განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 8202101180--060684
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-1298-18 08 მაისი 2019 წელი
ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე
სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე
აპელანტი (მოსარჩელე,მოწინააღმდეგე მხარე) წარმომადგენელი აპელანტი (შეგებებული მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) წარმომადგენელი - - - - - - შპს „-----–-“ რ---–---- ხ--–--–- ინდ.მ-–----- ქ-----–- ა--–--- ჯ------- ქ--------–-–---–- ზ------ მ-------- რ----- შ-----
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 ოქტომბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის, შპს „-----–-ს“ მოთხოვნა: შპს „-----–-ს“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება, მისი სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება, ინდ.მ-–----- ქ-----–- ა--–----------, შპს „-----–-ს“ სასარგებლოდ სულ, 48845 ლარის გადახდის დაკისრება; გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა 2. აპელანტის, ინდ.მ-–----- ქ-----–- ა--–---- მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, შპს „-----–-“-ს და ზ------ მ--------- სარჩელის დაკმაყოფილებააზე მთლიანად უარის თქმა, ინდ.მ-–----- ქ-----–- ა--–---- შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, შპს „-----–-სათვის“, ინდ.მ-–----- ქ-----–- ა--–---- სასარგებლოდ, 54 234 ლარის გადახდის დაკისრება
შპს ,,ქ----–--“ სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: მოსარჩელის მითითებით, 2016 წლის 15 აპრილს და 2016 წლის 25 ივნისს, ი/მ ქ-----– ა--–---სა და შპს ,,ქ----–-“ შორის გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულებები.
2016 წლის 15 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულებით, შპს ,,ქ----–--“ იკისრა ვალდებულება განეხორციელებინა ხიხაძირის მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაციის სამუშაოები ინდ. მ-–----- ქ-----– ა--–---- მიერ მიწოდებული მონაცემების შესაბამისად.
ხელშეკრულების ჯამური ღირებულება განისაზღვრა 28 643,85 ლარის ოდენობით, თუმცა შემდგომში, სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე და მხარეთა შეთანხმებით, მისი ღირებულება დამატებით განისაზღვრა 34 750,89 ლარი, რაც მათი მხრიდან შესრულებული იქნა, ხოლო მოპასუხე ინდ. მ-–----- ქ-----– ა--–---მ დაადასტურა საგადასახადო ანგარიშფაქტურებით.
შესრულებული სამუშაოს ღირებულება მოპასუხემ აანაზღაურა ნაწილობრივ, კერძოდ, გადაიხადა 24 750 ლარი (10750+14 000=24750) და 4893,85 ლარი, ხოლო დარჩენილი დავალიანების-5107.04 ლარის გადახდაზე უარს აცხადებს, რომლის გადახდის ვალდებულება ხელშეკრულების 6.1. მუხლის შესაბამისად გააჩნია საგადასახადო ანგარიშფაქტურის წარდგენიდან არაუგვიანეს 20 სამუშაო დღის ვადაში.
ვინაიდან, შპს ,,ქ----–--“ მიერ, საგადასახადო ანგარიშფაქტურები წარდგენილი იქნა 2016 წლის 03 მაისს, ხოლო მოპასუხემ ისინი დაადასტურა 2016 წლის 27 მაისს და 2016 წლის 22 ნოემბერს, შესაბამისად, საბოლოო ანგარიშსწორება ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე მოპასუხეს უნდა განეხორციელებინა 2016 წლის 20 დეკემბერს, რაც არ შეუსრულებია.
ხელშეკრულების 8.5. მუხლის შესაბამისად, მითითებული გარემოების არსებობის შემთხვევაში, მოპასუხეს გააჩნია პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, გადასახდელი თანხის 0,5%-ი, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც დღეში შეადგენს 25,5 ლარს, ხოლო 2016 წლის 20 დეკემბრიდან-2017 წლის 05 დეკემბრამდე პერიოდზე 345 დღეზე პირგასამტეხლოს საერთო ოდენობა შეადგენს 8797,5 ლარს, რაც ასევე უნდა დაეკისროს მოპასუხეს.
მხარეთა შორის 2016 წლის 25 ივნისს გაფორმებული ნარდობის ხ--––-------–-------–----------–------------ ხულოს რაიონის სოფელ ფ----–- არსებული საბავშვო ბაღის მშენებლობისათვის ნაწილი სამშენებლო სამუშაოების ჩატარების ვალდებულება, რომლის ღირებულება განისაზღვრა 89 000 ლარის ოდენობით.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების უმეტესი ნაწილი შპს ,,ქ----–--“ მიერ შესრულებული იქნა, თუმცა დარჩენილი ნაწილის შესრულება ვერ მოხერხდა მისგან დამოუკიდებელი გარემოებათა გამო.
კერძოდ, სამშენებლო ობიექტზე მომუშავე, ქ-----– ა--–---- მიერ დაქირავებული ხელოსნები გამოხატავდნენ უკმაყოფილებას მოპასუხე ქ-----– ა--–---- მიმართ და არ აძლევდნენ მოსარჩელეებს სამუშაოთა გაგრძელების საშუალებას. ეს ფაქტობრივი ვითარება 2017 წლის 19 აპრილს მოპასუხეს ეცნობა წერილობით და ეთხოვა გამოესწორებინა არსებული ვითარება, წინააღმდეგ შემთხვევაში ცალმხრივად შეწყვეტდნენ ნარდობის ხელშეკრულებას.
იმის გამო, რომ ვითარება არ იქნა გამოსწორებული, 2017 წლის 02 მაისს შპს ,,ქ----–-“-მ აცნობა მოპასუხეს მის მიერ, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ.
ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 71607,18 ლარს, რაც დადასტურებულია მხარეთა შორის შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტებით, ასევე ნაწილობრივ - 64672 ლარზე საგადასახადო ანგარიშფაქტურებით.
სოფელ ფ----–- არსებული საბავშვო ბაღის მშენებლობაზე შპს ,,ქ----–-“-ს მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან, მოპასუხის მიერ გადახდილი იქნა, მხოლოდ 43000 ლარი, გადაუხდელია-28 607,18 ლარი, რაც მოპასუხეს უნდა გადაეხადა 2017 წლის 20 ივნისამდე, თუმცა უარს აცხადებს ვალდებულებბის შესრულებაზე.
გარდა ძირითადი დავალიანებისა, მოპასუხეს ასევე გააჩნია პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება გადასახდელი თანხის 1%-ი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც შეადგენს დღეში 286 ლარს, ხოლო 2017 წლის 20 ივნისიდან-2017 წლის 05 დეკემბრამდე არსებული პერიოდზე - 165 დღეზე პირგასამტეხლოს საერთო ოდენობა შეადგენს 47 201,55 ლარს.
მიუხედვად პირგასამტეხლოს ამ ოდენობისა, შპს ,,ქ----–-“ ითხოვს შემცირებული ოდენობით - 12 238 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებას.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მოპასუხის საერთო დავალიანება შეადგენს 48 845 ლარს, რომელიც არაერთი მოთხოვნის მიუხედავად ქ-----– ა--–---- მიერ გადახდილი არ იქნა, რამაც განაპირობა სასამართლოში სარჩელის წარდგენა.
შპს ,,ქ----–--“ სარჩელზე მოპასუხის პოზიცია: მოპასუხე ინდ.მ-–----- ქ-----– ა--–---მ შპს ,,ქ----–--“ სასარჩელო მოთხოვნა არ ცნო და განმარტა, რომ მან, არათუ სრულად, არამედ მეტობითაც გადაიხადა ხიხაძირში მშენებარე მინი სპორტულ მოედანზე მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოთა ღირებულება (24750 ლარი და 4893,85 ლარი), რაც სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში ჩაურიცხა ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ.
რაც შეეხება დადასტურებულ ანგარიშფაქტურაში მითითებულ თანხას, მისი დადასტურება მოხდა შეცდომით და დაუსაბუთებლად ითხოვს მოსარჩელე მის გადახდას.
რაც შეეხება სოფელ ფ----–- არსებული საბავშვო ბაღის მშენებლობასთან დაკავშირებით შედგენილ მიღება-ჩაბარების აქტებს, მასში იყო უზუსტობები, რომლის შესწორებაზეც წერილი მიწერეს მოსარჩელეს, თუმცა მხარეს რეაგირება არ მოუხდენია.
გარდა ამისა, სამუშაოთა ნაწილი შპს ,,ქ----–-“-ს არ შესრულებია და ცალმხრივად ხელშეკრულების შეწყვეტით ზიანი მიაყენა ინდ.მ-–----- ქ-----– ა--–---ს.
ამდენად, ინდ.მ-–----- ქ-----– ა--–---ს, შპს ,,ქ----–--“ მიმართ არავითარი დავალიანება არ გააჩნია, რაც ასევე უსაფუძვლოს ხდის მოთხოვნას პირგასამტეხლოს დაკისრებაზე.
ინდ.მ-–----- ქ-----– ა--–---- შეგებებული სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: 2016 წლის 22 ივნისს, ინდ.მ-–----- ქ-----–- ა--–---ს და ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომლითაც გათვალისწინებული იყო ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფ----–- ბაღის მშენებლობა. მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 2016 წლის 28 ნოემბრისათვის, ხოლო ღირებულება განისაზღვრა 178 997.81 ლარით.
2016 წლის 25 ივნისს, ქ-----– ა--–---სა და შპს ,,ქ----–-“ შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, შპს ,,ქ----–-“ უნდა შეესრულებინა სოფელ ფ----–- მშენებარე ბაღის სამუშაოების ნაწილი, კერძოდ, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფ----- საბავშვო ბაღის მშენებლობაზე გასაწევი სამუშაოების ნაწილი, რომლის ღირებულებამ შეადგინა 89 000 ლარი.
შპს ,ქ----–-“-მ დაარღვია ხელშეკრულება, ნაცვლად 89000 ლარისა, ფაქტიურად შეასრულა, მხოლოდ 43000 ლარის ღირებულების სამუშაოები, რაც აუნაზღაურდა კიდეც. შესასრულებელი დარჩა საქვაბის აშენება, გარე მოპირკეთება, გარე წყალმომარაგების და გარე კანალიზაციის მოწყობა, რაც ასევე გამოწვეული იყო მის მიერ დაქირავებულ პერსონალთან შექმნილი პრობლემებით და რის გამოც საერთოდ შეაჩერა სამუშაოები და იძულებული გახდა განცხადებით მიემართა პოლიციისათვის.
ვინაიდან, შპს ,,ქ----–--“ დაარღვია ხელშეკრულება, არ შეასრულა სამშენებლო სამუშაოები, შეფერხდა მთლიანად პროექტის მიმდინარეობა, დაირღვა სამუშაოების ეტაპების ჩაბარების ხელშეკრულებით გათვალისიწინებული ვადები, იგი, როგორც მიმწოდებელი დაჯარიმებული შემსყიდველის მიერ, სულ 8 234 ლარით.
იმის გამო, რომ შპს ,,ქ----–--“ ბრალეულობით შეფერხდა სამუშაოები ქ-----– ა--–--- და ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა შეთანხმდნენ სამუშაოთა დასრულების ვადის გადაწევაზე და იგი განისაზღვრა 2017 წლის 30 მაისით.
რადგან, იმ დროისათვის სოფელ ფ----–- მშენებარე ბაღის სამუშაოების ნაწილს თავად ქ-----– ა--–---ც ასრულებდა და მას, განსხვავებით შპს ,,ქ----–--აგან“, დაქირავებულ მუშახელთან არანაირი პრობლემები არ შექმნია, იძულებული გახდა სამუშაოები თავად დაესრულებია.
მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოთა დიდი ნაწილი ქ-----–- ა--–---- მიერ შეძენილი სამშენებლო მასალებით შესრულდა, შპს „-----–----“ გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტებში არასწორად, შეცდომით იქნა დაფიქსირებული ეს მასალები, როგორც შპს „-----–-ს“ მიერ შეძენილად.
ამ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შეგებებულმა მოსარჩელემ მოითხოვა, შპს ,,ქ----–-“ დაეკისროს ინდ.მ-–----- ქ-----– ა--–---- მიერ შეძენილი და შპს ,,ქ----–--“ მიერ დახარჯული სამშენებლო მასალების ღირებულება, ასევე სამუშაოთა შეუსრულებლობის გამო დაკისრებული ჯარიმები, სულ 54234 ლარის ანაზღაურება.
ინდ.მ-–----- ქ-----– ა--–---- შეგებებულ სარჩელზე მოპასუხის პოზიცია: მოპასუხე შპს ,,ქ----–--“ წარმომადგენელმა შეგებებული სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული 2016 წლის 22 ივნისის ნარდობის ხელშეკრულების ვადა იყო 2016 წლის 17 დეკემბრამდე, რაც გაგრძელდა 2017 წლის 31 მაისამდე. ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა რაიმე ეტაპებად სამუშაოთა შესრულებას, თუმცა იმის გამო, რომ შპს ,,ქ----–-“ არ მიეცა სამუშაოთა შესრულების გაგრძელების საშუალება, იძულებული გახდა ცალმხრივად შეეწყვიტა ნარდობის ხელშეკრულება.
მათ არ მიუყენებიათ ქ-----– ა--–---------- არავითარი ზიანი, რადგან შესასრულებელ სამუშაოთა ეტაპების დარღვევა წარმოადგენდა ინდ.მ-–----- ქ-----–- ა--–---ს და ხულოს მუნიციპალიტეტს შორის არსებულ სახელშეკრულებო პირობას, რომლის მონაწილე შპს ,,ქ----–-“ არ იყო.
ასევე, არასწორია ხელოსნებთან დაკავშირებით გამოთქმული მოსაზრება, რადგან ხელოსნებს მათ მიმართ არავითარი პრეტენზია არ გააჩნდათ.
საქმესთან შემხებლობა არ გააჩნია სარჩელზე თანდართულ სასაქონლო ზედნადებებსა და ანგარიშფაქტურებს, რადგან ფ----- საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოების ნაწილს ასრულებდა ქ-----– ა--–---, ნაწილს კი შპს ,,ქ----–-“. შესაბამისად, მის მიერ სამშენებლო მასალების შეძენა არ ადასტურებს, რომ სამშენებლო სამუშაოების შესრულებაში შპს ,,ქ----–-მ“ გამოიყენა ქ-----–- ა--–---- მიერ შეძენილი სამშენებლო მასალები.
ზ------ მ--------- სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები: 2016 წლის 01 ივლისს, მასსა და ი/მ ქ-----– ა--–---ს შორის გაფორმდა შრომის ხელშეკრულება, რომლის მე-2 პუნქტის მიხედვითაც, მას უნდა განეხორციელებინა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, ხოლო ი/მ ქ-----–- ა--–---ს უნდა მოეხდინა ანგარიშსწორება სამუშაოების დასრულებამდე ეტაპობრივად.
ხელშეკრულების თანახმად, შესრულებულ სამუშაოთა საერთო ღირებულება შეადგენდა 35 000 ლარს.
სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები მოიცავდა სოფელ ფ----- ბაგა-ბაღის მშენებლობასა და კეთილმოწყობას, რომელიც ი/მ ქ-----– ა--–---ს დაუკვეთა ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ.
03.05.2017წ. ზ------ მ--------სა და ქ-----– ა--–---ს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლითაც ქ-----– ა--–---მ აიღო ვალდებულება დავალიანება 16 000 ლარი გადაეხადა ბაგა-ბაღის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის და შემსყიდველის მიერ, საბოლოო ანგარიშსწორების შემდეგ, რაც დამოწმებული იქნა სანოტარო წესით.
ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ შენობა მიიღო ექსპლუატაციაში და მოახდინა საბოლოო ანგარიშსწორება ი/მ ქ-----– ა--–---სთან, თუმცა არსებული დავალიანება ინდ.მ-–----- ქ-----–- ა--–---ს დღემდე არ გადაუხდია, რის გამოც მიმართა სასამართლოს დავალიანების- 16000 ლარის დაკისრების თაობაზე.
ზ------ მ--------- სარჩელზე მოპასუხის პოზიცია: მოპასუხე ინდ.მ-–----- ქ-----– ა--–---მ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2016 წლის 01 ივლისის რიცხვით დათარიღებული ხელშეკრულება გაფორმებულია მოგვიანებით, ფაქტობრივად ხელშეკრულებაში დასახელებულ ხელოსნებთან მოლაპარაკება აწარმოა და დაიქირავა შპს ,,ქ----–--“, ამიტომ ზ------ მ--------ს პრეტენზია შეიძლება გააჩნდეს შპს ,,ქ----–--“ მიმართ.
2016 წლის 01 ივლისის ხელშეკრულებაში ჩამოთვლილია, თუ რა სამუშაოების შესრულების შემდეგ მოხდებოდა თანხის გადახდა. ზ------ მ--------- მიერ შესრულებული იქნა, მხოლოდ სამუშაოთა ნაწილი, რომლის ღირებულება სრულად იქნა ანაზღაურებული. ხელშეკრულებაში ჩამოთვლილი სამუშაოების ნაწილი კი შეასრულეს სხვა პირებმა.
ზ------ მ--------მ თავად დაარღვია ხელშეკრულება, თავისი ვალდებულებები არ შეასრულა სრულად, რის შესახებაც მას, 2017 წლის 24 იანვარს წერილობით ეცნობა, რომ ცალმხრივად წყდებოდა მასთან გაფორმებული ხელშეკრულება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარ-----ლუციო ნაწილი 1. შპს ,,ქ----–--“-ის სარჩელი მოპასუხე ინდ. მ-–----- ქ-----– ა--–---- მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; 2. მოპასუხეს, ინდ. მ-–----- ქ-----– ა--–---ს (პ/ნ 6----------), მოსარჩელე შპს ,,ქ----–--“ (საიდენ. ნომერი 2--------) სასარგებლოდ დაეკისროს 5672 (ხუთი ათას ექვსას სამოცდათორმეტი) ლარის გადახდა; 3. მოპასუხეს, ინდ მ-–----- ქ-----– ა--–---ს (პ/ნ 6----------) დაეკისროს, მოსარჩელის, შპს ქ----–-- (საიდენ. ნომერი 2--------) მიერ, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის-170.16 ლარის და იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი თანხიდან, მოპასუხეზე დაკისრებული თანხის 4 %-ის - 226.68 ლარის, სულ 397.04 ლარის გადახდა; 4. ქ-----– ა--–---- შეგებებული სარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს; 5. ზ------ მ--------- სარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; 6. მოპასუხეს, ინდ მ-–----- ქ-----– ა--–---ს დაეკისროს, მოსარჩელე ზ------ მ--------- (პ/ნ 3----------) სასარგებლოდ, შრომის ანაზღაურების დავალიანების გადახდა 13 000 (ცამეტი ათასი) ლარის ოდენობით; 7. ქ-----– ა--–---ს დაეკისროს, სახელმწიფო ბაჟის-390 ლარის გადახდა და შეგებებულ სარჩელზე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის-1627.02 ლარის გადახდა ბიუჯეტის სასარგებლოდ; 8. 2017 წლის 06 დეკემბრის განჩინებით, ზ------ მ--------- სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო ქ-----– ა--–---- საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე, ქობულეთი, სოფელი ჩაისუბანი, საკადასტრო კოდი 2----------- დარჩეს უცვლელად. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2.1. 2016 წლის 14 აპრილს, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ქ-----– ა--–---ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N-- ხელშეკრულება, როლის შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა, ხიხაძირის მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 29643.85 ლარს. 2.2. 2016 წლის 15 აპრილს, ქ-----– ა--–---სა და შპს ,,ქ----–-“ შორის გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება, რომლითაც შპს ,,ქ----–--“ იკისრა ვალდებულება განეხორციელებია ხიხაძირის მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაციის სამუშაოები, ინდ.მ-–----- ქ-----– ა--–---- მიერ მიწოდებული მონაცემების შესაბამისად. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება განისაზღვრა 28643,85 ლარის ოდენობით. 2.3. დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ხიხაძირის მინი სტადიონის რეაბილიტაციისათვის შესრულებულ სამუშაოებზე მიწოდებული მომსახურების სანაცვლოდ, ინდ. მ-–----- ქ-----– ა--–---- მიერ, შპს ,,ქ----–-“-სთვის, მთლიანობაში გადახდილი იქნა 29 643.85 ლარი. 2.4. 2016 წლის 22 ივნისს, ინდ.მ-–----- ქ-----– ა--–---სა და ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის, დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N132 ხელშეკრულება, რომლითაც გათვალისწინებული იყო ხულოს მინიციპალიტეტის სოფელ ფ----–- საბავშვო ბაღის მშენებლობა. სამუშაოები უნდა შესრულებულიყო ეტაპობრივად. მშენებლობა უნდა დასრულებულიყო 2016 წლის 28 ნოემბრისათვის. სამუშაოს ღირებულება განისაზღვრა 178 997.81 ლარით. 2.5. 2016 წლის 25 ივნისს, ქ-----– ა--–---სა და შპს ,,ქ----–-“ შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა სოფელ ფ----- საბავშვო ბაღის მშენებლობისათვის სამშენებლო სამუშაოები, პირველი მხარის (ქ-----– ა--–----) მიერ მიწოდებული პროექტის, სატენდერო დოკუმენტაციის, სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისი დანართების და მონაცემების შესაბამისად. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 89000 ლარს, რომელიც მოიცავდა ყველა ხარჯს, მათ შორის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 17 დეკემბრამდე. 2.6. 2016 წლის 16 დეკემბერს, ი/მ ქ-----– ა--–---სა და შპს ,,ქ----–-“ შორის გაფორმდა შეთანხმება 2016 წლის 25 ივნისის ნარდობის ხელშეკრულების, 2017 წლის 31 მაისამდე გაგრძელებაზე იმავე ღირებულებით (89000 ლარით). შესრულებულ სამუშაოებზე ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო 2017 წლის 20 ივნისამდე. 2.7. 2017 წლის 08 მარტს, შპს ,,ქ----–-“, ი/მ ქ-----– ა--–---- მიერ, სოფელ ფ----- საბავშვო ბაღზე შესრულებულ სამუშაოთა ანგარიშსწორებისათვის გადაეცა 43000 ლარი. 2.8. შპს ,,ქ----–--“ მიერ წარმოდგენილი, ინდ.მ-–----- ქ-----– ა--–---- მიერ დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების (დადასტურებული 0--------------------------------------------------------------------) თანახმად, შპს ,,ქ----–--“ მიერ, სოფ. ფ----- საბავშვო ბაღის მშენებლობისათვის შესრულებულმა სამუშაოთა ღირებულებამ, დღგ-ს ჩათვლით შეადგინა 64 672 ლარი. 2.9. საქმეზე წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებების მიხედვით, შპს ,,ქ----–--“ მიერ შეძენილი იქნა 20877 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალები. 2.10. 2017 წლის 02 მაისის მიმართვით, ინდ.მ-–----- ქ-----– ა--–---ს, შპს ,,ქ----–--“ მიერ ეცნობა, რომ 2016 წლის 25 ივნისს გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დარჩენილი სამუშაოების შესრულება კომპანიის მიერ ვერ ხორციელდებოდა მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, კერძოდ, სოფელ ფ----–- მცხოვრები ხელოსნები, რომელთანაც ხელშეკრულება გაფორმებული ჰქონდა ქ-----– ა--–---ს, არ აძლევდნენ სამუშაოთა გაგრძელების საშუალებას, რის გამოც წყვეტდა აღნიშნულ ხელშეკრულებას და ითხოვდა შეტყობინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოთა ღირებულების გადაუხდელი ნაწილის ანაზღაურებას. 2.11. დადგენილია, რომ შპს ,,ქ----–-“ სამუშაოებს ასრულებდა ზ------ მ---------ა და მისი ახლობელი ხელოსნების მეშვეობით და მათთან უნდა მომხდარიყო ანგარიშსწორება, კერძოდ, მუშები ასრულებდნენ 35 000 ლარის სამუშაოებს. ხელოსნებზე შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება სრულად არ იქნა გადახდილი და ამჟამად ითხოვენ 16 000 ლარის ანაზღაურებას. 2.12. 2017 წლის 29 აპრილს, შპს „ქ----–---“ გაგზავნილ წერილში ქ-----– ა--–---მ აღნიშნა: ,,თქვენს მიერ დაქირავებული ხელოსნებისათვის თანხის დარჩენილი ნაწილი 16 000 ლარი უნდა ავუნაზღაურო მე, თანახმად ურთიერთშეთანხმების აქტისა“. 2.13. ქ-----– ა--–---- ინიციატივით დაკითხულმა მოწმე ნ-------------–------ აჩვენა, რომ, 2016 წლის ოქტომბერში, ქ-----– ა--–---- თხოვნით, რომ ვერ ახერხებდა ფ----- საბავშვო ბაღის მშენებლობის დასრულებას ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში, შეუთანხმდა ბაღის მშენებლობის სამუშაოებზე. მან განახორციელა სახურავის გადახურვა, სეპტიკის მოწყობა, გათბობის სისტემის მოწყობა და სხვა სამუშაოები. შესრულებულ სამუშაოთა ღირებულებამ შეადგინა 50100 ლარი. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.14. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე; სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 394-ე, 408-ე, 411-ე, 412-ე, 417-ე, 418-ე, 629-ე, 636-ე მუხლებზე და განმარტა: წინამდებარე შემთხვევაში, მოსარჩელის-შპს ,,ქ----–--“ მოთხოვნა გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის საფუძვლებიდან. 2.15. სასამართლომ, მხარეებს შორის ძირითად სადავო ფაქტობრივ გარემოებებად მიიჩნია: 1. 2015 წლის 16 აპრილის ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულებული სამუშაოების ღირებულების 34750,89 ლარის განსაზღვრა და სარჩელით მოთხოვნილი 5107.04 ლარისა და მასზე დარიცხული პროცენტის, მოპასუხე ინდ. მ-–----- ქ-----– ა--–---ზე დაკისრება; 2. 2016 წლის 25 ივნისს, შპს ,,ქ----–-ა“ და ინდ.მ-–----- ქ-----– ა--–---ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის პერიოდისათვის შესრულებული სამუშაოების ღირებულება და შეწყვეტის საფუძვლები; 3. ზ------ მ--------- სარჩელთან მიმართებაში, ზ------ მ--------- მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურებაზე მოთხოვნის საფუძვლიანობა; 4. სამუშაოთა დაგვიანებით შესრულება, მასზე ჯარიმების დაკისრება და შემდგომში სხვა პირების დაქირავება სამუშაოთა დასასრულებლად, გამოწვეული იქნა, თუ არა შპს ,,ქ----–--ა“ და ზ------ მ--------- მოქმედებით; 5. შპს ,,ქ----–--" მიერ მოთხოვნილ, შესრულებულ სამუშაოთა ღირებულებაში შედის, თუ არა ზ------ მ--------- ბრიგადის მიერ შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება. 2.16. ხიხაძირის მინი სპორტული მოედნის რეალიბილიტაციის სამუშაოებისათვის დამატებითი თანხების დაკისრების თაობაზე, შპს ,,ქ----–--” მოთხოვნაზე სასამართლომ განმარტა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 28 643,85 ლარს. ხელშეკრულების მეათე მუხლი განსაზღვრავს, რომ არავითარი გადახრა, ან ცვლილება ხელშეკრულების პირობებში არ დაიშვება, ორივე მხარის წერილობითი შესწორებების გარდა. ასეთი შესწორება საქმეში წარმოდგენილი არ არის. ისეთ პირობებში, როცა ძირითადი დამკვეთის, ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ არ გაზრდილა სამუშაოთა ღირებულება, მხოლოდ დამოწმებული სასაქონლო ზედნადები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლებიც დადასტურებულია ინდ.მ-–----- ქ-----– ა--–---- მიერ და ჩათვლილია დამატებითი ღირებულების გადასახადი, არ წარმოადგენდა იმ უტყუარ მტკიცებულებას, რაც დაადასტურებდა ხიხაძირის მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაციისათვის 34 750 ლარის ანაზღაურებაზე შეთანხმებას და სასამართლოს მისცემდა სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს. 2.17. ვინაიდან, არ დადასტურდა ხიხაძირის მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაციისათვის 34 750 ლარის ანაზღაურებაზე შეთანხმება, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია და არ დაკმაყოფილოდა შპს ,,ქ----–--” მოთხოვნა, თანხის დაყოვნების გამო, პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე. 2.18. სოფელ ფ----- საბავშვო ბაღზე შესრულებულ სამუშაოსთან დაკავშირებით ანგარიშსწორებაზე შპს ,,ქ----–--“ მოთხოვნაზე სასამართლომ აღნიშნა: მიღება-ჩაბარების აქტებითა და საგადასახდო ანგარიშ-ფაქტურების თანახმად, 2016 წლის 25 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს „-----–-ს“ მიერ ფაქტობრივად შესრულებულია 64 672 ლარის სამუშაო, საიდანაც, ქ-----– ა--–---ს მიერ უშუალოდ შპს „-----–-“-ზე გადახდილია 43000 ლარი, ხოლო 16000 ლარი გადაცემული აქვს ხელოსნებზე. გადასახელად დარჩენილია 5672 ლარი, რომლის დაკისრების თაობაზე შპს „-----–-“-ს მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. 2.19. შპს „-----–-“-ს მოთხოვნა სოფელ ფ----- საბავშვო ბაღზე შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებასთან დაკავშირებით სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია და აღნიშნა, რომ მართალია, მხარეთა მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, თუმცა უდავოდაა დადგენილი, რომ ვალდებულება არც შპს ,,ქ----–--” მიერ არ იქნა სრულად შესრულებული, რის გამოც, ინდ.მ-–----- ქ-----– ა--–---ს ძირითადმა დამკვეთმა, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ, ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებისათვის დააკისრა ჯარიმა. ასეთ პირობებში, არ არსებობს პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე შპს ,,ქ----–--” სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. 2.20. გაზიარებული არ იქნა ინდ.მ-–----- ქ-----– ა--–---- შეგებებულ სარჩელში მითითებული ფაქტები იმის თაობაზე, რომ შპს ,,ქ----–--“ თავისივე დაქირავებულ მუშებს არ მიაწოდა სამშენებლო მასალები, რამაც გამოიწვია სამუშაოთა შესრულების შეჩერება და იგი იძულებული იყო თვითონ შეესყიდა სამშენებლო მასალები. ასევე, იძულებული გახდა დაექირავებინა სხვა ხელოსნები, ხელშეკრულება გაეფორმებია სხვა მ-–-----სთან და საბოლოოდ, შპს ,,ქ----–--“ მოქმედებებით მიიღო 54234 ლარის ზიანი, რაც ასევე მოიცავდა შემსყიდველის მიერ, მისთვის დაკისრებული ჯარიმის თანხას, რომლის ანაზღაურებაც უნდა დაეკისროს შპს ,,ქ----–--“. სასამართლომ მიუთითა, რომ თავის არგუმენტების დასადასტურებლად ქ-----– ა--–---- მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებები სამშენებლო მასალების შეძენაზე, აქტები პირგასამტეხლოს დაკისრებაზე, გადახდის სერთიფიკატები, შპს ,,ქ----–-“-ზე გაგზავნილი წერილები, პოლიციის მონაკვლევი მასალები, არ წარმოადგენს საკმარისს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებისათვის, ვინაიდან, შეგებებული მოსარჩელე ვერ ასაბუთებს, საიდან მომდინარეობს მოსარჩელეზე დასახელებული თანხის მოთხოვნა, ის არის მიყენებული ზიანი, პირგასამტეხლო, მიუღებელი შემოსავალი თუ უსაფუძვლოდ ჩარიცხული თანხა, რომელიც ექვემდებარება დაბრუნებას. შესაბამისად, შეგებებული სარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. 2.21. ასევე არ იქნა გაზიარებული ზიანის ფაქტის დასადასტურებლად შეგებებული მოსარჩელეს მითითება იმის თაობაზე, რომ შპს ,,ქ----–--” მიერ არ იქნა შესრულებული სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებული ეტაპების მიხედვით, რის გამოც ინდ.მ-–----- ქ-----–- ა--–--- დაჯარიმებული იქნა ძირითადი დამკვეთის, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ გაიზიარა შპს ,,ქ----–--“ წარმომადგენლის მტკიცება, რომ შპს ,,ქ----–-ა“ და ინდ.მ-–----- ქ-----– ა--–---ს შორის გაფორმებული 2016 წლის 25 ივნისის ხელშეკრულება, არ ითვალისწინებდა სამუშაოთა ეტაპებად ჩაბარებას და რომ მისი მოქმედების ვადა განისაზღვრა 2016 წლის 20 დეკემბრამდე, რაც შემდგომში გაგრძელდა 2017 წლის 31 მაისამდე. მართალია, ხელშეკრულება ვადაზე ადრე შეწყდა შპს ,,ქ----–--“ მიერ და სამუშაოთა, მხოლოდ ნაწილი იქნა შესრულებული, მაგრამ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა რა დამატებით შემოსავალს მიიღებდა, ან რა ზიანს აიცილებდა მოპასუხეს ვალდებულება ჯეროვნად რომ შეესრულებინა. 2.22. ზ------ მ--------- სასარჩელო მოთხოვნაზე სასამართლომ განმარტა: ზ. მ--------- მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებების თანახმად, (2016 წლის 1 ივლისის შრომის ხელშეკრულება და 2017 წლის 3 მაისის შეთანხმების აქტი) მხარეთა შორის ფაქტობრივად დადებულია ნარდობის ხელშეკრულება. ზ------ მ--------- მიერ შესრულებული იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, რაც დაადასტურა ქ-----– ა--–---მ სანოტარო წესით დამოწმებული შეთანხმების აქტით, სადაც იკისრა ვალდებულება, რომ გადაიხდიდა 16000 ლარს, იმ შემთხვევაში, თუ ზ------ მ-------- დაასრულებდა აშენებული საბავშვო ბაღის შიდა და გარე მოსაპირკეთებელ სამუშაოებს. აღნიშნული სამუშაოებიდან შეუსრულებელი დარჩა 3000 ლარის სამუშაო. შესაბამისად, ქ-----– ა--–---ს, ზ------ მ--------- სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 13000 ლარის გადახდა. რაც შეეხება მოთხოვნას, თანხის გადახდის დაყოვნებისათვის ზიანის სახით ყოველდღიურად 11.20 ლარის დაკისრებაზე, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია და არ დააკმაყოფილა. 2.23. ის გარემოება, რომ ინდ.მ-–----- ქ-----– ა--–---ს ზ------ მ--------ზე უნდა გადაეხადა 16000 ლარი, დასტურდება ასევე, ინდ.მ-–----- ქ-----– ა--–---- მიერ, 2017 წლის 29 აპრილს, შპს ქ----–--- გაგზავნილი წერილით, სადაც აღნიშნულია, შემდეგი: ,,თქვენს მიერ დაქირავებული ხელოსნებისათვის თანხის დარჩენილი ნაწილი 16 000 ლარი უნდა ავუნაზღაურო მე, თანახმად ურთიერთშეთანხმების აქტისა“. ამდენად, ქ-----– ა--–---- მითითება იმის თაობაზე, რომ ზ------ მ--------ს სრულად არ შეუსრულებია ის სამუშაოები, რაც ივალდებულა, ხოლო რაც შეასრულა, იმის ღირებულება სრულად იქნა ანაზღაურებული, ასევე ზ------ მ--------სა და სხვა ხელოსნებს სამუშაოთა შესრულებაზე შეუთანხმდა შპს ,,ქ----–-“ და ანგარიშსწორებაც მას უნდა მოეხდინა-გაზიარებული არ იქნა.
3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები შპს ,,ქ----–--“ სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. შპს ,,ქ----–--“ მიერ, ინდ.მ-–----- ქ-----– ა--–---ზე გადაგზავნილი და ქ-----– ა--–---- მიერ დადასტურებული იქნა ანგარიშფაქტურები, რითაც ქ-----– ა--–---მ აღიარა ის გარემოება, რომ მან მიიღო ხიხაძირის მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაციის სამუშაოების წარმოებაზე, 2016 წლის 15 აპრილს გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული და შპს ,,ქ----–--“ მიერ შესრულებული, ასევე საგადასახადო ანგარიშფაქტურებში დასახელებული 34750,89 ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოები, საიდანაც მოწინააღმდეგე მხარეს გადახდილი აქვს, მხოლოდ 29643,85 ლარი, ხოლო დარჩენილი დავალიანება შეადგენს 5107,04 ლარს. 3.2. სოფელ ფ----- საბავშვო ბაღის მშენებლობაზე, შპს ,,ქ----–-ა“ და ინდ.მ-–----- ქ-----– ა--–---ს შორის, 2016 წლის 25 ივნისს გაფორმებულ ნარდობის ხელშეკრულებაში დაკონკრეტებული და დაზუსტებულია საკითხი იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა წარმოადგენდა ხელშეკრულების საგანს. ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მტკიცებულების სახით წარდგენილი იქნა სოფელ ფ----- საბავშვო ბაღის მშენებლობის სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც, სრულყოფილად იქნა ასახული 2016 წლის 25 ივნისის ნარდობის ხელშეკრულების 1.1 მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების საგანი და მისი ჩამონათვალი. 3.3. სასამართლოში მათ მიერ, მტკიცებულების სახით წარდგენილი იქნა მიმართვები, რომლითაც დასტურდება ის გარემოება, რომ ხელოსნები არ აძლევდნენ საშუალებას გაეგრძელებინათ სამუშაოები და გამოხატავდნენ უკმაყოფილებას ქ-----– ა--–---- მიმართ. შპს ,,ქ----–-მ“ დახმარებისათვის მიმართა პოლიციას, თუმცა დამატებით ზომები არ იქნა მიღებული, რის გამოც ვადაზე ადრე ცალმხრივად შეწყვიტა ნარდობის ხელშეკრულება. 3.4. სასამართლოში დაზუსტებულ სარჩელთან ერთად, ასევე წარდგენილი იქნა 2016 წლის 26 სექტემბერს და 2017 წლის 20 მარტს, ინდ.მ-–----- ქ-----– ა--–---სა და შპს ,,ქ----–-“ შორის შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტები, საგადასახადო ანგარიშფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები, რომლებითაც დასტურდება, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის, 2017 წლის 02 მაისის მდგომარეობით, შპს ,,ქ----–--“ მიერ, ინდ.მ-–----- ქ-----– ა--–---ზე მიწოდებული იქნა მთლიანობაში- 71613,1 ლარის ღირებულების და არა 64672,44 ლარის ღირებულების სამუშაო. 3.5. გაუგებარია, რატომ გამოაკლო სასამართლომ შპს ,,ქ----–--“ მიერ, ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოთა ღირებულებას, ინდ.მ-–----- ქ-----– ა--–---- მიერ, ხელოსნებზე გადასახდელი თანხა 16000 ლარი. ბუნებაში არ არსებობს ურთიერთშეთანხმების აქტი იმის თაობაზე, რომ შპს ,,ქ----–--“ გადასახდელი თანხის გადახდის ვალდებულება იკისრა ქ-----– ა--–---მ. არსებობს, მხოლოდ 2017 წლის 03 მაისის ურთიერთშეთანხმების აქტი, რომლითაც ქ-----– ა--–---მ იკისრა ვალდებულება, გადაუხადოს ზ------ მ--------ს 16000 ლარი, ხოლო ზ------ მ--------მ იკისრა ვალდებულება, შეესრულებინა დარჩენილი სამუშაოები. 3.6. სასამართლომ არასწორად დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ თითქოს უდავოდაა დადგენილი, რომ ვალდებულება არ იქნა შესრულებული, არც შპს ,,ქ----–--“ მიერ, თუმცა სასამართლო გადაწყვეტილება არ შეიცავს არავითარ დასაბუთებას და განმარტებას იმის შესახებ, თუ რაში გამოიხატება შპს ,,ქ----–--“ მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა. შპს ,,ქ----–--“ მიერ განხორციელდა ნარდობის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა სამოქალაქო კოდექსით დადგენილი მოთხოვნათა დაცვით. ამიტომ, სასამართლო გადაწყვეტილებაში დასახელებული ზოგადი განმარტება მოკლდებულია ყოველგვარ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს. 3.7. ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ, ერთ შემთხვევაში - 2016 წლის 25 ივნისის ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებთან დაკავშირებით, ქ-----– ა--–---- მიერ, შესაბამისი ანგარიშფაქტურების დადასტურება საკმარისად ჩათვალა მისი ღირებულების ასანაზღაურებლად, ხოლო მეორე შემთხვევაში, 2016 წლის 15 აპრილს გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებთან დაკავშირებით, მოწინააღმდეგე მხარის მიერ შესაბამისი ანგარიშფაქტურების დადასტურება არ მიიჩნია საკმარისად, რაც მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს. 3.8. სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, მათ მიერ წარდგენილი სარჩელის საფუძველზე, ინდ.მ-–----- ქ-----– ა--–---------- არ დაეკისრებინა პირგასამტეხლო. სასამართლო უფლებამოსილი იყო, მხოლოდ შეემცირებინა პირგასამტეხლოს ოდენობა, თუ საქმის გარემოებათა გათვალისწინებით მიიჩნევდა, რომ ის შეუსაბამოდ მაღალი იყო. 3.9. სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ მიექცია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. სასამართლო გადაწყვეტილებაში საერთოდ არ არის მსჯელობა ამ საკითხზე.
ინდ.მ-–----- ქ-----– ა--–---- სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.10. 2016 წლის 25 ივნისს, ქ-----– ა--–---სა და შპს ,,ქ----–-“ შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, შპს ,,ქ----–-“ უნდა შეესრულებინა სოფელ ფ----–- მშენებარე ბაღის სამუშაოების ნაწილი, კერძოდ, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფ----- საბავშო ბაღის მშენებლობაზე გასაწევი სამუშაოების ნაწილი, რომლის ღირებულებამ შეადგინა 89 000 ლარი.
შპს ,,ქ----–--“ დაარღვია ხელშეკრულება კერძოდ, ნაცვლად 89 000 ლარისა, ფაქტიურად შეასრულა, მხოლოდ 43000 ლარის ღირებულების სამუშაოები, რაც მას აუნაზღაურდა.
შპს ,,ქ----–-“ შესასრულებლი დარჩა საქვაბის აშენება, გარე მოპირკეთება, გარე წყალმომარაგების და გარე კანალიზაციის მოწყობა. ამას ისიც დაემატა, რომ მას შეექმნა პრობლემები მის მიერ დაქირავებულ პერსონალთან, რის გამოც, საერთოდ შეაჩერა სამუშაოები, იძულებული გახდა განცხადებით მიემართა პოლიციისათვის, რამაც გამოიწვია სამუშაოთა შეფერხება, რის გამოც, ქ-----– ა--–--- დაჯარიმებული იქნა, თანაც არაერთხელ და საბოლოოდ, ნაცვლად 178 000 ლარისა, ხულოს გამგეობამ მას ჩაურიცხა 165 000 ლარი.
სასამართლომ, რატომღაც არ გაითვალისწინა ეს გარემოებები.
3.11. ზ------ მ-------- დაიქირავა შპს ,,ქ----–--“, თუმცა იმის გამო, რომ მას შეექმნა პრობლემები მის მიერვე დაქირავებულ მუშებთან, სამუშაოების წარმოება სრულად შეწყდა. ქ-----– ა--–--- იძულებული გახდა დაექირავებინა სხვა მუშები და გაეწია დამატებითი ხარჯები.
ამდენად, ზ------ მ--------ს არ შეუსრულებია ის სამუშაოები, რაც ივალდებულა, რაც გამორიცხავდა მისი სარჩელის დაკმაყოფილებას.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება ფაქტობრივი დასაბუთება პალატა იზიარებს ამ გადაწყვეტილების 2.1-2.7, 2.9-2.13 პუნქტებში მითითებულ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით ადგენს: 4.1. 2016 წლის 15 აპრილს, ერთის მხრივ, ი/მ ქ-----– ა--–---ს (შემდგომში წოდებული ხელშეკრულების პირველ მხარედ) და მეორეს მხრივ, შპს ,,ქ----–-“ (შემდგომში წოდებული ხელშეკრულების მეორე მხარედ) შორის გაფორმებული იქნა ნარდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ხელშეკრულების მეორე მხარე ვალდებული იყო განეხორციელებინა ხიხაძირის მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაციის სამუშაოები, პირველი მხარის მიერ მიწოდებული პროექტის, სატენდერო დოკუმენტაციისა და სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისი დანართების (რომლებიც წარმოადგენენ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს) და მონაცემების შესაბამისად, რომლის განხორციელების უფლებამოსილება ხელშეკრულების პირველ მხარეს მოპოვებული ჰქონდა, ჩატარებული ელექტრონული ტენდერისა და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №7- ხელშეკრულების საფუძველზე; ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 28643,85 ლარს (პუნქტი 2.1.); სამუშაოები უნდა დაწყებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 03 კალენდარული დღის ვადაში და უნდა დასრულებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 35 კალენდარული დღის ვადაში-2016 წლის 18 მაისის ჩათვლით პერიოდში (პუნქტი 4.4.); სამუშაოები უნდა შესრულებულიყო 2 ეტაპად. მიმწოდებელი ვალდებული იყო ეტაპის განმავლობაში, მინიმუმ ერთხელ წარმოედგინა შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია მიღება-ჩაბარების აქტი (ფორმა №2) (პუნქტი 4.5.); სამუშაოების ეტაპის მიღება-ჩაბარებისათვის, მეორე მხარეს, პირველი მხარისათვის უნდა წარედგინა მიღება-ჩაბარების აქტი (ფორმა №2) (პუნქტი 5.1.); შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება მეორე მხარესთან უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად: კონკრეტული ეტაპით სრულად გათვალისწინებულ სამუშაოებზე ხელშეკრულების შესაბამისად გაფორმებული შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის (ფორმა №2) და საგადასახადო დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურა/ინვოისი) წარმოდგენიდან 20 სამუშაო დღის განმავლობაში (პუნქტი 6.2.); არავითარი გადახრა ან ცვლილება ხელშეკრულების პირობებში არ დაიშვება, ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი წერილობითი შესწორებების გარდა (პუნქტი 10.1.); თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო, წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია (პუნქტი 10.2.); ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც მოჰყვება ხელშეკრულების ფასის გაზრდა ან პირობების გაუარესება, დაუშვებელია, გარდა სსკ-ის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა (პუნქტი 10.3.); (იხ. ხელშეკრულება, ტომი 1, ს/ფ 23-39). 4.2. საქმეში წარმოდგენილი, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ი/მ ქ-----– ა--–---ს შორის გაფორმებული 14.04.2016წ. გადახდის სერტიფიკატებით ირკვევა, რომ ხიხაძირის მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაციისათვის შესრულებულ სამუშაოთა საერთო ღირებულება განისაზღვრა 28440,31 ლარით, ხოლო ხელშეკრულების საბოლოო ფასად - 29 643.85 ლარი, რაც ჩაბარებული იქნა შემკვეთის მიერ. (იხ. გადახდის სერტიფიკატი, ტომი 1, ს/ფ 196). 4.3. 2016 წლის 25 ივნისს, ერთის მხრივ, ი/მ ქ-----– ა--–---ს (შემდგომში წოდებული ხელშეკრულების პირველ მხარედ) და მეორეს მხრივ, შპს ,,ქ----–-“ (შემდგომში წოდებული ხელშეკრულების მეორე მხარედ) შორის გაფორმებული იქნა ნარდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, ხელშეკრულების მეორე მხარე ვალდებული იყო განეხორციელებინა სოფელ ფ----- საბავშვო ბაღის მშენებლობისათვის სამშენებლო სამუშაოები, პირველი მხარის მიერ მიწოდებული პროექტის, სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისი დანართების (რომლებიც წარმოადგენენ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს) და მონაცემების შესაბამისად. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება განისაზღვრა 89000 ლარი (2.1. პუნქტი); საბოლოო მიღება-ჩაბარებისათვის (სამუშაოების საბოლოოდ დასრულებისათვის), მეორე მხარემ უნდა წარმოუდგინოს პირველ მხარეს მიღება-ჩაბარების აქტი და მხარეები შესაბამისი ხელმოწერებით ადასტურებენ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებას (4.3. პუნქტი); ხელშეკრულების 2.1 მუხლით გათვალისწინებული სამუშაოების ანაზღაურება მეორე მხარესთან პირველ მხარეს უნდა განეხორციელებინა 2016 წლის 17 დეკემბრამდე (6.1. პუნქტი); პირველი მხარე ვალდებული იყო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, აენაზღაურებინა მეორე მხარისათვის შესრულებული სამუშაოების ღირებულება; შესრულებული სამუშაოს ღირებულების გადაუხდელობის შემთხვევაში, დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახდელი თანხის 1%-ი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც არ ათავისუფლებდა მას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულებისაგან (7.5. პუნქტი); ხელშეკრულება ძალაში შევიდა ხელმოწერის დღიდან და მოქმედებდა 2016 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით (14.1. პუნქტი). (იხ. ხელშეკრულება, ტომი 1, ს/ფ 35-39). 4.4. 25.06.2016წ. დადებული ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში, ინდ.მ-–----- ქ-----– ა--–---მ, ორ ეტაპად მიიღო, შპს ,,ქ----–--“ მიერ, ჯამში 71607,18 ლარის ღირებულების ფ----- საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაო, რაზეც 2017 წლის 20 მარტის მდგომარეობით გაფორმებული და ხელმოწერილი იქნა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები. (იხ. მიღება-ჩაბარების აქტები, ტომი 3, ს/ფ 23-63). 4.5. შპს ,,ქ----–--“, 03.04.2017წ. და 19.04.2017წ. წერილებით აცნობა ინდ.მ-–----- ქ-----– ა--–---ს, რომ 2016 წლის 25 ივნისს გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დარჩენილი სამუშაოების შესრულება კომპანიის მიერ ვერ ხორციელდებოდა, მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, კერძოდ, სოფელ ფ----–- მცხოვრები ხელოსნები, რომელთანაც ხელშეკრულება გაფორმებული ჰქონდა ქ-----– ა--–---ს, არ აძლევდნენ სამუშაოთა გაგრძელების საშუალებას, ქ-----– ა--–---- მიერ, მათთვის, შესრულებული სამუშაოების ღირებულების აუნაზღაურებლობის გამო. (იხ. მიმართვები, ტომი 2, ს/ფ 154-155). 4.6. 2016 წლის 1 ივლისს, ერთის მხრივ, ინდ. მ-–----- ქ-----– ა--–---სა და მეორე მხრივ, გ---- მ--------ს, ზ------ მ--------ს, ბ------ მ--------ს, რ-------- მ--------ს და ბ-–------------ შორის გაფორმდა №0-- ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ინდ მ-–----- ქ-----– ა--–--- და სარემონტო სამშენებლო ბრიგადა გ---- მ---------, ზ------ მ---------, ბ------ მ---------, რ-------- მ---------ა და ბ-–-- მ--------- მონაწილეობით შეთანხმდნენ, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფ----–-, საბავშვო ბაღის სამშენებლო სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე, შემკვეთის მიერ მითითებულ ვადებში, 35000 ლარის ანაზღაურების სანაცვლოდ. (იხ. ხელშეკრულება, ტომი 4, ს/ფ 15-17). 4.7. 2017 წლის 03 მაისს, ქ-----– ა--–---სა და ზ------ მ--------ს შორის გაფორმდა ურთიერთშეთანხმების აქტი, რომლის თანახმადაც, ქ-----– ა--–---მ აიღო ვალდებულება ზ------ მ---------ათვის გადაეხადა 16000 ლარი, ხოლო ზ------ მ--------მ აიღო ვალდებულება, სოფ. ფ----- ბაგა-ბაღის შიდა და გარე ფასადების დარჩენილი სარემონტო სამუშაოების დასრულებასა და აღნიშნული ობიექტის ჩაბარებაზე. (იხ. აქტი, ტომი 4, ს/ფ 18). სამართლებრივი დასაბუთება 4.8. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ ინდ. მ-–----- ქ-----– ა--–---სა (შემკვეთი) და შპს ,,ქ----–-“ (მენარდე) შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს ნარდობის ხელშეკრულებებიდან, კერძოდ: 2016 წლის 15 აპრილს, ხიხაძირის მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაციისა და ამავე წლის 25 ივნისს, სოფელ ფ----- საბავშვო ბაღის მშენებლობაზე გაფორმებული ხელშეკრულებებიდან. ასევე, მოცემული დავის ფარგლებში, სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს ინდ. მ-–----- ქ-----– ა--–---სა (შემკვეთი) და ზ------ მ--------ს (მენარდე) შორის, 2017 წლის 03 მაისს დადებული ნარდობის ხელშეკრულებიდან. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შესაფასებელია: მენარდის მიერ ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება და მისი გადაუხდელობის გამო პირგასამტეხლოს დაკისრება. ასევე, შემსრულებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად შეუსრულებლობის გამო, შემკვეთისათვის ზიანის მიყენების ფაქტის დადასტურება და მისი ანაზღაურება. 4.9. სამოქალაქო კოდექსის 629.1-ე და 631-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით, მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. თუ მენარდე მიახლოებით ხარჯთაღრიცხვას მნიშვნელოვნად გადააჭარბებს, მას შეუძლია მოითხოვოს მხოლოდ შეთანხმებული საზღაური, გარდა იმ შემთხვევებისა,როცა გადახარჯვების წინასწარ გათვალისწინება შეუძლებელი იყო. მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის ისეთი გაზრდის შესახებ, რომლის გათვალისწინებაც შეუძლებელი იყო ხელშეკრულების დადებისას, მენარდემ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს შემკვეთს. თუ შემკვეთი წყვეტს ხელშეკრულებას ხარჯთაღრიცხვის გაზრდის გამო, მაშინ იგი ვალდებულია აანაზღაუროს შესრულებული სამუშაო მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით. 4.10. განსახილველ შემთხვევაში, პალატა არ იზიარებს შპს ,,ქ----–--“ მოსაზრებას, მასზედ რომ ინდ მ-–----- ქ-----–- ა--–---ს გააჩნია ვალდებულება, 2016 წლის 15 აპრილს დადებული ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში ხიხაძირის მინი სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის გადაიხადოს 34 750,89 ლარი და ამ თანხის დაყოვნებისათვის პირგასამტეხლო. აპელანტის ამ მოთხოვნის საწინააღმდეგოდ პალატა განმარტავს: ხარჯთაღრიცხვა არის სპეციალური დოკუმენტი, რომელიც გამოიყენება ნარდობის ხელშეკრულების ფასის განსაზღვრისათვის რთული სამუშაოების შესრულებისას. ხარჯთაღრიცხვა შეიძლება იყოს მყარი (როცა ზუსტადაა განსაზღვრული საზღაურის ოდენობა, რომელიც შემკვეთმა უნდა გადაუხადოს მენარდეს შესრულებული სამუშაოსათვის) და მიახლოებითი (რომელიც სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს). თუ ხარჯთაღრიცხვა მიახლოებითია და მენარდე მას მნიშვნელოვნად გადააჭარბებს, აღნიშნულის თაობაზე მან, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს შემკვეთს. ასეთი ვალდებულების მენარდისათვის დაკისრების არსი მდგომარეობს იმაში, რომ თუკი მენარდე არ შეატყობინებს შემკვეთს ხარჯთაღრიცხვის მნიშვნელოვნად გაზრდის შესახებ და გააგრძელებს სამუშაოს შესრულებას, შემდეგში იგი კარგავს უფლებას, შემკვეთისაგან მოითხოვოს ფასებს შორის სხვაობის ანაზღაურება. 4.11. მყარი ხარჯთაღრიცხვის გადაჭარბების შემთხვევაში, მენარდე გადახარჯვის ანაზღაურების მოთხოვნისას ვერ დაეყრდნობა სამოქალაქო კოდექსის 631-ე მუხლს, ვინაიდან ეს ნორმა განსაზღვრავს მიახლოებითი და არა მყარი ხარჯთაღრიცხვის გადაჭარბების სამართლებრივ შედეგებს. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულია მყარი ხარჯთაღრიცხვა, იგი არ ექვემდებარება გადასინჯვას, მიუხედავად მისი გადასინჯვის მოთხოვნის მიზეზისა. საერთო წესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს, რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს ვალდებულ პირს. თუ მოვალეს ვალდებულების შესრულება გაურთულდა ან მან დაკარგა ხელშეკრულების შესრულების ინტერესი, ეს მას არ ათავისუფლებს ნაკისრი ვალებულების შესრულების მოვალეობისაგან. მან თავად იკისრა ვალდებულების შესრულება და თავადვე უნდა ატაროს მისი შეუსრულებლობის რისკი. 4.12. ამ საერთო წესიდან არსებობს გამონაკლისი, რომელიც გათვალისწინებულია სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით (ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი). შეცვლილი გარემოებები ართულებს შესრულებას იმ დონემდე, რომ მისი შესრულების მოთხოვნა, როგორი გამართლებული საფუძველიც არ უნდა გააჩნდეს მეორე მხარეს, ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვისათვის დამახასიათებელ სიკეთეთა სამართლიანი (ეკვივალენტური) გაცვლისა და კეთილსინდისიერების მოთხოვნებს, რაც შეიძლება, განპირობებული იყოს, როგორც შესრულების ღირებულების გაზრდით, ისე - მისი შემცირებით. ამდენად, მყარი ხარჯთაღრიცხვის მნიშვნელოვნად გადაჭარბების შემთხვევაში, მენარდეს შეუძლია, შემკვეთს მოსთხოვოს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. თუ მენარდე ამ უფლებით არ ისარგებლებს და მაინც გააგრძელებს სამუშაოს შესრულებას, შემდეგში იგი კარგავს უფლებას, შემკვეთისაგან მოითხოვოს გადახარჯვის ანაზღაურება. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 30/12/2013 #ას-888-834-2012 გადაწყვეტილება). 4.13. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2016 წლის 15 აპრილს, ხიხაძირის მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაციის სამუშაოების წარმოებაზე ნარდობის ხელშეკრულებით მხარეებმა ზუსტად (მყარად) განსაზღვრეს საზღაურის ოდენობა-28 643,85 ლარი, რომელიც შემკვეთს უნდა გადაეხადა მენარდისათვის, ხოლო მენარდეს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით მინიჭებული უფლებით (ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი) არ უსარგებლია, არც ხარჯთაღრიცხვის მნიშვნელოვნად გაზრდის შესახებ დაუყოვნებლივ უცნობებია შემკვეთისათვის, რაც გამორიცხავს სხვაობის-5107,04 ლარისა და ამ თანხის გადაუხდელობის გამო პირგასამტეხლოს- 8797,5 ლარის მოპასუხე ინდ მ-–----- ქ-----– ა--–---------- დაკისრებას. 4.14. პალატას საფუძვლიანად მიაჩნია შპს ,,ქ----–--“ სასარჩელო მოთხოვნა 2016 წლის 25 ივნისის ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულებული სამუშაოს ღირებულების ნაწილის - 28607,18 ლარის ანაზღაურების თაობაზე შემდეგ გარემოებათ გამო: სამოქალაქო კოდექსის 637-ე მუხლის თანახად, მენარდეს შეუძლია სამუშაოს დასრულებამდე, მხოლოდ ისე შეწყვიტოს ხელშეკრულება, რომ შემკვეთმა შეძლოს მომსახურების სხვაგვარად მიღება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შეწყვეტისათვის არსებობს რაიმე მნიშვნელოვანი საფუძველი. ამ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების მოვალეობა გამოირიცხება. ამავე კოდექსის 638-ე მუხლის თანახმად, თუ მენარდე ვალდებულებას შეწყვეტს 637-? ?????? მიხედვით, მაშინ მას შეუძლია მოითხოვოს გასამრჯელოს ნაწილი, რომელიც შეესაბამება მის ადრინდელ მომსახურებას, თუკი შემკვეთს ადრე გაწეული მომსახურების მიმართ აქვს რაიმე ინტერესი. 4.15. დადგენილია, რომ 2016 წლის 25 ივნისის ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს ,,ქ----–-“ ვალდებული იყო განეხორციელებინა სოფელ ფ----- საბავშვო ბაღის მშენებლობისათვის სამშენებლო სამუშაოების ნაწილი, რომლის ჯამური ღირებულება განისაზღვრა 89000 ლარით, ხოლო სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მთლიანი სამუშაოს დარჩენილი ნაწილის შესრულებას თავად შემკვეთი ახორციელებდა, თუმცა შპს ,,ქ----–-მ“ სამუშაოები სრულად ვერ შეასრულა, თავად შემკვეთთან დასაქმებული ფიზიკური პირებისაგან ხელშეშლის გამო, რაც გამოწვეუილი იყო მათთვის, ინდ. მ-–----- ქ-----–- ა--–----აგან ანაზღაურების დაყოვნებით. ამ მიზეზით, შპს ,,ქ----–-მ“ ხელშეკრულება ვადამდე შეწყვიტა, რომლის თაობაზეც წინასწარ აცნობა შემკვეთს. ვინაიდან, საქმეში წარმოდგენილი და მხარეთა მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტით, ინდ. მ-–----- ქ-----–- ა--–---მ დაადასტურა სოფელ ფ----- საბავშვო ბაღის მშენებლობაზე 25.06.2016წ. დადებული ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში, შპს ,,ქ----–--“ მიერ ჯამში-71607,18 ლარის ღირებულების სამუშაოს შესრულების ფაქტი, პალატა მიიჩნევს, რომ სკ-ის 629-ე მუხლის თანახმად, სწორედ ეს თანხა ექვემდებარება შემკვეთის მიერ ანაზღაურებას. დადგენილია, რომ აღნიშნული თანხიდან მენარდეს აუნაზღაურდა მხოლოდ 43000 ლარი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ გადასახდელი დარჩა 28607,18 (71608,18-43000=28607,18) ლარი, რომლის ანაზღაურების ვალდებულებაც უნდა დაეკისროს ინდ. მ-–----- ქ-----–- ა--–---ს. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომლითაც ინდ. მ-–----- ქ-----– ა--–---ს (პ/ნ 6----------), მოსარჩელე შპს ,,ქ----–--“ (საიდენ. ნომერი 2--------) სასარგებლოდ დაეკისრა, უფრო ნაკლები ოდენობით თანხის- 5672 (ხუთი ათას ექვსას სამოცდათორმეტი) ლარის გადახდა არასწორია. 4.16. რაც შეეხება შპს ,,ქ----–--“ სასარჩელო მოთხოვნას, აღნიშნული თანხის გადაუხდელობის გამო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, გადასახდელი თანხის 1%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრებაზე, ნაწილობრივ საფუძვლიანია შემდეგ გარემოებათა გამო: ხელშეკრულების თანახმად, შესრულებული სამუშაოს ღირებულების დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, მხარეებს გათვალისწინებული ჰქონდათ პირგასამტეხლო (7.5. პუნქტი). ვინაიდან, ინდ.მ-–----- ქ-----– ა--–---ს, 16.12.2016 წლის შეთანხმების შედეგად, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება უნდა განეხორციელებია 2017 წლის 20 ივნისამდე, რაც არ იქნა გადახდილი, ამდენად, სსკ-ის 417-418-ე მუხლებით, სახეზეა პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები. 4.17. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პალატა მიუთითებს, რომ ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. 4.18. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1%-ის ოდენობით სააპელაციო პალატას არაგონივრულ ოდენობად მიაჩნია, რის გამოც იგი უნდა შემცირეს 0,07%-მდე. დაზუსტებული სარჩელის მიხედვით, 2017 წლის 20 ივნისიდან (როდესაც უნდა მომხდარიყო თანხის გადახდა), 2017 წლის 05 დეკემბრამდე (დაზუსტებული სარჩელის წარმოდგენამდე) პერიოდი მოიცავს 165 დღეს; გადაუხდელ თანხაზე - 28607,18 ლარზე, ყოველდღიურად 0,07% პირგასამტეხლო შეადგენს-20,02 ლარს, ხოლო 165 დღეზე გაანგარიშებით 3304 ლარს. ამდენად, სკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, ინდ.მ-–----- ქ-----– ა--–---ს, შპს ,,ქ----–--“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობის-3304 ლარის გადახდა. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომლითაც მიჩნეული იქნა, რომ არ არსებობდა 2016 წლის 25 ივნისის ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, თანხის გადახდის დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა-დაუსაბუთებელია. 4.19. პალატას უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიაჩნია ინდ.მ-–----- ქ-----– ა--–---- შეგებებული სარჩელი ზიანის ანაზღაურების თაობაზე შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება მხარეებს აკისრიათ, რომლებიც თავიანთ სამართლებრივ მოთხოვნას აღნიშნულ გარემოებებს აფუძნებენ. განსახილველ შემთხვევაში, შეგებებული მოსარჩელის-ინდ.მ-–----- ქ-----–- ა--–---- მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა შემდეგი ფაქტების დადასტურება: ა) შპს ,,ქ----–-“-მ ხელშეკრულება ცალმხრივად, ბრალეულად შეწყვეტა რამაც გამოიწვია გამგეობისათვის მთლიანი სამუშაოების დაგვიანებით ჩაბარება და ინდ.მ-–----- ქ-----–- ა--–---- დაჯარიმება. ბ) სოფელ ფ----–-, საბავშვო ბაღის მშენებლობისათვის სამშენებლო მასალები ინდ.მ-–----- ქ-----–- ა--–---- მიერ იქნა შესყიდული, რაც გამოიყენა შპს ,,ქ----–-მ“. მიუხედავად, სადავო ფაქტებთან დაკავშირებით ინდ.მ-–----- ქ-----–- ა--–---- მტკიცების ტვირთის არსებობისა, მოსარჩელემ, ამ ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოს ვერ წარმოუდგინა, რაც გამორიცხავს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას. 4.20. სააპელაციო სასამართლო, ასევე არ იზიარებს ინდ.მ-–----- ქ-----– ა--–---- სააპელაციო პრეტენზიას ზ------ მ--------- სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში გადაწყვეტილების უსწორობაზე. პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს: 2017 წლის 03 მაისს, ინდ.მ-–----- ქ-----– ა--–---ს და ზ------ მ--------ს შორის გაფორმებულ ურთიერთშეთანხმების აქტს, ე.წ. შრომის ხელშკრულებას და სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებს და სწორად დაადგინა, რომ ზ------ მ--------- მიერ, უშუალოდ, ინდ.მ-–----- ქ-----– ა--–---- მოთხოვნით შესრულებულია 32000 ლარის სამუშაო, საიდანაც გადაუხდელია 13000 ლარი, რაც ექვემდებარება ანაზღაურებას. 4.21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და იღებს ახალ გადაწყვეტილებას, თუ სასამართლოს მიერ დარღვეული იქნა საპროცესო სამართლის ნორმა, რამაც არასწორი გადაწყვეტილება გამოიწვია, ან თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შეფასება შეუძლებელია. თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. 4.22. იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, ნაწილობრივ არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის გამოც შპს ,,ქ----–--“ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 385-ე მუხლისა და 394-ე მუხლის ე1 პუნქტის შესაბამისად, შპს „-----–-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია და ამავე კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, მიღებულ უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება შპს ,,ქ----–--“ სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრები, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, თვლის, რომ ინდ.მ-–----- ქ-----– ა--–----ა და შპს ,,ქ----–--“ სააპელაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 ოქტომბრის გადაწყვეტილება შპს ,,ქ----–--“ სარჩელის დაკმაყოფილებისა და მის სასარგებლოდ, ინდ. მ-–----- ქ-----–- ა--–---------- საპროცესო ხარჯების დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული უნდა იქნას ახალი გადაწყვეტილება; შპს ,,ქ----–--“ სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; ინდ.მ-–----- ქ-----– ა--–---ს, შპს ,,ქ----–--“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, ხელვაჩაურის რაიონში, სოფელ ფ----- საბავშვო ბაღზე შესრულებული სამუშაოებიდან წარმოშობილი ძირითადი დავალიანების-28607,18 ლარის, ასევე, ამ თანხის გადაუხდელობის გამო პირგასამტეხლოს-3304 ლარის, სულ - 31911,30 ლარის (28607,18 + 3304 = 31911,30 ) გადახდა; თანხის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნების სხვა ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.
6. საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. ვინაიდან, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს ,,ქ----–--“ სასარჩელო მოთხოვნა და სააპელაციო საჩივარი, სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, ინდ.მ-–----- ქ-----– ა--–---ს, შპს ,,ქ----–--“ სასარგებლოდ უნდა გადახდეს, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, 7%-ის ოდენობით, ორივე ინსტანციის სასამართლო წარმოებისათვის, წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 3126 ლარი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ინდ. მ-–----- ქ-----–- ა--–---- და შპს „-----–-“-ს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 02 ოქტომბრის გადაწყვეტილება, შპს ,,ქ----–--“ სარჩელის დაკმაყოფილებისა და მის სასარგებლოდ, ინდ. მ-–----- ქ-----–- ა--–---------- საპროცესო ხარჯების დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს ,,ქ----–--“ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. ინდ. მ-–----- ქ-----– ა--–---ს (პ/ნ 6----------), შპს ,,ქ----–--“ (საიდენ. ნომერი 2--------) სასარგებლოდ დაეკისროს, ხელვაჩაურის რაიონში, სოფ. ფ----- საბავშვო ბაღზე შესრულებული სამუშაოებიდან წარმოშობილი დავალიანების- 31911,30 ლარის გადახდა;
5. სხვა ნაწილში გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
6. ინდ. მ-–----- ქ-----– ა--–---ს (პ/ნ 6----------), შპს ,,ქ----–--“ (საიდენ. ნომერი 2--------) სასარგებლოდ დაეკისროს, წინასწარ გაწეული საპროცესო ხარჯის ნაწილის-3126 ლარის ანაზღაურება;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარ-----ლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ნანა კალანდაძე