2. ფეთქებადი ნივთიერება სატრანსპორტო პოლიციის ან სამხედრო დაცვის თანხლებით გადაიზიდება ამ მუხლის პირველ პუნქტში გათვალისწინებული წესის მიხედვით იმ პირობით, რომ ვაგონთა ჯგუფებს შორის დაიშვება სხვა ტვირთით დატვირთული მხოლოდ ერთი ვაგონის დაყენება.
3. თუ ფეთქებადი ნივთიერებით დატვირთულ ვაგონებს თან ახლავს ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) სპეციალისტი ან დაცვა, ეს ვაგონები მატარებელში ჩაირთვება ერთ ჯგუფად. აღნიშნული ვაგო-ნების ერთმანეთისგან ან სხვა ვაგონებისგან დაფარვა შეიძლება განხორციელდეს საფრთხეშეუცველი ტვირთით დატვირთული ან ცარიელი ვაგონების მეშვეობით. თუ დატვირთვის ადგილიდან დანიშნულების ადგილამდე დაფარვა ხორციელდება ცარიელი ვაგონით, ამ ვაგონის ნომერი აღინიშნება გუ-27 ფორმის ზედნადებში და მისი გარბენის საფასურს იხდის ტვირთგამგზავნი (ტვირთმიმღები).
4. თუ ტვირთგამგზავნი საფარად ცარიელი ვაგონის გამოყენების წინააღმდეგია ან უარს აცხადებს მისი გარბენის საფასურის გადახდაზე, მაშინ ფეთქებადი ნივთიერებით დატვირთული ვაგონი რჩება მისასვლელ ლიანდაგზე იმ მომენტამდე, სანამ სადგურში არ დაგროვდება სხვა დატვირთული ვაგონები, რომლებიც შეიძლება გომოყენებულ იქნენ ფეთქებადნივთიერებიანი ვაგონის საფარად