2. თუ მარშრუტის სვლის გზაზე განლაგებულია მატარებლის წონის შემცირების სადგური (გარდატეხის პუნქტი), მარშრუტი ყალიბდება ბირთვისგან (გამგზავნის მარშრუტის დადგენილი წონის ძირითადი ნაწილი, რომელიც წონის შეცვლის შემთხვევაში სადგურამდე სვლას განაგრძობს ხელახალი ფორმირების გარეშე) და მისაბმელი ნაწილისგან, რომელიც ჩართულია მარშრუტის შემადგენლობაში გარდატეხის პუნქტამდე. მარშრუტის ბირთვის სიგრძე და წონა დგინდება იგივე წესით, რა წესითაც იგი განისაზღვრა მთლიანად მარშრუტისათვის