1. ფეთქებადნივთიერებიანი ვაგონები, რომელთაც თან ახლავთ სატრანსპორტო პოლიციის ან სამხედრო დაცვა, მატარებელში განლაგდებიან ერთ ჯგუფად ისე, რომ ერთი დანიშნულების ვაგონი არ მოიხსნას მსვლელობის მთელ გზაზე. ამ შემთხვევაში თანმხლები დაცვა უნდა იმყოფებოდეს დასაცავი ვაგონიდან ან ვაგონთა ჯგუფიდან არა უმეტეს ხუთი ვაგონის დაშორებით.
2. დაცვის გადასაყვანად შეიძლება გამოყენებულ იქნეს გადასასვლელი მოედანი, საგანგებოდ გამოყოფილი და მოწყობილი ვაგონი ან მატარებლის ლოკომოტივის არასამუშაო კაბინა. თუ დაცვა გადაიყვანება მატარებლის ლოკომოტივის არასამუშაო კაბინაში, ლოკომოტივის მემანქანემ წინასწარ უნდა ჩაუტაროს დაცვას ლოკომოტივში მგზავრობის ინსტრუქტაჟი.