განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210115001072303
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე № 2\ბ-1238-2018
27 ივნისი 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე: თამარ სვანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ირმა პერანიძე
სხდომის მდივანი: ბექა გიორგაძე
აპელანტი: შპს ,,ა------------–ი“ და შპს ,,ა------------–ის“ ფილიალი საქართველოს რესპუბლიკაში
წარმომადგენელი: ვ-------- ა---–-----–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე: შპს ,,ბ------------ი“
წარმომადგენელი: დ----- ფ----------ე
დავის საგანი: თანხის დაკისრება, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ზიანის ანაზღაურება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
აღწერილობითი ნაწილი:
შპს ,,ბ------------მა“ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე შპს ,,ა------------–ის“ და შპს ,,ა------------–ის“ წარმომადგენლობა საქართველოს მიმართ და მოითხოვა მოპასუხეზე მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხისა და პირგასამტეხლოს დაკისრება. თავის მხრივ, შპს ,,ა------------–მა“ და შპს ,,ა------------–ის“ წარმომადგენლობა საქართველოში წარადგინეს შეგებებული სარჩელი შპს ,,ბ------------ის“ მიმართ და მოითხოვეს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ზიანის (მიუღებელის შემოსავლის) ანაზღაურება;
ძირითადი სარჩელით მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით: შპს ,,ა------------–ი“ რეგისტრირებულია აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. 2004 წლის 24 მაისს მან საქართველოში დააფუძნა თავისი წარმომადგენლობა ფილიალის სახით, როგორც უცხო საწარმოს ფილიალი.
2----–-–------------–- შპს ,,ბ------------სა“ და შპს ,,ა------------–ის“ ფილიალს შორის გაფორმდა ხელშეკრულება მომსახურების გაწევაზე, რომლის თანახმად, დამკვეთმა ანუ მოპასუხემ დაავალა, ხოლო შემსრულებელმა შპს ,,ბ------------მა“ აიღო ვალდებულება მოპასუხის სასარგებლოდ განეხორციელებინა შემდეგი სახის მომსახურება: V-------------------- ბორბლებიან დამტვირთველზე ახალი ძრავის ჩადგმა, ბატარიის წინა და გვერდითი საქარე მინის, საქოქი გასაღების და წინა საბურავების შეცვლა, ელექტროობის შემოწმება, შეკეთება და ქიმწმენდის ჩატარება. შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება განისაზღვრება 22 000 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში, ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის არსებული ეროვნული ვალუტის კურსის მიხედვით.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ შედგებოდა მიღება-ჩაბარების და დეფექტური აქტები. დამკვეთმა აიღო ვალდებულება გადაეხადა შემსრულებლისათვის კუთვნილი თანხა შესრულებული სამუშაოს დასრულებასა და ძრავის მუშაობაში მოყვანის შემდგომ არაუგვიანეს ერთი კვირისა. ხოლო თუ დამკვეთი არ გადაიხდიდა თანხას მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს ერთი კვირის განმავლობაში, მაშინ მას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს სახით დაერიცხებოდა 200 ლარი.
2015 წლის 27 მაისს მხარეებს შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი შემსრულებლის მიერ გაწეული მომსახურების შესახებ, რაზედაც ხელი მოაწერეს შპს ,,ბ------------ის“ და შპს ,,ა------------–ის“ ფილიალის დირექტორებმა, ასევე მძიმე ტექნიკის წარმომადგენელმა ბაშიდ ბარახლოვმა. მიღება-ჩაბარების აქტში აღნიშნული იქნა, რომ დამკვეთს შემსრულებელთან არ გააჩნდა რაიმე სახის შენიშვნა და პრეტენზია, რაც დაადასტურეს აღნიშნულ აქტზე ხელმოწერით, თუმცა ამავე აქტზე მოპასუხის წარმომადგენელმა გააკეთა შენიშვნა, რომ ძრავი არ იყო ახალი, ის იყო გარემონტებული, რასაც არ ეთანხმება შპს ,,ბ------------ი“.
ამდენად, შპს ,,ბ------------მა“ წარმოდგენილი სარჩელით მოითხოვა მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე 22 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის და პირგასამტეხლოს 8 100 ლარის გადახდა.
მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე შპს ,,ა------------–ის“ და შპს ,,ა------------–ის“ წარმომადგენლობა საქართველოშის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მათ მიიღეს არაჯეროვანი შესრულება, რაც გამოიხატა იმაში, რომ თვითმცლელში დამონტაჟებული ძრავი არ იყო ახალი, ამასთან იგი არ იყო იმავე მარკისა და მოდელის ტექნიკის.
მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ განსხვავებული შესრულების გამო ისინი არ იყვნენ ვალდებულნი მიეღოთ იგი და შესაბამისად, მომსახურების საფასურის ანაზღაურების თვალსაზრისით არ წარმოშობილა შემხვედრი შესრულების ვალდებულება.
მხარეთა შორის არ შემდგარა არავითარი მიღება-ჩაბარების აქტი გაწეული მომსახურების შესახებ, ხოლო წარმოდგენილ მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმომწერ ბაშიდ ბარახლოვს ისინი არ იცნობენ, იგი მათი თანამშრომელი არაა.
ამდენად, არ არსებობს თანხის გადახდის საფუძვლები.
თავის მხრივ წარადგინეს შეგებებული სარჩელი და განმარტეს: 2----–-–------------–- შპს ,,ბ------------სა“ და შპს ,,ა------------–ის“ ფილიალს შორის გაფორმდა ხელშეკრულება მომსახურების გაწევაზე. მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა არაჯეროვნად. შედეგად მას მოსთხოვეს ნივთის დაბრუნება, თუმცა მოპასუხე უკვე ერთი წელია აბსურდული არგუმენტებით უარს აცხადებს ნივთის დაბრუნებაზე, რითაც მათ ადგებათ ზიანი, მიუღებელი შემოსავლის სახით. მოსარჩელე როგორც სამეწარმეო სუბიექტი დროის ამ მონაკვეთში გააქირავებდა ავტომანქანას, რითაც მიიღებდა საიჯარო ქირას, დღეში 350 ლარს.
ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა დაევალოს შპს ,,ბ------------’’ შპს ,,ა------------–ისათვის’’ კუთვნილი ვ---–---------------–--- მოდელის დამტვირთველის პირდაპირ მფლობელობაში გადაცემა. ასევე ზიანის ანაზღაურება 66 000 ლარის ოდენობით.
მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე შპს ,,ბ------------ის“ წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მათ მიერ ჯეროვნად იქნა შესრულებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, თუმცა მიუხედავად ამისა მოსარჩელემ არ გადაუხადა მათ შეთანხმებული საზღაური. შესაბამისად, მათ გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და თანხის ანაზღაურებამდე უარი განაცხადეს ნივთის დაბრუნებაზე, რის გამოც არ არსებობს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 03 ოქტომბრის გადაწყვეტილებით:
შპს ,,ბ------------ის’’ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს შპს ,,ა------------–ს’’ და შპს ,,ა------------–ის” ფილიალი საქართველოს რესპუბლიკაში სოლიდარულად დაეკისრათ შპს ,,ბ------------ის’’ სასარგებლოდ 2015 წლის 07 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე 22 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის და პირგასამტეხლოს 8 100 ლარის გადახდა; შეგებებული სარჩელის მოსარჩელეებს შპს ,,ა------------–ს’’ და შპს ,,ა------------–ის“ ფილიალი საქართველოს რესპუბლიკაში” უარი ეთქვათ შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე;
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
_ შპს ,,ბ------------სა’’ და შპს ,,ა------------–ის’’ ფილიალი საქართველოს რესპუბლიკაში შორის 2----–-–------------–- გაფორმდა ხელშეკრულება მომსახურების გაწევის თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად ”შემსრულებელს”, შპს ,,ბ------------ს’’ ”დამკვეთისათვის”, შპს ,,ა------------–ის’’ ფილიალი საქართველოს რესპუბლიკაში უნდა განეხორციელებინა შემდეგი სახის მომსახურება: V------------------ ბორბლებიან დამტვირთელზე ახალი ძრავის ჩადგმა, ბატარიის წინა და გვერდითი საქარე მინის, საქოქი გასაღების და წინა საბურავების შეცვლა, ელექტოობის შემოწმება და შეკეთება და ქიმწმენდის ჩატარება. ამავე ხელშეკრულებით მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ავტომანქანა მწყობრიდან იყო გამოსული და პირველადი დათვალიერების საფუძველზე ესაჭიროებოდა ზ/აღნიშნული ნაწილები და მომსახურების გაწევა. ხელშეკრულების 1.4 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ შედგებოდა მიღება-ჩაბარების და დეფექტური აქტები, ამავე ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 22 000 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში.
სასამართლომ დაადგინა, რომ
_ შპს ,,ბ------------სა’’ და შპს ,,ა------------–ის’’ ფილიალი საქართველოს რესპუბლიკაში შორის 2----–-–------------–- გაფორმებული ხელშეკრულების 2.3 პუნქტის მიხედვით, დამკვეთი იღებდა ვალდებულებას გადაეხადა შემსრულებლისათვის კუთვნილი თანხა შესრულებული სამუშაოს დასრულებისა და ძრავის მუშაობაში მოყვანის შემდგომ არაუგვიანეს ერთი კვირისა. ამავე ხელშეკრულების 4.3 პუნქტით განისაზღვრა, რომ თუ დამკვეთი არ გადაიხდიდა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს ერთი კვირის განმავლობაში თანხას, მაშინ მას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს სახით დაერიცხებოდა 200 ლარი. მოპასუხეს თანხა უნდა გადაეხადა 2015 წლის 03 ივნისამდე.
ვინაიდან შპს ”ბ------------მა” მიიჩნია, რომ მოპასუხემ არ შეასრულა ვალდებულება, მან მოითხოვა მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება 8100 ლარის ოდენობით, რაც შეადგენს სარჩელის აღძვრამდე 81 ვადაგადაცილებულ დღეზე ყოველდღიურად 100 ლარის ოდენობით დარიცხულ პირგასამტეხოს თანხას.
_ 2015 წლის 27 მაისს შპს ”ბ------------ის” დირექტორს ა------ ბ----–--ეს და მეორე მხრივ, შპს ,,ა------------–ის” ფილიალი საქართველოს რესპუბლიკაში ტექნიკის სპეციალისტ რაშიდ ბარხალოვს შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი შემსრულებლის მიერ გაწეული მომსახურების შესახებ, რომელშიც აღნიშნულია, რომ დამკვეთს შემსრულებელთან არ გააჩნია რაიმე სახის შენიშვნა და პრეტენზია, რასაც ადასტურებენ აღნიშნულ აქტზე ხელმოწერით, თუმცა ამავე აქტზე მოპასუხის წარმომადგენელმა გააკეთა შენიშვნა, რომ ძრავი არ იყო ახალი და ის გარემონტებული იყო, რასაც არ დაეთანხმა შპს ,,ბ------------ის’’ წარმომადგენელი. შესაბამისად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ”ა------------–მა” არ მიიღო შესრულებული სამუშაო.
_ შპს ,,ბ------------ის’’ დირექტორის ა------ ბ----–--ის მიერ გამოთხოვილი იქნა ძრავის მიმწოდებელი კომპანიისგან დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება, რომ სადაო ძრავი არის გამოშვებული 2015 წლის 11 მარტს.
_ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 03 ივნისის დასკვნაში მითითებულია, რომ V---------, საიდენტიციკაციო №V---------------- ბორბლებიან დამტვირთველში ქარხანადამამზადებლის მიერ კონსტრუქციულად გათვალისწინებული “V--------” მოდელის ძრავის ნაცვლად დამონტაჟებულია “D-------------” მოდელის ძრავი. ამავე დასკვნის თანახმად, დამონტაჟებული “D--------------” მოდელის ძრავი ტექნიკური მახასიათებლებით არ მოდის შესაბამისობაში ქარხანადამამზადებლის მიერ კონსტრუქციულად გათვალისწინებული “V--------” მოდელის ძრავის ტექნიკურ მახასიათებლებთან. კერძოდ: “D--------------” მოდელის ძრავის მონაცემებია: სიმძლავრე 101,8 ცხ.ძ., ხოლო “V--------” მოდელის ძრავის მონაცემებია: 83 ცხ.ძ.
_ სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტების, მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნით და ექსპერტის დაკითხვით დადგენილად მიიჩნია, რომ V---------, საიდენტიციკაციო №V---------------- ბორბლებიან დამტვირთველში შპს ”ბ------------ის” მიერ ჩადგმულია ”D-------------” მოდელის ახალი ძრავი, რომელიც კონსტრუქციულად წარმოადგენს უნივერსალურ ძრავს და მისი დამონტაჟება ტექნიკური თვალსაზრისით შესაძლებელია სხვადასხვა სახის სპეცტექნიკაზე, მათ შორის მისი დამონტაჟება შესაძლებელი იყო სადაო ბორბლებიან დამტვირთველ V----------ზე და აღნიშნული ძრავით სავსებით შესაძლებელია სადაო ტექნიკის დანიშნულებისამებრ გამოყენება.
_ სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ”ბ------------ის” მიერ შესრულებული იქნა მხარეებს შორის 2----–-–------------–- გაფორმებული მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, კერძოდ: მის მიერ შპს ”ა------------–ის” კუთვნილ V----------------- ბორბლებიან დამტვირთელში ჩადგმული იქნა ახალი ძრავი, შეცვლილი იქნა ბატარიის წინა და გვერდითი საქარე მინა, საქოქი გასაღები და წინა საბურავები, შემოწმდა ელექტროობა, შეკეთდა სადაო ტექნიკა და ჩაუტარდა ქიმწმენდა. ასევე დადგენილი იქნა, რომ შპს ”ა------------–ის” მიერ დღემდე არ განხორციელებულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულების 22000 აშშ დოლარის გადახდა. ასევე დადგენილი იქნა და მხარეებს შორის სადაო არ არის ის გარემოებაც, რომ შპს ”ა------------–ის” კუთვნილი V----------------- ბორბლებიანი დამტვირთელი დღემდე იმყოფება შპს ” ბ------------ის” მფლობელობაში.
_ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 19 მაისის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ბორბლებიანი დამტვირთველი V----------ის მძღოლისა და საწვავის ჩათვლით გაქირავების ერთი დღის ქირის ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 350 ლარს.
სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს ”ბ------------ის” მიერ შესრულებული იქნა მხარეებს შორის 2----–-–------------–- გაფორმებული მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, კერძოდ: მის მიერ შპს ”ა------------–ის” კუთვნილ V----------------- ბორბლებიან დამტვირთველში ჩადგმული იქნა ახალი ძრავი, შეცვლილი იქნა ბატარიის წინა და გვერდითი საქარე მინა, საქოქი გასაღები და წინა საბურავები, შემოწმდა ელექტროობა, შეკეთდა სადაო ტექნიკა და ჩაუტარდა ქიმწმენდა.
ასევე დადგენილი იქნა, რომ 2015 წლის 27 მაისს შპს ”ბ------------ის” დირექტორს ა------ ბ----–--ეს და მეორე მხრივ შპს ,,ა------------–ის” ფილიალი საქართველოს რესპუბლიკაში ტექნიკის სპეციალისტ რაშიდ ბარხალოვს შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი შემსრულებლის მიერ გაწეული მომსახურების შესახებ, რომელშიც აღნიშნულია, რომ დამკვეთს შემსრულებელთან არ გააჩნია რაიმე სახის შენიშვნა და პრეტენზია, რასაც ადასტურებენ აღნიშნულ აქტზე ხელმოწერით, თუმცა ამავე აქტზე მოპასუხის წარმომადგენელმა გააკეთა შენიშვნა, რომ ძრავი არ იყო ახალი და ის გარემონტებული იყო, რის გამოც შპს ”ა------------–ის” ფილიალი საქართველოს რესპუბლიკაში წარმომადგენელმა არ მიიღო შესრულებული სამუშაო.
სასამართლომ არ გაიზიარა შპს ”ა------------–ის” და შპს ”ა------------–ის” ფილიალი საქართველოს რეპუბლიკაში წარმომადგენლის მტკიცება იმის თაობაზე, რომ შპს ”ბ------------ის” მიერ ადგილი ჰქონდა ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას, ვინაიდან მან სარემონტოდ გადაცემულ დამტვირთველში ტექნიკური სპეციფიკის გათვალისწინებით “V--------” მოდელის ძრავის ნაცვლად დაამონტაჟა სხვა ფირმის და მოდელის ძრავი, რომლის ტექნიკური მახასიათებლებიც შეუსაბამო იყო კონკრეტული სატრანსპოტო საშუალებისათვის, რის გამოც იგი უარს აცხადებს შესრულების მიღებაზე.
სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტების, მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნით და ექსპერტის დაკითხვით დადგენილად მიიჩნია, რომ V---------, საიდენტიციკაციო №V---------------- ბორბლებიან დამტვირთველში შპს ”ბ------------ის” მიერ მართალია ჩადგმულია ”D---------------” მოდელის ძრავი, მაგრამ აღნიშნული ძრავი არის ახალი, იგი გამოშვებულია 2015 წლის 11 მარტს, ამასთან დადგენილი იქნა, რომ იგი კონსტრუქციულად წარმოადგენს უნივერსალურ ძრავს, არის საკმაოდ კარგი ფირმის ძრავი და მისი დამონტაჟება ტექნიკური თვალსაზრისით შესაძლებელია სხვადასხვა სახის სპეცტექნიკაზე, მათ შორის მისი დამონტაჟება სავსებით შესაძლებელი იყო სადაო ბორბლებიან დამტვირთველ V----------ზე და აღნიშნული ძრავით სავსებით შესაძლებელია სადაო ტექნიკის დანიშნულებისამებრ გამოყენება.
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ გაიზიარა შპს ”ბ------------ის” წარმომადგენლის მტკიცება, რომ შპს ”ბ------------ის” მიერ შესრულებული იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შპს ”ა------------–ის” ფილიალი საქართველოს რესპუბლიკაში მიერ არ იქნა მიღებული შესრულებული სამუშაო და შესაბამისად არ იქნა გადახდილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულება 22000 აშშ დოლარის ოდენობით.
სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება, რომ ”დამკვეთს” თანხა უნდა გადაეხადა 2015 წლის 03 ივნისამდე, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. შპს ”ბ------------მა” შეამცირა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა და მოითხოვა მოპასუხეზე პირგასამტეხლოს სახით 8100 ლარის დაკისრება, რაც სასამართლომ მიიჩნია ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად, რის გამოც იგი დააკმაყოფილა.
სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია შეგებებული სარჩელის მოთხოვნა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე, რადგან სსკ-ის 634-ე მუხლის თანახმად, შპს ”ბ------------ს” უფლება აქვს გამოიყენოს მისი მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით სადაო ნივთზე გირავნობის უფლება და არ დაუბრუნოს მესაკუთრეს ნივთი მანამ, ვიდრე არ იქნება შესრულებული ”შემკვეთის” მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულად და არ იქნება გადახდილი შესრულებული სამუშაოს ღირებულება. აღნიშნული ასევე გამორიცხავდა ზიანის ანაზღაურების დაკისრებას, რადგან არ იკვეთებოდა შპს ”ბ------------ის” ბრალეული ქმედება.
ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილების და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 394-ე, 395-ე, 411-ე, 412-ე, 415-ე, 417-ე, 418-ე, 629-ე, 633-ე, 634- ე, 639-ე, 641-ე, 649-ე მუხლებზე; ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებზე.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 03 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებული იქნა მოპასუხეების/შეგებებული მოსარჩელეების შპს ,,ა------------–ის’’ და შპს ,,ა------------–ის” ფილიალი საქართველოშის მიერ.
აპელანტის მითითებით:
სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ფაქტობრივი გარემოება, იმის შესახებ თითქოს მხარეთა შორის 2015 წლის 27 მაისს, შ.პ.ს „ბ------------ის“ დირექტორს ა------ ბ----–--ეს და „ა------------–ის“ ფილიალის საქართველოში წარმომადგენელის მიერ შედგენილი იქნა შესრულებულ სამუშაოთა მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც დადასტურებული იქნა მათივე ხელისმოწერით, ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია და არც აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება ყოფილა წარმოდგენილი მოსარჩელის მიერ.
მოცემულ აქტში დამკვეთის წარმომადგენლად მითითებულია ვინმე რაშიდ ბარხალოვი, რომელიც არა თუ დამკვეთის წარმომადგენლობის უფლებით აღჭურვილი პირი არ არის, არამედ, არასოდეს უმუშავია კომპანიაში. შესაბამისად, მითითებული პიროვნების დამკვეთის წარმომადგენლად გამოცხადება, ხოლო მის მიერ ხელმოწერილი (თუ ასეთს მართლა ჰქონდა ადგილი) აქტის, დამკვეთის ნების გამომხატველი დოკუმენტად, აშკარა აბსურდია. გარიგებებში სამეწარმეო სუბიექტის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილია დირექტორი, ან დადგენილი წესით საამისოდ უფლებამოსილი პირი, ნების გამოვლენის დელეგირება კანონით განსაზღვრული ფორმით უნდა განხორციელდეს, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ფაქტობრივი გარემოება, იმის შესახებ თითქოს შ.პ.ს „ბ------------ის“ დირექტორის მიერ, ძრავის მწარმოებელი კომპანიისაგან გამოთხოვნილ იქნა დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება ძრავის გამოშვების თარიღი - 2015 წლის 11 მარტი, ასეთი შინაარსის კორესპონდენცია საქმის მასალებში არ არის. უპირველეს ყოვლისა დოკუმენტურად არ არის იდენტიფიცირებული კომპანია, რომელმაც ააშენა კონკრეტული ძრავი, არ არის მიმართვის წერილი შესაბამის კომპანიაზე, კონკრეტული შინაარსის შეკითხვით და არც პასუხია შ.პ.ს „ბ------------ის“ დირექტორის სახელზე წარმოდგენილი. საქმის მასალებში იძებნება მხოლოდ ამონარიდები ვებ. გვერდიდან, სადაც ძრავის შემძენად მითითებულია თურქული კომპანია “თისითი მაკინ ივი მოტორს სან ტიკ” და არა შ.პ.ს „ბ------------ი“, ისე რომ არანაირად არ დგინდება შემდგომ მისი კავშირი მოსარჩელესთან.
სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ფაქტობრივი გარემოება, იმის შესახებ თითქოს შ.პ.ს „ბ------------ის“ მიერ "ვოლვოს" მარკის ბლ-61 მოდელის ბორბლებიან დამტვირთველზე დამონტაჟებული ძრავი ახალი იყო და თითქოს მისი დამონტაჟება შესაძლებელი იყო სადაო ბორბლებიან დამტვირთველზე. აღნიშნული შინაარსის ცნობებს არ შეიცავს გასაჩივრებული გადაწყვეტილების 5.2.5 პუნქტში ჩამოთვლილი არც ერთ მტკიცებულება, გარდა მოსარჩელის ახსნა-განმარტებისა, კერძოდ, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს 2016 წლის 03 ივნისის დასკვნაში ცალსახად არის მითითებული, რომ დამტვირთველზე დამონტაჟებული "D----" ფირმის B------- მოდელის ძრავი ტექნიკური მახასიათებელი შეუსაბამოა L------"-ს მარკის D-- მოდელის ძრავის ტექნიკურ მახასიათებელთან. ამავე დასკვნაში განმარტებულია, რომ შეუძლებელია დამონტაჟებული ძრავის სიახლის დადასტურება, ვინაიდან ამის განსაზღვრისათვის საჭიროა ძრავის დემონტაჟი და განკომპლექტება. ზუსტად ანალოგიური შინაარის ჩვენება მისცა ექსპერტმა 2017 წლის 14 სექტემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე.
სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია დადგენილად ფაქტობრივი გარემოება, იმის შესახებ თითქოს შ.პ.ს „ბ------------ის“ მიერ შესრულებულ იქნა მხარეთა შორის 2015 წლის 17 აპრილის მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები - დამტვირთველში ახალი ძრავის ჩადგმის, ბატარიის წინა და გვერდითი საქარე მინის, საქოქი გასაღების და წინა საბურავის შეცვლის, ელექტროობის შეკეთებისა და ქიმწმენდის სახით, არც ერთი ზემოთ მითითებული ვალდებულება მოსარჩელის მხრიდან შესრულებული არ ყოფილა.
საქმის განმხილველმა სასამართლომ ასევე არასწორად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის არ მქონედ და საერთოდ არ იმსჯელა მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებაზე უარის თქმისა და ამ გზით მოსარჩელესთან სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის ფაქტის შესახებ, აღნიშნული გარემოება არსებითი მნიშვნელობისაა განსახილველი დავის სწორად გადაწყვეტის მიზნებისათვის, ვინაიდან ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავს მოპასუხის მხრიდან შემხვედრი შესრულების ვალდებულებას და თეორიულად უტოვებს მოსარჩელეს ზიანის მოთხოვნის შესაძლებლობას.
სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია დადგენილად მოსარჩელის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტის შესახებ, რომელსაც ადგენს 17/04/2017 წლის ხელშეკრულების 3.1 პუნქტი. აღნიშნული პუნქტით მხარეთა შორის შეთანხმებულ იქნა არსებითი სახელშეკრულებო პირობა, რომ მიწოდებული მომსახურების ტექნიკური პარამეტრი შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო არსებულთან, აღნიშნული პირობა ერთმნიშვნელოვნად ავალდებულებდა მოსარჩელეს მინიმუმ 100% ტექნიკურ შესაბამისობას, საქმის განმხილველმა სასამართლომ კი მიუხედავად იმისა, რომ დაადგინა ტექნიკური შეუსაბამობა დაკვეთილ და მიწოდებულ მომსახურებას შორის, შ.პ.ს "ბ------------ის" მხრიდან ვალდებულება მაინც შესრულებულად ჩათვალა, იმ არგუმენტით, თითქოს ნაკეთობის ხარისხი წინასწარ არ იყო მხარეთა შორის შეთანხმებული, რა შემთხვევაშიც "დამკვეთი" ვალდებული იყო მიეღო ჩვეულებრივი გამოყენებისატვის ვარგისი ნაკეთობა. აღნიშნული მოსაზრება აბსოლუტურად არასწორია კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან, ნაკეთობის სახეობა და პირობები ამ შემთხვევაში მხარეთა შორის წინასწარ იყო შეთანხმებული ხელშეკრულების 3.1 პუნქტით. ასეთი მოცემულობის პირობებში, კი "დამკვეთს" ხელშეკრულების 4.1 პუქნტის თანახმად უფლება ჰქონდა უარი განეცხადებინა უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს მიღებაზე.
ამ და სხვა გარემოებებზე მითითებით აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება ითხოვა.
სააპელაციო სასამართლომ მოუსმინა მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს, შეამოწმა და მისცა შეფასება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, დანიშნა საქმეზე ექსპერტიზა, მოუსმინა ექსპერტს და მიიჩნევს, რომ შპს ,,ა------------–ის’’ და შპს ,,ა------------–ის” ფილიალი საქართველოს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
სააპელაციო სასამართლო მთლიანად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ამ გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით მიუთითებს შემდეგს:
_ V------------------ის მქონე ექსკავატორ-დამტვირთველის სარეგისტრაციო მოწმობის თანახმად, მისი მესაკუთრეა კომპანია ,,ა------------–სუთიქინითი“, იგი გამოშვებული იქნა 2----–--–------------------------------------------------.
(იხ. სარეგისტრაციო მოწმობა, ტომი 1, ს/ფ 193).
_ დადგენილია, რომ შპს ,,ბ------------სა’’ და შპს ,,ა------------–ის’’ ფილიალი საქართველოს რესპუბლიკაში შორის 2----–-–------------–- გაფორმდა ხელშეკრულება მომსახურების გაწევის თაობაზე.
აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად:
დამკვეთმა დაივალა, ხოლო შემსრულებელმა აიღო ვალდებულება შეესრულებინა შემდეგი სახის მომსახურება: V----------------- ბორბლებიან დამტვირთველზე ახალი ძრავის ჩადგმა, ბატარიის წინა და გვერდითი საქარე მინის, საქოქი გასაღების, წინა საბურავების შეცვლა, ელექტროობის შემოწმება და შეკეთება, ქიმწმენდის ჩატარება (1.1 პუნქტი);
ავტომანქანა მწყობრიდან იყო გამოსული და პირველადი დათვალიერების საფუძველზე ესაჭიროებოდა ზ/აღნიშნული ნაწილები და მომსახურების გაწევა. დამკვეთმა აიღო ვალდებულება აენაზღაურებინა შემსრულებისათვის ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს ღირებულება ამ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად (1.2 პუნქტი);
მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ შედგებოდა მიღება-ჩაბარების და დეფექტური აქტები, სადაც უნდა გაწერილიყო მომსახურების სახე, ღირებულება, მომსახურებაში მონაწილე მასალების წარმომავლობა (1.4 პუნქტი);
შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება განისაზღვრება 22 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარით (2.1 პუნქტი);
დამკვეთმა აიღო ვალდებულება გადაეხადა შემსრულებლისათვის კუთვნილი თანხა შესრულებული სამუშაოს დასრულებისა და ძრავის მუშაობაში მოყვანის შემდგომ არაუგვიანეს ერთი კვირისა (2.3 პუნქტი);
დამკვეთი უფლებამოსილი იყო უარი ეთქვა დაგვიანებით ან უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს მიღებაზე, ხოლო თუ აღმოჩნდებოდა დეფექტები (მხოლოდ ძრავსა და ელექტროობაზე), შემსრულებელი ვალდებული იყო დაუყოვნებლივ გამოესწორებინა ზიანი (4.1 პუნქტი);
დამკვეთი ვალდებული იყო გადაეხადა სახელშეკრულებო ღირებულება ძრავის ამუშავებიდან ერთი კვირის განმავლობაში. ავტომანქანა დარჩებოდა სერვისცენტრში თანხის სრულ დაფარვამდე (4.2 პუნქტი);
ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დამკვეთს პირგასამტეხლოს სახით დაერიცხებოდა 200 ლარი (4.3 პუნქტი);
იმ შემთხვევაში თუ ძრავის ჩადგმისა და მისი გამართულად ამუშავების შემდგომ, ასევე ელექტროობის შემოწმების შემდეგ, ავტომანქანა არ მივიდოდა სრულ მუშა მდგომარეობაში შემსრულებელი არ აგებდა პასუხს სხვა დანარჩენი მუშაობის ხარისხზე (4.8 პუნქტი);
(იხ. ხელშეკრულება, ტომი 1, ს/ფ 99-101).
_ დადგენილია, რომ 2015 წლის 27 მაისს შპს ”ბ------------ის” დირექტორს ა------ ბ----–--ეს და მეორე მხრივ, შპს ,,ა------------–ის” ფილიალი საქართველოს რესპუბლიკაში ტექნიკის სპეციალისტ რაშიდ ბარხალოვს შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი შემსრულებლის მიერ გაწეული მომსახურების შესახებ.
ამავე აქტში მითეთებულია, რომ ამა წლის 17 აპრილს შპს ”ბ------------სა” და შპს ,,ა------------–ის” ფილიალი საქართველოს რესპუბლიკაში გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შემსრულებელმა გასწია შემდეგი სახის მომსახურება და შეცვალა ხელშეკრულების ფარგლებში (და გაუთვალისწინებელი სიტუაციიდან გამომდინარე საჭირო ზოგიერთი სათადარიგო ნაწილი მომსახურება) მისი ვალდებულებით ნაკისრი ყველა სათადარიგო ნაწილი, კერძოდ: 1. ახალი ძრავი - 1 ერთეული; 2. საქოქი გასაღები; 3. შეძენილი იქნა გვერდითი საქარე მინა (იმ პერიოდისათვის არ იყო დაყენებული, ვინაიდან დასამონტაჟებელი ადგილი იყო ნასვარკი და საჭიროებდა შეკეთებას); 4. შეიცვალა წინა საბურავი; 5. შემოწმებული იქნა მატორის ელექტროობა და იყო მუშა მდგომარეობაში; 6. ტექნიკა იყო გასუფთავებული; 7. შეიცვალა გიდრავლიკის ზეთი 80 ლიტრი; 8. შეიცვალა გიდრავლიკის მილი 1 ცალი; 9. დაყენდა აკუმულატორი (მეორადი).
აღნიშნული ტექნიკა დათვალიერებული იქნა ადგილზე ,,დამკვეთი“ მხარის მძიმე ტექნიკის სპეციალისტის რაშიდ ბარხალოვის მიერ.
შემსრულებელმა ასევე ივალდებულა შეესრულებინა გვერდითა საქარე მინების ჩასმა და თავის თავზე აიღო ყველა ის გაუთვალისწინებელი ხარჯი, რომელიც თან ახლდა ამ მომსახურებას.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ დამკვეთს შემსრულებელთან არ გააჩნდა რაიმე სახის შენიშვნა და პრეტენზია, რაც დაადასტურეს აღნიშნულ აქტზე ხელმოწერით, თუმცა ამავე აქტზე მოპასუხის წარმომადგენელმა გააკეთა შენიშვნა, რომ ძრავი არ იყო ახალი და ის გარემონტებული იყო, რასაც არ დაეთანხმა შპს ,,ბ------------ის’’ წარმომადგენელი.
(იხ. მიღება-ჩაბარების აქტი, ტომი 1, ს/ფ 20-21; ტომი 2, ს/ფ 90-91).
_ დადგენილია, რომ მოპასუხეების მიერ სასამართლოში წარმოდგენილი იქნა ორი შესაგებელი: 21.09.2015წ. და 22.04.2016წ.
21.09.2015წ. სასამართლოში წარმოდგენილ შესაგებელში მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ რაშიდ ბარხალოვი არ ფლობს ქართულ ენას და შესაბამისად, ქართულ ენაზე შედგენილი და რაშიდ ბარხალოვის მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტი ვერ იქნებოდა გაზიარებული. მათ ამ შესაგებელში არ მიუთითებიათ, რომ რაშიდ ბარხალოვს არ იცნობენ, ან არის არაუფლებამოსილი პირი.
(იხ. შესაგებელი, ტომი 1, ს/ფ 90-98).
_ 2015 წლის 29 მაისს შპს ,,ა------------–ის“ ფილიალი საქართველოშის დირექტორმა ვ.ისმალოვმა წერილით მიმართა შპს ,,ბ------------ის“ დირექტორს, სადაც მათი 2015 წლის 27 მაისის წერილის პასუხად აცნობა, რომ მათ კომპანიებს შორის გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების შესაბამისად მათ უნდა დაეყენებინათ ექსკავატორ V------------------სათვის ახალი ძრავი. მათ 2015 წლის 27 მაისის წერილში აცნობეს, რომ ძრავი აქვთ შეძენილი D-----ის ოფიციალური დილერი კომპანიის თურქეთში T------------------------. მათთან იმყოფებოდა კომპანიის თანამშრომელი სპეციალისტი, რომელმაც მოახდინა V------------------ის დათვალიერება და მასში ჩაყენებული ძრავის მიმართ გამოთქვა ეჭვი, რომ ძრავი არ იყო ახალი. ამასთან, დაკავშირებით სთხოვეს წარმოედგინათ წარმოშობის სერტიფიკატი, დეკლარაცია და ძრავის პასპორტი. გარდა ამისა, მათ უნდა განეხორციელებინათ სხვადასხვა სამუშაოები, კერძოდ: ჩაეყენებინათ შუშა, შეეცვალათ წინა ბორბალი, შეემოწმებინათ ელექტროობა, რაც არ იყო გაკეთებული. აღნიშნულის გამო მოსთხოვეს დოკუმენტების წარდგენა და ხარვეზების გამოსწორება.
აღნიშნული წერილით პალატა დადასტურებულად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ რაშიდ ბარხალოვი, დიახაც იყო შპს ,,ა------------–ის“ უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელიც კომპანიამ წარგზავნა შესაბამისი უფლებამოსილებითა და დავალებით.
(იხ. მიმართვა, ტომი 1, ს/ფ 102).
_ საქმეში წარმოდგენილი “D-------------” მოდელის ძრავის საინფორმაციო ბარათის თანახმად, მისი წარმოების თარიღია 11.03.2015წ.
(იხ, ტომი 1, ს/ფ 25-26).
_ 2016 წლის 11 მაისის შპს ,,ელიტ მოტორსის“ წერილის თანახმად, მისი წერილის პასუხად იგი აცნობებს შპს ,,ბ------------ს“, რომ კომპანია ,,ელიტ-მოტორსმა“ როგორც ვოლვოს სამშენებლო ტექნიკის ოფიციალურმა დილერმა საქართველოში, შეადარა მათ მიერ მოთხოვნილი ტექნიკის ვოლვოს BL61 მარკის ძრავი მოდელის ტექნიკური მახასიათებლები ჩანაცვლებული D---- მარკის ძრავის მახასიათებლებს და დაადგინა, რომ აღნიშნული ძრავების მოდელი ერთნაირია, განსხვავებულია მხოლოდ ორ ტექნიკურ მახასიათებლებს შორის, კერძოდ ჩანაცვლებული ძრავის სიმძლავრე და ბრუნვათა რიცხვი 7-----------------, ხოლო ვოლვოს ოფიციალური პროგრამის მიხედვით ექსპლუატაციისათვის განსაზღვრულია მინიმუმ 6-----------------. აქედან გამომდინარე, ზემოაღნიშნული ძრავი არ შეუქმნის პრობლემას ვოლვო BL61 მარკის ტექნიკის შემდგომ ექსპლოატაციას.
(იხ. წერილი, ტომი 1, ს/ფ 221).
_ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 03 ივნისის დასკვნაში მითითებულია, რომ V---------, საიდენტიციკაციო №V---------------- ბორბლებიან დამტვირთველში ქარხანადამამზადებლის მიერ კონსტრუქციულად გათვალისწინებული “V--------” მოდელის ძრავის ნაცვლად დამონტაჟებულია “D-------------” მოდელის ძრავი. ამავე დასკვნის თანახმად, დამონტაჟებული “D--------------” მოდელის ძრავი ტექნიკური მახასიათებლებით არ მოდის შესაბამისობაში ქარხანადამამზადებლის მიერ კონსტრუქციულად გათვალისწინებული “V--------” მოდელის ძრავის ტექნიკურ მახასიათებლებთან. კერძოდ: “D--------------” მოდელის ძრავის მონაცემებია: სიმძლავრე 101,8 ცხ.ძ., ხოლო “V--------” მოდელის ძრავის მონაცემებია: 83 ცხ.ძ.
ამდენად, მოცემულ კონკრეტულ პირობებში, ქარხნული კომპლექტაციის მიხედვით “V---------” მარკის ბორბლებიან დამტვირთველში კონსტრუქციულად მოთავსებული უნდა იყოს “V--------” ტიპის ძრავი.
გადაწყვეტა საკითხისა, კვლევისათვის წარმოდგენილი “V---------” მარკის დამტვირთველში მოთავსებული “D-------------” ძრავი არის ახალი თუ ექსპლუატაციაში ნამყოფი შეუძლებელია, ვინაიდან აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა მოითხოვს მინიმუმ ძრავი ზედა და ქვედა ხუფის მოხსნას და ძრავის მაკომპლექტებელი დეტალების ვიზუალურ დათვალიერებას.
გამოსაკვლევად წარმოდგენილი ძრავი კონსტრუქციულად წარმოადგენს უნივერსალურ ძრავს, შესაბამისად, მისი დამონტაჟება ტექნიკური თვალსაზრისით შესაძლებელია სხვადასხვა-სახის სპეცტექნიკაზე (ტრაქტორები, დიზელ-გენერატორები და სხვა), ყოველგვარი მოდიფიცირებისა და გადაკეთების გარეშე.
(იხ. ექსპერტიზის დასკვნა, ტომი 1, ს/ფ 204-211).
_ 2018 წლის 21 აგვისტოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №005815818 სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევად წარმოდგენილ ტექნიკას - “V---------” ჩატარებული აქვს აღდგენითი სამუშაოები, საქმეში განთავსებული 2015 წლის 27 მაისით დათარიღებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად და ასევე დამატებით დამონტაჟებულია ჰიდრავლიკური სისტემის ერთი ცალი, მაღალი წნევის მილი, ხოლო ნაცვლად მეორადი მოხმარების ანთების ბატარეისა დამონტაჟებულია ახალი ანთების ბატარეა; გამოსაკვლევად წარმოდგენილ ტექნიკის გადაცემათა კოლოფის ტექნიკური მახასიათებლები აღემატება, შპს ,,ბ------------ის“ მიერ დამონტაჟებული ძრავის ტექნიკურ მახასიათებლებს, რაც მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მხოლოდ აუმჯობესებს, ბორბლებიანი დამტვირთველის ტექნიკურ მახასიათებლებს და არ გამოიწვევს რაიმე სახის ტექნიკურ გაუმართაობას ექსპლუატაციის პირობებში.
კვლევაში მითითებულია, რომ ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ბორბლებიანი დამტვირთველი “V---------” ვიზუალური დათვალიერებით დადგინდა, რომ საქმის მასალებში არსებული 2015 წლის 27 მაისით დათარიღებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად ,,ბ------------ის“მიერ შესრულებული იქნა შემდეგი სამუშაოები: 1. ძველი ძრავი შეიცვალა ახლით; 2. შეცვლილი იქნა ანთების სისტემის გასაღები (საქორი); 3. შეცვლილი იქნა წინა საქარე მინა (ახალი მინით), გვერდითა მინა კუსტარულად დამზადებული მინით; 4. წინა მარჯვენა საბურავი დამონტაჟებული იყო, სამაგრი ჭანჭიკის ზედაპირის ღარებში, აღინიშნებოდა მოხსნა-დაყენებისათვის დამახასიათებელი კვლები, საბურავის გარეთა ბორტზე აღინიშნებოდა საიზოლაციო-ჰერმეტული პასტის დატანის კვლები; 5. ძრავი ელ.სისტემა ფუნქციონირებდა გამართულად; 6. ბორბლებიანი დამტვირთველი და კაბინის ინტერიერი იყო გასუფთავებული; 7. შეცვლილი იყო ჰიდრავლიკური სისტემის ზეთი; 8. შეცვლილი იყო ჰიდრავლიკური სისტემის, მაღალი წნევის მილები - 2 ც.; 9. შეცვლილი იყო ანთების ბატარეა, დამონტაჟებული იყო ახალი.
ტექნიკას ჩატარებული აქვს აღდგენითი სამუშაოები, საქმეში განთავსებული 2015 წლის 27 მაისით დათარიღებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად და ასევე დამატებით დამონტაჟებული იქნა ჰიდრავლიკური სისტემის ერთი ცალი, მაღალი წნევის ახალი მილი, ხოლო ნაცვლად მეორადი მოხმარების ანთების ბატარეისა დამონტაჟებული იქნა ახლი ანთების ბატარეა.
ექსპერტმა დაადგინა, რომ გამოსაკვლევად წარმოდგენილი ტექნიკის გადაცემათა კოლოფის ტექნიკური მახასიათებლები აღემატებოდა, შპს ,,ბ---------------“ მიერ დამონტაჟებული ძრავის ტექნიკურ მახასიათებლებს, რაც მოცემულ შემთხვევაში მხოლოდ აუმჯობესებდა, ბორბლებიანი დამტვირთველის ტექნიკურ მახასიათებლებს და არ გამოიწვევდა რაიმე სახის ტექნიკურ გაუმართაობას ექსპლუატაციის პირობებში.
(იხ. ექსპერტიზის დასკვნა, ტომი 3).
_ 2018 წლის 03 ოქტომბრის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №006908918 სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, “V---------” მარკა/მოდელის ბორბლებიან დამტვირთველზე გაწეული, 2015 წლის 27 მაისით დათარიღებული შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული სამუშაოების მთლიანი საბაზრო ღირებულება საქონლის და მომსახურების ღირებულების ჩათვლით საორიენტაციოდ შეადგენდა 37420 ლარს. შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი თითოეული დასახელების მიხედვით და მათი საორიენტაციო საბაზრო ღირებულებების შესახებ მონაცემები მოცემული იქნა დაკვნაზე თანდართულ დანართ №1-ში.
აღნიშნული დანართის თანახმად, ძველი ძრავი შეცვლილია ახალი - ,,D--------------” ძრავით, რომლის საბაზრო ღირებულებაა 35000 ლარი.
(იხ. ექსპერტიზის დასვნა, ტომი 3).
_ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო სხდომაზე გამოკითხულმა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტმა დ----- სხირტლაძემ დაადასტურა 21.08.2018წ. მის მიერ გაცემულ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები და დამატებით განმარტა, რომ ვიზუალური დაკვირვების შედეგად მან დაადგინა, რომ ძრავი იყო ახალი. ექსპერტის განმარტებით ძრავი ხანგრძლივი ექსპლუატაციის პირობებში იკეთებს ნადებს, რაც მოცემულ თვითმცლელში დამონტაჟებულ ძრავს არ ჰქონდა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ იგი ექპლუატაციაში ნამყოფი არ იყო. ძველი და დამონტაჟებული ახალი ძრავი ურთიერთავსებადი და იდენტურია, რადგან იგი გამოშვებულია ერთი და იგივე მწარმოებლის მიერ, კონსტრუქციულად გათვლილი, ქარხნულად გათვალისწინებული ანალოგიური დეტალებით, ორივე ძრავი არის ერთი და იგივე ზომის, ფორმის, მოყვანილობის, უბრალოდ მათი გამოშვების პერიოდიდან გამომდინარე, ახალი ძრავი უკეთესი და ძლიერია ძველზე, რამოდენიმე კილოვატით. ფაქტიურად ძრავები ფუნქციურად არის იდენტური, ოღონდ სხვადასხვა სახელებით. დამონტაჟებული ახალი ძრავი სრულად თავსებადია ავტომობილთან. ექსპერტის განმარტებით, თუ ძრავი თავსებადია გადაცემათა კოლოფთან ის არ იწვევს სხვა ნაწილების რაიმე სახის დაზიანებას, შესაბამისად, რაიმე სახის დაზიანება გამორიცხულია.
(იხ. ექსპერტის განმარტება, ტომი 3).
სამართლებრივი დასაბუთება:
მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს ნარდობის ხელშეკრულებიდან. მოცემულ შემთხვევაში, მენარდე ითხოვს მის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურებას. ეს მოთხოვნა სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილიდან (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) გამომდინარეობს. განსახილველი ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი მიღწევადი იქნება იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მიუთითებს და დაამტკიცებს, რომ მან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შეასრულა ჯეროვნად.
დადგენილია, რომ შპს ,,ბ------------სა’’ და შპს ,,ა------------–ის’’ ფილიალი საქართველოს რესპუბლიკაში შორის 2----–-–------------–- გაფორმდა ხელშეკრულება მომსახურების გაწევის თაობაზე. დამკვეთმა დაივალა, ხოლო შემსრულებელმა აიღო ვალდებულება შეესრულებინა შემდეგი სახის მომსახურება: V----------------- ბორბლებიან დამტვირთველზე ახალი ძრავის ჩადგმა, ბატარიის წინა და გვერდითი საქარე მინის, საქოქი გასაღების, წინა საბურავების შეცვლა, ელექტროობის შემოწმება და შეკეთება, ქიმწმენდის ჩატარება. შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება განისაზღვრება 22 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ამავე კოდექსის 636-ე მუხლის თანახმად, თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა.
ამავე კოდექსის 641-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ბორბლებიან დამტვირთველში ჩაედგმებოდა ახალი ძრავი. ხელშეკრულებაში არაფერია ნათქვამი იმაზე, ეს ,,ახალი ძრავი“ გულისხმობს იმავე მარკისა და მოდელის ძრავის სიახლეს რაც მშობლიური იყო სპეც. ტექნიკისთვის თუ შეთანხმება გულისხმობდა იმგვარ ახალ ძრავას, რომელიც შესაძლოა არ ყოფილიყო იმავე მარკისა, მაგრამ გამოყნებისთვის იქნებოდა სრულიად ვარგისი.
მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედი მტკიცების სტანდარტის საფუძველზე იმ გარემოებების სარწმუნოდ და სათანადო მტკიცებულებებით დადასტურების ვალდებულება, რომლებზეც მხარეები თავის პოზიციას აფუძნებენ, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის მოვალეობაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი (იხ. სუსგ ას-233-221-17).
ამდენად, მოცემული დავის ფარგლებში მოარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ გარემოების დადასტურება, რომ ადგილი ჰქონდა მოპასუხის მიერ სამუშაოს არაჯეროან შესრულებას.
დადგენილია, რომ 2015 წლის 27 მაისს შპს ”ბ------------ის” დირექტორს ა------ ბ----–--ეს და მეორე მხრივ, შპს ,,ა------------–ის” ფილიალი საქართველოს რესპუბლიკაში ტექნიკის სპეციალისტ რაშიდ ბარხალოვს შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი შემსრულებლის მიერ გაწეული მომსახურების შესახებ. ამავე აქტში მითეთებულია, რომ ამა წლის 17 აპრილს შპს ”ბ------------სა” და შპს ,,ა------------–ის” ფილიალი საქართველოს რესპუბლიკაში გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შემსრულებელმა გასწია შემდეგი სახის მომსახურება და შეცვალა ხელშეკრულების ფარგლებში (და გაუთვალისწინებელი სიტუაციიდან გამომდინარე საჭირო ზოგიერთი სათადარიგო ნაწილი მომსახურება) მისი ვალდებულებით ნაკისრი ყველა სათადარიგო ნაწილი, კერძოდ: 1. ახალი ძრავი - 1 ერთეული; 2. საქოქი გასაღები; 3. შეძენილი იქნა გვერდითი საქარე მინა (იმ პერიოდისათვის არ იყო დაყენებული, ვინაიდან დასამონტაჟებელი ადგილი იყო ნასვარკი და საჭიროებდა შეკეთებას); 4. შეიცვალა წინა საბურავი; 5. შემოწმებული იქნა მატორის ელექტროობა და იყო მუშა მდგომარეობაში; 6. ტექნიკა იყო გასუფთავებული; 7. შეიცვალა გიდრავლიკის ზეთი 80 ლიტრი; 8. შეიცვალა გიდრავლიკის მილი 1 ცალი; 9. დაყენდა აკუმულატორი (მეორადი).
აღნიშნული ტექნიკა დათვალიერებული იქნა ადგილზე ,,დამკვეთი“ მხარის მძიმე ტექნიკის სპეციალისტის რაშიდ ბარხალოვის მიერ.
შემსრულებელმა ასევე ივალდებულა შეესრულებინა გვერდითა საქარე მინების ჩასმა და თავის თავზე აიღო ყველა ის გაუთვალისწინებელი ხარჯი, რომელიც თან ახლდა ამ მომსახურებას.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ დამკვეთს შემსრულებელთან არ გააჩნდა რაიმე სახის შენიშვნა და პრეტენზია, რაც დაადასტურეს აღნიშნულ აქტზე ხელმოწერით, თუმცა ამავე აქტზე მოპასუხის წარმომადგენელმა გააკეთა ერთადერთი შენიშვნა, რომ ძრავი არ იყო ახალი და ის გარემონტებული იყო, რასაც არ დაეთანხმა შპს ,,ბ------------ის’’ წარმომადგენელი. რაშიდ ბარხალოვი რომ იყო უფლებამოსილი წარმომადგენელი ,,ა------------–ის“ მხრიდან ასევე გადაწყვეტილებაში უკვე იყო საუბარი.
მართლაც, სააპელაციო პალატა არ იზიარებს შპს ,,ა------------–ის“ წარმომადგელის განმარტებას იმის თაობაზე, რომ რაშიდ ბარხალოვი არ არის მათი თანამშრომელი და უფრო მეტიც ისინი მას საერთოდ არ იცნობენ, შესაბამისად, მის მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტი არ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ საქმეში წარმოდგენილია მათ მიერ შედგენილი 2015 წლის 29 მაისის წერილი, სადაც კომპანიის დირექტორი წერს შპს ,,ბ------------ის“ დირექტორს, რომ მათთან იმყოფებოდა კომპანიის თანამშრომელი სპეციალისტი, რომელმაც მოახდინა V------------------ის დათვალიერება და მასში ჩაყენებული ძრავის მიმართ გამოთქვა ეჭვი, რომ ძრავი არ იყო ახალი. აღსანიშნავია, რომ მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმებული იქნა 2 დღით ადრე 2015 წლის 27 მაისს. აღნიშნულ გარემოებას ასევე ამყარებს მოპასუხის 21.09.2015წ. შესაგებელი, სადაც იგი არაფერს ამბობს რაშიდ ბარხალოვის არაუფლებამოსილებისა და არაკომპეტენტურობაზე და მიუთითებს მხოლოდ იმას, რომ რაშიდ ბარხალოვი არ ფლობს ქართულ ენას და შესაბამისად, ქართულ ენაზე შედგენილი და რაშიდ ბარხალოვის მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტი ვერ იქნებოდა გაზიარებული.
მოცემულ შემთხვევაში, შპს ,,ბ------------ი“ უარს აცხადებს შეთანხმებული საზღაურის გადახდაზე იმ მოტივით, რომ მან მიიღო არაჯეროვანი შესრულება. მისი პრეტენზია ძირითადად მიმართულია იმ გარემოებაზე, რომ დამონტაჟებული ძრავი არ იყო ახალი, თუმცა აღნიშნული გარემოება მის მიერ დადასტურებული ვერ იქნა. ამ მხრივ მოპასუხე უთითებს მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტზე არსებულ მინაწერზე, ხოლო ამის საწინააღმდეგოდ საქმეში წარმოდგენილია ძრავის შესყიდვის დოკუმენტაცია, ექსპერტიზის დასკვნები, თვით ექსპერტის ჩვენება, საიდანაც ცალსახად დასტურდება, რომ ძრავი იყო ახალი.
ასევე ვერ იქნება გაზიარებული შპს ,,ბ------------ის“ მოსაზრება, რომ ვინაიდან ძრავი არ იყო “V--------” მოდელის, სახეზეა არაჯეროვანი შესრულება. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად პალატას მიაჩნია, რომ შპს ,,ა------------–ის“ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თითოეული ვალდებულება შესრულებული იქნა კეთილსინდისიერად და ჯეროვნად. მან დამტვირთველში დაამონტაჟა იგივე მწარმოებლის მიერ დამზადებული უკეთესი ხარისხის, ფუნქციურად იდენტური ახალი ძრავი, თუმცა სხვა სახელის, რომელიც სრულად თავსებადია თვითმცლელთან და არანაირ პრობლემას არ უქმნის და არც აქამდე შეუქმნია დამტვირთველისათვის, რაც გონივრული განსჯის შედეგად ცხადია ვერ მიიჩნება არაჯეროვან შესრულებად.
სამოქალაქო კოდექსის 649-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების თანახმად ან შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა მისი გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა მიიღოს შესრულებული სამუშაო. მიღებისთანავე შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს საზღაური. სამუშაო მიღებულად ჩაითვლება, თუ შემკვეთი არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს მენარდის მიერ დადგენილ ვადაში.
ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შპს ,,ა------------–მა“ ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რაც შეთანხმებული ნარდობის საფასურის ანაზღაურების საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 633-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მენარდეს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, თუ შემკვეთი არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს. შემკვეთი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი მაშინაც, როცა იგი არ შეასრულებს სამუშაოს შესრულებისათვის აუცილებელ მოქმედებას.
ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. იგი წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან;
მოცემულ შემთხვევაში, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ შპს ,,ბ---------------“ მიერ ადგილი აქვს ხელშეკრულებით გათვლისწინებული ვალდებულების დარღვევას, რაც გამოიხატა ხელშეკრულებით შეთანხმებული ნარდობის საზღაურის დადგენილ ვადაში გადაუხდელობით. ამდენად, არსებობს მასზე პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები. ამასთან, დავის ხანგრძლივობისა და სხვა გარემოებათა შეფასებით პალატა მიიჩნევს, რომ დაკისრებული პირგასამტეხლო გონივრულია, სამართლიანია და არ არსებობს მისი შემცირების საფუძვლები.
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შპს ,,ბ------------ის“ ძირითადი სარჩელი სწორად იქნა დაკმაყოფილებული, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
განსახილველ შემთხვევაში, შპს ,,ა------------–ი“ და შპს ,,ა------------–ის“ ფილიალი საქართველოს რესპუბლიკაში შეგებებული სარჩელით ითხოვდა დაევალოს შპს ,,ბ------------’’ შპს ,,ა------------–ისათვის’’ კუთვნილი ვ---–---------------–--- მოდელის დამტვირთველის პირდაპირ მფლობელობაში გადაცემა. მასვე დაეკისროს შპს ,,ა------------–ისათვის’’ ზიანის ანაზღაურება 66 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 634-ე მუხლის თანახმად, მენარდეს თავისი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად შეუძლია გამოიყენოს გირავნობის უფლება მის მიერ დამზადებულ ან შეკეთებულ მოძრავ ნივთზე, თუ ეს ნივთი დამზადების ან შეკეთების მიზნით მენარდის მფლობელობაში იმყოფება.
ამავე კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც ვალდებულება აკისრია ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეუძლია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი ვალდებული იყო თავისი ვალდებულება წინასწარ შეესრულებინა.
დადგენილია, რომ შპს ,,ა------------–ს“ შპს ,,ბ------------ისათვის“ დღემდე არა აქვს გადახდილი ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საფასური. შესაბამისად, მოცემული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მას უფლება აქვს გამოიყენოს მისი მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით სადაო ნივთზე გირავნობის უფლება და არ დაუბრუნოს მესაკუთრეს ნივთი მანამ, ვიდრე არ იქნება შესრულებული შემკვეთის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება - სრულად და არ იქნება გადახდილი შესრულებული სამუშაოს ღირებულება.
ამდენად, შპს ,,ბ------------ს“ აქვს ნივთის ფლობის მართლზომიერი, კანონით მინიჭებული უფლება, რაც თავის მხრივ, სსკ-ის 172-ე მუხლის თანახმად, მოცემულ ეტაპზე გამორიცხავს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.
განსახილველ შემთხვევაში, შპს ,,ბ------------ს“ არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის, კერძოდ, ნივთის დაკავებისათვის. შესაბამისად, არ არსებობს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, რაც გამორიცხავს რაიმე სახის ზიანის ანაზაღაურების შესაძლებლობას.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ შპს ,,ა------------–ის“ და შპს ,,ა------------–ის“ ფილიალი საქართველოს რესპუბლიკაშის შეგებებული სარჩელი უსაფუძვლოა და სწორად ეთქვა უარი დაკმაყოფილებაზე.
ზემოაღნიშნული მსჯელობების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ შპს ,,ა------------–ის’’ და შპს ,,ა------------–ის” ფილიალი საქართველოშის სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საპროცესო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს ,,ა------------–ი’’-სა და შპს ,,ა------------–ის” ფილიალის საქართველოს რესპუბლიკაში სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
თავმჯდომარე: თამარ სვანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე
ირმა პერანიძე