1. ფეთქებადი ნივთიერების დაცვა, გარდა ამ წესის მე-80 მუხლის მეორე პუნქტითა და 144-ე მუხლით გათვალისწინებული ტვირთისა, ევალება სატრანსპორტო პოლიციის დაცვას. აღნიშნული ტვირთი დასაცავად მიიღება გადასაზიდად მიღებისთანავე.
2. ფეთქებადნივთიერებიანი ვაგონის დასაცავად მიღება და მისი ჩაბარება მისასვლელ ლიანდაგზე ხორციელდება ვაგონის მიღება-ჩაბარების ადგილში, რომელიც განსაზღვრულია მისასვლელი ლიანდაგის ექსპლუატაციისა და ვაგონის მიწოდება-გამოყვანის ხელშეკრულებით.
3. სატრანსპორტო პოლიციის დაცვის გამოძახებისა და ფეთქებადნივთიერებიანი ვაგონის დაცვის წესს, აგრეთვე სატრანსპორტო პოლიციის განწესის ვალდებულებებს გადაზიდვისას განსაზღვრავს რკინიგზა.
რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.09.2003
მუხლი 145
თავი 27 — დაცვა და თანხლება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 398
- მუხლი 40. სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების სანებართვო პირობების დარღვევა
- მუხლი 39. სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების შესაბამისი ნებართვის გარეშე გამოყენება
- მუხლი 12. პოტენციურად ფეთქებადსაშიშ გარემოში გამოსაყენებელი ინდივიდუალური დაცვის საშუალება
- მუხლი 6
- მუხლი 19. მოთხოვნები ფეთქებადი მასალების გადატანის, სამუშაო ადგილზე მიტანის, მიღების, გაცემისა და აღრიცხვის მიმართ
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003. გამოქვეყნება: სსმ, 104, 18/09/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 145, №52, 08.09.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.006.065 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56398/muxli-145/