2. რკინიგზისთვის ტვირთის მარშრუტით გადაზიდვის განაცხადის წარდგენა და რკინიგზის მიერ მისი განხილვა ხორციელდება ამ წესებითა და საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. განაცხადის განხილვისას მოწმდება გადასაზიდად წარდგენილი ტვირთის მოცულობის შესაბამისობა მარშრუტის სიგრძისა და წონის დადგენილი ნორმებისადმი.
3. მარშრუტით გადაზიდვის განაცხადის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება ტვირთგამგზავნს, მეორე ეგზემპლარი – გაგზავნის სადგურს, ხოლო მესამე ეგზემპლარი რჩება რკინიგზას.
4. მარშრუტით გადასაზიდი ვაგონების დატვირთვა-გადმოსატვირთად მომზადების, დადგენილ წონასა და სიგრძემდე მათი ფორმირების, აგრეთვე დატვირთვა-გადმოტვირთვის შემდეგ მათი უკან დაბრუნების წესი და დატვირთვა-გადმოტვირთვის ტექნოლოგიური ნორმები განისაზღვრება მისასვლელი ლიანდაგის ექსპლუატაციისა და ვაგონების მიწოდება-გამოყვანის ხელშეკრულებებით