ა) ავტომატური შემნახველი საკანი – მგზავრის მცირე ზომის ხელბარგის თვითმომსახურებით შენახვისთვის განკუთვნილი, საგანგებოდ მოწყობილი ავტომატური საკანი, რომელიც განთავსებულია სადგურში (ვაგზალში) და რომლის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს სადგურის ადმინისტრაცია;
ბ) დანიშნულების სადგური – სადგური, სადაც მატარებელი დაასრულებს მარშრუტს სვლის გზაზე მსველობისას, ხოლო მგზავრისთვის ბილეთში მითითებული ჩამოსხდომის სადგური;
გ) ვაგზალი – სადგურში განლაგებული ნაგებობა, რომელიც მოწყობილია კანონმდებლობით დადგენილი წესით და განკუთვნილ
ია მგზავრთ
ა მომსახურებისთვის;
დ) ვაგონის გამყოლი – რკინიგზის მუშაკი, რომელიც ემსახურება მგზავრებს და უზრუნველყოფს ვაგონში სანიტარი
ული და ტექნიკური წესების დაცვას;
ე) მატა
რებლის კონტროლიორ-რევიზორი – საგანგებოდ უფლებამოსილი რკინიგზის მუშაკი, რომელიც ახორციელებს მგზავრთა გადაყვანისა და მათი მომსახურების ამ წესებითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვის კონტროლს;
ვ) პირდაპირი მიმოსვლის ვაგონი – ვაგონი, რომელიც ირთვება ძირითადი მარშრუტის მსვლელობის მატარებელზე და მსვლელობის გზაში იხსნება ძირითადი მარშრუტის გადახვევის პუნქტში და აგრძელებს მსვლელობას ცალკე გამოყოფილი ლოკომოტივით დანიშნულების პუნქტამდე.
ზ) პლაცკარტის ვაგონი – გარკვეული საწოლი ადგილების მქონე ღია ტიპის ვაგონი საერთო სალონით.
თ) სააბონემენტო ბილეთი – საგარეუბნო სალაროებში გარკვეული ვადით გაცემული ბილეთი (მათ შორის,შეღავათიანი), რომლის საფუძველზე მგზავრს შეუძლია მგზავრობა ყველა საგარეუბნო მსვლელობის მატარებელში განუსაზღვრელი რაოდენობით ბილეთში მითითებული გამგზავრებისა და დანიშნულების პუნქტებს შორის. სააბონემენტო ბილეთი არსებობს ერთ თვიანი, სეზონური, ექვს თვიანი და წლიური მოქმედების.
თ) საბარგო ვაგონი – სამგზავრო მატარებლის შემადგენლობაში ჩართული ვაგონი, რომლითაც გადაიზიდება უფასოდ გადაზიდვის ნორმის ზევით მგზავრთა კუთვნილი გადასაზიდი ბარგი (მათ შორის ტვირთ-ბარგი), ასევე იურიდიული პირების კუთვნილი ბარგი (მათ შორის,ტვირთ-ბარგი).
ი) საბილეთო სალარო – რკინიგზის სადგურში (ვაგზალში) საგანგებოდ გამოყოფილი და აღჭურვილი ადგილი სადაც მგზავრს შეუძლია შეიძინოს სამგზავრო დოკუმენტი.
კ) საერთო ვაგონი – საჯდომადგილიანი ვაგონი, რომელშიც მგზავრი იკავებს მის ბილეთში მითითებულ ადგილს.
ლ) საფოსტო ვაგონი – სამგზავრო მატარებელში ჩართული ვაგონი, რომელიც განკუთვნილია ფოსტის გადაზიდვისთვის.
მ) ტამბური – მგზავრთა ვაგონში შესასვლელად, ვაგონიდან ვაგონში გადასასვლელად და ამავდრულად ტექნიკური დანიშნულების მცირე დერეფანი, სადაც განთავსებულია ხელის სამუხრუჭე მოწყობილობები და გათბობის სისტემის კვანძი