1. ფეთქებადი ნივთიერება გადაიზიდება ერთვაგონიან, ვაგონთა ჯგუფიან ან მარშრუტიან სატვირთო მატარებელში შესაბამისი საფარის დაყენებით, რომელიც ფორმირებულია მატარებლის მოძრაობის განრიგით გათვალისწინებული წონისა და სიგრძის ნორმის მიხედვით. ნებადართულია ფეთქებადნივთიერებიანი ვაგონის ჩართვა მძიმეწონიან მატარებელში.
2. 119, 126, 137, 141, 179, 182, 350, 351, 352, 360, 361, 362, 363 და 365 პირობითი ნიშნის მქონე ფეთქებადი ნივთიერება გადაიზიდება მხოლოდ სპეციალიზებულ მატარებელში, რომლის გატარების წესს ადგენს რკინიგზა.
3. ფეთქებადნივთიერებიანი ვაგონი მახარისხებელ და საუბნო სადგურს შორის შეიძლება მოძრაობდეს ყველა სატვირთო მატარებელთან ერთად, ფორმირების გეგმის შესაბამისად. ამგვარი ვაგონის მოძრაობა შუალედური სადგურიდან უახლოეს საუბნო ან მახარისხებელ სადგურამდე ან საპირისპირო მიმართულებით ნებადართულია ნაკრები, გამომზიდი ან სადისპეტჩერო ლოკომოტივით, ხოლო საკვანძო და წინასაკვანძო სადგურებს შორის – გადამცემი და გამომზიდი მატარებლით.
4. ამკრეფ მატარებელს, რომლის შემადგენლობაში ჩართულია ფეთქებადნივთიერებიანი ვაგონი, ემსახურება მატარებლის თანმხლები შემდგენელი ან საკონდუქტორო ბრიგადა, რომელიც მუშაობს სადისპეტჩერო ლოკომოტივთან ან იმყოფება შუალედური სადგურის შტატში.
რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.09.2003
მუხლი 114
თავი 24 — მატარებლის ფორმირება და სამანევრო სამუშაო
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003. გამოქვეყნება: სსმ, 104, 18/09/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 114, №52, 08.09.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.006.065 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56398/muxli-114/