გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/880-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18 ივლისი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - თამარ ჩიხლაძე
სხდომის მდივანი - ანი ნადარეიშვილი
მოსარჩელე (შეგებებულ სარჩელზე მოპასუხე) - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
წარმომადგენელი - ნ--------–--ე, მ---------------ე
მოპასუხე (შეგებებული სარჩელის ავტორი) - შპს „ფ------------------------”
წარმომადგენელი - თ------------–--ე
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
შეგებებული სარჩელის დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს „ფ------------------------”-ს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, პირგასამტეხლოს 6 870 ლარის გადახდა;
ძირითადი სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: მომსახურების შესყიდვის მიზნით, NS------------ ტენდერის ჩატარების შედეგად, 2017 წლის 14 სექტემბერს მხარეებს შორის გაფორმდა N0------- ხელშეკრულება „მეცნიერების პოპულარიზაციის“ პროგრამის ფარგლებში „მეცნიერებისა და ინოვაცი-ების ფესტივალი 2017“-ის გახსნა-დახურვის ცერემონიალისთვის ღონისძიებების მოწყობის ორგანიზების შესახებ 2017 წლის 24 სექტემბრიდან 08 ოქტომბრის ჩათვლით. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 229 000 ლარს.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ ხელშეკრულების 6.1.1.-6.1.5. ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულება „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2017“-ის გახსნის ნაწილში შეასრულა არაჯეროვნად, რაც გამოვლენილ იქნა ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი პირის - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 2017 წლის 29 სექტემბრის N1------ ინსპექტირების აქტით.
მიღება-ჩაბარების აქტით, რომლის თანახმადაც მოპასუხის მიერ განხორციელებული მომსახურების ღირებულებამ ნაცვლად ხელშეკრულების დანართით გათვალისწი-ნებული 111 435 ლარისა, შეადგინა 83 595 ლარი, სრულად იქნა ანაზღაურებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ. ამასთან, მოპასუხემ მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერილით დაადასტურა, რომ „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2017“-ის გახსნის ნაწილში ვალდებულება მის მიერ არაჯეროვნად შესრულდა, რამდენადაც მიღება-ჩაბარების აქტის დანართში მოცემული იყო ყველა ის დარღვევა, რის გამოც მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღონისძიების ორგანიზება შეფასდა არაჯეროვან შესრულებად.
მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერით მოპასუხემ ასევე დაადასტურა, რომ ღონისძიების ჩატარების ადგილას გადახურული კონსტრუქცია არ განუთავსებია, „ნათურა“ არ აკმაყოფილებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ნორმებს - არ იყო შესაბამისი ზომის, არ ენთო, ღონისძიების ჩატარების ადგილას ასევე არ განთავსებულა“ „ქანქარა“, „რობოტი“, „კოლბა“, „პლანეტების“ კონსტრუქციას აკლდა 2 პლანეტა, სცენაზე ბანერის განთავსება მოხდა დაგვიანებით რამაც შეაფერხა ღონისძიება, სცენის კამერა არ იყო სტრიმით, ბროშურის მბრუნავი თარო მიტანილ იქნა დიდი ხნის დაგვიანებით, შესაბამისად, მისი გამოყენება ღონისძიების სრულ პერიოდზე ვერ მოხერხდა, დენის მოწოდება ხორციელდებოდა ხარვეზებით, ასევე, წარმოდგენილი არ ყოფილა საფეხური ბავშვებისთვის მიკროსკოპში რომ ჩაეხედათ, ამასთან, ღონისძიების ჩატარების ადგილას ინვენტარის მიტანა განხორციელდა დაგვიანებით, რამაც საერთო ჯამში შეაფერხა ღონისძიების მსვლელობა.
2017 წლის 2 ოქტომბრის N1------ წერილით ეცნობა ხელშეკრულების მოქმედების ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე და ამასთან, 2017 წლის 02 ოქტომბრის N1------ წერილით ეცნობა მხარეთა შორის 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული N0------- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო გადაეხადა მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 5%-ის ოდენობით, რაც შეადგენდა 11 450 ლარს. აღნიშნულზე მოპასუხეს რეაგირება არ განუხორციელებია.
2017 წლის 03 ოქტომბრის N1------ წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 2017 წლის 05 დეკემბრის N---- განკარგულებით განახორციელა მოპასუხის შავ სიაში რეგისტრაცია ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების გამო. ხელშეკრულების შესრულების მიზნით მოსარჩელემ გამოიყენა სს „ს----------–--------ი“-ს მიერ 2017 წლის 15 სექტემბერს გაცემული N4------- საბანკო გარანტია 4 580 ლარზე, თუმცა 6 870 ლარი ამ დრომდე მოპასუხეს არ აუნაზღაურებია სამინისტროსთვის.
პირგასამტეხლოსთან მიმართებით, სარჩელის ავტორი აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი ან/და შეუსრულებლობის შემთხვევაში მას დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობით; 2017 წლის 29 სექტემბრის N1------ ინსპექტირების აქტით, მხარეთა შორის 2017 წლის 02 ოქტომბრის N0------- მიღება-ჩაბარების აქტით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2017 წლის 05 დეკემბრის N---- განკარგულებით უდავოდ დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხემ მასზე დაკისრებული ვალდებულება ღონისძიების გახსნის ცერემონიალის ნაწილში განახორციელა არაჯეროვნად, შესაბამისად ხელშეკრულების 9.1 პუნქტით პირდაპირ ითვალისწინებს არაჯეროვაანი შესრულების შემთხვევაში საჯარიმო სანქციას 11 450 ლარის ოდენობით.
სასამართლო სხდომაზე მხარის წარმომადგენელის განმარტებით, ღონისძიება უნდა გახსნილიყო 2017 წლის 24 სექტემბერს 12 საათზე, თუმცა სივრცე მოწყობილი უნდა ყოფილიყო დილით 9 საათზე.
1.2. შეგებებული სარჩელის სასარჩელო მოთხოვნა
1.1.1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შპს „ფ------------------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 24 800 ლარის გადახდა;
1.1.2. გაუქმდეს ხელშეკრულების ფარგლებში დაკისრებული სამინისტროს მიერ კომპანიისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო და სამინისტროს დაეკისროს ხელშეკრულების ფარგლებში კომპანიის მიერ წარდგენილი საბანკო გარანტიით გათვალისწინებული და სამინისტროს მიერ გამოთხოვილი თანხის კომპანიისთვის ანაზღაურება 4 580 ლარის ოდენობით.
შეგებებული სარჩელის ავტორი განმარტავს, რომ 2007 წლის 21 აგვისტოს შემსყიდველმა გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი სხვადასხვა კომერციული მომსახურებისა და მასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვის მიზნით. სატენდერო კომისიის 2017 წლის 11 სექტემბრის N- სხდომის ოქმით კომპანია, როგორც საუკეთესო შეთავაზების წარმდგენი პრეტენდენტი, გამოვლინდა გამარჯვებულად და ამავე სხდომის ოქმით, იგი მიწვეულ იქნა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკ-რულების გასაფორმებლად. 2017 წლის 14 სექტემბერს მხარეთა შორის გაფორმდა N0------- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად მიმწოდე-ბელს, 2017 წლის 24 სექტემბერს უნდა განეხორციელებინა ფესტივალის გახსნის ღონისძიების, ხოლო 2017 წლის 8 ოქტომბერს ფესტივალის დახურვის ღონისძიების ორგანიზების მომსახურება. ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 229 000 ლარი. 2017 წლის 24 სექტემბერს კომპანიამ უზრუნველყო ფესტივალის გახსნის ღონისძიების ორგანიზება. სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტა-მენტის უფროსმა 2017 წლის 29 სექტემბრის სამსახურებრივ ბარათში მიუთითა, რომ მიმწოდებელმა 2017 წლის 24 სექტემბერს არაჯეროვნად, კერძოდ, არასრულად და ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამოდ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწი-ნებული მომსახურებების ნაწილი, რაც ღონისძიების შეფერხების მიზეზად იქცა და რომ მიმწოდებლის მიერ გაწეული ღონისძიების გახსნის მომსახურების ხარისხიდან გამომდინარე, იგი ჯეროვნად ვერ შეძლებდა ღონისძიების დახურვის მომსახურების გაწევას.
შემსყიდველი ორგანიზაციის 2017 წლის 2 ოქტომბრის წერილით მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლო 11 450 ლარის ოდენობით და შემსყიდველმა ორგანიზაციამ 2017 წლის 2 ოქტომბრის წერილით ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულების მოქმედება. 2017 წლის 2 ოქტომბერს მიმწოდებელსა და შემსყიდველ ორგანიზაციას შორის დაიდო მიღება-ჩაბარების აქტი ფესტივალის გახსნის ღონისძიების ფარგლებში მიმწოდებლის მიერ 83 595 ლარის ოდენობის მომსახურების გაწევის თაობაზე. თუმცა, შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით, მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერა არ ნიშნავს იმას, რომ ის მომსახურება რომელიც არ ანაზღაურებულა აქტზე თანდართული ხარჯთ-აღრიცხვის შესაბამისად, ფაქტობრივად არ შესრულებულა ან შესრულდა არაჯეროვნად. კომპანია იძულებული იყო ხელი მოეწერა აღნიშნული აქტისთვის, რათა მოსარჩელე მხარეს მისთვის აენაზღაურებინა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ნაწილი ღირებულება მაინც. ამასთან, კომპანიამ იმთავითვე სადავოდ გახადა შემსყიდველის მიერ შედგენილი ინსპექტირების აქტი. კერძოდ, როგორც შესაგებლის სხვა ფაქტობრივ გარემოებაში აღინიშნა, შემსყიდველ ორგანიზაციას მიმწოდებელმა არაერთხელ ზეპირსიტყვიერად, ასევე ელექტრონული ფოსტის მეშვეობით განუმარტა, რომ ნაწილი შესრულებული სამუშაოებისა არ იყო გათვალისწინებული მიღება-ჩაბარების აქტის პროექტში, რაზეც ზეპირსიტყვიერად სამინისტროს წარმომადგენელი დაეთანხმა კიდეც.
N1---------- წერილით სამინისტრომ კომპანიას აცნობა, რომ მან ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისთვის კომპანიას დაარიცხა პირგასამტეხლო ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.2 პუნქტის მიხედვით, სახელშეკრულებო ღირებულების 5% (11 450 ლარი) ოდენობით. აღსანიშნავია, რომ მითითებული 9.2 პუნქტი განსაზღვრავს პირგა-სამტეხლოს დაკისრებას ხარვეზით განხორციელებული მომსახურების ღირებულებისა და არა ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობით. შესაბამისად, გარდა იმ ფაქტისა, რომ ხელშეკრულების ფარგლებში შემსყიდველ ორგანიზაციას არ ქონდა პირგასამტეხლოს დაკისრების არანაირი საფუძველი, შემსყიდველმა არასწორად გამოთვალა ხელშეკრულების 9.2 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობაც. კერძოდ, პირგასამტეხლო განსაზღვრა შესაძლო მაქსიმალური ოდენობით - სრული სახელშეკრულებო ღირებულების 5%, რასაც არ ითვალისწინებს სამინისტროს წერილში მითითებული 9.2 პუნქტი.
შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით, შესაბამისი სატენდერო დოკუმენტაცი-ითა და ხელშეკრულების 6.1.1 ქვეპუნქტის თანახმად, „კეთილმოწყობის მიზნით სივრცე უნდა დაკავებულიყო 22 სექტემბრიდან“ ანუ ღონისძიებამდე ორი დღით ადრე. ხელშეკრულების აღნიშნული ჩანაწერი ადასტურებს, რომ ღონისძიების ჯეროვნად, ხარვეზის გარეშე ჩასატარებლად საჭირო იყო გარკვეული წინასწარი სამუშაოების ჩატარება, რაც მოითხოვდა ორ დღეს. თუმცა, შემსყიდველმა ორგანიზაციამ ვერ უზრუნველყო ღონისძიების გასამართ ადგილას - ქ. თბილისში, რიყის პარკის ტერიტორიაზე კომპანიის წარმომადგენლების დროული შეშვება, რაც კომპანიისთვის იყო სრული მოულოდნელობა. როგორც მიმწოდებლისთვის, ასევე შემსყიდველისთვის წინასწარ იყო ცნობილი, რომ რიყის პარკის ტერიტორიაზე მუშაობას კომპანია ვერ დაიწყებდა შესაბამისი ნებართვის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ აღნიშნულის შესახებ არაერთგზის შეახსენა სამინისტროს პასუხისმგებელ წარმომადგენლებს, სამინისტრომ ვერ უზრუნველყო კომპანიის ტექნიკური ჯგუფის ტერიტორიაზე შესვლის საკითხის მოგვარება. ამასთან, კომპანიამ 22 სექტემბერს დროულად უზრუნველყო იმ სამუშაოების განხორციელება, რომლის ნებაც დართეს, კერძოდ, გაიყვანა და გამართა ელექტროობა. თუმცა, კომპანიამ ვერ მოახერხა სხვა სამუშაოების დროულად წარმოება, ვინაიდან პარკის ტერიტორიაზე არ შეუშვეს ღონისძიების ჩატარებისთვის საჭირო ტექნიკითა და კონსტრუქციით დატვირთული ავტომანქანები და თანამშრომლები. 23 სექტემბერს დილის საათებში კომპანიის თანამშრომლები და ტექნიკის/კონსტრუქციების ნაწილი მობილიზებული იყო ადგილზე, თუმცა პარკში შესვლის უფლება არ მისცა პარკის დაცვის სამსახურმა 19.00 საათამდე. აღნიშნული შეფერხების გამო კომპანიას ხელი შეეშალა ღონისძიების ადგილას გარკვეული კონსტრუქციების აწყობასა და განთავსებაში, მაგალითად: ქანქარა (4 000 ლარი), რობოტი (4 000 ლარი), კოლბა (3 000 ლარი). აღნიშნული კონსტრუქციები შემსყიდველის მიერ იყო შეძენილი/დამზადებული და ღონისძიების ადგილზე მიტანილი, ხოლო მათი აწყობისა და განთავსების შეფერხება გამოწვეული იყო შემსყიდველი ორგანიზაციის ბრალით. მიმწოდებელი გამოთქვამდა მზადყოფნას, დაგვიანებით მაინც აეწყო ზემოაღნიშნული კონსტრუქციები, რაზეც მიიღო შემსყიდ-ველის უარი. თუმცა, ამის მიუხედავად შემსყიდველმა ორგანიზაციამ მიმწოდებელს საერთოდ არ აუნაზღაურა ზემოაღნიშნული კონსტრუქციების ღირებულება.
ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება, ფესტივალის გახსნის ღონისძიება უზრუნველეყო 10 ერთეული გადახურული კონსტრუქციით. მიმწოდებლის მიერ ღონისძიების დაწყებამდე ადგილზე მიწოდებული იქნა ათივე კონსტრუქცია, რომელთაგან მხოლოდ 5 ერთეული ააწყო და გამართა შემსყიდველი ორგანიზაციის მითითებით. მიუხედავად აღნიშნულისა, შემსყიდველი ორგანიზაციის წარმომადგენლის მიერ შედგენილ ინსპექტირების აქტში მითითებულ იქნა, რომ არცერთი გადახურვის კონსტრუქცია არ განთავსებულა ღონისძიების ფარგლებში, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. შემსყიდველმა მიმწოდებელს არ აუნაზღაურა აღნიშნული 5 კონსტრუქციის ღირებულება, რაც ხელშეკრულების მიხედვით შეადგენს 5 000 ლარს. აღნიშნული 5 ერთეული გადახურვის კონსტრუქციის, რომლითაც ფაქტობრივად ისარგებლეს ღონისძიების მონაწილეებმა/სტუმრებმა, ამსახველი ფოტო-მასალა მიმწოდებელმა მიაწოდა შემსყიდველის მხრიდან ინსპექტირების განმახორციელებელ პირს, თუმცა ამ უკანასკნელმა აღნიშნული ინფორმაცია უგულებელყო და არასწორად გააფორმა ინსპექტირების აქტი.
შემსყიდველის მოთხოვნით ფესტივალის გახსნის ღონისძიების ფარგლებში გაიზარდა გარკვეული ინვენტარის რაოდენობა და ზომა. მაგალითად, სკამების რაოდენობა, გაიზარდა ასევე ლედეკრანის ზომაც. კერძოდ, ნაცვლად ფესტივალის გახსნის ღონისძიების ფარგლებში ხელშეკრულებით განსაზღვრული 24 კვ.მ ეკრანისა, კომპანიამ უზრუნველყო 30 კვ.მ ეკრანის აწყობა. შემსყიდველის მოთხოვნით, ეკრანის ზომა გაიზარდა ფესტივალის დახურვის ღონისძიების ხარჯზე, რომლის ფარგლებშიც კომპანიას უნდა უზრუნველეყო 6 კვ.მ მეტრით ნაკლები ეკრანის აწყობა. ამასთან, სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად, მოთხოვნილი იყო 2 მ სიმაღლის ნათურის კონსტრუქცია. კომპანიის მიერ ღონისძიება უზრუნველყოფილი იყო 16 სანტიმეტრით უფრო მაღალი ნათურის კონსტრუქციით, შესაბამისად, ნათურა იყო უფრო თვალსაჩინო და სრულად უპასუსა ხელშეკრულების მიზნებს. მიუხედავად აღნიშნულისა, ინსპექტირების აქტში მითითებულ იქნა, რომ ნათურა არ იყო შესაბამისი ზომის და არ ენთო, რის შესახებაც ადგილზე არ უცნობებიათ კომპანიისთვის. შემსყიდველი ორგანიზაცია ვერანაირი მტკიცებულებით ვერ ადასტურებს ნათურის გაუმართაობას, მითუფრო, რომ ნათურა გამართულად მუშაობდა (დაიტესტა) როგორც ღონისძიების დაწყებამდე, ასევე, ღონისძიების განმავლობაში და მისი დასრულების შემდგომაც, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებაც (ვიდეო) ერთვის შესაგებელს.
ინსპექტირების აქტში არასწორედ არის აღნიშნული, რომ მონაწილეებს სინათლე მიეწოდებოდათ შეფერხებით. აღნიშნულის შესახებ კომპანიამ მხოლოდ მონიტორინგის აქტიდან შეიტყო. ელექტროობის წერტილები წინა დღეს მათთან ერთად იქნა გადამოწმებული უსაფრთხოების მიზნით.
ფესტივალის გახსნის დღეს შემსყიდველის პირდაპირი მითითებით, საჭირო გახდა ისეთი სამუშაოების შესრულება, მაგალითად, მინისტრისა და სხვა გამომსვლელე-ბისათვის პოდიუმის მოწყობა და გახმოვანების აპარატურის გამართვა, რომელიც არც სატენდერო დოკუმენტაციით და არც ხელშეკრულებით არ იყო გათვალისწინებული. დამატებითი სამუშაოების შესრულების მიზნით, შემსყიდველი ორგანიზაციის უშუალო მითითებითა და მოთხოვნით, კომპანია იძულებული გახდა, გადაენაწილებინა (გაეყო) ტექნიკური ჯგუფი, რამაც მას დამატებით დაბრკოლებები შეუქმნა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელების პროცესში.
შეგებებული სარჩელის ავტორი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, ფაქტს, რომ ხელშეკრუ-ლების შეწყვეტა მხარის მიერ მოხდა 2017 წლის 2 ოქტომბერს, ფესტივალის გახსნის ღონისძიების ჩატარებიდან 8 კალენდარული დღის შემდეგ, ფესტივალის დახურვის ღონისძიების ჩატარებამდე ოთხი კალენდარული დღით ადრე. ამ დროისათვის, კომპანიას ღონისძიების დახურვის ღონისძიების გამართვის მიზნით, უკვე შესრუ-ლებული ქონდა სამუშაოების ძირითადი ნაწილი და გაწეული ქონდა შესაბამისი ხარჯები. კერძოდ, კომპანიის მიერ სრულად იყო შეთანხმებული სცენისა და გადახურ-ვის საკითხები, შესაბამის მუსიკალურ ბენდთან შეთანხმება მიღწეული იყო ღონისძიებაში სპეციალური პროგრამით მონაწილეობის თაობაზე, ღონისძიების ადგილზე მიტანილი და დატესტილი იყო განათება. ამასთან, კომპანიამ, რომელსაც სამინისტრომ გამარტივებული შესყიდვის წესით დაუკვეთა ფესტივალის დახურვის ღონისძიების ორგანიზება, სცენის მოწყობისა და გადახურვის სამუშაოების შესრულება დაუკვეთა მოპასუხე ორგანიზაციის წარმომადგენელს, რის შედეგადაც ფესტივალის დახურვის ღონისძიების მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც ფაქტობრივად ორგანიზებულ იქნა კომპანიის თანამშრომლების მიერ, რის შესახებაც თავიდანვე იცოდა შემსყიდველმა.
ამასთან, ღონისძიების ფარგლებში კომპანიის სურვილით შესრულდა ისეთი სამუშაოები, რომელიც არ იყო შესაბამისი ტენდერით/ხელშეკრულებით გათვალისწინე-ბული, მაგალითად, ელექტრო დიზელ-გენერატორის ქირაობა, კონცერტის ჩატარების უზრუნველყოფა, რაც კომპანიისთვის დამატებით ფინანსურ დანახარჯებთან იყო დაკავშირებული. ბუნებრივია, კომპანია ითხოვს ზემოხსენებული ხარჯების ანაზღაუ-რებას, თუმცა ამ ფაქტობრივი გარემოებების აღნიშვნა მნიშვნელოვანია ხელშეკრუ-ლებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესში კომპანიის კეთილსინდი-სიერებისა და გულისხმიერების ხაზგასმის მიზნით.
შპს „ფ------------------------ი“-ს დირექტორის განმარტებით, ღონისძიების დღემდე უფრო ადრე კონსტრუქციების შეტანა რიყის პარკის ტერიტორიაზე შეუძლებელი არ იყო, უბრალოდ, საჭირო იყო დაკვეთილი კონსტრუქციების დამზადება, ამასთან, სამინისტროს მხრიდან გარკვეულ დანადგარებში იყო ცვლილებები შეტანილი, კერძოდ, შეიცვალა პლანეტების ზომები, რაც მოხდა დაახლოებით ხუთი დღით ადრე, იმ პირობებში როდესაც ამ ყველაფერს ჭირდებოდა დამზადება. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ თავად ხელშეკრულება მხარეებს შორის დაიდო ღონისძიების გამართვამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, შესაბამისად, სამუშაო ვადები იყო საკმაოდ შემჭიდროვებული.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. სარჩელთან დაკავშირებით:
წარმოდგენილი შესაგებელით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ არ არსებობს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრუ-ლებლობის/არაჯეროვანი შესრულების ფაქტი, შესაბამისად, არ არსებობს მიმწოდებლი-სათვის პირგასამტეხლოს დაკისრებისა და ვადაზე ადრე ცალმხრივად შეწყვეტის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები, კერძოდ, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არსებითად არ დარღვეულა, ღონისძიების ფარგლებში არსებული ხარვეზები გამოწვეული იყო უშუალოდ შემსყიდველი ორგანიზაციის ბრალით, მიუხედავად არსებული ხარვეზებისა, მიმწოდებელმა უზრუნველყო ღონისძიების ჩატარება და უპასუხა ხელშეკრულების მიზანს, მიმწოდებელს ქონდა სრული მზაობა და უნარი, უზრუნველეყო მეორე ღონისძიების ჩატარება.
მოპასუხის განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნის დაფუძნება რომ კომპანია დარეგისტრირებულ იქნა ორგანიზაციების შავ სიაში აღნიშნული არ შეიძლება გახდეს სარჩელის დასაბუთების საფუძველი, ვინაიდან, მოპასუხე შავ სიაში დარეგისტრირდა მხოლოდ მოსარჩელის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
ის გარემოება, რომ მოსარჩელეს აღარ ქონდა ხელშეკრულების გაგრძელების მიმართ ინტერესი, უსაფუძვლოა, ვინაიდან, მოსარჩელეს ქონდა რა ფესტივალის დახურვის ღონისძიების განხორციელების ინტერესი, გამარტივებული შესყიდვის წესით დაუკვეთა ფესტივალის დახურვის ღონისძიების ორგანიზება სხვა კომპანიას, რომელმაც თავის მხრივ, ძირითადი - სცენის მოწყობისა და გადახურვის სამუშაოების შესრულება დაუკვეთა მოსარჩელის წარმომადგენლებს, შემსყიდველი ორგანიზაცია ფლობდა ინფორმაციას, რომ ფესტივალის დახურვის ღონისძიებისთვის საჭირო ძირითადი სამუშაოები კომპანიას ქონდა წინასწარ შესრულებული, რის შესახებაც შემსყიდველი ორგანიზაციის შესაბამისი წარმომადგენლები სრულად ფლობდნენ ინფორმაციას. კერძოდ, კომპანიის მიერ სრულად იყო მოგვარებული სცენისა და გადახურვის საკითხები, შესაბამის ბენდთან შეთანხმება იყო მიღწეული ღონისძიებაში სპეციალური პროგრამით მონაწილეობის თაობაზე ღონისძიების ადგილზე მიტანილი და დატესტილი იყო განათება და ა.შ.
მოპასუხე არ ეთანხმება ასევე პირგასამტეხლოს დაკისრების საკითხს და მის ოდენობას, ვინაიდან ადგილი არ ქონდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების/შეუსრულებლობის ფაქტს, შემსყიდველ ორგანიზაციას არ ქონდა პირგასამტეხლოს დაკისრების უფლება, მათ შორის, საბანკო გარანტიის გამოთხოვის უფლება. ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი თუ შემსყიდველი ორგანიზაცია მიიჩნევდა რომ მომსახურება გაწეულ იქნა ხარვეზით, მას პირგასამტეხლო უნდა დაეკისრებინა არა ხელშეკრულების 9.1 პუნქტის, არამედ 9.2 პუნქტის საფუძველზე, რაც გულისხმობს პირგასამტეხლოს დაკისრებას ხარვეზით განხორციელებული მომსახურების ღირებუ-ლების 5%-ის ოდენობით, რაც თანხობრივად არის გაცილებით ნაკლები, ვიდრე წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილი თანხა.
2.2. შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ წარმოდგენილი შესაგებე-ლით სარჩელი არ ცნო. შესაგებელში აღნიშნულია, რომ მოსარჩელის მიერ გაწეული მომსახურების ოდენობამ შეადგინა 83 595 ლარი ნაცვლად 111 435 ლარისა. 2017 წლის 02 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტს ხელს აწერს ერთის მხრივ კომპანიის დირექტორი თ--------------–---–ი, ხოლო მეორე მხრივ, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.3 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთი-ერთობის დეპარტამენტის უფროსი ნ--------------ი. ამასთან, მიღება-ჩაბარების აქტს თან ახლავს დანართი (ხარჯთაღრიცხვა), რომელშიც დაანგარიშება განხორციელდა 2017 წლის 29 სექტემბრის N1------ ინსპექტირების აქტის შესაბამისად, რომელშიც აღნიშნუ-ლია, რომ კომპანიის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2017“-ის გახსნის ნაწილში შესრულდა არაჯეროვნად, რისი დეტალური ანგარიშიც თან ერთვის ამავე ინსპექტირების აქტს, ხოლო თავის მხრივ, აღნიშნულ ინსპექტირების აქტზე დაყრდნობით, ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.2. პუნქტის შესაბამისად, მხარეთა შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის დანართში მოცემული ხარჯთაღრიცხვა სრულად ეყრდნობა ისნპექტირების აქტს და რომელიც სადავოდ არ გაუხდია მოპასუხე მხარეს როცა ამ უკანასკნელს ხელი მოაწერა, რაც ნიშნავს იმას, რომ მან დაადასტურა მის მიერ ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი. კერძოდ, კომპანიამ მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერით დაადასტურა, რომ ღონისძიების ჩატარების ადგილას გადახურული კონსტრუქცია არ განუთავსებია, „ნათურა“ არ აკმაყოფილებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ნორმებს - არ იყო შესაბამისი ზომის, არ ენთო, ღონისძიების ჩატარების ადგილას ასევე არ განთავსებულა: „ქანქარა“, „რობოტი“, „კოლბა“, „პლანეტების“ კონსტრუქციას აკლდა 2 პლანეტა, სცენაზე ბანერის განთავსება მოხდა დაგვიანებით რამაც შეაფერხა ღონისძიება, სცენის კამერა არ იყო სტრიმით, ბროშურის მბრუნავი თარო მოტანილ იქნა დიდი დაგვიანებით, შესაბამისად მისი გამოყენება ღონისძიების სრულ პერიოდზე ვერ მოხერხდა, დენის მოწოდება ხორციელდებოდა ხარვეზებით, ასევე, წარმოდგენილი არ ყოფილა საფეხური ბავშვებისთვის მიკროსკოპში რომ ჩაეხედათ, ამასთან, ღონისძიების ჩატარების ადგილას ინვენტარის მოტანა განხორციელდა დაგვიანებით, რამაც საერთო ჯამში შეაფერხა ღონისძიების მსვლელობა.
შესაბამისად, მოპასუხის განმარტებით, მტკიცებას აღარ საჭიროებს ის ფაქტი, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულება არაჯეროვნად იქნა შესრულებული. ამასვე ადასტურებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2017 წლის 05 დეკემბრის N---- განკარგულება მოპასუხის შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ, რომლის 4.4. პუნქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ კომპანიის მიერ 2017 წლის 24 სექტემბერს არჯეროვნად კერძოდ, არსრულად და ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამოდ შესრულდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურებების ნაწილი, რამაც შეაფერხა ღონისძიების მსვლელობა.
მოპასუხის განმარტებით, მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობაში არც დამატებითი ვადა და არც გაფრთხილების მიცემა შედეგს ვერ გამოიღებდა, რამდენადაც ეს არ ყოფილა გრძელვადიანი სახელშეკრულებო ურთიერთობა, არამედ ორი ძირითადი ვალდებულება ქონდა მიმწოდებელს შესასრულებელი და როცა ერთ-ერთ ვალდებულებას ჯეროვნად ვერ ასრულებს, მოსარჩელეს აქვს სრულიად ლეგიტიმური მოლოდინი იმისა, რომ დარჩენილ ვალდებულებასაც არაჯეროვნად შეასრულებს ან საერთოდ ვერ შეასრულებს.
მოპასუხე არ ეთანხმება საბანკო გარანტიის გზით ჩამოჭრილი თანხის უკან დაბრუნებას და მიუთითებს, რომ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2017 წლის 14 სექტემბრის N0------ ხელშეკრულების მე-10 მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია სამინისტროს მიერ გამოყენებულ იქნა ბანკისთვის სათანადო მოთხოვნის წარდგენის გზით, შესაბამისად, 4 580 ლარი სრულიად კანონ-შესაბამისად ანაზღაურებულ იქნა სამინისტროსთვის და არ არსებობს მისი უკან დაბრუნების მოთხოვნის არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი წინაპირობები.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 11 სექტემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წერილით ქალაქ თბილისის მერს ეცნობა შემდეგი: მიმდინარე წლის 24 სექტემბერს სამინისტროს ინიციატივით იწყება და 8 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელ-დება „მეცნიერების პოპულარიზაციის“ პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი „მეცნიერე-ბისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი 2017. ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონიის გამართვა, ასევე ინოვაციებისა და საბავშვო გამოფენების ჩატარება რიყის პარკში დაიგეგმა, რაც თავის მხრივ ქალაქ თბილისის მერიის ნებართვას საჭიროებს. სწორედ ამიტომ, ითხოვა თანხმობა ღონისძიების რიყის პარკში ჩატარების თაობაზე 2017 წლის 24 სექტემბერს. ამასთან, ტერიტორიის კეთილმოწყობის მიზნით, პარკის დაკავება იგეგმება 22 სექტემბრიდან. ღონისძიების ორგანიზებისთვის ასევე არსებობდა საჭიროება - პარკის ტერიტორიაზე მერიის საკუთრებაში არსებული 40 კარვის განთავ-სება, პარკის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ხელშეწყობა, კერძოდ, პასუხისმგე-ბელი პირი/პირები, რომელიც ადგილზე დენის, წყლის და სხვა ტექნიკური საკითხების გადაჭრას უზრუნველყოფენ, ასევე სასურველი იყო ადგილზე ასევე მობილიზებული ყოფილიყო დასუფთავების, სახანძრო და სასწრაფო დახმარების სამსახურები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წერილი (ს.ფ. 143-144)
3.1.2. 2017 წლის 14 სექტემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინის-ტროს და შპს „ფ------------------------ს“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N0------- ხელშეკრულება.
ხელშეკრულების საგანი განისაზღვრა ღონისძიების ორგანიზების მომსახურების შესყიდვით, რაც გულისხმობდა 2017 წლის 24 სექტემბრიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაგეგმილი „მეცნი-ერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2017“-ის გახსნა-დახურვის ცერემონიალისთვის ღონისძიებების მოწყობის ორგანიზება. ხელშეკრულების სავარაუდო ღირებულება განისაზღვრა 229 000 ლარით. მხარეებმა განსაზღვრეს ხელშეკრულების უზრუნველ-ყოფის გარანტია კერძოდ, 10.1 პუნქტით ხელშეკრულების შესრულების უზრუნველ-ყოფის მიზნით, მიმწოდებლის მიერ წარდგენილია სს „ს----------–--------ი“-ს მიერ 2017 წლის 15 სექტემბერს გაცემული NP--------- საბანკო გარანტია თანხით 4 580 ლარი, გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2017 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N0------- (ს.ფ. 21-28);
- ხარჯთაღრიცხვა (ს.ფ. 29-32)
3.1.3. 2017 წლის 29 სექტემბრის წერილით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინსპექტირების აქტით, შპს „ფ------------------------ს“ ეცნობა შემდეგი: „მიმდინარე წლის 24 სექტემბერს დაგეგმილი ფესტივალის გახსნის ცერემონიალი ორგანიზატორმა შეასრულა არაჯეროვნად, კერძოდ, ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურებების ნაწილი არ უზრუნველყო ან/და ჩააბარა ხარვეზით, რაც ღონისძიების შეფერხების მიზეზად იქცა. შემდგომი რეაგირების მიზნით, გაუგზავნა დეტალური ანგარიში ორგანიზაოტორის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ და მიზანშეწონილად მიიჩნია შპს „ფ------------------------თან“ ხელშეკრულების გაწყვეტა, ვინაიდან, არსებობდა ალბათობა იმისა, რომ 8 ოქტომბერს დაგეგმილი დახურვის ცერემონიის ორგანიზებასაც სათანადოდ ვერ უზრუნველყოფდა“
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ინსპექტირების აქტი (ს.ფ. 32-33);
- ხარჯთაღრიცხვა (ს.ფ. 34-37);
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ. 38-39)
3.1.4. 2017 წლის 02 ოქტომბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინის-ტროს და შპს „ფ------------------------ს“ შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი N0-------, რომლის თანახმადაც სამინისტროს წარმოადგენდა საზოგადოებასთან ურთიერ-თობის დეპარტამენტის უფროსი ნ--------------ი და კომპანიას, დირექტორი - თ--------------–---–ი. მხარეებმა აქტში მიუთითეს, რომ მათ შორის 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული N0------- ხელშეკრულების თანახმად „მიმწოდებელმა“ 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის „მეცნიერების პოპულარიზაციის“ პროგრამა დაფინანსების ფარგლებში, უზრუნველყო „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი 2017“-ის გახსნის ცერემონიის ღონისძიების ორგანიზება საერთო ღირებულებით: 83 595 ლარი. მხარეებმა ასევე მიუთითეს, რომ სახელშეკრულებო თანხა შეადგენს 229 000 ლარს, ხოლო გაწეული მომსახურების ღირებულება შეადგენდა 83 595 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიღება - ჩაბარების აქტი N0------- (ს.ფ. 40);
- ხარჯთაღრიცხვა (ს.ფ. 41-43)
3.1.5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2017 წლის 02 ოქტომბრის წერილით შპს „ფ------------------------ს“ აცნობა, რომ მომსახურების გაწევის პროცესში, ფესტივალის გახსნის ღონისძიებაზე (ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.1 პუნქტის, 6.1.1. 6.1.2. 6.1.3. 6.1.4. და 6.1.5. ქვეპუნქტები) გამოვლინდა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი და ხარვეზით შესრულების ფაქტები, რაც დასტურდება აღნიშნული ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.2 პუნქტით განსაზღვრული კონტროლის განმახორციელებელი პირის შესაბამისი ინსპექ-ტირების აქტით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამინისტრომ მითითებული გარემო-ებები შეაფასა როგორც ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულება და მიიღო გადაწყვე-ტილება, 2017 წლის 29 სექტემბრიდან მხარეებს შორის 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული N0------- ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.3 პუნქტის შესაბამისად, ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება. ამასთან, მითითებული ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე კომპანიას დაეკისრა საჯარიმო სანქცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წერილი (ს.ფ. 45-46)
3.1.6. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2017 წლის 02 ოქტომბრის წერილით შპს „ფ------------------------ს“ ეცნობა, რომ მომსახურების გაწევის პროცესში გამოვლინდა ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი და ხარვეზით შესრულების ფაქტები, რაც დადასტურდა ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.2 პუნქტით განსაზღვრული კონტროლის განმახორციელებელი პირის შესაბამისი აქტით. შესაბა-მისად, სამინისტრომ მითითებული გარემოებები შეაფასა როგორც ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულება და ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.2 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელს დააკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების 5%-ის ოდენობით - 11 450 ლარი. ამასთან, პირგასამტეხლოს გადახდისთვის განუსაზღვრა 1 თვის ვადა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (ს.ფ. 47-48)
3.1.7. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2017 წლის 05 დეკემბრის განკარგულებით შპს „ფ------------------------” 2017 წლის 6 ნოემბერს დარეგისტრირდა შავ სიაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განკარგულება (ს.ფ. 52-56);
- განკარგულებაში შესწორების შეტანა (ს.ფ. 57)
3.1.8. 2017 წლის 07 დეკემბერს სს „ს----------–--------ი“-ს მიერ გაცემული საბანკო გარანტიის საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აუნაზღაურდა თანხა 4 580 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბანკო გარანტია (ს.ფ. 58-59);
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წერილი (ს.ფ. 60-61);
- საგადახდო დავალება (ს.ფ.62-63)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. შპს „ფ------------------------ი“-ს მხრიდან 2017 წლის 14 სექტემბრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულყოფილად შეუსრულებლობა გამოწვეულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბრალით;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალ-წარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითო-ეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსიდან გამომდინარე, მხარეები სარგებ-ლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მტკიცებულებათა წარმოდგენის მოვალეობას მტკიცების საგანში შემავალი ფაქტის დასადგენად, კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილი და მოსახერხებელია. შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
სასამართლო მიუთითებს, რომ მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწი-ლებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო სამართალში მტკიცებულებათა სახეებად განსაზღვრულია მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტანტაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულება და ექსპერტთა დასკვნა. ამავე კოდექსის 105-ე მუხლით კი დადგენილია წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების სტანდარტი, კერძოდ, განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ეყრდნობოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით გამოძახებული ი-–---------------ის განმარტებით, დასაქმებულია ქ. თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურში, კერძოდ, ევალება რიყის პარკში ობიექტის ხელმძღვანელობა. მოწმის განმარტებით, არსებობდა ტექნიკური პრობლემა შპს „ფ------------------------ის“ რიყის ტერიტორიაზე შესვლასთან მიმართებით და ეს იყო ნებართვის დაგვიანება. მოწმის განმარტებით, კომპანიის დირექტორი მისული იყო ღონისძიების გამართვამდე ორი დღით ადრე და მოითხოვა შესვლისთვის საჭირო შესაბამისი ნებართვის არსებობა, რაც შეიძლება იყოს როგორც წერილობითი ფორმით, ასევე სატელეფონო გასაუბრებით. სატელეფონო გასაუბრების დროს ქალაქ თბილისის მერიიდან უკავშირდებიან მის ხელმძღვანელს და შემდგომ ხდება მათთან დაკავშირება, ხოლო წერილის შემთხვევაში ხდება მათთან აღნიშნულის გაგზავნა. ზოგადად თანხმობის გაცემა ყველა შემთხვევაში ხდება მერიის მხრიდან.
მოწმის განმარტებით, დიდი ავტომანქანების შესვლისთვის რომ არ არსებობდა შესაბამისი ნებართვა, კომპანიის დირექტორი შეეცადა აღნიშნულის გარკვევას და ამის გამო დაახლოებით საღამომდე გადაიდო ავტომანქანების შემოსვლა. საბოლოოდ, ხელმძღვანელობა ჩაყენებულ იქნა საქმის კურსში, შემოსვლისთვის საჭირო ნებართვის მოპოვებამდე დაახლოებით ერთი დღე დაიკარგა, შემოსვლის დროს სავარაუდოდ უკვე დაბინდებული იყო.
კითხვაზე თუ მერიას რა ფორმით უნდა ეცნობოს შესაბამისი ნებართვის მოპოვების შესახებ, მოწმემ განმარტა, რომ ნებართვის შესახებ მოთხოვნა სამინისტროს უნდა გაეგზავნა მერიაში და შემდგომ მერია უზრუნველყოფდა მათ ინფორმირებას. მოწმის განმარტებით, მისი კომპეტენციაა რიყის პარკის უსაფრთხოება, კერძოდ, ობიექტის დაცვა, რაც შეეხება კონსტრუქციების აგებას აღნიშნული წარმოადგენს მათი და გამწვანების კომპეტენციას, იმ კუთხით რომ არ დაზიანდეს გამწვანება.
კითხვაზე ზოგადად დადგენილია თუ არა კონკრეტული ვადა რიყის პარკის ტერიტორიაზე არსებული უსაფრთხოების სამსახურის ინფორმირებისთვის მოწმემ განმარტა, რომ დაწესებული კონკრეტული ვადა არ არსებობს და ეს შესაძლოა მოხდეს იმავე დღეს ან წინა დღეს. ზოგადად, რიყის პარკის ტერიტორიაზე არის დასუფთავების, გამწვანებისა და უსაფრთხოების სამსახური შესაბამისად, ელექტროენერგიისათვის საჭირო სამუშაოების განხორციელების მიზნით შესაბამისი ნებართვის მოპოვება ხდება მათი მხრიდან ნებართვის გაცემით. ნებართვის გაცემა გამომდინარეობს სამუშაოების ხასიათიდან გამომდინარე.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით გამოძახებული ნ-----–------------ის განმარტებით, დასაქმებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. 2015 წლიდან მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ორგანიზება ხდება უშუალოდ მათი დეპარტამენტის ჩართულობით. ეს იყო რიგით მესამე ფესტივალი, დაიგეგმა ყოფილიყო ბევრად მაშტაბური, კერძოდ, ორნაწილიანი რაც თავის მხრივ მოიცავდა გახსნისა და დახურვის ცერემონიალს. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა შეიმუშავა გეგმა როგორი უნდა ყოფილიყო ეს ღონისძიება, შემუშავდა სატენდერო წინადადება და გამოცხადდა ტენდერი, სადაც გაიმარჯვა შპს „ფ------------------------მა“.
მოწმის განმარტებით, მოწინააღმდეგე კომპანიასთან საქმიანი ურთიერთობის განმავლობაში, არ გაჩენილა იმის ეჭვი და საბაბი, რომ ღონისძიება არ შედგებოდა, ქონდათ ნაყოფიერი თანამშრომლობა. თუმცა, უშუალოდ ღონისძიების გახსნის დღეს მოხდა ინციდენტი და ღონისძიება პრაქტიკულად ჩავარდა.
რაც შეეხება ღონისძიების ჩატარებამდე წინამოსამზადებელ პერიოდს, მოწმის განმარტებით სრულად იყო ჩართული მიმდინარე პროცესში, კომპანიის დირექეტორს ყოველწამიერად ქონდა შესაძლებლობა ნებისმიერი დაბრკოლების დროს მომხდარიყო სატელეფონო კომუნიკაცია. ამასთან, უშუალოდ ღონისძიების წინა ღამეს სამინისტროს თანამშრომელი - თ------------ მივიდა ადგილზე შეხვდა დირექტორს - თ----------–---–ს და დარწმუნებული იყო რომ ღონისძიების დღეს არანაირ შეფერხებას ადგილი არ ექნებოდა.
თუმცა, თავად ღონისძიების დღეს, დილის 8 საათი არ იყო გამხდარი როდესაც მივიდა ღონისძიების ადგილზე, იქ იყო ასევე ყველა სამსახურის წარმომადგენელი და ასევე არ ყოფილა არანაირი სირთულე კომუნიკაციისა.
მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით ღონისძიების წარმართვის დრო განსაზღვრული იყო დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე, ის რომ გახსნის ოფიციალური ნაწილი იქნებოდა 12 საათზე ეს საორგანიზაციო ჯგუფისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ იმ დილით, კერძოდ, ხელმძღვანელმა პირებმა, გამომსვლელებმა და ვინც უნდა გაძღოლოდა ღონისძიებას, მათ გადაწყვიტეს რომ ღონისძიების დრო გადანაცვლებულიყო 12 საათზე. თუმცა, მოწმის განმარტებით აღნიშნულის შესახებ ინფორმირებული კომპანიის დირექტორი არ ყოფილა, შესაბამისად, ლოკაცია მომზადებული და შესაბამისი ინვენტარით აღჭურვილი უნდა ყოფილიყო დილის 9 საათისთვის. ადგილზე მისვლის დროს კი გამართული და სრულად აღჭურვილი დახვდა ერთი კონსტრუქცია. მოწმის მითითებით, თუ არებობდა დამაბრკოლებელი გარემობა აპარატურის შეტანისა და სხვა კუთხით, გასაკვირია როგორ მოხდა იმ ერთი მსხვილი კონსტრუქციის აწყობა. კომპანიამ სხვა დანარჩენი ინვენტარის შეტანა დაიწყო გაცილებით გვიან, სურათი იყო ასეთი, ღონისძიების გახსნის მომენტში მიმდინარე-ობდა დაუსრულებელი პროცესი სხვადასხვა კონსტრუქციების მიტანის, აწყობის. იმ დროს როდესაც საგამოფენო ტერიტორია უნდა ყოფილიყო აღჭურვილი და მოქალაქეებს ქონოდათ დათვალიერების შესაძლებლობა იმ მომენტში მიმდინარეობდა მონტაჟი, რაც ქმნიდა პრობლემას, შესაბამისად, ზოგ კონსტრუქციებზე მიუთითეს რომ აღარ აეწყოთ და გაეტანათ პირდაპირ, რადგანაც ქმნიდა საფრთხეს ბავშვებისთვისაც.
მოწმის განმარტებით, მას შემდეგ რაც ჩავარდა გახსნის ცერემონია, ვერანაირი ძალით მიცემდნენ თავს უფლებას, რომ დახურვის ცერემონია ისევ მოპასუხისთვის მიენდოთ. ამასთან, თუკი მხარეს ქონდა განცდა მისი ინტერესების შელახვის, რატომ მოხდა მისი მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერა, აქტის შედგენის პროცესში კომპანიის მხრიდან საუბარი იყო მხოლოდ ნათურის სიმაღლეზე, რაც შესწორებულ იქნა ჩვენი მხრიდან.
კითხვაზე მოწმემ განმარტა, რომ ქალაქ თბილისის მერიას წერილობით მიმართეს ღონისძიების ჩატარებამდე გაცილებით ადრე და ითხოვეს ყველა იმ პუნქტში მონაწილეობა და ჩართულობა რაც რიყის პარკს უკავშირდებოდა, კერძოდ, ღონისძიების გამართვის და არც წინა დღეებში არ ქონოდათ შეფერხება, აღნიშნულის საფუძველზე უშუალოდ მერიის ადმინისტრაციიდან მიმაგრებული იყო კადრი და საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იყო მასთან კომუნიკაცია.
მოწმის განმარტებით, ლედეკრანის გაზრდასთან დაკავშირებით არ ყოფილა მითითება. ვინაიდან რიყის კედელზე იყო განთავსებული, მისი ზომების ზუსტად განსაზღვრა შეუძლებელი იყო. რაც შეეხება ელექტროენერგიას პრობლემა წარმოიქმნა უშუალოდ ღონისძიების გახსნის დროს, გახმოვანების სისტემა იყო ხარვეზით, გამომსვლელებს მოუწიათ მოლოდინის რეჟიმში ყოფნა ხარვეზის აღმოფხვრამდე. ვინაიდან ხელშეკ-რულებით განსაზღვრული იყო რომ ყველანაირ დეტალზე პასუხისმგებელი იყო მოპასუხე, ის ინფორმირებული იყო რომ აღმოეფხვრა ეს პრობლემა. რიყის ტერიტო-რიაზე 22 სექტემბერს ელექტროენერგიის გაყვანა და დატესტვა უზრუნველყოფილი იყო, თუმცა, ღონისძიების გამართვის დღეს იყო გარკვეული ხარვეზები, მაგრამ მთლიანობაში ელექტროენერგია იყო.
ის რომ რიყეზე ღონისძიების გახსნა პოდიუმის თანხლებით მოხდებოდა ეს ხელშეკრულებით არ იყო გათვალისწინებული, დაიგეგმა ივენთის ორგანიზების პროცესში და უშუალოდ ღონისძიების წინ გახდა პოდიუმი საჭირო, თუმცა ამისთვის მოპასუხის მხრიდან დამატებითი ხარჯი არ ყოფილა გაწეული. სამინისტროს ქონდა დაკვეთილი ერთ-ერთი კონსტრუქცია, ე.წ. პლანეტები, რომელიც განთავსებული იყო პოდიუმზე. ღონისძიების მიმდინარეობის დროს თხოვეს თ--------ეს, რომ პლანეტები განთავსებულიყო პოდიუმის გარეშე და ის პოდიუმი, რომელიც პლანეტებისთვის იყო განკუთვნილი გადმოეტანათ რამოდენიმე მეტრით წინ.
კითხვაზე მოწმემ განმარტა, რომ ტერიტორიაზე შესვლასთან მიმართებით მიმართული იყო მერიისთვის დიდი ხნით ადრე, წერილის მოძრაობაც ჩანს, როგორ გადაეცა მერიისგან შესაბამის სამსახურს, ღონისძიების წინა დღეს მივიდნენ რიყის პარკში, შეხვდნენ დაცვის თანამშრომლებს, რა დროსაც საჭირო გახდა დამატებითი ზარის განხორციელება რაშიც დაეხმარათ ნ---------------–--ე, რომელიც მერიის აპარატში მუშაობდა და მისი მხრიდან აღმოფხვრილი იყო ყველანაირი პრობლემა. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში კომპანიის დირექტორისთვის ცნობილი იყო ყველა საკონტაქტო ადამიანის მონაცემები, ნებისმიერ დროს შეეძლო როგორც მათთან ისე ჩემთან დაკავშირება.
კითხვაზე რიყის პარკის ადმინისტრაციას კონკრეტული ავტომობილის ნომერი მიეწოდა თუ არა, ამასთან დაკავშირებით მოწმემ აღნიშნა, რომ დაცვის სამსახურს მიეწოდებოდა ის ნებისმიერი ინფორმაცია რაც დირექტორისაგან გადაეცემოდა. ღონისძიების წინა დღეს კომპანიის მხრიდან კომუნიკაცია რომ არ ხდებოდა მათი ტერიტორიაზე შეშვება მოწმემ ვერ გაიხსენა, მისი განმარტებით, ღამის ორ საათზე მივიდა ლოკაციაზე იმისათვის რომ ენახა როგორ მიმდინარეობდა კონსტრუქციების განლაგება. ღამით მუშაობა თავად კომპანიის ინიციატივა იყო, არსებობდა კითხვები როგორ მოესწრებოდა ღამით კონსტრუქციების აწყობა, თუმცა თავად დაარწმუნა ამ ყველაფერში. 23 სექტემბერს როგორი ტიპის შეხება ქონდა კომპანიას დაცვასთან და ქონდა თუ არა მოწმისთვის უცნობია.
მოწმისთვის უცნობია რომელ საათზე შევიდა ტექნიკა, თუმცა დილით 8 საათზე როდესაც მივიდა ერთი კონსტრუქცია რომელიც მექანიკურად რთული ასაწყობია უკვე განთვასებული იყო.
კითხვაზე ადგილზე მიტანილი იყო თუ არა კონსტრუქციები, ქანქარა, კოლბა, მოწმემ მიუთითა, რომ ყველაზე გამართული იყო ნათურა, მიუხედავად იმისა რომ არ ენთო მისი ღირებულება სრულად აანაზღაურეს. პლანეტები რაღაცა ზომით არ პასუხობდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ზომებს. კოლბა, ქანქარა და რობოტი რაღაც ეტაპზე ვიზუალით შესამჩნევი იყო რომ განცალკევებულ შეფუთულ მდგომარეობაში იყო მიტანილი, თუმცა იმის აწყობას იმ მომენტში აზრი აღარ ქონდა. გადახურული კონსტრუქცია როგორც მოწმემ გაიხსენა იყო ოთხი. კონსტრუქცია უნდა ყოფილიყო სრულად გადახურული და არა ნაწილობრივ. ელექტროენერგიის შეფერხებას ღონისძიების მსვლელობისას არ ქონდა პრობლემა, უშუალოდ გახსნის დროს იყო ხარვეზი რაც შეექმენათ გამომსვლელებს, საშუალოდ ნახევარ საათს არ აცდებოდა ეს დრო. ელექტროენერგიის წყარო საიდან უნდა მოსულიყო და რა სიმძლავრის უნდა ყოფილიყო ეს მოწმისთვის უცნობია, თუმცა ხელშეკრულებაში სრულად ქონდათ გაწერილი პირობები რა ფორმით და რა საშუალებით უზრუნველყოფდა ამას მოპასუხე მხარე, თავად კი ამ დარგის ექსპერტი არ არის და ზუსტად ვერ შეაფასებს. მოწმის განმარტებით, პრობლემა იყო მოძრავ სატელევიზიო სადგურთანაც, მონიტორზეც არ ჩანდა ღონისძიების ამსახველი მასალა. სკამთან და მონიტორთან დაკავშირებით მოწმემ განამრტა, რომ პრეტენზია არ ქონიათ, ამასთან ვერ დაადასტურა რაოდენობრივად იყო თუ არა იმაზე მეტი სკამი ვიდრე მოთხოვნაში ქონდათ, თუმცა სკამის დანაკლისი ღონისძიების მიმდინარეობისას არ ყოფილა. მოწმის მითითებით, ღონისძიებას დაახლოებით ესწრებოდა 300 ადამიანი, თუმცა აქედან ყველა არ ისხდა, ნაწილი ათვალიერებდა საგამოფენო სივრცეს.
მოწმემ მიიჩნია, რომ მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების ფარგლებს გარეთ გასაწევი მომსახურება, ისიც მისი კეთილი ნებით იყო მხოლოდ დახურვის ცერემონიალზე მუსიკალური ბენდი, თუმცა მათი ურთიერთობა აქამდე აღარ მისულა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით გამოძახებული ნ--------------ის განმარტე-ბით, მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში იყო სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი. ამჟამადაც დასაქმებუ-ლია სამინისტროში, თუმცა სხვა პოზიციაზე. რაც შეეხება მოპასუხე კომპანიას მათი გაცნობა მოხდა ტენდერში გამარჯვების შემდგომ.
მოწმის განმარტებით, ღონისძიების წინა დღეს, 2017 წლის 23 სექტემბერს საღამოს კიდევ ერთხელ ქონდათ შეხვედრა რიყის პარკში და იყვნენ თავად, ნ-----–------------ე, კომპანიის დირექტორი - თ--------------–---–ი და მისი სხვა თანამშრომლები, გაიარეს ყველა დეტალი, გადაანაწილეს მონაწილები, კერძოდ, თუ სად მოხდებოდა მათი განთავსება. არც იმ დღეს და არც საღამოს არანაირი ტექნიკური პრობლემის შესახებ არ იყო მათთვის ცნობილი
რაც შეეხება პოდიუმს მოწმის განმარტებით მისი საჭიროება დადგა ღონისძიების დღეს, შუადღეს 12 საათისკენ, მაშინ როდესაც გახსნა დაგეგმილი იყო დილით 9 საათზე. ნათურასთან დაკავშირებითაც იყო პრობლემა, რომელიც არ ენთო. სკამი შესაძლოა იყო უფრო დიდი რაოდენობით გამოყენებული თუმცა ვერ გაიხსენა რამდენი იყო საჭირო და რამდენი გამოყენებული. რაც შეეხება ლედმონიტორს, მისი ღირებულება ჩათვლი-ლია აქტში, ზომა შესაძლოა იყო დიდი. როგორც მოწმემ გაიხსენა მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის მომენტში, არცერთ პუნქტზე არ ყოფილა მოპასუხის მხრიდან პრეტენზია გამოხატული, რაზეც იყო მითითება შესწორებულ იქნა.
ლოკაციის მომზადება ხდებოდა თვითონ ღონისძიების პროცესში, გადახურული სივრცის არ არსებობის გამო იყო ინციდენტები და ბავშვებს ცხვირიდან სდიოდათ სისხლი, მაშინ როდესაც კომპანიას დილით ადრე ყველაფერი მზად უნდა ქონოდა.
მოწმისთვის უცნობია 22 სექტემბერს უზრუნველყოფილი იყო თუ არა ელექტრო-ენერგიის კუთხით არსებული ხარვეზი. რიყის პარკთან კომუნიკაცია დამყარებული იყო ქალაქ თბილისის მერიის მეშვეობით, ტექნიკის რაღაც ნაწილი შეტანილი იყო 24 სექტემბერს დილით, შეფერხება გამოწვვეული იყო არა დაცვის სამსახურთან ლოკა-ციაზე შესვლის ნებართვის არარსებობის გამო, არამედ კომპანიას გაუფუჭდა ავტომო-ბილი დილის 8 საათზე. მთელი ღამის განმავლობაში რომ არაფერი იყო გაკეთებული და თანამშრომლებს ქონდათ კითხვები როგორ მოესწრებოდა ეს ყველაფერი კომპანია ადასტურებდა, რომ ყველაფერი მოესწრებოდა და არ არსებობდა ეჭვის შეტანის საფუძველი. ღონისძიების წინა დღეს, 23 სექტემბერს საღამოს ყველანი იქ იყვნენ და არანაირი პრობლემა არ ყოფილა. ამასთან, ქალაქ თბილისის მერიისა და სამინისტროს თანამშრომლობა მოიცავს არაერთ წელს და ამ დრომდე არანაირ ტექნიკურ პრობლემას არ ქონია ადგილი. ამასთან, მოწმისთვის გაურკვეველია თუ ტექნიკის რაღაც ნაწილის შეტანის პრობლემა არ ყოფილა რატომ შეიქმნა მხოლოდ ლედეკრანის და კოლბების შეტანის კუთხით პრობლემა. მართალია, კომპანია მთელი ღამე მუშაობდა, დირექ-ტორიც ადგილზე იყო, თუმცა იქ არაფერი გაკეთებულა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით გამოძახებული გ--–---–-----–---–ის განმარტებით, დასაქმებულია კომპანია შპს „ფ------------------------ში“, წარმოადგენს პროექტის მენეჯერს, კერძოდ, ეხება ცოცხალი რესურსების განაწილება, დაქირავებული ადამიანების, გუნდის მართვა. ძირითადი პრობლემა რაც კომპანიას შეექმნა იყო ადგილზე შესვლის, თავად კომპანია მზად იყო დაახლოებით 21-22 სექტემბრიდან და შემდეგ დღეებში უნდა მომხდარიყო ლოკაციაზე შესვლა. 23 სექტემბერს დილით როდესაც მივიდნენ და ვერ მოხერხდა ლოკაციაზე შეშვება, საჭირო გახდა გეგმის გადათამაშება, რაღაცეების უკან დაბრუნება. კომპანიას ქონდა დიდი ინვენტარი თუმცა ნებართვის არ არსებობის გამო ვერ მოხერხდა შესვლა და ეს შესაძლებელი გახდა მხოლოდ 23 სექტემბერს ღამით, როდესაც უკვე დაბინდებული იყო და ამის შემდგომ უკვე ფორსმაჟორულ სიტუაციაში გახდა საჭირო მასალების აწყობა, დამონტაჟება. დაიკარგა ის ძვირფასი დრო რაც გამოყენებული უნდა ყოფილიყო ტექნიკის აწყობი-სთვის. მოწმის განმარტებით, მათი კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე ყველაზე მნიშვნელოვანია დროის სწორად გადანაწილება. ფორსმაჟორული მდგომარეობის გამო, საჭირო გახდა იმ ადამიანების ჩართულობა, რომელთა მონაწილეობაც განსაზღვრული გეგმის მიხედვით საჭირო იყო მხოლოდ ღონისძიების დღეს, მუშაობა მიმდინარეობდა მთელი ღამის განამვლობაში. 24 სექტემბერს დილით, რამოდენიმე საათი უკვე გადამწყვეტი იყო, ამ დროს უკვე ცნობილი იყო რომ ვერ მოხერხდებოდა ტექნიკის სრულად მობილიზება. კონსტრუქციები იმდენად რთული აწყობის მექანიზმის მქონეა, რომ მხოლოდ მის დამამზადებელს აქვს აწყობის შესაძლებლობა. ასევე ფორსმაჟორის გამო საჭირო გახდა ცეხი სადაც დამზადდა დანადგარები მისი დახურვა და მისი თანამშრომლების სრულად ლოკაციაზე მობილიზება, მაშინ როდესაც საჭირო დროის არსებობის პირობებში საკმარისი იქნებოდა ოთხი ხელოსანის არსებობა.
რაც შეეხება კონსტრუქციებს შეძენილი და დამზადებული იყო 21-22 სექტემბრისთვის, უბრალოდ საჭირო იყო მათი აწყობა, ვინაიდან მისი ძირითადი ნაწილი იყო გაბარი-ტული, ჭირდებოდა ადგილზე აწყობა და ისეთი მასალით იყო აწყობილი, რომლის ტრანსპორტირებაც არ შეიძლებოდა და ადგილზე უნდა მომხდარიყო. 22 სექტემბერს ჩვენი ინიციატივით შესვლა ლოკაციაზე ვერ მოხდებოდა, ეს დამოკიდებული იყო გარკვეულ პირობებზე. 22 სექტემბერს დასრულდა ელექტროობის გაყვანა, შემდეგ იყო შემოწმება, 24 სექტემბერს ელექტროენერგიის შეფერხების კუთხით მოწმემ განმარტა, რომ მისთვის ინფორმაცია არავის მიუწოდებია, მაშინ როდესაც ნებისმიერი სახის პრობლემის მიდიოდა მასთან და მისი მხრიდან ხდებოდა შესაბამისი რესურსის გადანაწილება. ერთადერთი შემთხვევა იყო როდესაც მონაწილეს გადაეწვა დამაგრძე-ლებელი და შეცვლა მოხდა კომპანიის მხრიდან.
ხელშეკრულების ფარგლებს გარეთ გაწეულ საქმიანობასთან მიმართებით მოწმემ განმარტა, რომ საჭირო გახდა პოდიუმის გაკეთება, რომელიც პირდაპირი ჩართვისთვის უნდა ყოფილიყო და იმ დროისთვის გახდა საჭირო მისი არსებობა. ვინაიდან, ეს იყო პირდაპირი ჩართვისთვის საჭირო და უკვე იყო დაახლოებით 12 საათი, შესაძლოა ცოტა ადრე, თუმცა, არა დილის 9 საათი თ-----------------–--მ დააყენა პრიორიტეტულ საკითხად და შესაბამისად, ვინაიდან ეს ხდებოდა უშუალოდ ღონისძიების გახსნის პერიოდში საჭირო გახდა უკვე გადანაწილებული სამუშაო ჯგუფის, რომელნიც თავიანთ საქმეს აკეთებდნენ განსხვავებულად გადანაწილება და მათი უშუალო საქმისგან მოწყვეტა.
მოწმის განმარტებით, გადახურვის კონსტრუქციებთან პრობლემა არავის ქონია, მოესწრო ხუთი კონსტრუქციის აწყობა და შემდეგ მიიღეს მითითება, რომ ვინაიდან მოძრაობდა ხალხი აღარ უნდა გაკეთებულიყო. როგორც მოწმემ აღნიშნა სამუშაო ჯგუფი შედგებოდა დაახლოებით 20 ადამიანისგან, ერთმანეთთან კომუნიკაცია ჯგუფის წევრებს შორის ხდებოდა რაციის მეშვეობით და რომ არ მომხდარიყო გაუთვა-ლისწინებელი პოდიუმის აწყობის საჭიროება ჩვენ ჩვენ ვადაში ჩავეტეოდით.
სარჩელსა და შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების, წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების შესწავლის შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის სადავო გარემოებას თავდაპირველად წარმოადგენს ის ფაქტი თუ რამდენად დროულად უზრუნველყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შპს „ფ------------------------ი“-ს საორგანიზაციო ჯფუფისთვის რიყის ტერიტორიაზე შესასვლელად შესაბამისი ნებართვის გაცემის უზრუნველყოფა.
დადგენილია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყო ქალაქ თბილისის მერიის წერილობითი ინფორმირება ფესტივალის ჩატარების პერიოდისა და მერიის მხრიდან შესაბამისი დახმარების თხოვნის შესახებ. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით გამოძახებული პირებიდან, ორი წარმოადგენდა სამინისტროს თანამშრომელს, რომელთაც მიუთითეს, რომ ღონისძიების ორგანიზება ხდებოდა უშუალოდ მათი დეპარტამენტის ჩართულობით, არ არსებობდა კომპანი-ისთვის შექმნილი არანაირი წინაღობა ტერიტორიაზე შესვლასთან მიმართებით, აღნიშნული გამოწვეული იყო მხოლოდ კომპანიის ავტომობილის გაფუჭებით რაც მოხდა ღონისძიების დღეს, დილის 8 საათზე, ამასთან, სამინისტროს მხრიდან წარმოდგენილი ერთ-ერთი მოწმის განმარტებით, ღონისძიების წინა დღეს საჭირო გახდა დამატებითი ზარის განხორციელება ქალაქ თბილისის მერიის თანამშრომელთან, ნ---------------–--ესთან, რომელმაც უზრუნველყო ხარვეზის გამოსწორება. სამინისტროს მხრიდან წარმოდგენილ მოწმეთა განმარტებით, კომპანიის მხრიდან არ ყოფილა არანაირი შეტყობინება ტერიტორიაზე შესვლის კუთხით პრობლემის არსებობის შესახებ.
აღნიშნული საკითხის გამოკვლევის მიზნით სხდომაზე მოწვეულ იქნა მოწმე ი-–---------------ე, რომელმაც განმარტა, რომ დასაქმებულია ქ. თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურში და ევალება რიყის პარკში ობიექტის ხელმძღვანელობა. წარმოდგენილმა მოწმემ დაადასტურა, რომ არსებობდა ტექნიკური პრობლემა შპს „ფ------------------------ის“ რიყის ტერიტორიაზე შესვლასთან მიმართებით და ეს იყო ნებართვის დაგვიანება. კერძოდ, დიდი ავტომანქანების შესვლისთვის რომ არ არსებობდა შესაბამისი ნებართვა, კომპანიის დირექტორი შეეცადა აღნიშნულის გარკვევას და ამის გამო დაახლოებით საღამომდე გადაიდო ავტო-მანქანების შემოსვლა. საბოლოოდ, ხელმძღვანელობა ჩაყენებულ იქნა საქმის კურსში და შემოსვლისთვის საჭირო ნებართვის მოპოვებამდე დაახლოებით ერთი დღე დაიკარგა, შემოსვლის დროს სავარაუდოდ უკვე დაბინდებული იყო.
ამდენად, უშუალოდ რიყის პარკის ტერიტორიაზე შეშვების მომენტში არსებული მდგომარეობის დასადასტურებლად წარმოდგენილი მოწმეებიდან ორი დასაქმებულია სამინისტროში და ერთი წარმოადგენს უშუალოდ რიყის პარკის ტერიტორიაზე დასაქმებულ პირს, კერძოდ, დაცვის თანამშრომელს, რომლის უშუალო ფუნქციას წარმოადგენს ტერიტორიაზე პირის შეშვება.
სასამართლო განმარტავს, რომ ევროსასამართლოს განმარტებით, ნებისმიერ შემთხვე-ვაში, მოწმეთა კომპეტენცია, პირველ რიგში ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად წესრიგდება (იხ. the Lüdi v. Switzerland, გადაწყვეტილება 15.06.1992, სერია A, N238, გვ. 20, პარაგრაფი 43 და the Schuler-Zgraggen v. Switzerland გადაწყვეტილება 24.06.1993. სერია N263, გვ.21. პარაგრაფი 66). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე და 140-ე მუხლების ანალიზიდან კი, გამომდინარეობს, რომ მოწმის ჩვენების მიღებისას ეროვნულმა სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს ყველა იმ ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორით, რაც ამ მტკიცებულების იურიდიულ ბუნებას ახლავს, მათ შორისაა მოწმის, როგორც სუბიექტის დამოუკიდებლობა მხარეთა შორის სადავო ფაქტებისა და მოვლენების მიმართ. სწორედ ამ კრიტერიუმებით განი-საზღვრება ჩვენებაში გადმოცემული ფაქტების იურიდიული სანდოობა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ №ას406-383-2014, 2015 წლის 17 აპრილი). შესაბამისად, მოწმის ჩვენებაც, როგორც ერთ-ერთი მტკიცებულება, უნდა შეფასდეს ყველა იმ ობიექტური და სუბიექტური ფაქტორით, რაც ამ მტკიცებულებების როგორც ერთ-ერთი მტკიცებულება უნდა შეფასდეს ყველა იმ ობიექტური და სუბიექტური ფაქტორით, რაც ამ მტკიცებულებების იურიდულ ბუნებას ახლავს, მათ შორისაა მოწმის, როგორც სუბიექტის დამოუკიდებლობა მხარეთა შორის სადავო ფაქტებისა და მოვლენების მიმართ. სწორედ ამ კრიტერიუმებით განისაზ-ღვრება ჩვენებაში გადმოცემული ფაქტების იურიდიული სანდოობა.
ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ორივე მოწმე დასაქმებულია სამინისტროში, აგრეთვე, მათ ჩვენებებში არის წინააღმდეგობაც, კერძოდ, მათი მითითებით ღონისძიების გახსნის დროის ცვლილება განპირობებული იყო იმ მომენტში მიმდინარე მოვლენებით რაც მოპასუხე მხარის მიერ გაქარწყლებულ იქნა სხვადასხვა ინტერნეტსაიტებიდან ამოღებული ამონარიდებით, სადაც მითითებულია, რომ ღონისძიების გახსნა დაგეგმილი იყო 2017 წლის 24 სექტემბერს, 12 საათზე. ამასთან, მათი მხრიდან არ დადასტურდა უშუალოდ რიყის ტერიტორიაზე შესვლის მომენტში სამინისტროს წარმომადგენელის ყოფნის ფაქტი, რაც ობიექტურად გავლენას ახდენს მათ მიერ მიუკერძოებელი ჩვენების მიცემის შესაძლებლობაზე და ამცირებს აღნიშნული მოწმეების ჩვენებების, როგორც მტკიცებულებების, იურიდიულ სანდოობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შეგებებული სარჩელი, შესაგებლები, სასამართლო სხდომის ოქმი);
- პრესრელიზი საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-გვერდიდან’ „განათლება და ეტალონიდან“ (ს.ფ. 336-337)
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და მოწმეთა ჩვენებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო თვლის, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს და შპს „ფ------------------------ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 629-ე, 633-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდე-ბულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებ-ლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილ-სინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრუ-ლებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე.
სასამართლომ დადგენილ გარემოებად მიიჩნია ფაქტი, რომ შპს „ფ------------------------ი“-ს მხრიდან 2017 წლის 14 სექტემბრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულყოფილად შეუსრულებლობა გამოწვეული იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბრალით, კერძოდ, შემსყიდველის მხრიდან არ განხორციელდა წინასაორგანიზაციო საკითხების მოწესრიგება. ამასთან, სამინისტროს სადაოდ არ გაუხდია ხელშეკრულებით გათვა-ლისწინებული სხვადასხვა დანადგრების ადგილზე მიტანისა და იქ არსებობის ფაქტი. შესაბამისად, მიმწოდებლის მხრიდან სრულად იქნა ვალდებულება შესრულებული და არ არსებობს მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 633-ე მუხლის თანახმად, მენარდეს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, თუ შემკვეთი არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს. შემკვეთი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი მაშინაც, როცა იგი არ შეასრულებს სამუშაოს შესრულებისათვის აუცილებელ მოქმედებას.
დადგენილია, რომ კომპანიამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა კეთილსინდისიერად და გულისხმიერად, თუმცა არ დადგინდა შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან შესაბამისი ქმედების განხორციელება. შემსყიდველმა ვერ უზრუნველყო ღონისძიების ადგილის დროული ორგანიზებისათვის საჭირო ნებარ-თვის გაცემა, მაშინ როდესაც მიმწოდებელს სივრცე უნდა კეთილმოეწყო ღონისძიების წინა დღით. შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ვალდებულია აანაზღაუროს მხარის მიერ გაწეული მომსახურების საფასური სრულად, რაც შეადგენს 24 800 ლარს და ამასთან დაუბრუნოს საბანკო გარანტიის საფუძველზე მიღებული თანხა 4 580 ლარის ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
ძირითადი სარჩელით მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციუ-ლად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან დაკმაყოფილდა შპს „ფ------------------------ი“-ს შეგებებული სარჩელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 882 ლარის გადახდა.
8.უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. შპს „ფ------------------------ი“-ს შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს:
2.1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შპს „ფ------------------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 24 800 ლარის გადახდა;
2.2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შპს „ფ------------------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 4 580 ლარის გადახდა;
3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შპს „ფ------------------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გაწეული ხარჯის სანაცვლოდ 882 ლარის გადახდა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ჩიხლაძე