1. ტვირთის თანმხლები უფლებამოსილი პირის ნებართვის გარეშე აკრძალულია ფეთქებადი ნივთიერების გადამზიდი სპეციალური მოძრავი შემადგენლობის სექციის, გარკვეული ტექნოლოგიური სქემის მიხედვით ფორმირებული დახურული ვაგონის ან ბაქნის მოხსნა მსვლელობის გზაზე. ამ შემთხვევაში ტვირთგამგზავნმა ზედნადებში უნდა დასვას 89-ე და 90-ე მუხლებით გათვალისწინებული შტემპელები.
2. თუ ფეთქებადი ნივთიერების გადამზიდი სპეციალური მოძრავი შემადგენლობის სექციაში შემავალი ვაგონისა და საგანგებოდ ფორმირებული სქემის სარემონტოდ საჭიროა მისი მოხსნა, ეს ვაგონი სექციიდან (სქემიდან) შეიძლება მოიხსნას და გადაყენებულ იქნეს სარემონტო ლიანდაგზე მხოლოდ ტვირთის თანმხლები უფლებამოსილი პირის ნებართვით და მისი მეთვალყურეობით. ამ შემთხვევაში სექციის (სქემის) მთლიანი შემადგენლობა, სადაც გამოვლინდა მოსახსნელი გასარემონტებელი ვაგონი, შეჩერდება.
3. გარემონტებული ვაგონი ჩართულ უნდა იქნეს სექციის (სქემის) შესაბამის ადგილში. თუ სექციის (სქემის) ცარიელი ვაგონი ტექნიკური გაუმართაობის გამო ვერ აგრძელებს სვლას დანიშნულების სადგურისკენ, ტვირთის უფლებამოსილი თანმხლები პირის განაცხადით იგი შეიძლება მოიხსნას სექციიდან (სქემიდან) და გაიგზავნოს ახალი დანიშნულებით, გადაზიდვის საბუთების შესაბამისი გაფორმებით.
4. ამ მუხლის მიხედვით შეჩერებულ ვაგონს აყენებენ სადგურის ტექნიკურ-განმკარგავი აქტით გათვალისწინებულ ლიანდაგზე, რომელიც განკუთვნილია ფეთქებადნივთიერებიანი ვაგონის დგომისთვის სარკინიგზო ტრანსპორტზე მატარებლის მოძრაობისა და სამანევრო სამუშაოს შესრულების ინსტრუქციის შესაბამისად.
რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.09.2003
მუხლი 139
თავი 26 — ტექნიკური მომსახურება. გაუმართაობის აღმოფხვრა მსვლელობის გზაზე და ვაგონის რემონტი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 270
- მუხლი 134¹. სამუშაოების საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემის გარეშე ან სქემის დარღვევით წარმოება
- მუხლი 35. არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება
- მუხლი 37
- მუხლი 46
- მუხლი 40. სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების სანებართვო პირობების დარღვევა
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003. გამოქვეყნება: სსმ, 104, 18/09/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 139, №52, 08.09.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.006.065 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56398/muxli-139/