2. სადგურებისა და გასაჩერებელი პუნქტების გახსნისა და დახურვის, მათი სახელწოდებებისა და მათ მიერ შესრულებული კომერციული ოპერაციების ხასიათის შეცვლის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. სამგზავრო (მათ შორის,საგარეუბნო მიმოსვლის) მატარებლების მოძრაობის განრიგი ცხადდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში და სხვადასხვა საცნობაროში. სამგზავრო მატარებლების მოძრაობის განრიგში შეტანილი ყველა ცვლილება მგზავრთა საყურადღებოდ დროულად უნდა იქნეს გამოცხადებული