1. მგზავრებისთვის გაწეული მომსახურების ძირითადი სახეობებია:
ა)
საერთაშორისო, ადგილობრივი და საგარეუბნო მიმოსვლის მატარებლებით მგზავრთა გადაყვანა, ხელბარგისა და ტვირთბარგის გადაზიდვა;
ბ)
საერთაშორისო, ადგილობრივ და საგარეუბნო მიმოსვლის მატარებლებზე სამგზავრო დოკუმენტების გაყიდვა, მათ შორის სახაზო სადგურებში საგარეუბნო გასაჩერებელ პუნქტებში დაკვეთებით;
გ)
უკან გამოსაბრუნებელი და სხვა სადგურებიდან წამოსასვლელი სამგზავრო დოკუმენტების გაყიდვა;
დ) სატრანზიტო მატარებლებში სამგზავრო დოკუმენტების გასაფორმებლად გადაჯდომის პუნქტებში შეკვეთების მიღება.
სამგზავრო დოკუმენტებზე შეკვეთები მიიღება ტელეფონით ან პირადი გამოცხადებისას. დამატებითი ანაზღაურების პირობით შეიძლება სამგზავრო დოკუმენტების მიტანა შემკვეთის მიერ მითითებულ ადგილზე.
“რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 26.06.2012
მუხლი 6
თავი II — სამგზავრო დოკუმენტების გაყიდვის ორგანიზაცია და საბილეთო სალაროების მუშაობა
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2012. გამოქვეყნება: სსმ, 34, 17/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 6, №24, 15.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.010.000.11.115.005.792 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2012). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55450/muxli-6/