ა) სამგზავრო და საფოსტო-საბარგო მატარებელში, გარდა სატაბელო იარაღისა და მისი საბრძოლო მარაგისა;
ბ) ხალხით დატვირთულ მატარებელში ან იმ მატარებელში, რომლის შემადგენლობაშიც არის ხალხით დატვირთული ცალკეული ვაგონი, გარდა სამხედრო ეშელონის გადამყვანი მატარებლისა (ვაგონისა);
გ) შეერთებულ მატარებელში;
დ) ზედა მესამე, ქვედა მესამე და მეტი ხარისხის, აგრეთვე გვერდითი მეოთხე და მეტი ხარისხის არაგაბარიტულ ტვირთთან ერთად;
ე) მიმღებ-გამგზავნი პუნქტის ტევადობაზე გრძელ მატარებელში.
2. არ დაიშვება ფეთქებადნივთიერებიანი ვაგონის ჩართვა ახლო დანიშნულების მატარებელში, თუ ფორმირების გეგმის მიხედვით ამ ვაგონის გასაგზავნად გათვალისწინებულია უფრო შორეული მატარებელი.
3. სადგურისა და სამანევრო დისპეტჩერები, რკინიგზის ტერიტორიული სამმართველოს მორიგე, აგრეთვე სხვა პასუხისმგებელი პირები ვალდებულნი არიან საგანგებოდ გაითვალისწინონ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სადგურში შემოყვანილი ფეთქებად-ნივთიერებიანი ვაგონის უპირველესად გაგზავნის შესაძლებლობა მინიმალური რაოდენობის მატარებლით.
4. ფეთქებადი ნივთიერების გადაზიდვა გარკვეული მიმართულებით შეიძლება განხორციელდეს შეთანხმებული მატარებლით. ამ მატარებელს რკინიგზა ითვალისწინებს მოძრაობის გრაფიკში:
ა) თავისი შეხედულებისამებრ – შიდა გადაზიდვისას;
ბ) გადაზიდვაში მონაწილე სხვა რკინიგზასთან შეთანხმებით – საერთაშორისო გადაზიდვისას
რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.09.2003
მუხლი 115. 1. აკრძალულია ფეთქებადი ნივთიერების გადაზიდვა:
თავი 24 — მატარებლის ფორმირება და სამანევრო სამუშაო
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 109. 1. ჩატვირთვის შემდეგ ვაგონის კარი მჭიდროდ იხურება, კარის ზესადები ფიქსირდება საკეტ-საპლომბი მოწყობილობით ან მაგრდება მავთულის გარესახრახნით და ვაგონი იპლომბება ტვირთგამგზავნის პლომბით
- მუხლი 110. 1. დანიშნულების სადგურში ფეთქებადი ნივთიერების მიტანის შესახებ, აგრეთვე მისასვლელ ლიანდაგზე ან საგანგებოდ გამოყოფილ ადგილში ფეთქებადი ნივთიერებით დატვირთული ვაგონის დასაცლელად მიწოდების თაობაზე სადგურ
- მუხლი 111. ტვირთმიმღები ვალდებულია:
- მუხლი 112. 1. სადგურის პასუხისმგებელი მუშაკი ვალდებულია თვალი ადევნოს ფეთქებადი ნივთიერების დროულ ჩატვირთვას, გადმოტვირთვასა და გატანას
- მუხლი 113. 1. ფეთქებადი ნივთიერების გადატვირთვისას ერთი ლიანდის ვაგონიდან სხვა ლიანდის ვაგონში მთელი ტრანსპორტის (ვაგონთა ჯგუფის) ერთდროულად გადატვირთვა ერთ გადასატვირთ ადგილში დაიშვება, თუ ეს სამუშაო სრულდება ს
- მუხლი 114. 1. ფეთქებადი ნივთიერება გადაიზიდება ერთვაგონიან, ვაგონთა ჯგუფიან ან მარშრუტიან სატვირთო მატარებელში შესაბამისი საფარის დაყენებით, რომელიც ფორმირებულია მატარებლის მოძრაობის განრიგით გათვალისწინებული წო
- მუხლი 116. 1. ფეთქებადნივთიერებიანი ვაგონები, რომელთაც თან ახლავთ სატრანსპორტო პოლიციის ან სამხედრო დაცვა, მატარებელში განლაგდებიან ერთ ჯგუფად ისე, რომ ერთი დანიშნულების ვაგონი არ მოიხსნას მსვლელობის მთელ გზაზე.
- მუხლი 117. 1. თუ ფეთქებადი ნივთიერების გადაზიდვა ნებადართულია მხოლოდ ამორთულ ავტომუხრუჭიან ვაგონში, მატარებლის შემადგენლობაში ეს ვაგონი ჩაირთვება რკინიგზის ტექნიკური ექსპლუატაციის წესის შესაბამისად
- მუხლი 118. 1. მატარებლის შემადგენლობაში, რომელშიც არის ფეთქებადი ნივთიერებით დატვირთული სამხედრო დანიშნულების ვაგონი, შეიძლება ჩართული იქნეს სხვა ფეთქებადნივთიერებიანი ვაგონი
- მუხლი 119. 1. ავტომანქანით, ავტომატარებლით, ავტოცისტერნითა და სხვა სპეციალური ტევადობით, აგრეთვე სამხედრო ეშელონის კუთვნილი ფეთქებადნივთიერებიანი ღია ჯავშანტრანსპორტიორით დატვირთულ ბაქანსა და ნახევრადვაგონს, რომ
- მუხლი 120. 1. თუ გადაზიდვის საბუთებში არსებობს შტემპელი „საფარი”, მაშინ ფეთქებადნივთიერებიან ვაგონს მატარებელში დაყენებისას და სამანევრო სამუშაოს შესრულებისას უნდა ჰქონდეს მინიმალური ნორმის საფარი, რომელიც გათვა
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 115, №52, 08.09.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.006.065 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56398/muxli-115/