1. საამფეთქებლო სამუშაოს შესრულებისას (ფეთქებად მასალებთან მუშაობისას) უსაფრთხო მანძილი ხალხისათვის განისაზღვრება პროექტით, პასპორტით, წესების შესაბამისად. მისი სიდიდე უნდა გამორიცხავდეს უბედურ შემთხვევებს.
2. ღია ადგილზე საამფეთქებლო სამუშაოს შესრულებისას ხალხის უსაფრთხოების მიზნით დადგენილია უსაფრთხო მანძილები (ცხრ. 3).
3. მასობრივი აფეთქებების მომზადებისას და წარმოებისას საშიში ზონები, ხალხისა და ფეთქებადი მასალების განლაგების ადგილები განისაზღვრება პროექტით.
4. გაზისა და მტვრის აფეთქების მხრივ საშიშ შახტებში ამფეთქებლის თავშესაფარი განლაგებული უნდა იყოს გვირაბში, რომელიც ნიავდება საერთო საშახტო დეპრესიის ხარჯზე წარმოქმნილი ჰაერის სუფთა ნაკადით, აფეთქების ადგილიდან არანაკლებ:
ა) ჰორიზონტალურ და 100-მდე დახრილ მოსამზადებელ გვირაბებში – 150 მეტრზე;
ბ) 100-ზე მეტად დახრილ მოსამზადებელ გვირაბებში 100 მეტრზე, მაგრამ აუცილებლად ჰორიზონტალურ გვირაბში, დახრილი გვირაბის პირიდან არანაკლებ 10 მეტრის დაშორებით;
გ) 180 -მდე დახრის კუთხის მქონე ფენის ლავებში (შრეებში) – 50 მეტრზე;
დ) 180-ზე მეტი დახრის კუთხის მქონე ფენების ლავებში (შრეებში) – 50 მეტრზე, მაგრამ არა უახლოეს 20 მეტრისა შტრეკისა და ლავის შეუღლების ადგილიდან;
ე) კამერული ტიპისა და ნახშირის მთელანების გამოსაღები სანგრევებიდან – 200 მეტრზე;
ვ) საფარე სანგრევებში – 50 მეტრზე, მაგრამ სასვლელი სასულედან არა უახლოეს – 20 მეტრზე;
ზ) ნახშირის ან ფუჭი ქანის გატარებისათვის განკუთვნილ აღმავალ გვირაბებში – 100 მეტრზე;

ცხრილი 3

№
საამფეთქებლო სამუშაოს სახეობა და მეთოდები
საშიში ზონის მინიმალური რადიუსი, მ
1

2
3

4
5

6
7
8
9
10

11

12
ღია სამუშაოზე აფეთქების მეთოდები:
გარე მუხტებით
კუმულაციური მუხტებით
საშპურე მუხტებით
ქვაბისებრი მუხტებით
მცირეკამერული (სახელოს) მუხტებით
საჭაბურღილე მუხტებით
ქვაბისებრი საჭაბურღილე მუხტებით
კამერული მუხტებით
კუნძების ამოძირკვა
ტყის ხანძრებთან ბრძოლის დროს გრუნტში
დამცავი ზოლების გაყვანა
ჭაობებში ნაყარების დასმისას
სამუშაოები ლითონზე:
ა) ღია პოლიგონებზე
ბ) ჯავშანორმოებში აფეთქებისას
გ) ქარხნის მოედნების ტერიტორიებზე აფეთქებისას
დ) ცხელ მასივებში აფეთქებისას
ე) ნაკეთობების ტვიფვრისას
შენობებისა და ნაგებობების ჩამოქცევა
საძირკვლების მსხვრევა
შპურების გაგანიერება ქვაბების შესაქმნელად
ჭაბურღილების გაგანიერება ქვაბების შესაქმნელად
ნავთობის, გაზის და არტეზიული ჭაბურღილების პერფორაციისა და ტორპედირების დროს
სეისმოდაზვერვის მიზნით აფეთქებისას:
შურფებსა და მიწის ზედაპირზე
ჭაბურღილებში
აფეთქებები სამშენებლო მოედნებზე
300
პროექტის მიხედვით
300
300
300
პროექტის მიხედვით, მაგრამ არანაკლებ
200-ისა

არანაკლებ 300
არანაკლებ 300
200
50
100
პროექტის მიხედვით
50
პროექტის მიხედვით
30
25
100
200
50
100
50
100
30
პროექტის მიხედვით

თ) ჭაურების (შურფების) ზედაპირიდან გაყვანისას – 50 მეტრზე.
5. ამფეთქებლისა და ხალხის თავშესაფრების, აგრეთვე, პოსტების განლაგების ადგილები განისაზღვრება პროექტით, პასპორტით ან ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების სქემით. ამასთან, ამფეთქებლის თავშესაფარი უახლოესი პოსტიდან დაშორებული უნდა იყოს არანაკლებ 10 მეტრით. დანარჩენი პოსტები ხალხის ადგილსამყოფელიდან – ასევე 10 მეტრით.
6. თავშესაფარი, საიდანაც ხდება მუხტების რყევითი აფეთქება, გამოტყორცნის მხრივ საშიში ფენების ჰორიზონტალური და დახრილი გვირაბებით გახსნისას განლაგებული უნდა იყოს: მიახლოების და დაშორების უბნებში – 600 მეტრ მანძილზე; გამოტყორცნის მხრივ განსაკუთრებით საშიში ფენების გახსნისას – ზედაპირზე; დანარჩენ შემთხვევებში – 1000 მეტრ მანძილზე.
7. გამოტყორცნის მხრივ საშიში ნახშირის ფენების მოქმედი ჰორიზონტიდან ვერტიკალური ჭაურის ჩაღრმავებით გახსნისას, ამფეთქებლის თავშესაფარი, საიდანაც ხდება რყევითი აფეთქება, უნდა იყოს განლაგებული: გადაკვეთის უბანში – მიწის ზედაპირზე, ჭაურის პირიდან 50 მეტრ მანძილზე; მიახლოების და დაშორების უბნებზე – მოქმედ ჰორიზონტზე, ჩასაღრმავებელი ჭაურის ნაპირიდან არანაკლებ 200 მეტრ მანძილზე იმ პირობით, რომ ჰაერის ჭავლი სანგრევიდან ამოდიოდეს იზოლირებულად. თუ ამ პირობის დაცვა შეუძლებელია, მუხტების აფეთქება უნდა მოხდეს ზედაპირიდან.
8. მე-6 და მე-7 პუნქტებში მითითებული მანძილები განისაზღვრება ასაფეთქებელი სანგრევიდან მომავალი ჰაერის ჭავლის სუფთა ჰაერის ნაკადთან შეუღლების ადგილიდან, სუფთა ჰაერის ნაკადის საწინააღმდეგო მიმართულებით.
9. ნახშირის ან ფუჭი ქანის გამოტყორცნის მხრივ საშიშ ფენში გვირაბების გაყვანისას, მუხტების რყევითი აფეთქების დროს ამფეთქებლის თავშესაფარი სანგრევიდან დაშორებული უნდა იყოს 600 მეტრით, მაგრამ სანგრევიდან მომავალი ჰაერის ჭავლის სუფთა ჰაერის ნაკადთან შეუღლების ადგილიდან – არა უახლოეს 200 მეტრისა. ხალხი, რომელთა საქმიანობა დაკავშირებული არ არის რყევით აფეთქებებთან, უნდა იმყოფებოდეს ჰაერის სუფთა ნაკადზე, სანგრევიდან 1000 მეტრის დაშორებით. ნახშირის გამოტყორცნის მხრივ საშიშ ფენაში, როდესაც ნახშირის გამოღება ხდება წინსწრებით, ქანის სანგრევში რყევითი აფეთქებისას ეს მანძილი 200 მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს.
10. სამთო დარტყმების მხრივ საშიშ ნახშირის ფენებში საამფეთქებლო სამუშაოს დაწყების წინ, აგრეთვე მთელანების დამუშავებისას, ხალხი გაყვანილ უნდა იქნეს ჰაერის სუფთა ნაკადზე აფეთქების ადგილიდან უსაფრთხო ადგილზე სანგრევიდან არა უახლოეს 200 მეტრისა.
11. მიწის ზედაპირზე განლაგებულ ობიექტებზე სპეციალური საამფეთქებლო სამუშაოების წარმოებისას საამფეთქებლო სადგური განლაგებული უნდა იყოს საშიში ზონის გარეთ. იმ შემთხვევაში, თუ ეს შეუძლებელია, უნდა მოეწყოს სპეციალური საფარები (ბლინდაჟები და სხვ.), რომელთა განლაგების ადგილები განისაზღვრება პროექტით ან პასპორტით. ხელოვნური ან ბუნებრივი საფარები ისე უნდა მოეწყოს, რომ საიმედოდ დაიცვას საამფეთქებლო სამუშაოების შემსრულებლები როგორც აფეთქების ტალღის, ისე შხამიანი აირების ზემოქმედებისაგან. თავშესაფრებთან მისასვლელი გზები არ უნდა იყოს ჩახერგილი.
12. წყალქვეშა სამუშაოებზე ელექტროსაამფეთქებლო ქსელის შემოწმება, მაგისტრალური სადენების მიერთება დენის წყაროსთან და წყალქვეშ მოთავსებული მუხტების აფეთქება წარმოებს მცურავი საშუალებების აფეთქების ადგილიდან პროექტით განსაზღვრულ მანძილებზე გაყვანის შემდეგ, მაგრამ არანაკლებ 100 მეტრისა.
13. წყალქვეშ 50 კგ-მდე მასის მუხტების აფეთქებისას, 1000 მეტრის რადიუსში დაუშვებელია წყალში მყვინთავების ან სხვა პირების ყოფნა, 50 კგ-ზე მეტის შემთხვევაში – არანაკლებ 2000 მეტრის რადიუსში. საამფეთქებლო სამუშაოს მდინარეში ჩატარების შემთხვევაში, დადგენილი საშიში ზონის საზღვრიდან მდინარის დინების საწინააღმდეგო მიმართულებით 500 მეტრის მანძილზე იდგმება სასიგნალო ნიშნები.
14. სატყეო სამუშაოებისათვის კუნძების ამოძირკვაზე ცალ-ცალკე მომუშავე ამფეთქებლები ან ამფეთქებელთა ბრიგადები ერთმანეთისაგან დაშორებული უნდა იყვნენ არანაკლებ 500 მეტრისა და ზუსტად იცოდნენ თავიანთი მეზობლების ადგილმდებარეობა და მოძრაობის მიმართულება.
15. ერთი საწარმოს ცალკეული ამფეთქებლები და ამფეთქებელთა ბრიგადები კუნძების ამოძირკვაზე მუშაობისას შეიძლება ერთმანეთისგან 300 მეტრით იყვნენ დაშორებული, იმ პირობით, რომ ისინი იმოძრავებენ ერთი და იმავე მიმართულებით და ზუსტად იქნებიან შეთანხმებული უსაფრთხო მანძილებზე გასვლის შესახებ ამნთებ მილაკებზე ცეცხლის მოკიდების შემდეგ