2. ელექტრონული ზედნადების შევსების თითოეულ ეტაპზე მასში შეიტანება მონაცემები ამ წესების 53-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ხოლო გაგზავნის სადგურის მიერ – 54-ე-56-ე მუხლების მიხედვით.
3. საჭიროებისამებრ, დანიშნულების სადგური ახორციელებს გუ-27-უვც ფორმის ზედნადების, გუ-29-უ-ვც საგზაო უწყისის და ელექტრონულ ზედნადებზე თანდართული ელექტრონული საბუთების ქაღალდის ასლების ამობეჭდვას. ამ შემთხვევაში, ქაღალდის ასლებზე ყველა შტემპელი, წარწერა და ხელმოწერა, რომლის გაფორმება გათვალისწინებულია ამ წესებით, გაგზავნის სადგურის მიერ და სვლის გზაზე აღინიშნება საბეჭდი მანქანის გამოყენებით.
4. ქაღალდის ასლები მოწმდება:
ა) გუ-27-უ-ვც ზედნადების ფორმით ამობეჭდილი ელექტრონული ზედნადების ქაღალდის ასლი – საქონლის მოლარის ხელმოწერით და სადგურის კალენდარული შტემპელით გრაფაში „ტვირთის გაცემის გაფორმება”;
ბ) გუ-29-უ-ვც საგზაო უწყისის ფორმით ამობეჭდილი ელექტრონული ზედნადების ქაღალდის ასლი – საქონლის მოლარისა და ტვირთმიმღების წარმომადგენლის ხელმოწერით, რომელმაც ელექტრონული ზედნადების განკრედიტება მოახდინა, აგრეთვე დანიშნულების სადგურის კალენდარული შტემპელით გრაფაში „ტვირთის გაცემის გაფორმება”;
დ) ელექტრონული სახით გაფორმებული სხვა გადაზიდვის საბუთების ქაღალდის ასლები მოწმდება დანიშნულების სადგურის კალენდარული შტემპელით.
5. თუ გადაზიდვის საბუთები გაფორმდება ტვირთის დაშლის პუნქტში, ტვითგამგზავნის (ტვირთმიმღების) უფლებამოსილ პირს, რომელიც ავტომატიზებული საინფორმაციო სისტემის აბონენტია, ელექტრონულ ზედნადებში შეაქვს შემდეგი მონაცემები:
ა) განკარგულების ნომერი და თარიღი, რომლის საფუძველზეც მოხდა ტვირთის მისამართის დაზუსტება;
ბ) ახალი დანიშნულების სადგურის კოდი და სახელწოდება;
გ) ახალი ტვირთმიმღების კოდი და სახელწოდება;
დ) ტვირთის მისამართის დამზუსტებელი პირის სახელი, გვარი და თანამდებობა;
ე) ტვირთის მისამართის დაზუსტების გაფორმების თარიღი;
6. თუ აუცილებელია ელექტრონული ზედნადების ქაღალდის ასლის ამობეჭდვა, ტვირთის მისამართის დაზუსტების შტემპელი სრულდება საბეჭდ მანქანაზე დაბეჭდილი სახით
“რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 13.07.2017
მუხლი 64. 1. თუ ტვირთი გადაიზიდება ელექტრონული ზედნადებით, ტვირთგამგზავნი ავსებს ზედნადებს თავის ავტომატიზებულ ადგილზე ტვირთის ვაგონში ჩატვირთვამდე და ჩატვირთვის შემდეგ
თავი V — ტვირთის გადაზიდვის საბუთების შევსების წესი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 12. ზედნადები
- მუხლი 91. 1. თუ ფეთქებადი ნივთიერების წვრილმანი პარტია გადაიზიდება ერთ ვაგონში, სვლის გზაზე ნაწილობრივი ჩამოტვირთვით, ამ წესის 90-ე მუხლით განსაზღვრული შტემპელი დაისმის გადასაზიდად წარმოდგენილი ტვირთის თითოეულ
- მუხლი 90. 1. ფეთქებადი ნივთიერების გადაზიდვის საბუთების გაფორმებისას ზედნადების გრაფაში „ტვირთის დასახელება” ტვირთგამგზავნმა უნდა აღნიშნოს ამ ტვირთის პირობითი ნომერი და მიუთითოს „ფეთქებადი მასალა”, ტვირთის საკლ
- მუხლი 93. 1. თუ ფეთქებადი ნივთიერება გადაიზიდება ვაგონთა ჯგუფით, ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) სპეციალისტის ან დაცვის თანხლებით, მაშინ გაგზავნის სადგური ადგენს სავაგონო ფურცელსა და გუ-29ა ფორმის საგზაო უწყისს
- მუხლი 10. 1. ტვირთგამგზავნი ვალდებულია საფრთხეშემცველი ტვირთის თითოეულ გზავნილზე გაგზავნის სადგურს წარუდგინოს „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების” შესაბამისად შევსებული ზედნადები
- მუხლი 92. 1. ტვირთგამგზავნი ან ფეთქებადი ნივთიერების ღია მოძრავ შემადგენლობაზე დატვირთვა-განლაგებასა და დამაგრებაზე პასუხისმგებელი სხვა პირი ვალდებულია ზედნადების უკანა მხარის 1-ლ გრაფაში გააკეთოს შესაბამისი აღ
მეზობელი მუხლები
- მუხლი 58. 1. თუ ტვირთის მისამართის შეცვლისას გაფორმდა გადაზიდვის ახალი საბუთები, ზედნადების უკანა მხარეს, მე-5 გრაფაში აღინიშნება:
- მუხლი 59. 1. თუ ტვირთის მისამართის შეცვლისას გადაზიდვის ახალი საბუთები არ გაფორმებულა, სადგურისა და ტვირთმიმღების სახელწოდება და მათი კოდები გადაზიდვის საბუთებში გადაიხაზება ისე, რომ გადახაზული იკითხებოდეს და ჩ
- მუხლი 60. 1. თუ ტვირთმიმღები შეიცვალა, მაგრამ უცვლელი დანიშნულების სადგური დარჩა, ტვირთმიმღების სახელწოდება და მისი კოდი გადაიშლება ისე, რომ გადაშლილი იკითხებოდეს და ტვირთგამგზავნის განცხადების საფუძველზე აღინი
- მუხლი 61. 1. ზედნადები დანიშნულების სადგურში შეივსება შემდეგი წესით:
- მუხლი 62. 1. ტვირთის მიღებისა და გადაზიდვისთვის ანგარიშსწორების დასადასტურებლად ტვირთმიმღები და სადგური ავსებენ საგზაო უწყისის შემდეგ გრაფებს:
- მუხლი 63. 1. თუ ტვირთი გადაიზიდება სავაგონო და წვრილმანი გზავნილებით, გადაზიდვის საბუთების გაფორმების დაჩქარების მიზნით შეიძლება გამოყენებულ იქნეს გუ-29-ი ფორმის გადაზიდვის საბუთების კომპლექტი, რომელიც მოიცავს
- მუხლი 65. 1. ცემენტის, კირიანი და დაყრით გადასაზიდი სხვა მასალის გადმოტვირთის შემდეგ გამოთავისუფლებული ცარიელი ცისტერნების, ჰოპერ-ცემენტმზიდების, მინერალმზიდების, მარცვლეულმზიდების, აპატიტმზიდების, გუნდამზიდები
- მუხლი 66. 1. ტვირთის, აგრეთვე ტვირთგამგზავნის ან ტვირთმიმღების ცარიელი ვაგონების დანიშნულებისამებრ მიტანის ვადა გამოითვლება გაგზავნის სადგურში იმ მანძილის გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც დგინდება გადაზიდვის
- მუხლი 67. 1. საქართველოს ფარგლებში ტვირთის, აგრეთვე ტვირთგამგზავნის ან ტვირთმიმღების ცარიელი ვაგონების დანიშნულების ადგილზე მიტანის ვადა სვლის მთელ გზაზე განისაზღვრება 1 დღე-ღამის განმავლობაში ვაგონის გარბენის
- მუხლი 68. 1. ტვირთის დანიშნულებისამებრ მიტანის ვადა აითვლება ტვითრის გადასაზიდად მიღების დღის 24 საათიდან, რომელიც აღნიშნულია ზედნადებში, სადგურის კალენდარულ შტემპელსა და ტვირთის მიღების ქვითარში
- მუხლი 69. 1. ტვირთის მიტანის ვადა ცალკე ვაგონებითა და ვაგონთა ჯგუფებით აითვლება სადღეღამისო გარბენის იმ ნორმების მიხედვით, რაც დადგენილია სავაგონო გზავნილებისათვის
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების დამტკიცების შესახებ”, მუხლი 64, №26, 18.04.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.005.801 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/55156/muxli-64/