ა) საბაჟო და სახელმწიფო კონტროლის სხვა ორგანოების მიერ ერთ დღე-ღამეზე მეტი ვადით;
ბ) ტვირთგამგზავნის მიზეზით წარმოქმნილი გადამეტტვირთვის აღმოსაფხვრელად;
გ) მისი ტექნიკური ან კომერციული უწესივრობის აღმოსაფხვრელად, თუ უწესივრობის წარმოშობის მიზეზები რკინიგზასა და ტვირთმიმღებზე არ იყო დამოკიდებული;
დ) სტიქიური უბედურებების, საომარი მოქმედების, ბლოკადის, ეპიდემიის და სხვა დაუძლეველი ძალის გარემოებების გამო, რომლებმაც დააბრკოლეს ტვირთის გადაზიდვა.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული გადაზიდვის შეჩერების მიზეზებისა და ხანგრძლივობის თაობაზე რკინიგზა ორ ეგზემპლარად ადგენს საერთო ფორმის აქტს. აქტის ერთი პირი თან დაერთვის გადაზიდვის საბუთებს, ხოლო მეორე დანიშნულების სადგურში დაერთვება საგზაო უწყისს.
3. აქტში შეტანილი ჩანაწერი მოწმდება სადგურის უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და სადგურის კალენდარული შტემპელით