1. ტვირთის დანიშნულებისამებრ მიტანის ვადა აითვლება ტვითრის გადასაზიდად მიღების დღის 24 საათიდან, რომელიც აღნიშნულია ზედნადებში, სადგურის კალენდარულ შტემპელსა და ტვირთის მიღების ქვითარში.
2. გაგზავნის სადგური ტვითრის მიტანის ვადის გასვლის თარიღს აღნიშნავს ტვირთგამგზავნისათვის გადასაცემ მიღების ქვითარში.
3. თუ საერთო სარგებლობის ადგილებიდან გასაგზავნი ტვირთი გაგზავნის სადგურში შეზიდულია მის მისაღებად დანიშნულ დროზე ადრე, ტვირთის მიტანის ვადა აითვლება იმ დღის 24 საათიდან, როდესაც ეს ტვითრი გადასაზიდად იქნა მიღებული. ამ შემთხვევაში, სადგური ზედნადებში მიუთითებს დატვირთვის თარიღს.
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 68
თავი VI — ტვირთის მიტანის ვადის გამოთვლის წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017. გამოქვეყნება: სსმ, 38, 30/04/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 68, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-68/