1. რკინიგზით მგზავრობის უფლების დოკუმენტია რკინიგზის მიერ დადგენილი ფორმის სამგზავრო დოკუმენტი, რომლის წინა პირის მხარეზე აღნიშნულია გვარი.
2. სამგზავრო დოკუმენტის გაფორმება ხდება მგზავრის პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტის, ხოლო 16 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის – დაბადების მოწმობის საფუძველზე.
3. სამგზავრო დოკუმენტი გაიცემა ნაღდი ანგარიშწორებით ან იმ დოკუმენტების წარდგენით, რომლებიც ადასტურებს უნაღდო ანგარიშსწორებით ან მგზავრობის საფასურის გადახდის გარეშე სამგზავრო დოკუმენტების მიღების უფლებას.
“რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 26.06.2012
მუხლი 11
თავი III — სამგზავრო დოკუმენტების გაცემა
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2012. გამოქვეყნება: სსმ, 34, 17/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 11, №24, 15.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.010.000.11.115.005.792 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55450/muxli-11/