2. ვაგონის უწესივრობის აღმოფხვრის შემდეგ, ელექტრონული ზედნადებისა და საერთო ფორმის აქტის მონაცემების საფუძველზე სადგურის უფლებამოსილი მუშაკი თითოეული მოხსნილი ვაგონის მიმართ ავსებს დამატებით ელექტრონულ საგზაო უწყისს და გადასცემს მას სადგურის მომსახურე საინფორმაციო-გამოთვლით ცენტრს.
3. დამატებით ელექტრონულ საგზაო უწყისში აღინიშნება ვაგონის ნომერი, ტვირთის დასახელება და კოდი, ძირითადი გზავნილის ნომერი, ტვირთმიმღების სახელწოდება, კოდი და საფოსტო მისამართი, აგრეთვე საკეტ-საპლომბი მოწყობილობის ამსახველი მონაცემები.
4. სამარშრუტო ან ჯგუფური გზავნილით მიტანილი იმ ტვირთის გაცემისას, რომლის თანმხლებ ზედნადებში არის ჩანაწერი ვაგონის (ვაგონთა ჯგუფის) მოხსნის შესახებ, დანიშნულების სადგური ვალდებულია, გადაზიდვის დოკუმენტებზე თანდართული საერთო ფორმის აქტის (აქტების) საფუძველზე შეადგინოს კომერციული აქტი, მოუსვლელი ვაგონების ნომრების მითითებით