2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირებისთვის, თუ ისინი თანახმა არიან, გაიცემა საერთო ვაგონით მგზავრობის სამგზავრო დოკუმენტები არსებული ადგილების გადამეტებით. განსაკუთრებულ შემთხვევაში მათ ნება ეძლევათ იმგზავრონ ადგილების დაუკავებლად, ამასთან საფასური აანაზღაურონ საერთო ტარიფით.
3. პირდაპირი მიმოსვლის ვაგონებით სამგზავრო დოკუმენტების გაყიდვა წარმოებს უპირველესად მთავარი მიმართულებიდან გადახრის უბნებზე განლაგებულ სადგურებამდე მიმავალი მგზავრებისთვის, ხოლო დანარჩენი მგზავრებისთვის – მხოლოდ მაშინ, თუ ვაგონებში მატარებლის გასვლის დღეს არის თავისუფალი ადგილები.
4. ზაფხულის სეზონზე კლასგარეშე სამგზავრო სადგურების ვაგზლებში საგზურებით (საკურსეებით) დასასვენებლად მიმავალი პირებისთვის სამგზავრო დოკუმენტების მიყიდვა წარმოებს სპეციალიზებულ სალაროებში