის ფაქტი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადასტურებულად ჩაითვლება იატაკზე ხარვეზების არსებობა გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული ხარვეზები დაფიქსირდა მხოლოდ მოსარჩელის ინიციატივით მოგვიანებით ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნაში, მას შემდეგ რაც დასრულდა ზაფხული (მაღალი ტემპერატურა), ამ პერიოდში მოსარჩელე მხარე ვალდებული იყო უზრუნველყო ხელშეკრულების 5.1 პუნქტით განსაზღვრული მოვლის, ექსპლუატაციის წესების დაცვა. აღნიშნული წესების დარღვევა არის ერთადერთი გარემოება, რასაც შეეძლო გავლენა მოეხდინა იატაკის მდგომარეობასა და ხარისხზე. ვინაიდან ხარვეზები გამოწვეულია მოსარჩელით ბრალით, მოპასუხე სრულად იხსნის პასუხისმგებლობას აღნიშნულთან დაკავშირებით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2----–-–-----------ს შ-------------------სა“ და შ----------–--ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება N0-----------, რომლის თანახმად შ-------------------ს" უნდა შეესრულებინა ქ. თ---–--–ი, ს--------------–------ში, შ----------–--ი"-ს მიერ მიწოდებული პენოპლასტის ფილების დალაგება (ორი ფენა), იატაკი მოჭიმვა ქვიშა-ცემენტის ხსნარით (სისქე 100 მმ), გამამყარებელი ფხვნილით Mastertop, პერიმეტრული ლენტის დატანა, თერმოღარების დახერხვა და შევსება საორიენტაციოდ 3000 კვ.მ-ზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შეგებებული სარჩელი, შესაგებლები, სასამართლოს სხდომის ოქმები);
- 2----–-–-----------ს N0----------- ხელშეკრულება (ს.ფ. 20-24).
3.1.2. 2----–-–-----------ს შ-------------------სა“ და შ----------–--ს“ შორის გაფორმებული N0----------- ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს მთლიანი სავარაუდო ღირებულება შეადგენდა 52 500 ლარს, დღგ-ს ჩათვლით (3.1.პუნქტი). 1კვ.მ სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 17.50 ლარს დღგ-ს ჩავლით (3.2.პუნქტი).
შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება განხორციელდებოდა ეტაპობრივად, მიღება-ჩაბარების აქტის შედგენიდან 5 საბანკო დღის ვადაში.
ხელშეკრულებით სამუშაოების დაწყების თარიღად განისაზღვრა 2017 წლის 12 ივნისი, ხოლო სამუშაოს შესრულების ვადად _ 45 დღე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შეგებებული სარჩელი, შესაგებლები, სასამართლოს ხდომის ოქმები);
- 2----–-–-----------ს N0----------- ხელშეკრულება (ს.ფ. 20-24);
3.1.3. სადავოს არ წარმოადგენს, რომ შ-----------------ის“ მიერ ობიექტზე ხელშეკრულების 1.1. პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულდა 302კვ.მ-ზე, რომლის ღირებულება დამკვეთს არ აუნაზღაურებია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შეგებებული სარჩელი, შესაგებლები, სასამართლოს სხდომის ოქმები);
- 2----–-–-----------ს N0----------- ხელშეკრულება (ს.ფ. 20-24);
- ლ.სამხარაულის სახელობის 0-------–----------- საინჟინრო დასკვნა (ს.ფ.25-33);
-ლ.სამხარაულის სახელობის 0-------–----------- საინჟინრო დასკვნა (ს.ფ.86-94);
3.1.4. 2----–-–---------–--ს შ-------------------ა“ ცალმხრივად შეწყვიტა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება და მოითხოვა დამკვეთისაგან შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ს-----------------------–-------------ა 19.07.17წ წერილი შ--------–--ს“ (ს.ფ 34).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. მითითებული დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომელიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
3.2.1. საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს სადავო ფაქტობრივ გარემოებას, რომ შ-------------------ა“ ჯეროვნად ვერ შეასრულა 2----–-–-----------ის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შემკვეთისათვის წარედგინა ნივთობრივად უნაკლო შესრულება ხელშეკრულების 1.2 პუნქტის შესაბამისად და რომ აღნიშნული ნაკლის აღმოსაფხვრელად საჭიროა 1554.14 ლარის ღირებულების თვითსწორებადი თხევადი მასალა.
სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლზე და დადგენილად მიიჩნევს მხარეთა შორის შეთანხმებას, ხელშეკრულების 1.2. პუნქტით განსაზღვრულ პირობაზე, რომლის თანახმადაც „ორმეტრიანი რეიკის შემოწმების შედეგად შპს „ბ--------------ს“ მიერ შესრულებული სამუშაოს ზედაპირის ცდომილება უნდა ყოფილიყო არაუმეტეს 2მმ და არაუმეტეს ერთი ადგილისა. სართულზე ზედაპირების საერთო ცდომილება კი არ უნდა აღმატებოდა 5მმ-ს“; შემსრულებელი იძლეოდა გარანტიას, რომ მის მიერ შესასრულებელი სამუშაო იქნებოდა საპროექტო დოკუმენტაციასთან, საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და სტანდარტებთან და ასევე წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაში“( 5.3 პუნქტი);
სამოქალაქო კოდექსის 639-ე, 641-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ნორმათა დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ ნარდობის ხელშეკრულების ერთ-ერთ არსებით პირობას წარმოადგენს მენარდის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ხარისხი. თუ მომსახურება მოიცავს, რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ დამკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთი. ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს. ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის. ნივთობრივ ნაკლს უთანაბრდება, თუ მენარდე დაამზადებს შეკვეთილისაგან განსხვავებულ ან უფრო ნაკლები რაოდენობის ნაკეთობას.
შ-------------------ა“ სადავოდ გამხდარი გარემოების მტკიცების მიზნით, წარმოადგინა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–---------------- დასკვნა, რომლის თანახმადაც ,,ქ. თ---–--–ი, ს--------------–----------ში მდებარე შენობაში, შ-------------------ი"-ს მიერ, 2----–-–-----------ს მხარეთა შორის გაფორმებული N0----------- ხელშეკრულების 1.1 პუნქტით შესრულდა რიგი სარემონტო სამუშაოები; ხილულ სამუშაოზე, როგორიცაა იატაკის მოჭიმვითი სამუშაო ქვიშა-ცემენტის ხსნარით (სისქე 100მმ) ჩატარდა აზომვები, ხოლო დანარჩენი სამუშაოები, კერძოდ: პენოპლასტის ფილების დალაგება (ორი ფენა), გამამყარებელი ფხვნილის Mastertop იატაკზე მოყრა, პერიმეტრული ლენტის დატანა განეკუთნება ფარულ სამუშაოთა კატეგორიას და მისი ზუსტი მოცულობების დადგენა ექსპერტიზის ჩატარების პერიოდისათვის ტექნიკურად იყო შეუძლებელი. აზომვით დადგინდა, რომ ექსპერტიზის ჩატარების პერიოდისათვის იატაკის მოჭიმვითი სამუშაო ქვიშა ცემენტის ხსნარით (სისქე 100მმ) შესრულებული იყო 302.00 კვ.მ-ზე და სამუშაოები წარმოებული იყო სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით“.
აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, შ--------–--ის“ მიერ წარმოდგენილ იქნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–------------------ს დასკვნა, რომლის თანახმადაც „შ----------–--სა“ და შ-------------------ი"-ს მიერ 2----–-–-----------ის მხარეთა შორის გაფორმებული N0----------- ხელშეკრულების 1.2 პუნქტით ნაკისრი ვალდებულება არ არის ჯეროვნად შესრულებული“. დასკვნით ნაწილში ასევე აღნიშნულია, რომ საკითხის პრაქტიკულად გადაჭრის მიზნით, რათა გამოსწორდეს ობიექტზე მოწყობილ იატაკზე საერთო მდგომარეობა, რეკომენდებულია იატაკზე მოეწყოს თვითსწორებადი (თხევადი დასასხმელი) მასალა, რომლის ღირებულებაც დღეისათვის სამშენებლო ბაზარზე არსებული სამშენებლო მასალებისა და შრომითი ანაზღაურების ღირებულების გათვალისწინებით, საორიენტაციოდ შეადგენს 5444.14 ლარს, დღგ-ს და ნორმატიული დარიცხვების გათვალისწინებით. ამავე დასკვნის კვლევით ნაწილში ექსპერტი უთითებს, რომ „ორმეტრიანი ლარტყის გამოყენებით მოხდა ქვისა-ცემენტის ხსნარით მოჭიმული იატაკის შემოწმება, რათა დადგენილიყო ხელშეკრულების 1.2. პუნქტით გათვალისწინებულის მოთხოვნები იყო თუ არა უზრუნველყოფილი, რა დროსაც დადგინდა შემდეგი: ,,ექსპერტიზის ჩატარების პერიოდისათვის იატაკების ზედაპირის ნიშნულების ცდომილება აღემატება 2მმ-ს, ზოგ ადგილზე ცდომილებამ შეადგინა 3მმ-დან 5 მმ-მდე. ასევე ობიექტის ვიზუალური დათვალიერებით დადგინდა, რომ რიგ შემთხვევაში იატაკს აღენიშნება ბზარები, როგორც ოთახების შესასვლელთან არსებულ თერმოღარებთან, ასევე კორიდორის ნაწილში.
სასამართლო პროცესზე ექსპერტმა ბესარიონ ბარბაქაძემ, რომელიც წარმოადგენს მოდავე მხარეთა დაკვეთით შესრულებული ორივე, ზემოხსენებული საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნების შემსრულებელს, სასამართლოს განუმარტა, რომ არავითარი წინააღმდეგობა ამ ორ დასკვნას შორის არ არსებობს, ვინაიდან როგორც N0-------- დასკვნის კვლევით ნაწილშია მითითებული, ამ შემთხვევაში ექსპერტის კვლევის საგანს წარმოადგენდა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 1.1. პუნქტით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა თუ არა სამშენებლო ნორმების და წესების დაცვით და რამდენ კვადრატულ მეტრზე, ხოლო N0-------- დასკვნის კვლევის საგანს წარმოადგენდა შ--------–--სა“ და შპს “ბესტი ჯგუფს“ შორის 2----–-–-----------ს დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესაბამისობა ხელშეკრულების 1.2. პუნქტთან და რა თანხები იქნებოდა საჭირო იატაკის შესაბამის პარამეტრებამდე მოყვანისათვის.
სასამართლო ასევე ყურადღებას მიაპყრობს შ--------–--ის“ მიერ წარმოდგენილ შ--------------–---------“-ის 2----–-–---------------ს ინსპექტირების (ექსპერტიზის) ანგარიშზე NI------------, რომლის თანახმად, ინსპექტირების პერიოდში _ 0---------------- ობიექტის ტექნიკური კვლევის შედეგად ,,ყველა ოთახში და კორიდორში გამოვლინდა იატაკის უსწორმასწორო ზედაპირი. კერძოდ: ოთახებში (სულ 12 ოთახი) იატაკის ზედაპირის ნიშნულების ცდომილება აღემატება 3მმ-ს (დაფიქსირდა ცდომილება 3მმ-დან 7მმ-მდე), ხოლო კორიდორში G და F ღერძებს შორის ნიშნულიდან E და D ღერძებს შორის ნიშნულამდე (მანძილი 10 გრძ. მ) სხვაობა დაფიქსირდა 10მმ-ი. C და B ღერძებს შორის ნიშნულისა და A ღერძს შორის სხვაობა 15მმ-ია (მანძილი 9.5 გრძ.მ). ასევე, დაფიქსირდა ოთახების შესასვლელებში თერმოღარებთან ბზარები. მოჭიმვის სამუშაოები არ შეესაბამება შ----------–--ი"-სა და შ-------------------ი"-ს შორის N0----------- ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, პუნქტი 1.2-ს.
სასამართლო პროცესზე როგორც ,----------–-----------ის ექსპერტმა მ-----–----------ემ, ასევე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტმა სასამართლოს განუმარტეს რომ მათ მიერ ობიექტის კვლევისას გამოყენებულ იქნა ორმეტრიანი სიგრძის ლარტყა; ამასთან, შ------------–--------“-ის ინსპექტირების (ექსპერტიზის) ანგარიშშიც და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N0-------- საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნაშიც მითითებულია რომ ნაკლის აღმოსაფხვრელად და ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობაში მოსაყვანად, მიზანშეწონილია იატაკის თვითსწორებადი მასალის გამოყენება, რაც ექსპერტთა განმარტებით წარმოადგენს ფაქტობრივად ერთადერთ ალტერნატივას, გასწორდეს ცდომილებანი შესრულებული სამუშაოს დემონტაჟის გარეშე.
შ-----------------ის“ არგუმენტაცია, იმის თაობაზე რომ “დაუდგენელია თუ რა ტერიტორია იქნა ადგილზე ექსპერტის მიერ შემოწმებული და ეჭვი, ხომ არ მოიცავდა ეს „ზოგი ადგილი“ სადაც დაფიქსირდა იატაკების ზედაპირების ცდომილება, იმ 13 კვ.მ-ს, რომელიც შ--------–--ის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო, ვერ იქნა დასრულებული _ სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული შემდეგი არგუმენტაციით: ერთი, რომ როგორც „-----–---ს“, ასევე თავად „ბ--------------ს“ დაკვეთით შესრულებული საინჟინრო დასკვნის თანახმად საკვლევ ობიექტს წარმოადგენდა 302 კვ.მ და მეორეც, შ--------------–---------“-ის მიერ გამოსაკვლევი ობიექტის ადგილზე შესწავლა, როგორც ანგარიშიდან ირკვევა განხორციელდა, დამკვეთისა და მენარდის წარმომადგენლების უშუალო თანდასწრებითა და მითითებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო სრულად იზიარებს შ----------–--ი“-ს მიერ ჩატარებული ექსპერტიზისა და შ--------------–---------“-ის ანგარიშის დასკვნებს და საკვლევი ობიექტის გათვალისწინებითა და მათში მკაფიოდ და ცალსახად დაფიქსირებული დასკვნების საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნევს, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებას, რომ შპს ,,ბ--------------ს“ მიერ განხორციელებული შესრულება ნაკლოვანი იყო.
3.2.2. საქმის მასალებით არ დასტურდება, დამკვეთის მიერ მენარდისათვის მიწოდებული მასალის, კერძოდ პენოპლასტის ფილების უხარისხობის ფაქტი.
კანონით გათვალისწინებული მოსარჩელე მხარის ვალდებულებაა მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის მიხედვით მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას ვინც უარყოფს. ამასთანავე, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილისა.
სასამართლო მიუთითებს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში შ-----------------ს“ არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება (ექსპერტის დასკვნა, შეფასების აქტი) რომელიც უტყუარად დაადასტურებდა დამკვეთის მიერ მიწოდებული მასალის უხარისხობის, შესასრულებელი სამუშაოებისათვის მისი გამოუსადეგრობის ფაქტს. რაც შეეხება მოწმე ა------------ის ჩვენებას, სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული მოწმის ჩვენება არასაკმარისი და არასათანადო მტკიცებულებაა სასამართლოსათვის სადავო გარემოების დადგენის თვალსაზრისით.
3.2.3 სასამართლომ არ გაიზიარა შ-------------------ი“-ს განმარტება, რომ შემკვეთი სამუშაოს შესრულების პროცესში ინფორმირებულ იქნა გამოვლენილი ხარვეზის თაობაზე, რაც უკავშირდებოდა შ--------–--ის“ მიერ მიწოდებული მასალის, კერძოდ ,,პენოპლასტის ფილების უხარისხობა.
სამოქალაქო კოდექსის 647-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მენარდე მოვალეა დროულად გააფრთხილოს შემკვეთი, რომ: ა) შემკვეთისგან მიღებული მასალა უხარისხო და გამოუდეგარია; ბ) თუ შემკვეთის მითითება შესრულდება, ნამუშევარი არამტკიცე და გამოუსადეგარი იქნება და გ) არსებობს მენარდისაგან დამოუკიდებელი სხვა რამ გარემოება, რომლიც საფრთხეს უქმნის ნამუშევრის სიმტკიცესა და ვარგისიანობას. ამავე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ თუ მენარდე არ ისარგებლებს გაფრთხილების ვალდებულებით და განაგრძობს სამუშაოს შესრულებას, ასეთ შემთხვევაში იგი კარგავს უფლებას, დაეყრდნოს ამ გარემოებას, როგორც საფუძველს დამზადებული ნაკეთობის ხარისხის გაუარესებისა; ხოლო თუ შემკვეთი, მენარდის დროული გაფრთხილების მიუხედავად, შესაბამის ვადაში არ გამოცვლის გამოუსადეგარ ან უხარისხო მასალას, არ შეცვლის მიცემულ მითითებას სამუშაოს შესრულების წესის შესახებ, ანდა არ აღმოფხვრის სხვა გარემოებას, რომელსაც შეუძლია ზიანი მიაყენოს ნამუშევრის ვარგისიანობას ან სიმტკიცეს, მენარდეს უფლება აქვს უარი განაცხადოს ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს ამით მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში აღნიშნული მუხლით გათვალისწინებულ ფაქტობრივ შემადგენლობას ადგილი არ აქვს, ვინაიდან როგორც მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 5.2 პუნქტით დასტურდება, მენარდეს ხელშეკრულების გაფორმებისას სრულად ქონდა შესწავლილი საპროექტო დოკუმენტაცია, წარმოდგენილი და განსაზღვრული ქონდა შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა და სპეციფიკა, უშუალოდ საპროექტო დოკუმენტაციის ავტორთან გაარკვია შესასრულებელი სამუშაოს ყველა დეტალი და გამომდინარე აღნიშნულიდან იკისრა გარანტია, რომ მის მიერ შესრულებული სამუშაო იქნებოდა საპროექტო დოკუმენტაციასთან, სამშენებლო ნორმებთან და სტანდარტებთან და მხარეთა მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაში.
სადავო გარემოების დადგენის თვალსაზრისით საყურადღებოა მოწმედ გამოძახებულ პირთა (ა------------ისა და დ--------–---–ის) თანმხვედრი ჩვენებებიც, იმის თაობაზე რომ შ-----------------ის“ ბრიგადირმა ა------------ემ დამკვეთს აუხსნა რომ „მას არ ქონდა მიწოდებული პროდუქციით მუშაობის გამოცდილება“, რაც ვერ იქნება დასტური იმისა რომ მენარდის მიერ განხორციელდა დამკვეთის ინფორმირება, იმის თაობაზე, რომ სწორედ ამ უკანასკნელის მიერ მიწოდებული პენოპლასტის ფილები უქმნიდა საფრთხეს შესრულებული სამუშაოს სიმტკიცესა და ვარგისიანობას. საგულისხმოა შ-----------------ის“ ბრიგადირის ა------------ის ჩვენების ის ნაწილშიც, სადაც მოწმე რომ დასხმულ ბეტონზე ე.წ. ე.წ. ვერტალიოტის გადატარებამდე, ცდომილება არ აღემატებოდა 1მმ-ს.
3.2.4. სასამართლომ არ გაიზიარა შ-----------------ის“ მტკიცება, რომ შ--------–--ის“ მხრიდან ადგილი ქონდა ნაკლოვანი შესრულების მიღების ფაქტს.
სასამართლო მიუთითებს: გარდა იმისა რომ სსსკ-ის მე-5 მუხლის საფუძველზე სამოქალაქო სამართალწარმოებაში დამკვიდრებული მხარეთა თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, შ-----------------ის“ აღნიშნული განმარტება გაქარწყლებულ იქნა თანაბარმნიშვნელოვანი მტკიცებულებით - მოწინააღმდეგე მხარის ახსნა-განმარტებით; საქმეზე მოწმედ დაკითხულ პირთა (ზ------------ის და დ--------–---–ის), ჩვენებებით ცალსახად დასტურდება, რომ იატაკის მოჭიმვასთან დაკავშირებულ სამუშაო პროცესს მთლიანობაში თან ახლდა ხარვეზები, რომლის გამოსწორებასაც შემსრულებელი დამკვეთთან შეთანხმებით სხვადასხვა ხერხით ცდილობდა.
სასამართლო მიუთითებს, რომ ნარდობის ურთიერთობიდან გამომდინარე შედეგებისათვის განმსაზღვრელია დამკვეთის მიერ არა სამუშაოს, როგორც ასეთის მიღება, არამედ შესრულებული სამუშაოს შედეგის მიღება, რაც კონკრეტულ შემთხვევაში საქმის მასალებით ასევე არ დასტურდება: საქმეში წარმოდგენილი არ არის, ორმხრივად ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად დაადასტურებდა სამუშაოს ან მისი ნაწილის (ეტაპის) მიღების ფაქტს; როგორც შ-----------------ი“ მიუთითებს სარჩელში, მან სამუშაოები დაასრულა 2----–-–---------–--ს, მხარეთა შორის ელექტრონული ფოსტით მიმოწერის ამსახველი მტკიცებულებებით კი დასტურდება, რომ 2----–-–---------–--ს შ----------–--მა“ წერილობით აცნობა მხარეს შესრულებული სამუშაოს ხარვეზთან დაკავშირებით; მიუხედავად ნაკლის გამოსწორების მცდელობისა, რაც დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით, შედეგი მიღწეულ ვერ იქნა, რის შემდეგაც 2----–-–---------–--ს შ-----------------მა“ შეწყვიტა ხელშეკრულება და მოითხოვა შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება.
საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა სადავო ფაქტობრივ გარემოებებს მხარეები არ უთითებენ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია რომ შ-------------------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო შ--------–--ის“ შეგებებული სარჩელი სრულად.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 327-ე, 361-ე, 629-ე, 637-638-ე, 645-ე, 417-418-ე მუხლები..
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ყველაზე გავრცელებული საფუძველია. კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ როგორც ხელშეკრულების შინაარსი, ასევე მისი შესრულების მექანიზმი.
სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, სადაც თითოეულ მხარეს გააჩნია კონკრეტული უფლება-მოვალეობები, მენარდე ვალდებულია შეასრულოს გარკვეული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს შეთანხმებული საზღაური. ნარდობის ხელშეკრულება დადებულად მიიჩნევა მხარეების მიერ არსებით პირობებზე შეთანხმების მომენტიდან. არსებითად კი, მიიჩნევა მენარდის მიერ შესასრულებელ სამუშაოზე შეთანხმება.
მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის, რომ შ-------------------სა“ და შ----------–--ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება N0-----------, რომლის თანახმად შ-------------------ს" უნდა შეესრულებინა ქ. თ---–--–ი, ს--------------–------ში, “დამკვეთის” მიერ მიწოდებული პენოპლასტის ფილების დალაგება (ორი ფენა), იატაკი მოჭიმვა ქვიშა-ცემენტის ხსნარით (სისქე 100 მმ), გამამყარებელი ფხვნილით Mastertop, პერიმეტრული ლენტის დატანა, თერმოღარების დახერხვა და შევსება საორიენტაციოდ 3000 კვ.მ-ზე.
ხელშეკრულებით სამუშაოების დაწყების თარიღად განისაზღვრა 2017 წლის 12 ივნისი, ხოლო სამუშაოს შესრულების ვადად _ 45 დღე.
ხელშეკრულების თანახმად საზღაურის ოდენობა განისაზღვრა 1 კვ.მ სამუშაოზე 17.50 ლარით დღგ-ს ჩათვლით. ხელშეკრულების 3.3 და 3.4 პუნქტით ასევე განისაზღვრა ანგარიშსწორების წესი: მხარეთა მიერ ანგარიშსწორება განხორციელდებოდა უნაღდო ანგარიშსწორების გზით, ეტაპობრივად, მიღება-ჩაბარების აქტის შედგენიდან 5 საბანკო დღის ვადაში.
ძირითად სარჩელზე მოსარჩელის განმარტებით, შ-------------------ა“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და სამშენებლო ნორმათა დაცვით. მიუხედავად ამისა, დამკვეთი, რომელმაც მიიღო შესრულება, უარს აცხადებს შემხვედრ შესრულებაზე _ სამუშაოს ღირებულების ანაზღაურებაზე.
შპს „ბ--------------ს“ სარჩელზე მოპასუხე (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) სადავოდ ხდის მენარდის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების ფაქტს და სასამართლოს მიუთითებს ნაკლოვან შესრულებაზე. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნათა საფუძვლიანობის განსაზღვრისათვის არსებითია შეფასდეს შესრულდა თუ არა მენარდის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ისე, როგორც ამაზე მხარეები შეთანხმდნენ და როგორი გონივრული მოლოდინიც დამკვეთს გააჩნდა შესრულების მიმართ;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობას არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
მოცემულ შემთხვევაში, მართალია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 0-------–----------- საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ შ-----------------ის მიერ ხელშეკრულების 1.1. პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოები წარმოებულია სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით, თუმცა საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, სადავო ფაქტობრივი გარემოება რომ მენარდემ ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ისე, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი - ვერ წარუდგინა შემკვეთის ხელშეკრულების 1.2 პუნქტის შესაბამისი უნაკლო შესრულება.
6.2. საქმეზე დადგენილი უდავო გარემოებაა, რომ შ-----------------ის“ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები განხორციელდებულია 302კვ.მ-ზე, რომლის ღირებულებაც შ----------–--ს“ შ-------------------ისათვის“ არ აუნაზღაურებია.
დადგენილია ასევე რომ ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების სრულად დასრულებამდე 19.07.17წ მენარდის ინიციატივით მხარეთა შორის შეწყდა სახელშეკრულებო ურთიერთობა. შპს “ბ--------------“ ხელშეკრულების შეწყვეტის მოტივად ასახელებს, მხარეთა შორის არსებულ უთანხმოებას დაკავშირებულს დამკვეთის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულების აუნაზღაურებლობასთან, ხოლო შ---------–--ი“ უთითებს შემსრულებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ნაკლოვანი შესრულების ფაქტზე, რაც სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია.
სამოქალაქო კოდექსის 637-ე მუხლის თანახმად, მენარდეს შეუძლია სამუშაოს დასრულებამდე მხოლოდ ისე შეწყვიტოს ხელშეკრულება, რომ შემკვეთმა შეძლოს მომსახურების სხვაგვარად მიღება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შეწყვეტისათვის არსებობს რაიმე მნიშვნელოვანი საფუძველი. ამ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების მოვალეობა გამოირიცხება. ამავე კოდექსის 638-ე მუხლით გათვალისწინებულია, რომ თუ მენარდე ვალდებულებას შეწყვეტს 637-ე მუხლის მიხედვით, მაშინ მას შეუძლია მოითხოვოს გასამრჯელოს ნაწილი, რომელიც შეესაბამება მის ადრინდელ მომსახურებას, თუკი შემკვეთს ადრე გაწეული მომსახურების მიმართ აქვს რაიმე ინტერესი.
სასამართლო ასევე მიუთითებს რომ: ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები ამ ტიპის ხელშეკრულების სპეციფიკურობიდან გამომდინარე, იმის გამო რომ პრეზუმირებულია გარკვეული ნაკლისა თუ ხარვეზის აღმოჩენა/გამოვლენა, შემკვეთის მიერ დამატებითი შესრულების მოთხოვნის შესაძლებლობას ადგენს სსკ-ის 642-ე მუხლით, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი რეგულაცია; დამატებითი შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, კანონმდებელი ადგენს შესაძლებლობას, შემკვეთმა თითონ აღმოფხვრას ნაკლი და მოითხოვოს გაწეული ხარჯის ანაზღაურება (სსკ-ის 643-ე მუხლი), ასევე ნაკეთობის ნაკლის გამო, შემკვეთს სსკ-ის 405-ე მუხლის მიხედვით შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე (სსკ-ის 644-ე მუხლი), ხოლო შემკვეთს რომელიც არც ხელშეკრულების დამატებით შესრულებას მიიღებს საამისოდ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ და არც უარს განაცხადებს ხელშეკრულებაზე, შეუძლია შეამციროს საზღაური, იმ თანხით რა თანხითაც ნაკლი ამცირებს ნაკეთობის ღირებულებას (სსკ-ის 645-ე მუხლი). აღნიშნული მუხლებით რეგულირებული ალტერნატიული მოწესრიგებიდან, შემკვეთის მიერ ერთ-ერთის არჩევა, კანონით დადგენილი და ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის შემადგენელი ელემენტია და არ ლახავს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა კეთილსინდისიერების პრეზუმფციას.
მენარდის მიერ ხელშეკრულების 1.1. პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების შედეგად გამოვლენილი ნაკლის გამოსწორებისათვის საჭირო ღირებულებით საზღაურის შემცირების შესაძლებლობას ასევე ითვალისწინებდა 2----–-–----------ის ხელშეკრულების 2.10 პუნქტიც, რომლის თანახმადაც „ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც იგზავნება შეტყობინება დეფექტის არსებობის შესახებ შემსრულებელი ვალდებულია გამოასწოროს აღნიშნული დეფექტები... თუ შემსრულებელი ვერ გამოასწორებს დეფექტებს, დამკვეთი შეაფასებს დამოუკიდებელ კომპეტენტურ წარმომადგენელთან დეფექტის გასწორების ღირებულებას, რაც შესაძლებელია გამოიქვითოს „ღირებულებიდან“.
მხარეთა შორის ელექტრონული ფოსტით მიმოწერის ამსახველი წერილობითი მტკიცებულებებით (რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ) თანმიმდევრულად დასტურდება, რომ 2----–-–---------–--ს შ----------–--მა“ წერილობით აცნობა მხარეს შესრულებული სამუშაოს ხარვეზთან დაკავშირებით. მენარდის მიერ ნაკლის გამოსწორების (ზედაპირის მოხეხვის) მცდელობის მიუხედავად, სასურველი შედეგი ვერ იქნა მიღწეული. ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, 2----–-–---------–--ს შ-----------------მა“ შესთავაზა შ---------–--ს“ ხარვეზის გამოსასწორებლად ობიექტზე დამატებითი სამუშაოების განხორციელება, რაზეც დამკვეთმა უარი განაცხადა ხარვეზის გამოსწორების ტექნიკური შეუძლებლობის გამო.
ლ.სამხარაულის სახელობის 2----–-–---------------ის საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნისა და შ------------–--------“-ის ინსპექტირების (ექსპერტიზის) ანგარიშის თანახმად, დგინდება რომ შესრულებული სამუშაოს ნაკლის აღმოფხვრა, ტექნიკურად შესაძლებელია მხოლოდ თვითსწორებადი თხევადი სითხის გამოყენებით.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ რამდენადაც შ-----------------ის“ მიერ შესრულებულ იქნა სამუშაოთა ნაწილი, რომლის მიმართაც დამკვეთს ინტერესი არ დაუკარგავს, შ-----------------ი“ უფლებამოსილია მოითხოვოს ანაზღაურება, რომელიც შეესაბამება მის მიერ ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებს, ხოლო თავის მხრივ შპს“მედიმშენი“ უფლებამოსილია სამოქალაქო კოდექსის 645-ე მუხლის საფუძველზე შეამციროს საზღაური, იმ თანხით რა თანხითაც ნაკლი ამცირებს ნაკეთობის ღირებულებას. ხოლო თუ რა თანხით ამცირებს ნაკლი ნაკეთობის ღირებულებას, აღნიშნული საკითხის განსაზღვრისას სასამართლომ გაითვალისწინა როგორც „დამკვეთის“ ინტერესი ჯეროვანი შესრულებისადმი, ასევე გაიზიარა ლ.სამხარაულის სახელობის 2----–-–---------------ის საინჟინრო ექსპერტიზისა და შ------------–--------“-ის ინსპექტირების (ექსპერტიზის) ანგარიშის დასკვნები და მიიჩნია, რომ შ--------–--ი“ უფლებამოსილია მენარდის საზღაური შეამციროს ნაკლის გამოსასწორებლად საჭირო თვითსწორებადი მასალის ღირებულებით - 5444 ლარით.
შესაბამისად, შ-----------------ის“ სარჩელი ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს: შ----------–--ს" მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 5299.7 ლარის გადახდა; ასევე უნდა დაკმაყოფილდეს შ--------–--ის“ შეგებებული სარჩელი და შ-----------------ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 5444 ლარის ანაზღაურება
6.3. სსკ-ის 417-ე, 418-ე და 420-ე მუხლების საფუძველზე ხელშეკრულების დადებისას მხარეებს უფლება აქვთ, შეთანხმდნენ გარკვეული თანხის – პირგასამტეხლოს გადახდაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას.
სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლებით გათვალისწინებულ ნორმათა დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს: პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი, მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი.
კონკრეტულ შემთხვევაში, შ-------------------სა“ და შ----------–--ს’’ შორის 2----–-–-----------ს გაფორმებული ხელშეკრულების 7.1. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდენენ, რომ დამკვეთის მიერ ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით სამუშაოს ღირებულების გადახდის დაგვიანების შემთხვევაში, ,,დამკვეთი“ ,,შემსრულებელს“ პირგასამტეხლოს სახით გადაუხდიდა მთლიანი გადასახდელი თანხის 0.1%-ს გადახდის ვადის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სწორედ აღნიშნულ პუნქტზე დაყრდნობით ითხოვს შ-----------------ი“ შ--------–--ისათვის“ გადასახდელი თანხის 5299.7 ლარის 0.1%-ის დაკისრებას, 2----–-–---------–--იდან (სამუშაოს დასრულებიდან) სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
უპირველეს ყოვლისა სასამართლო მიუთითებს, რომ ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შემკვეთი მოვალეა გადაუხადოს მენარდეს საზაღაური, იმ პირობის დაცვით, რომ სამუშაო შესრულებულია ჯეროვნად, ხარისხიანად და დათქმულ ვადაში. იმ ფაქტობრივ მოცემულობაში კი, როდესაც დამკვეთს აქვს სამართლიანი პრეტენზია ნაკლოვანი შესრულების თაობაზე და ამასთანავე ხელშეკრულების შეწყვეტა განხორციელდა თავად შ-----------------ის“ ინიციატივით, სასამართლო მიიჩნევს რომ არ არსებობს შემსრულებლის სასარგებლოდ დამკვეთისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი და შ-----------------ის“ სარჩელი აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ შ-------------------ი“-ს მიერ სარჩელზე წინასწარ იქნა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 334 ლარის ოდენობით, ხოლო შეგებებული სარჩელით მოსარჩელე შ----------–--ი“-ს მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 163.32 ლარი.
წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, ვინაიდან შ-------------------ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე შ--------–--ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 160 ლარის გადახდა, დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად, ხოლო დარჩენილი ოდენობა უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების გამო, შ-------------------ს“ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 163.32 ლარის ანაზღაურება.
7.2 რაც შეეხება წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების საკითხს, სასამართლო განმარტავს, რომ მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მესამე ნაწილი), რომელსაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო დააკისრებს მოგებული მხარის სასარგებლოდ, მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4%-ისა.
წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ოდენობის განსაზღვრისას მოქმედებს გონივრული და სამართლიანი შეფასების სტანდარტი რა დროსაც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული - დავის საგანი (საქმის კატეგორია), საქმის მოცულობა, მისი ფაქტობრივ-სამართლებრივი სირთულე და სხვა ისეთი გარემოებები, რომლებიც განაპირობებს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის გონივრულ ფარგლებს.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ შ----------–--ს“ უნდა დაეკისროს შ-----------------ის“ მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 200 ლარის ოდენობით, ხოლო შ----------–--ი“-ს უარი უნდა ეთქვას მის მიერ გაღებული იურიდიული მომსახურების ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრებაზე, აღნიშნული ხარჯის გაღების დამადასტურებელი შესაბამისი მტკიცებულების საქმეშიარ არსებობის გამო.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე,243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მოსარჩელე შ-------------------ი“-ს სარჩელი შ----------–--ი“-ს მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1. შ----------–--ს“- შ-------------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 5299.7 ლარი;
1.2. შ-------------------ი“-ს სარჩელი შ----------–--ი“-ს მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. შ----------–--ი“-ს შეგებებული სარჩელი მოპასუხე შ-------------------ი“-ს მიმართ დაკმაყოფილდეს;
2.1. შპს „ბესტი ჯგუფს“ შ----------–--ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 5444 ლარი;
3. შ----------–--ს“-ს შ-------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 160 ლარის ოდენობით;
4. შ-------------------ს“ შ----------–--ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს შეგებებულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _163.32 ლარის ანაზღაურება;
5. შ----------–--ს“-ს შ-------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება _ 200 ლარის ოდენობით;;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მ მოსამართლე ნინო მამულაშვილი