1. ფეთქებადი ნივთიერების გადაზიდვა სამხედრო ეშელონში ნებადართულია ეშელონის კუთვნილ სხვა საფრთხეშემცველ ტვირთთან ერთად, თუ მათ შორის დაყენებულია ერთი ვაგონი მაინც.
2. სამანევრო ლოკომოტივს, რომელიც სადგურში გამოიყოფა ფეთქებადნივთიერებიან ვაგონთან სამანევრო სამუშაოს შესასრულებლად, უნდა ჰქონდეს რადიოკავშირი ფეთქებადნივთიერებიან ვაგონთან, ხოლო ვაგონის შემდგენელს – გამართული გადასატანი რადიოსადგური.