1. დანომრილადგილებიან ვაგონებში (პლაცკარტი, კუპეებიანი, რბილი) სამგზავრო დოკუმენტების გაყიდვისას იმ მგზავრებს, რომლებიც იძენენ ორ და მეტ სამგზავრო დოკუმენტს, როგორც წესი, ეძლევათ თანაბარი რაოდენობის ზედა და ქვედა ადგილები. გამონაკლისი სადგურის (ვაგზლის) უფროსმა (დირექტორმა) შეიძლება დაუშვას ინვალიდების, ავადმყოფების ან ხანდაზმულების მიმართ.
2. სამგზავრო დოკუმენტების მგზავრებისთვის გაცემა, გარდა ამ წესების მე-12 მუხლის 1-ლ პუნქტში მითითებული პირებისა, ვაგონში არსებული ადგილების რიცხვის გადამეტებით დაუშვებულია.
3. მგზავრს უფლება აქვს დაიკავოს შეძენილი სამგზავრო დოკუმენტების მიხედვით შესაბამისი რაოდენობის ადგილი.
“რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 26.06.2012
მუხლი 13
თავი III — სამგზავრო დოკუმენტების გაცემა
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2012. გამოქვეყნება: სსმ, 34, 17/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 13, №24, 15.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.010.000.11.115.005.792 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55450/muxli-13/