2. ვაგონის დაშლისას გორაკის მორიგე ან სხვა პასუხისმგებელი პირი ვალდებულია ფეთქებადნივთიერებიანი ვაგონის ანახსნის თაობაზე შეატყობინოს აღმასრულებელი პოსტის ოპერატორს, მატარებლების სიჩქარის მარეგულირებელსა და საისრო პოსტის მორიგეს. დაშლაში მონაწილე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია ანახსნის გორაკიდან დაშვებისას ან იმ ლიანდაგზე გატარებისას, სადაც იმყოფება ფეთქებადი ნივთიერებით დატვირთული ვაგონი, უზრუნველყოს დაშლის უსაფრთხოება და მოძრავი შემადგენლობის დაცულობა.
3. ვაგონების მიახლოების სიჩქარე და დამუხრუჭების ძალა სამუხრუჭე პოზიციაზე რეგულირდება ანახსნებს შორის საჭირო ინტერვალის შექმნით და მათი სხვა ვაგონთან შეჯახების დადგენილი სიჩქარის გათვალისწინებით. იმავე მოთხოვნების დაცვა სავალდებულოა ბიძგითი მანევრის შესრულებისას