ა) 30-დან 1 დღე-ღამემდე – პირადი გამოცხადებით;
ბ) 45-დან 5 დღე-ღამემდე – მგზავრთა შეკვეთით (ორივე მიმართულებით, სხვა სადგურიდან მგზავრობისთვის შინ, საწარმოში და სხვა მითითებულ ადგილზე მიტანით). ადგილობრივ მიმოსვლაში მგზავრობისთვის უკან დასაბრუნებელი და სხვა სადგურიდან წამოსასვლელი სამგზავრო დოკუმენტების გაყიდვის დამთავრების ვადები შეიძლება შემცირდეს რკინიგზის გადაწყვეტილებით.
2. კომპიუტერული სისტემის ფუნქციონირებისას სამგზავრო დოკუმენტების გაყიდვის ვადები შემდეგია:
ა) 45-დან 1 დღე-ღამემდე – პირადი გამოცხადებით;
ბ) 45-დან 5 დღე-ღამემდე – მგზავრთა შეკვეთებით (ორივე მიმართულებით, სხვა სადგურიდან მგზავრობისთვის შინ, საწარმოში და სხვა მითითებულ ადგილზე მიტანით)