2. საერთაშორისო და ადგილობრივი მიმოსვლის ვაგონებით სამგზავრო დოკუმენტები უწინარესად მიეყიდებათ მგზავრებს, რომლებიც მიეგზავრებიან ამ ვაგონების დანიშნულების პუნქტამდე ან მატარებლის მსვლელობის ძირითადი მარშრუტიდან განშტოების (გადახვევის) უბანზე განლაგებულ პუნქტებამდე.
3. იმ უბნებზე არსებულ შუალედურ სადგურებში, სადაც ხორციელდება რკინიგზის სამგზავრო დოკუმენტების გაყიდვის ცენტრალიზებული მართვა, სატრანზიტო მატარებლის ადგილებზე სამგზავრო დოკუმენტების შეკვეთების მიღება და გაყიდვა წყდება სადგურში ასეთი მატარებლის გრაფიკით მისვლამდე 3 საათით ადრე