განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 160210015001187005
2ბ/5913-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ოთარ სიჭინავა
მოსამართლეები ამირან ძაბუნიძე, გელა ქირია
სხდომის მდივანი - თამარ ბლიაძე
აპელანტი - შპს „გ-–-----–---------“
წარმომადგენელი - დ-----------–--–-–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს-------------------ი“
წარმომადგენელი - დ-------------ე (დირექტორი), ო--------------–-–---–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბოლნისის რაიონული სასამართლოს 23.08.2017 წ. გადაწყვეტილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სს „ს-------------------ის“ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
1. სს ,,ს-------------------ის“ სარჩელი შპს ,,გ-–-----–---------“-ს მიმართ დავალიანებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
2. შპს ,,გ-–-----–---------ი“-ს სს ,,ს-------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 16 356 ლარის გადახდა.
3. შპს ,,გ-–-----–---------ი“-ს სს ,,ს-------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 16,35 ლარის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2015 წლის 19 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
4. შპს ,,გ-–-----–---------ი“-ს შეგებებული სარჩელი სს ,,ს-------------------ი“-ს მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
5. სს ,,ს-------------------ს“ შპს ,,გ-–-----–---------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 212,55 ლარის გადახდა.
6. შპს ,,გ-–-----–---------“-ს უარი ეთქვას სს ,,ს-------------------ი“-სათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებაზე.
7. შპს ,,გ-–-----–---------“-ს სს ,,ს-------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1300 ლარის ოდენობით.
8. შპს ,,გ-–-----–---------ი“-ს სს ,,ს-------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 576,52 ლარის ოდენობით.
9. სს ,,ს-------------------ს“ შპს ,,გ-–-----–---------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 6,38 ლარის ოდენობით.
10. სს ,,ს-------------------ს“ შპს ,,გ-–-----–---------“-ს სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 8,5 ლარის ოდენობით.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები
2.1. 2015 წლის 6 მაისს შპს ,,გ-–-----–---------მ", როგორც დამკვეთმა, და სს ,,ს-------------------მა", როგორც შემსრულებელმა, დადეს ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა დ------------------------- (1 კომპ.) შეკეთება. ხელშეკრულებას წინ უსწრებდა კომერციული წინადადება.
2.2. შესასრულებელი სამუშაოები განისაზღვრა დანართი №--ის მიხედვით:
1. ნახევარქ------- დამზადება 400X180 L165 (1 ც.);
2. ნახევარქ------- დამზადება 400X180 L165 (1 ც.);
3. გამბრჯენის მილისების დამზადება 48X38 (15 ც.);
4. თითების დამზადება M30 L165 (10 ც.);
5. დრეკადი მილისების დამზადება რეზინისაგან 72X72 (15 ც.);
6. ტურბინის საკისარზე ბაბიტის ჩასხმა დამუშავება 155 L130 ორი ნახევრისაგან (2 კომპ.);
7. ტურბინის ღერძი - გაღუნული ღერძის რიხტოვკა, საყრდენი სარკის ფუძის აღდგენა შედუღებით, გაჩარხვა პოლირება (1 კომპ);
8. აგრეგატის აწყობა (1 კომპ);
9. რადიალურ ღერძული საკისარზე ახალი ბაბიტის ფენის ბაბიტის ჩასხმა დამუშავება (1 ც).
2.3. ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ორივე მხარეს, სამუშაოს შესრულების დროს, აქვთ უფლება შეიტანონ ტექნიკური ცვლილებები სამუშაოთა მოცულობაში, თუ მათი აზრით ეს ცვლილებები აუმჯობესებს შედეგებს და არის შესრულებადი. ამასთან, დამკვეთს აქვს უფლება მიიღოს ან არ მიიღოს შემსრულებლის წინადადება ცვლილებებზე.
2.4. ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, შემსრულებელი იძლევა საგარანტიო ვადას მომსახურებაზე, რომელიც განისაზღვრება 6 თვით. ის ვალდებულია შესრულოს სამუშაოები მოთხოვნილი ხარისხით, ხელშეკრულებით დათქმულ დროში (შესრულების გარანტია). სამუშაოების უხარისხოდ შესრულების შემთხვევაში შემსრულებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით დაუყოვნებლივ გაასწოროს მისი მიზეზით გამოწვეული ყველა დეფექტი და უწესივრობა საგარანტიო ვადის განმავლობაში და აუნაზღაუროს დამკვეთს ამ დეფექტით მიყენებული ზარალი.
2.5. ხელშეკრულების 8.3. პუნქტის თანახმად, საქარხნო სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2015 წლის 24 მაისს, აგრეგატის აწყობის სამუშაოები - 2015 წლის 30 მაისს.
2.6. ხელშეკრულების 5.2. პუნქტით განისაზღვრა შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების საკითხი, კერძოდ, დამკვეთი კისრულობს ვალდებულებას სამუშაოს შესრულების შემდეგ, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 თვის განმავლობაში აუნაზღაუროს შემსრულებელს შესრულებული სამუშაოს ღირებულება. გადახდა მოხდება სამ ეტაპად.
ხოლო 7.5. პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება მხარეებს შორის განხორციელდება გადარიცხვის წესით მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე სამუშაოს ჩაბარებიდან 3 საბანკო დღის განმავლობაში.
აღსანიშნავია, რომ მითითებული პუნქტები ეწინააღმდეგება ერთმანეთს, კერძოდ, ერთ შემთხვევაში ანაზღაურების ვადად მითითებულია 3 თვე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან, მეორე შემთხვევაში კი - 3 საბანკო დღე.
როდესაც ხელშეკრულების სხვადასხვა პუნქტი განსხვავებულად აწესრიგებს ერტსა და იმავე საკითხს, უნდა დადგინდეს მხარეთა საერთო ნება, რის საფუძველზეც განისაზღვრება მათი სახელშეკრულებო უფლება-მოვალეობები. მოცემულ შემთხვევაში, არცერთი მხარე სამთვიან ვადაზე არ მიუთითებს, რის საფუძველზეც სასამართლო ასკვნის, რომ შეთანხმება ითვალისწინებდა სამ დღიან ვადას.
2.7. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევისათვივს, კერძოდ, მისი 6.3. პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ შემსრულებელი 2 დღეზე მეტი ვადით გადააცილებს სამუშაოს შესრულების ვადას, მას სავალდებულო წესით ეკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჯარიმა დამკვეთის წინაშე შესრულებული სამუშაოს ღირებულების 0,1%-ის ოდენობით. ხოლო 7.4. პუნქტის თანახმად, გადახდის დაგვიანების შემთხვევაში დამკვეთი გადაიხდის შემსრულებლის სასარგებლოდ შესრულებული სამუშაოს ღირებულების 0,1%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2.8. აგრეგატი ამუშავდა 2015 წლის 15 ივნისს.
2.9. 2015 წლის 25 ივნისს სს ,,ს-------------------მა" წერილით მიმართა დამკვეთს ანგარიშსწორების მოთხოვნით. ხოლო 2015 წლის 30 ივლისს მან განმეორებით გააგზავნა წერილი დამკვეთთან.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.10. 2015 წლის 11 სექტემბერს შპს ,,გ-–-----–---------"-მ დადო ხელშეკრულება ე-–-------------–---–თან ექვსი ცალი საკისრის აღდგენის შესახებ. შესასრულებელი სამუშოების ღირებულება განისაზღვრა 2000 ლარით. 2015 წლის 29 აგვისტოს შპს ,,გ-–-----–---------"-მ ე. პ-----–---–ს გადაურიცხა სარემონტო სამუშოების ავანსი - 700 ლარი, ხოლო 23 ოქტომბერს გადაურიცხა 1300 ლარი.
2.11. 2015 წლის 5 ნოემბერს შპს ,,გ-–-----–---------"-მ დადო ხელშეკრულება გ--------------–-–---–თან 1 ცალი ქუროს შეკეთების შესახებ. შესასრულებელი სამუშოების ღირებულება განისაზღვრა 7000 ლარით.
2015 წლის 17 ნოემბრისთვის გ. ჩ-----–-–---–მა და შპს ,,გ-–-----–---------“-ს დირექტორმა შეადგინეს აქტი, რომლის თანახმად, გ. ჩ-----–-–---–მა შეასრულა შემდეგი სამუშაოები: კომბინირებული საყრდენ საბრჯენი საკისრის შეკეთება, საყრდენი საკისრის შეკეთება და ქუროს კოორდინატული ჩარხვა. ამავე წლის 16 დეკემბერს შპს ,,გ-–-----–---------ი"-მ გ. ჩ-----–-–---–ს გადაურიცხა 2200 ლარი.
2.12. 2015 წლის 6 ნოემბერს შპს ,,გ-–-----–---------"-მ დადო ხელშეკრულება შპს ,,ე-–-------"-სთან გ-------------- აწყობის, გამართვის, საკისრების მორგებისა და გ-------------- გაშვების შესახებ. შესასრულებელი სამუშოების ღირებულება განისაზღვრა 3000 ლარით.
2.13. სს ,,ს-------------------მა“ სათანადოდ შეასრულა დაკისრებული ვალდებულება. მოპასუხე სადავოდ ხდის აღნიშნულ გარემოებას და აცხადებს, რომ მას იმთავითვე პრეტენზიები ჰქონდა შემსრულებელთან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ხოლო საქართველოს სსკ-ის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
ვალდებულების წარმოშობა წარმოადგენს კრედიტორის მტკიცების ტვირთში შემავალ გარემოებას, ხოლო ვალდებულების შესრულების დამტკიცება მოვალეს ეკისრება. შემსრულებლის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი მოცემულია ხელშეკრულების დანართში, რომელიც შეთანხმებული იყო მხარეთა მიერ და მათი თანხვედრი ნების გამოვლენის შედეგს წარმოადგენს.
აღნიშნული სამუშაოების სათანადოდ შესრულება დადასტურდა როგორც მოწმეთა ჩვენებით, ისე ექსპერტის დასკვნით. კერძოდ, მოწმეებმა ტ------–------------ემ და თ----------------–---–მა განმარტეს, რომ ააწყეს ტურბინა და აამუშავეს აგრეგატი, ამუშავეს მაქსიმალურ სიმძლავრეზე, შემდეგ დაუკლეს სიმძლავრეს დამკვეთის მოთხოვნით და გადააბარეს ის მოპასუხეს, რა დროსაც მათთან რაიმე პრეტენზია არ გამოუთქვამთ. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სს ,,ს-------------------ს“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებული აქვს დამაკმაყოფილებლად. მისი მუშაობის 24 დღიან პერიოდში აგრეგატმა სტაბილურად გამოიმუშავა გაცილებით მეტი ე-–-----------, ვიდრე ჟურნალში მოცემულ სხვა პერიოდებში, როგორც პირველ რემონტამდე, ისე მეორე რემონტის შემდეგ. საქმის მასალებით ვერ დადგინდა, თუ რატომ გახდა საჭირო ამ სამუშაოების შესრულება. ასევე აგრეგატის ვიზუალური დათვალიერება და შესწავლა არ იძლევა საშუალებას გამიჯნულ იქნეს, როდის და ვის მიერ იქნა შესრულებული სარემონტო სამუშაოები (აღსანიშნავია, რომ ექსპერტიზა ჩატარდა აგრეგატის განმეორებითი რემონტის შემდეგ). დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ სს ,,ს-------------------ი“-ს მიერ ჩატარებული რემონტის შემდეგ 24 დღის განმავლობაში №- აგრეგატს ნამუშევარი აქვს სტაბილურად (გამომუშავებული ე-------- რაოდენობა აღნიშნული 24 დღის განმავლობაში პრაქტიკულად ყოველდღიურად ერთი და იგივეა), რაც აშკარად მიუთითებს აგრეგატის უეცარ, ავარიული ხასიათის დაზიანებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში გარეგატს თანდათან უნდა შეემცირებინა წარმადობა მის სრულ გაჩერებამდე. რაც შეეხება ავარიულ დაზიანებას, იგი შესაძლებელი იყო მომხდარიყო სხვადასხვა მიზეზით, რაიმე დეტალის გატეხვით, შეზეთვის სისტემის წყობიდან გამოსვლით, ასევე შესაძლებელი იყო აგრეგატზე დატვირთვის უეცარი მოხსნით (მომხმარებლის უეცარი ამორთვით), რაც იწვევს აგრეგატის ბრუნვათა რიცხვის მყისიერ გაზრდას, რასაც მოჰყვებოდა სრიალა საკისრების გადახურება, ბაბიტის ჩამოდნობა და სრიალა საკისრების სრულად გამოსვლა წყობილებიდან. დატვირთვის უეცარი მოხსნით აგრეგატის ღერძის გაზრდილი ბრუნვათა რიცხვის შესამცირებლად აგრეგატს აქვს სამუხრუჭე სისტემა, რომელიც არ არის მუშა მდგომარეობაში, რომელიც წყლის ნაკადის შემცირებასთან ერთად ახდენს აგრეგატის ღერძის ბრუნვათა რიცხვების დასაშვების ფარგლებში შემცირებას და საჭიროების შემთხვევაში მის სრულ გაჩერებას.
აღნიშნული გარემოებები ექსპერტმა დაადასტურა და უფრო დეტალურად განმარტა სასამართლო სხდომაზე.
მოპასუხის შუამდგომლობით დაკითხულმა მოწმეებმა - გ--------------–-–---–მა და ე-–-------------–---–მა კი სასამართლოს ჩვენება მისცეს მხოლოდ მათ მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ და განმარტეს, რომ მათთვის უცნობია დაზიანებისა და ავარიის შედეგები. ამასთან, მათ იგივე ინფორმაცია მიაწოდეს სასამართლო ავარიის სავარაუდო მიზეზების შესახებ, რაც ექსპერტმა.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებებზე: უდავოა, რომ ხელშეკრულების დადების დროისათვის აგრეგატი იყო გაჩერებულ მდგომარეობაში და არ მუშაობდა. აღნიშნული აგრეგატის სარემონტო სამუშაოები შეთანხმდა მხარეთა მიერ და დადასტურებულია ორივე მათგანის ხელმოწერით. ასევე უდავოა, რომ აგრეგატმა იმუშავა 24 დღის განმავლობაში. ექსერტიზის დასკვნის თანახმად (რომელიც ეყრდნობა უდავო მტკიცებულებას - ე-–---------- ხარჯის ყოველდღიური აღრიცხვის ჟურნალს), აღნიშნულ პერიოდში აგრეგატს ნამუშევარი აქვს სტაბილურად (გამომუშავებული ე-------- რაოდენობა აღნიშნული 24 დღის განმავლობაში პრაქტიკულად ყოველდღიურად ერთი და იგივეა). საგულისხმოა, რომ აღნიშნულ პერიოდში გამომუშავებული ე-–---------------- აღემატება არა მხოლოდ რემონტამდე, არამედ მეორე რემონტის შემდეგ გამომუშავებულ ოდენობას.
დამკვეთის მითითებით, მას იმდენივე ე-–--------- უნდა გამოემუშავებინა, რამდენიც პირველ აგრეგატს, თუმცა აღნიშნული გარემოება არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ აგრეგატი ამორტიზებულია, არ დასტურდება, რომ ის რომელიმე პერიოდში მითითებული მოცულობის ე-–---------ს გამოიმუშავებდა. უფრო მეტიც, დღესაც კი, როდესაც ის მოპასუხის მითითებით შეკეთებულია, მისი მონაცემები ჩამოუვარდება პირველი რემონტის შემდეგ ფიქსირებულ მონაცემებს. რაც შეეხება მოპასუხის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც შედგენილია ინდ.მეწარმე დამოუკიდებელი ექსპერტის დ---------------ის მიერ, სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მითითებას, რომ არ ირკვევა მისი ავტორის საექსპერტო გამოცდილება და კვალიფიკაცია მითითებულ სფეროში. დასკვნა ეფუძნება ხელშეკრულებას და ჰ---- დირექტორის ახსნა-განმარტებას. ხოლო ის, თუ რა დაზიანებები და ხარვეზები აღმოაჩინა პირადად ექსპერტმა ჰ---- აგრეგატების დათვალიერება-შემოწმების დროს, მითითებული არ არის. თუმცა როგორც ზემოთ აღინიშნა, არც ის დასტურდება, რომ აუდიტორს ჰქონდა ამ სფეროში სათანადო ცოდნა და კომპეტენცია, რათა შესაბამისი დასკვნები გამოეტანა. ხელშეკრულებისა და კომპანიის დირექტორის ახსნა-განმარტების საფუძველზე შედგენილი დასკვნა ვერ იქნება ექსპერტიზის დასკვნის მტკიცებულებითი მნიშვნელობის, ვინაიდან მხარის (რომელსაც კანონის თანახმად დირექტორი წარმოადგეს) ახსნა-განმარტებას საქმის განხილვისას ისმენს სასამართლოც და დასკვნაში აუდიტის მიერ გადმოცემული დირექტორის განმარტება კვლავაც მხარის ახსნა-განმარტებად რჩება. ხოლო ხელშეკრულება ასევე წარმოდგენილია საქმეში და ის სასამართლოს მიერ გამოკვლეულ იქნა, როგორც ერთ-ერთი მტკიცებულება.
შესაბამისად, მითითებული დასკვნა არ შეიცავს რაიმე ისეთ ინფორმაციას, რაც უშუალოდ აუდიტის პროფესიული შეფასების შედეგადაა მიღებული. აღნიშნული შეეხება როგორც აგრეგატის გაჩერების მიზეზებს, ე-–--------------იის გამოსამუშავებელ მოცულობას, ისე მის ღირებულებას, რის გათვალისწინებითაც აუდიტორს გამოთვლილი აქვს ზიანის ოდენობა. აღსანიშნავია, რომ არც ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული ის სიმძლავრე, რაც უნდა გამოემუშავებინა აგრეგატს შეკეთების შედეგად.
მხარეები მიუთითებენ გაგრილების სისტემის ხარვეზზე, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო ავარიული გაჩერების მიზეზი. თუმცა მოწმე ტ. ჭ----------ის ჩვენების თანახმად, როდესაც ის წამოვიდა აგრეგატის გაშვების შემდეგ, გაგრილების სიტემა ნორმალურად მუშაობდა, ხოლო როდესაც მოგვიანებით, სასამართლოში დავის დაწყების შემდეგ ნახა აგრეგატი, მის საკისარზე წყალი იყო მიშვებული გასაგრილებლად. აღნიშნული გარემოება ასევე დაადასტურა ექსპერტმა.
რაც შეეხება ზეთს, რაც ასევე შეიძლება გამხდარიყო ავარიის მიზეზი, მოწმე ტ. ჭ----------ის ჩვენების თანახმად, ის გამოსაცვლელი იყო, რაზეც მიუთითა დამკვეთს. მათ მოიტანეს გამოსაცვლელად ზეთი, მაგრამ ზეთი არ ვარგოდა, ხოლო მის მითითებაზე განუმარტეს, რომ ამ ზეთს იყენებდნენ და პრობლემა არ იყო. მან ასევე განმარტა, რომ ზეთი წვეთავდა. ,,ზეთი სადაც წვეთავდა, მე არ შევხებივარ. ....გამიჩერე აგრეგატი და გაგიკეთებო.“ რაზეც უპასუხეს, ,,მაგი არ არის პრობლემა, მე გავაკეთებო.“
2.14. სამუშაოების დასრულების თარიღად განსაზღვრულ უნდა იქნეს 2015 წლის 15 ივნისი, ანუ ის დღე როდესაც აგრეგატმა დაიწყო მუშაობა.
მოსარჩელის მითითებით, 30-ში აგრეგატი უკვე აწყობილი იყო და იმუშავებდა, მაგრამ დეფექტურად. გამართულად მუშაობისათვის მას მოუხდა დამატებითი სამუშაოების შესრულება, კერძოდ, საპირწონეს დამზადება, ჭანჭიკების M- დამზადება, ნახევარქუროს დასაფიქსირებელი რგოლის დამზადება და მონტაჟი გ-------------- ღერძზე და ნახევარქუროს შიდა დიამეტრის გაჩარხვა.
აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად დაკითხულმა მოწმეებმა ტ. ჭ----------ემ და თ. რ---–---–მა, მართალია, დაადასტურეს გარკვეული ხარვეზების არსებობა (,,ზოგი ბლოტი არ იყო, ზოგი გაიკა“), მაგრამ მათი ჩვენებებით არ დასტურდება, რომ აგრეგატი 30 ივნისისათვის უკვე აწყობილი იყო და რომ დამატებითი სამუშაოების შესრულებას 15 დღე დასჭირდა. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებდა აგრეგატის აწყობას. შესაბამისად, შემსრულებელი ვალდებული იყო აგრეგატი დასრულებულ, მუშა მდგომარეობაში გადაეცა დამკვეთისათვის. სხვა მიზანი ხელშეკრულებას ვერ ექნებოდა. სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს მოსარჩელის განმარტებას შპს ,,გ-–-----–---------“- ს მაშინდელი წარმომადგენლის შესახებ, რომ ის გამოუცდელი იყო. შესაბამისად, მას მით უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა შესასრულებელი სამუშაოების განსაზღვრისას, როდესაც ვალდებულებას იღებდა გაერემონტებინა აგრეგატი.
თუ მოსარჩელე მიუთითებს, რომ მან შესრულების ვადას გადააცილა არა თავისი, არამედ დამკვეთის ბრალით, მან უნდა დაადასტუროს არა მხოლოდ მოპასუხის ბრალეულობა, არამედ კონკრეტული ვადაც, რაც მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ არ შეასრულა.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით :
2.15. სს ,,ს-------------------ი“-ს მოთხოვნა შპს ,,გ-–-----–---------“-სათვის შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
მოცემულ შემთხვევაში, 2015 წლის 6 მაისის ხელშეკრულებით სს ,,ს-------------------მა“ იკისრა შპს ,,გ-–-----–---------“-ს კუთვნილი აგრეგატის შეკეთება. სამუშაოების მოცულობა განისაზღვრა დანართი №--ით. მოპასუხის მოსაზრებით, მენარდემ სამუშაოები სათანადოდ არ შეასრულა, რის გამოც მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 639-ე მუხლის თანახმად, თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა. ხოლო ამავე კოდექსის 641-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა დაემზადებინა აგრეგატის დანართით გათვალისწინებული ნაწილები და შემდეგ აეწყო ისინი. რაიმე კონკრეტული პირობა ნაკეთობისა და შესასრულებელი სამუშაოს ხარისხთან დაკავშირებით მხარეებს არ შეუთანხმებიათ, რაც ნიშნავს, რომ ის ვარგისი უნდა ყოფილიყო ჩვეულებრივი გამოყენებისათვის.
მტკიცებულებათა შეფასების შედეგად დადგინდა, რომ მოსარჩელის მიერ შეკეთებული აგრეგატი შეესაბამებოდა იმ მოთხოვნებს, რაც მას ესაჭიროება ჩვეულებრივი გამოყენებისათვის. კერძოდ, რემონტის შემდეგ ის მუშაობდა სტაბილურად და გამოიმუშვებდა იმაზე მეტ ე-–----------------ს, ვიდრე რემონტამდე ან მეორე რემონტის შემდეგ პერიოდში. ხოლო ის გარემოება, რომ აგრეგატი განმეორებით იმიტომ გაფუჭდა, რომ ის არასათანადოდ იყო შეკეთებული, მოპასუხემ ვერ დაადასტურა.
დამკვეთი მიუთითებს შემსრულებლის მიერ დამატებითი სამუშაოების აუცილებლობის მითითებასა და შესრულებაზე, და თავის მოთხოვნას აფუძნებს ხელშეკრულების 4.1. პუნქტზე, რომლის თანახმად, ხელშეკრულების ორივე მხარეს, სამუშაოს შესრულების დროს, აქვთ უფლება შეიტანონ ტექნიკური ცვლილებები სამუშაოთა მოცულობაში, თუ მათი აზრით ეს ცვლილებები აუმჯობესებს შედეგებს და არის შესრულებადი. ამასთან, დამკვეთს აქვს უფლება მიიღოს ან არ მიიღოს შემსრულებლის წინადადება ცვლილებებზე.
ანალოგიურ ვალდებულებას ითვალისწინებს საქართველოს სკ-ის 647-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მენარდე მოვალეა დროულად გააფრთხილოს შემკვეთი, რომ არსებობს მენარდისაგან დამოუკიდებელი სხვა რამ გარემოება, რომელიც საფრთხეს უქმნის ნამუშევრის სიმტკიცესა და ვარგისიანობას.
მოცემულ შემთხვევაში, დადგინდა, რომ მენარდის თანამშრომლებმა შესთავაზეს დამკვეთს დამატებითი სამუშაოების ჩატარება, რაზეც მან უარი განაცხადა. ამდენად, მითითებული არგუმენტი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი ვერ გახდება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 648-ე მუხლის თანახმად, შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას.
ამავე კოდექსის 649-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების თანახმად ან შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა მისი გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა მიიღოს შესრულებული სამუშაო. მიღებისთანავე შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს საზღაური. სამუშაო მიღებულად ჩაითვლება, თუ შემკვეთი არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს მენარდის მიერ დადგენილ ვადაში.
მოცემულ შემთხვევაში მხარეები შეთანხმდნენ, რომ ანგარიშსწორება განხორციელდებოდა გადარიცხვის წესით მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე სამუშაოს ჩაბარებიდან 3 საბანკო დღის განმავლობაში. დამკვეთმა არ მოაწერა ხელი მიღება-ჩაბარების აქტს შემსრულებლის მოთხოვნის მიუხედავად, ამასთან, ის ადასტურებს, რომ აგრეგატი ამუშავდა 2015 წლის 15 ივნისს, რაც ნიშნავს, რომ მითითებულ დღეს სარემონტო სამუშაოები დასრულებული იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დადგენილ იქნა, რომ სარემონტო სამუშაოები ჩატარდა სათანადოდ, ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესაბამისად, შესრულებული სამუშაო მიღებულად უნდა ჩაითვალოს ამავე დღეს. ამდენად, მოპასუხეს ანაზღაურების ვალდებულება წარმოეშვა მითითებული თარიღიდან სამ დღეში, ანუ 2015 წლის 18 ივნისიდან. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, შპს ,,გ-–-----–--------------ი“-ს სს ,,ს-------------------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურების - 16 356 ლარის გადახდა.
2.16. სს ,,ს-------------------ი“ ასევე ითხოვს შპს ,,გ-–-----–---------ი“-სათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრებას 2015 წლის 30 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია. ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად კი, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა შესრულებული სამუშაოს ღირებულების 0,1%-ს ოდენობით პირგასამტეხლო გადახდის დაგვიანების
შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხოლო გადახდა უნდა მომხდარიყო სამუშაოების დასრულებიდან სამი საბანკო დღის შემდეგ.
ამასთან, დადგენილია, რომ სარემონტო სამუშაოები დასრულდა 2015 წლის 15 ივნისს. შესაბამისად, დამკვეთი ვალდებული იყო შესრულებული სამუშაოების ღირებულება გადაეხადა არაუგვიანეს 2015 წლის 18 ივნისისა. ამდენად, მას პირგასამტეხლოს - 16,35 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს 2015 წლის 19 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე,3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა მოწმეთა ჩვენებები და მხარეთა ახსნა-განმარტებები. აპელანტმა იმთავითვე გამოხატა პრეტენზია სარემონტო სამუშაოებზე და ითხოვდა აგრეგატი შეკეთებულიყო კარგად. უსწოროა სასამართლოს მსჯელობა, თითქოს შემკეთებლმა მხარეს ურჩია, შეეკეთებინათ ადგილი სადაც ზეთი გადიოდა და იგი არ დათანხმდა. აპელანტმა არ მოაწერა ხელი მიღება-ჩაბარების აქტს იმიტომ, რომ აგრეგატი არ მუშაობდა გამართულად. მოსარჩელე მხარემ თავად განაცხადა, რომ რაც შეეძლოთ გაარემენტოს და მეტის გაკეთება არ შეეძლოთ. სხვა სპეციალისტებმა სრულყოფილად გაარემონტეს აგრეგატი და იგი დღესაც მუშაობს. აგრეგატის მწყობრიდან სხვა რაიმე მიზეზის გამო არ გამოსულა. მოწმე ჩ-----–-–---–მა გარკვევით განაცხადა, რომ აგრეგატის გილზები ზოგი მოკლე იყო და ზოგი - გრძელი, არ იყო თარაზულად გასწორებული. მოსარჩელის წარმომადგენელმა აღიარა, რომ აგრეგატი მოქმედებაში ისე გაუშვეს, რომ ზეთი სდიოდა. სასამართლომ კი აღნიშნულზე არ გაამახვია ყურადღება და მიუთითა, რომ აგრეგატი აპელანტს გამართულ მდგომარეობაში ჩაბარდა და შემდეგ ავარიული მდგომარეობის გამო გამოვიდა მწყობრიდან. ექსპერტი არ უარყოფს, რომ ზეთის გამო აგრეგატი შეიძლება გაფუჭებულიყო. აპელანტის მითითებით, აგრეგატი იმის გამო გამოვიდა მწყობრიდან, რომ აგრეგატს ზეთი გასდიოდა და ნორმალურად არ შეკეთდა.
3.2. აპელანტის მითითებით, მოსარჩელე მხარის მოწმეებიც არ მალავდნენ, რომ აგრეგატს სდიოდა ზეთი. ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარეს ევალებოდა ასევე დამატებითი სამუშაოების ჩატარებაც, რაც მათ არ განახორციელეს. შემკეთებელს უნდა მიეცა ექვსი თვის გარანტია აგრეგატის გამართულ მუშაობაზე, თუმცა აგრეგატმა ერთი თვეც ვერ იმუშავა. აპელანტმა მხარემ მაშინვე გამოხატა უკმაყოფილება აგრეგატის მუშაობაზე, რადგან იგი ზედმეტად ხმაურობდა და სდიოდა ზეთი, რაც მოსარჩელე მხარემ ყურად არ იღო. აპელანტმა დაიქირავა სხვა სპეციალისტები, რომელთაც იგივე სამუშაოები შეასრულეს კეთილსინდისიერად და სრულყოფილად.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის/უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. 394-ე მუხლის “ე” პუნქტი ადგენს, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. ამავე კოდექსის 385-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. 06.05.2015წ. შპს ,,გ-–-----–---------ს“ ( დამკვეთს) და სს ,,ს-------------------ს" (შემსრულებელს) შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა დ------------------------- (1 კომპ.) შეკეთება. ხელშეკრულებას წინ უსწრებდა კომერციული წინადადება (ტ.1, ს.ფ. 13,14; 16,17).
შესასრულებელი სამუშაოები განისაზღვრა დანართი №--ის მიხედვით: 1. ნახევარქუროს დამზადება 400X180 L165 (1 ც.); 2. ნახევარქუროს დამზადება 400X180 L165 (1 ც.); 3. გამბრჯენის მილისების დამზადება 48X38 (15 ც.); 4. თითების დამზადება M30 L165 (10 ც.); 5. დრეკადი მილისების დამზადება რეზინისაგან 72X72 (15 ც.); 6. ტურბინის საკისარზე ბაბიტის ჩასხმა დამუშავება Ǿ 155 L130 ორი ნახევრისაგან (2 კომპ.); 7. ტურბინის ღერძი - გაღუნული ღერძის რიხტოვკა, საყრდენი სარკის ფუძის აღდგენა შედუღებით, გაჩარხვა პოლირება (1 კომპ); 8. აგრეგატის აწყობა (1 კომპ); 9. რადიალურ ღერძული საკისარზე ახალი ბაბიტის ფენის ბაბიტის ჩასხმა დამუშავება (1 ც) (ტ.1, ს.ფ. 15).
ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ორივე მხარეს, სამუშაოს შესრულების დროს, აქვთ უფლება შეიტანონ ტექნიკური ცვლილებები სამუშაოთა მოცულობაში, თუ მათი აზრით ეს ცვლილებები აუმჯობესებს შედეგებს და არის შესრულებადი. ამასთან, დამკვეთს აქვს უფლება მიიღოს ან არ მიიღოს შემსრულებლის წინადადება ცვლილებებზე.
3.1. პუნქტის თანახმად, შემსრულებელი იძლევა საგარანტიო ვადას მომსახურებაზე, რომელიც განისაზღვრება 6 თვით. ის ვალდებულია შეასრულოს სამუშაოები მოთხოვნილი ხარისხით, ხელშეკრულებით დათქმულ დროში (შესრულების გარანტია). სამუშაოების უხარისხოდ შესრულების შემთხვევაში შემსრულებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით დაუყოვნებლივ გაასწოროს მისი მიზეზით გამოწვეული ყველა დეფექტი და უწესივრობა საგარანტიო ვადის განმავლობაში და აუნაზღაუროს დამკვეთს ამ დეფექტით მიყენებული ზარალი.
8.3. პუნქტის თანახმად, საქარხნო სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2015 წლის 24 მაისს, აგრეგატის აწყობის სამუშაოები - 2015 წლის 30 მაისს.
ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების ვადის დარღვევისათვივს, კერძოდ, მისი 6.3. პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ შემსრულებელი 2 დღეზე მეტი ვადით გადააცილებს სამუშაოს შესრულების ვადას, მას სავალდებულო წესით ეკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჯარიმა დამკვეთის წინაშე შესრულებული სამუშაოს ღირებულების 0,1%-ის ოდენობით. ხოლო 7.4. პუნქტის თანახმად, გადახდის დაგვიანების შემთხვევაში დამკვეთი გადაიხდის შემსრულებლის სასარგებლოდ შესრულებული სამუშაოს ღირებულების 0,1%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ხელშეკრულების 5.2. პუნქტით განისაზღვრა შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების საკითხი, კერძოდ, დამკვეთი კისრულობს ვალდებულებას სამუშაოს შესრულების შემდეგ, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 თვის განმავლობაში აუნაზღაუროს შემსრულებელს შესრულებული სამუშაოს ღირებულება. გადახდა მოხდება სამ ეტაპად. ხოლო 7.5. პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება მხარეებს შორის განხორციელდება გადარიცხვის წესით მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე სამუშაოს ჩაბარებიდან 3 საბანკო დღის განმავლობაში. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია და სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ გამხდარა, რომ მიუხედავად აღნიშნული პუნქტების წინააღმდეგობისა ანაზღაურების ვადასთან დაკავშირებით, მხარეთა შეთანხმება ითვალისწინებდა სამ დღიან ვადას.
4.2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ აგრეგატი ამუშავდა 2015 წლის 15 ივნისს (ტ.1, ს.ფ. 122-174).
4.3. 2015 წლის 25 ივნისს სს ,,ს-------------------მა" წერილით მიმართა დამკვეთს ანგარიშსწორების მოთხოვნით. ხოლო 2015 წლის 30 ივლისს მან განმეორებით გააგზავნა წერილი დამკვეთთან (ტ.1, ს. ფ. 18, 19).
4.4. 2015 წლის 11 სექტემბერს შპს ,,გ-–-----–---------"-მ დადო ხელშეკრულება ე-–-------------–---–თან ექვსი ცალი საკისრის აღდგენის შესახებ. შესასრულებელი სამუშოების ღირებულება განისაზღვრა 2000 ლარით. 2015 წლის 29 აგვისტოს შპს ,,გ-–-----–---------მ". პ-----–---–ს გადაურიცხა სარემონტო სამუშოების ავანსი - 700 ლარი, ხოლო 23 ოქტომბერს გადაურიცხა 1300 ლარი (ტ.1, ს.ფ. 78,79, 71-73).
2015 წლის 5 ნოემბერს შპს ,,გ-–-----–---------"-მ დადო ხელშეკრულება გ--------------–-–---–თან 1 ცალი ქუროს შეკეთების შესახებ. შესასრულებელი სამუშოების ღირებულება განისაზღვრა 7000 ლარით. 2015 წლის 17 ნოემბრისთვის გ. ჩ-----–-–---–მა და შპს ,,გ-–-----–---------“-ს დირექტორმა შეადგინეს აქტი, რომლის თანახმად, გ. ჩ-----–-–---–მა შეასრულა შემდეგი სამუშაოები: კომბინირებული საყრდენ საბრჯენი საკისრის შეკეთება, საყრდენი საკისრის შეკეთება და ქუროს კოორდინატული ჩარხვა. ამავე წლის 16 დეკემბერს შპს ,,გ-–-----–---------ი"-მ გ. ჩ-----–-–---–ს გადაურიცხა 2200 ლარი (ტ.1, ს.ფ. 80, 234, 70).
2015 წლის 6 ნოემბერს შპს ,,გ-–-----–---------"-მ დადო ხელშეკრულება შპს ,,ე-–-------"- სთან გ-------------- აწყობის, გამართვის, საკისრების მორგებისა და გ-------------- გაშვების შესახებ. შესასრულებელი სამუშოების ღირებულება განისაზღვრა 3000 ლარით (ს. ფ. 81).
4.5. სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
სამოქალაქო კოდექსის 649-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს:
თუ ხელშეკრულების თანახმად ან შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა მისი გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა მიიღოს შესრულებული სამუშაო. მიღებისთანავე შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს საზღაური. სამუშაო მიღებულად ჩაითვლება, თუ შემკვეთი არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს მენარდის მიერ დადგენილ ვადაში.
განსახილველ შემთხვევაში მენარდისათვის შემკვეთის მიერ შესასრულებელი ვალდებულება - შესრულებული სამუშაოს საზღაურის გადახდა, შემკვეთმა სადავო გახადა იმ საფუძვლით, რომ სამუშაო არაჯეროვნად, უხარისხოდ იყო შესრულებული.
პალატა მიუთითებს, რომ ნარდობის ხელშეკრულების სპეციფიკას წარმოადგენს უნაკლო ნივთის დამზადების ვალდებულება, თუ ხელშეკრულების საგანს ნაკეთობის დამზადება წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის 639-ე მუხლი მენარდეს აკისრებს ნივთობრივად უნაკლო სამუშაოს რეზულტატის გადაცემის ვლდებულებას. ასეთად კი ამავე კოდექსის 641-ე მუხლის შესაბამისად მიიჩნევა შეთანხმებული პირობების რეზულტატის გადაცემა, ხოლო თუ თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ შესრულების რეზულტატი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის.
4.5.1. სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს;
მხარეთა შორის სადავოა შემსრულებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ფაქტი.
მოწმედ დაკითხულმა ტ------–------------ემ და თ----------------–---–მა განმარტეს, რომ ააწყეს ტურბინა და აამუშავეს აგრეგატი, ამუშავეს მაქსიმალურ სიმძლავრეზე, შემდეგ დაუკლეს სიმძლავრეს დამკვეთის მოთხოვნით და გადააბარეს ის მოპასუხეს, რა დროსაც მათთან რაიმე პრეტენზია არ გამოუთქვამთ - (იხ.: 2017 წლის 11 აგვისტოს სასამართლო სხდომის ოქმი 14:12:03-14:43:39; 14:46:22-15:00:18);
სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2---------–. ექსპერტიზის დასკვნით, საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სს ,,ს-------------------ს“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებული აქვს დამაკმაყოფილებლად. მისი მუშაობის 24 დღიან პერიოდში აგრეგატმა სტაბილურად გამოიმუშავა გაცილებით მეტი ე-–-----------, ვიდრე ჟურნალში მოცემულ სხვა პერიოდებში, როგორც პირველ რემონტამდე, ისე მეორე რემონტის შემდეგ. საქმის მასალებში არსებული ხელშეკრულებები, რომლებიც ეხება N- აგრეგატის მეორედ გარემონტებას, შედგენილია მაშინ, როდესაც N- აგრეგატი მუშაობდა და გამოიმუშავებდა ე-–-----------, გარდა ამისა საქმეში არ მოიპოვება შესასრულებელი სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტები ან რაიმე ცნობა, თუ რა სამუშაოები შესრულდა და რატომ გახდა საჭირო ამ სამუშაოების შესრულება, ასევე აგრეგატის ვიზუალური დათვალიერება და შესწავლა არ იძლევა საშუალებას გამიჯნულ იქნეს, როდის და ვის მიერ იქნა შესრულებული სარემონტო სამუშაოები, ამდენად, სს ,,ს-------------------ი“-ს შემდეგ განმეორებით რა საუშაოები იქნა შესრულებული, დადგენა ექსპერტიზის გზით შეუძლებელია (აღსანიშნავია, რომ ექსპერტიზა ჩატარდა აგრეგატის განმეორებითი რემონტის შემდეგ). დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ სს,,ს-------------------ი“-ს მიერ ჩატარებული რემონტის შემდეგ 24 დღის განმავლობაში №- აგრეგატს ნამუშევარი აქვს სტაბილურად (გამომუშავებული ე-------- რაოდენობა აღნიშნული 24 დღის განმავლობაში პრაქტიკულად ყოველდღიურად ერთი და იგივეა), რაც აშკარად მიუთითებს აგრეგატის უეცარ, ავარიული ხასიათის დაზიანებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში გარეგატს თანდათან უნდა შეემცირებინა წარმადობა მის სრულ გაჩერებამდე. რაც შეეხება ავარიულ დაზიანებას, იგი შესაძლებელი იყო მომხდარიყო სხვადასხვა მიზეზით, რაიმე დეტალის გატეხვით, შეზეთვის სისტემის წყობიდან გამოსვლით, ასევე შესაძლებელი იყო აგრეგატზე დატვირთვის უეცარი მოხსნით (მომხმარებლის უეცარი ამორთვით), რაც იწვევს აგრეგატის ბრუნვათა რიცხვის მყისიერ გაზრდას, რასაც მოჰყვებოდა სრიალა საკისრების გადახურება, ბაბიტის ჩამოდნობა და სრიალა საკისრების სრულად გამოსვლა წყობილებიდან. დატვირთვის უეცარი მოხსნით აგრეგატის ღერძის გაზრდილი ბრუნვათა რიცხვის შესამცირებლად აგრეგატს აქვს სამუხრუჭე სისტემა, რომელიც არ არის მუშა მდგომარეობაში, რომელიც წყლის ნაკადის შემცირებასთან ერთად ახდენს აგრეგატის ღერძის ბრუნვათა რიცხვების დასაშვების ფარგლებში შემცირებას და საჭიროების შემთხვევაში მის სრულ გაჩერებას (ტ.1, ს.ფ. 195-204). აღნიშნული გარემოებები ექსპერტმა დაადასტურა და დეტალურად განმარტა ასევე სასამართლო სხდომაზე (იხ.: 2017 წლის 11 აგვისტოს სასამართლო სხდომის ოქმი, 15:30:36-16:05:42).
მოპასუხის შუამდგომლობით დაკითხულმა მოწმეებმა - გ--------------–-–---–მა და ე-–-------------–---–მა სასამართლოს ჩვენება მისცეს მხოლოდ მათ მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ და განმარტეს, რომ მათთვის უცნობია დაზიანებისა და ავარიის შედეგები. ამასთან, მათ იგივე ინფორმაცია მიაწოდეს სასამართლო ავარიის სავარაუდო მიზეზების შესახებ, რაც ექსპერტმა ( 2017 წლის 11 აგვისტოს სასამართლო სხდომის ოქმი, 15:02:34-15:12:31, 15:15:01-15:29:47).
4.5.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება იმ გარემოება, რომ ხელშეკრულების დადების დროისათვის აგრეგატი იყო გაჩერებულ მდგომარეობაში და არ მუშაობდა. აღნიშნული აგრეგატის სარემონტო სამუშაოები შეთანხმდა მხარეთა მიერ და დადასტურებულია ორივე მათგანის ხელმოწერით. ასევე უდავოა, რომ აგრეგატმა იმუშავა 24 დღის განმავლობაში. ექსერტიზის დასკვნის თანახმად (რომელიც ეყრდნობა უდავო მტკიცებულებას - ე-–---------- ხარჯის ყოველდღიური აღრიცხვის ჟურნალს), აღნიშნულ პერიოდში აგრეგატს ნამუშევარი აქვს სტაბილურად (გამომუშავებული ე-------- რაოდენობა აღნიშნული 24 დღის განმავლობაში პრაქტიკულად ყოველდღიურად ერთი და იგივეა). საგულისხმოა, რომ აღნიშნულ პერიოდში გამომუშავებული ე-–---------------- აღემატება არა მხოლოდ რემონტამდე, არამედ მეორე რემონტის შემდეგ გამომუშავებულ ოდენობას. დამკვეთის მითითებით, მას იმდენივე ე-–--------- უნდა გამოემუშავებინა, რამდენიც პირველ აგრეგატს, თუმცა აღნიშნული გარემოება არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება. სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ აგრეგატი ამორტიზებულია, არ დასტურდება, რომ ის რომელიმე პერიოდში მითითებული მოცულობის ე-–---------ს გამოიმუშავებდა. უფრო მეტიც, დღესაც კი, როდესაც ის მოპასუხის მითითებით შეკეთებულია, მისი მონაცემები ჩამოუვარდება პირველი რემონტის შემდეგ ფიქსირებულ მონაცემებს. რაც შეეხება მოპასუხის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც შედგენილია ინდ.მეწარმე დამოუკიდებელი ექსპერტის დ---------------ის მიერ, სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მითითებას, რომ არ ირკვევა მისი ავტორის საექსპერტო გამოცდილება და კვალიფიკაცია მითითებულ სფეროში. დასკვნა ეფუძნება ხელშეკრულებას და ჰ---- დირექტორის ახსნა-განმარტებას. ხოლო ის, თუ რა დაზიანებები და ხარვეზები აღმოაჩინა პირადად ექსპერტმა ჰ---- აგრეგატების დათვალიერება-შემოწმების დროს, მითითებული არ არის. თუმცა როგორც ზემოთ აღინიშნა, არც ის დასტურდება, რომ აუდიტორს ჰქონდა ამ სფეროში სათანადო ცოდნა და კომპეტენცია, რათა შესაბამისი დასკვნები გამოეტანა. ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ ხელშეკრულებისა და კომპანიის დირექტორის ახსნა-განმარტების საფუძველზე შედგენილი დასკვნა ვერ იქნება ექსპერტიზის დასკვნის მტკიცებულებითი მნიშვნელობის, ვინაიდან მხარის (რომელსაც კანონის თანახმად დირექტორი წარმოადგეს) ახსნა-განმარტებას საქმის განხილვისას ისმენს სასამართლოც და დასკვნაში აუდიტის მიერ გადმოცემული დირექტორის განმარტება კვლავაც მხარის ახსნა-განმარტებად რჩება. ხოლო ხელშეკრულება ასევე წარმოდგენილია საქმეში და ის სასამართლოს მიერ გამოკვლეულ იქნა, როგორც ერთ-ერთი მტკიცებულება. შესაბამისად, მითითებული დასკვნა არ შეიცავს რაიმე ისეთ ინფორმაციას, რაც უშუალოდ აუდიტის პროფესიული შეფასების შედეგადაა მიღებული. აღნიშნული შეეხება როგორც აგრეგატის გაჩერების მიზეზებს, ე-–--------------იის გამოსამუშავებელ მოცულობას, ისე მის ღირებულებას, რის გათვალისწინებითაც აუდიტორს გამოთვლილი აქვს ზიანის ოდენობა(ტ., ს.ფ. 63-66). აღსანიშნავია, რომ არც ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული ის სიმძლავრე, რაც უნდა გამოემუშავებინა აგრეგატს შეკეთების შედეგად. მხარეები მიუთითებენ გაგრილების სისტემის ხარვეზზე, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო ავარიული გაჩერების მიზეზი. თუმცა მოწმე ტ. ჭ----------ის ჩვენების თანახმად, როდესაც ის წამოვიდა აგრეგატის გაშვების შემდეგ, გაგრილების სიტემა ნორმალურად მუშაობდა, ხოლო როდესაც მოგვიანებით, სასამართლოში დავის დაწყების შემდეგ ნახა აგრეგატი, მის საკისარზე წყალი იყო მიშვებული გასაგრილებლად. აღნიშნული გარემოება ასევე დაადასტურა ექსპერტმა. რაც შეეხება ზეთს, რაც ასევე შეიძლება გამხდარიყო ავარიის მიზეზი, მოწმე ტ. ჭ----------ის ჩვენების თანახმად, ის გამოსაცვლელი იყო, რაზეც მიუთითა დამკვეთს. მათ მოიტანეს გამოსაცვლელად ზეთი, მაგრამ ზეთი არ ვარგოდა, ხოლო მის მითითებაზე განუმარტეს, რომ ამ ზეთს იყენებდნენ და პრობლემა არ იყო. მან ასევე განმარტა, რომ ზეთი წვეთავდა. ,,ზეთი სადაც წვეთავდა, მე არ შევხებივარ. ....გამიჩერე აგრეგატი და გაგიკეთებო.“ რაზეც უპასუხეს, ,, არ არის პრობლემა, მე გავაკეთებო.“ (2017 წლის 11 აგვისტოს სასამართლო სხდომის ოქმი, 14:12:03-14:43:39);
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატას მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივად შეფასების შედეგად დგინდება რომ მოსარჩელის მიერ შეკეთებული აგრეგატი შეესაბამებოდა იმ მოთხოვნებს, რაც მას ესაჭიროება ჩვეულებრივი გამოყენებისათვის. კერძოდ, რემონტის შემდეგ ის მუშაობდა სტაბილურად და გამოიმუშვებდა იმაზე მეტ ე-–----------------ს, ვიდრე რემონტამდე ან მეორე რემონტის შემდეგ პერიოდში. ხოლო ის გარემოება, რომ აგრეგატი განმეორებით იმიტომ გაფუჭდა, რომ ის არასათანადოდ იყო შეკეთებული, მოპასუხემ ვერ დაადასტურა.
რაც შეეხება დაკვეთის მსჯელობას შემსრულებლის მიერ დამატებითი სამუშაოების აუცილებლობის მითითებასა და შესრულებაზე, საქართველოს სკ-ის 647-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მენარდე მოვალეა დროულად გააფრთხილოს შემკვეთი, რომ არსებობს მენარდისაგან დამოუკიდებელი სხვა რამ გარემოება, რომელიც საფრთხეს უქმნის ნამუშევრის სიმტკიცესა და ვარგისიანობას. მოცემულ შემთხვევაში, დადგინდა, რომ მენარდის თანამშრომლებმა შესთავაზეს დამკვეთს დამატებითი სამუშაოების ჩატარება, რაზეც მან უარი განაცხადა. საწინააღმდეგო გარემოება მოპასუხის მიერ დადასტურებული ვერ იქნა. ამდენად, მითითებული არგუმენტი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი ვერ გახდება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 653-ე მუხლის თანახმად, თუ მენარდემ ნაკეთობისათვის იკისრა საგარანტიო ვადა, მაშინ ამ ვადის განმავლობაში გამოვლენილი ნაკლი წარმოშობს შესაბამის უფლებებს.
მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა საგარანტიო ვადა მომსახურებაზე, რომელიც განისაზღვრება 6 თვით. შემსრულებელმა იკისრა ვალდებულება, სამუშაოების უხარისხოდ შესრულების შემთხვევაში საკუთარი ხარჯებით დაუყოვნებლივ გაასწოროს მისი მიზეზით გამოწვეული ყველა დეფექტი და უწესივრობა საგარანტიო ვადის განმავლობაში და აუნაზღაუროს დამკვეთს ამ დეფექტით მიყენებული ზარალი. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილ იქნა, რომ მენარდემ სათანადოდ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები. ასევე არ დადასტურდა მისი ბრალი აგრეგატის განმეორებით გაჩერებაში. გარდა ამისა, დაკვეთმა უარი განაცხადა შესრულებული სამუშაოს მიღებაზე.
4.5.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 648-ე მუხლის თანახმად, შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას. ამავე კოდექსის 649-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების თანახმად ან შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა მისი გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა მიიღოს შესრულებული სამუშაო. მიღებისთანავე შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს საზღაური. სამუშაო მიღებულად ჩაითვლება, თუ შემკვეთი არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს მენარდის მიერ დადგენილ ვადაში.
მხარეთა შეთანხმებით ანგარიშსწორება განხორციელდებოდა გადარიცხვის წესით მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე სამუშაოს ჩაბარებიდან 3 საბანკო დღის განმავლობაში. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ სამუშაოების დასრულების თარიღად განსაზღვრულ უნდა იქნეს 2015 წლის 15 ივნისი, ანუ ის დღე როდესაც აგრეგატმა დაიწყო მუშაობა. აღნიშნული გარემოება სააპელაციო საჩივრით შედავებული არ არის. აპელანტი გადაწყვეტილებაზე პრეტენზიას აცხადებს იმ საფუძვლით, რომ ვალდებულება არაჯეროვნად შესრულდა და შესაბამისად, მას არ ეკისრებოდა თანხის გადახდის ვალდებულება. ამდენად, მოპასუხეს ანაზღაურების ვალდებულება წარმოეშვა მითითებული თარიღიდან სამ დღეში, ანუ 2015 წლის 18 ივნისიდან. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხეს უნდა დაეკისროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურების - 16 356 ლარის გადახდა.
4.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო.
პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს ერთ-ერთ ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ: სუსგ 08.04.2016წ. საქმეზე Nას-1053-993-2015; ასევე სუსგ 06.05.2015წ. საქმე #ას-1158-1104-2014).
განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა, რაც პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველია.
მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა შესრულებული სამუშაოს ღირებულების 0,1%-ს ოდენობით პირგასამტეხლო გადახდის დაგვიანების შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. დადგენილია, რომ სარემონტო სამუშაოები დასრულდა 2015 წლის 15 ივნისს და დამკვეთი ვალდებული იყო შესრულებული სამუშაოების ღირებულება გადაეხადა არაუგვიანეს 2015 წლის 18 ივნისისა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შპს ,,გ-–-----–---------ის“ სს ,,ს-------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 16,35 ლარის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2015 წლის 19 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, შეამციროს არაგონივრული, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას დაკრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევიპირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალიგამოვლენის გზით მიღწული შეთანხმებაა, იგი არ წარმოდგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით (სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი).
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა - 16,35 ლარი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2015 წლის 19 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, არის შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა და იგი უნდა შემცირდეს. შპს ,,გ-–-----–---------ს“ სს,,ს-------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 8.175 ლარის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2015 წლის 19 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ოდენობით პირგასამტეხლო ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული ოდენობაა.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის შეცვლით მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება და შპს ,,გ-–-----–---------ს“ სს,,ს-------------------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 8.175 ლარის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2015 წლის 19 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. უნდა გაუქმდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 23.08.2017წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტი და შპს ,,გ-–-----–---------ს“ სს ,,ს-------------------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1007,4 ლარის ოდენობით.
დანარჩენ ნაწილში ბოლნისის რაიონული სასამართლოს 23.08.2017წ. გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
6. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით
ამავე მუხლის მე-3 ნაწილით თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.
6.1. მოცემულ შემთხვევაში წინამდებარე გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი კმაყოფილდება ნაწილობრივ და მოპასუხეს ნაცვლად პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოსი - 16,35 ლარი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2015 წლის 19 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ეკისრება 8.175 ლარის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2015 წლის 19 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, დავის საგნის ფასი ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელზე განისაზღვრება არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
ამდენად დაკმაყოფილებულ ნაწილში სააპელაციო საჩივრის ღირებულება შეადგენს 8829 ლარს (8.175 X 30 X12 X3 =8829). სს,,ს-------------------ს“ შპს,,გ-–-----–---------“-ს სასარგებლოდ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის და ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის შესაბამისად უნდა დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ანაზღაურება 353.16 ლარის ოდენობით.
6.2. ამდენად, წინამდებარე გადაწყვეტილების მხედველობაში მიღებით შპს ,გ-–-----–---------ს“ სს ,,ს-------------------ის“ სასარგებლოდ ეკისრება 16 356 ლარის გადახდა, ასევე 8.175 ლარის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2015 წლის 19 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით დავის საგნის ფასი ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელზე განისაზღვრება გადასახდელი თანხით. ამავე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, დავის საგნის ფასი ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელზე განისაზღვრება არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
ამდენად მოცემულ შემთხვევაში დაკმაყოფილებული მოთხოვნის ღირებულება შეადგენს 16 356 ლარს დამატებული სამი წლის განმავლობაში გასაცემი თანხა - 8829 ლარი (8.175 X 30 X12 X3 =8829), რაც ჯამში შეადგენს 25185 ლარს. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრულ ფარგლებში შპს ,,გ-–-----–---------ს“ სს ,,ს-------------------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1007,4 ლარის ოდენობით და ამდენად, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-7 პუნქტი, რომლითაც შპს ,,გ-–-----–---------ს“ დაეკისრა იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1300 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. შპს ,,გ-–-----–---------ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 23.08.2017წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის შეცვლით მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება.
3. შპს ,,გ-–-----–---------ს“ სს,,ს-------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 8.175 ლარის გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2015 წლის 19 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
4. სს,,ს-------------------ს“ შპს,,გ-–-----–---------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ანაზღაურება 353.16 ლარის ოდენობით.
5. გაუქმდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 23.08.2017წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტი და შპს ,,გ-–-----–---------ს“ სს ,,ს-------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1007,4 ლარის ოდენობით.
6. დანარჩენ ნაწილში ბოლნისის რაიონული სასამართლოს 23.08.2017წ. გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: ოთარ სიჭინავა
მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე
გელა ქირია