2. თუ ერთი ვაგონით რამდენიმე სადგურის მიმართულებით გადაიზიდა ერთზე მეტი გზავნილი, ტვირთის მიტანის ვადა აითვლება წვრილმანი გზავნილებისთვის დადგენილი სადღეღამისო გარბენის ნორმების მიხედვით.
3. თუ ტვირთი გადაიზიდება გამგზავნის მარშრუტებით, მიტანის ვადა აითვლება სამარშრუტო გზავნილებისათვის დაწესებული სადღეღამისო გარბენის ნორმების შესაბამისად, შემდეგი წესით:
ა) პირდაპირი მარშრუტებისთვის, რომლებიც ტვირთგამგზავნმა დატვირთა ერთ გაგზავნის სადგურში ერთ დანიშნულების სადგურისკენ გასაგზავნად – სამარშრუტო გზავნილებისთვის გადაზიდვის მთელ მანძილზე დადგენილი სადღეღამისო გარბენის ნორმების მიხედვით;
ბ) დაშლის (განფორმირების) სადგურში მიმავალი გამგზავნის მარშრუტებისთვის: ცალკე გაგზავნის სადგურიდან დაშლის (განფორმირების) სადგურამდე მანძილზე – სამარშრუტო გზავნილებისთვის დადგენილი სადღეღამისო გარბენის ნორმების მიხედვით და ცალკე დაშლის (განფორმირების) სადგურიდან დანიშნულების სადგურამდე მანძილზე – სავაგონო გზავნილებისთვის დადგენილი სადღეღამისო გარბენის ნორმების მიხედვით;
გ) თუ გამგზავნის მარშრუტში არის ძირითადი ნაწილი, რომელიც სვლის გზაზე მატარებლის წონის შეცვლისას დაუშლელად გადაიზიდება დანიშნულების სადგურამდე (ბირთვი) – სამარშრუტო გზავნილებისათვის გათვალისწინებული სადღეღამისო გარბენის ნორმების შესაბამისად, მხოლოდ ამ ბირთვში შეყვანილი ვაგონებისათვის