1. განწეს-საგზური (დანართი №7) განკუთვნილია ფეთქებადი მასალების ამფეთქებლებისათვის გასაცემად საამფეთქებლო სამუშაოების წარმოებისათვის. განწეს-საგზურს ხელს აწერს იმ უბნის (საამქროს) უფროსი ან მოადგილე (საქმის მწარმოებელი, უფროსი ოსტატი), სადაც სრულდება საამფეთქებლო სამუშაოები.
2. გაზისა და მტვრის აფეთქების მხრივ საშიშ შახტებში (მაღაროებში) განწეს-საგზურს ხელს აწერენ აგრეთვე საამფეთქებლო სამუშაოების სამსახურის ხელმძღვანელი და ვენტილაციის უფროსი (ან მათი შემცვლელი პირები). საგზურს ამტკიცებს შახტის ხელმძღვანელი (შახტზე საგზურების გამცემი პირი).
3. საამფეთქებლო სამუშაოების დამთავრების შემდეგ ამფეთქებელი და ცვლაში სამუშაოების ხელმძღვანელი ვალდებული არიან განწეს-საგზურში ხელის მოწერით დაამოწმონ ფეთქებადი მასალების ფაქტობრივი ხარჯი დანიშნულების მიხედვით. ცვლის დამთავრების შემდეგ ფეთქებადი მასალების ნაშთსა და განწეს-საგზურს ამფეთქებელი პირადად აბარებს საწყობს (გამცემ კამერას). განსაკუთრებულ შემთხვევებში კონკრეტული პირობების გათვალისწინებით ეს წესი შეიძლება შეიცვალოს ტექზედამხედველობასთან შეთანხმებით.
4. ფეთქებადი მასალები არ მიეცემათ ამფეთქებლებს, რომელთაც არ წარმოუდგენიათ ანგარიში ადრე მიღებული ფეთქებადი ნივთიერების ხარჯვის შესახებ.
5. განწეს-საგზური ითვლება საწყობისათვის საფუძვლად ფეთქებადი მასალების გაცემისა და დაბრუნების, სამუშაოების დამთავრების შემდეგ მათი ჩამოწერის, შემოსავლისა და გასავლის წიგნებში აღრიცხვისათვის.
თავი VII. ფეთქებადი მასალების განადგურებ
მუხლი 26. განწეს-საგზური
თავი VI — ფეთქებადი მასალების მიღება, გაცემა, აღრიცხვა, განადგურება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 20. გადაზიდვა ავტოტრანსპორტით, საჭაპანო ტრანსპორტითა და საპალნეებით
- მუხლი 21. ფეთქებადი მასალების მიტანა სამუშაო ადგილზე
- მუხლი 22. ზოგადი მოთხოვნები ფეთქებადი მასალების მიღების, გაცემისა და აღრიცხვის მიმართ
- მუხლი 23. მიღებისა და გაცემის აღრიცხვა
- მუხლი 24. გაცემისა და დაბრუნების აღრიცხვა
- მუხლი 25. განწეს-ზედნადები
- მუხლი 27. მოთხოვნები ფეთქებადი მასალების განადგურებისას
- მუხლი 28. მოთხოვნები ფეთქებადი ნივთიერებების შრობის, დაქუცმაცების, გაცრის, გარსაცმში მოთავსებისა და გალხობის მიმართ
- მუხლი 29. აფეთქება ელექტროდეტონატორების გამოყენებით
- მუხლი 30. ელექტროცეცხლოვანი და ცეცხლოვანი აფეთქება
- მუხლი 31. სადეტონაციო ზონრით აფეთქება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოების წესების“, ,,სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების დანაკლისის ტექნიკური გამოკვლევისა და აღრიცხვის ინსტრუქციის“, ,,ფეთქებადი მასალების სახელმწიფო რეესტრის წარმოებისა და რეგისტრაციის ინსტრუქციის“ დამტკიცების თაობაზე““, მუხლი 26, №95, 16.05.2006, სარეგისტრაციო კოდი 300.010.000.10.003.000.479 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.05.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/8668/muxli-26/