1. აკრძალულია გაზისა და მტვრის აფეთქების მხრივ საშიშ ნახშირის შახტებსა და მაღაროებში ცეცხლოვანი და ელექტროცეცხლოვანი მუხტების აფეთქება.
2. აკრძალულია ცეცხლოვანი აფეთქების გამოყენება ვერტიკალურ და 300-ზე მეტად დახრილ გვირაბებში და ისეთ სანგრევებში, საიდანაც ამფეთქებლის გამოსვლა გაძნელებულია.
3. ცეცხლოვანი აფეთქებისას ზონრების მოკიდებას უნდა აწარმოებდეს ერთი ამფეთქებელი. თუ გვირაბის სიგანე 5 მეტრზე მეტია, დასაშვებია ორი ამფეთქებლის ერთდროული მუშაობა.
4. ერთ ჯერზე 16-ზე მეტი მუხტის აფეთქება უნდა განხორციელდეს საწარმოს მიერ შედგენილი და დამტკიცებული პასპორტით. ამნთები ვაზნების გამოყენებისას დასაშვებია ერთ ჯერზე არაუმეტეს 10 მუხტის მოკიდება. 16-ზე მეტი მუხტის აფეთქება დასაშვებია მხოლოდ სადეტონაციო ზონრით, ელექტროდეტონატორებით ან ელექტროცეცხლოვანი ხერხებით მუხტების აფეთქებისას.
5. ცალკეულ შემთხვევებში დასაშვებია მუხტების შერეული (სადეტონაციო ზონრითა და ამნთები ვაზნით) ხერხებით აფეთქება. ასეთ შემთხვევებში მოკიდებათა რიცხვი 16-ს არ უნდა აღემატებოდეს, აქედან, არაუმეტეს 6 მოკიდებისა - ერთ სანგრევზე.
6. ცეცხლოვანი ხერხით მუხტების აფეთქებისას 50 მეტრზე მეტი სიგრძის ლავებში, სადაც წმენდითი სივრცის სიმაღლე 1,8 მეტრზე მეტია, ჭერი და საგები გვერდი მდგრადია, ხოლო ფენის დახრის კუთხე 200-ზე ნაკლები, ასაფეთქებელი მუხტების რაოდენობა არ იზღუდება. ასეთ პირობებში ამფეთქებელი მოკიდებისას უნდა იმყოფებოდეს ჰაერის სუფთა ნაკადზე, ასაფეთქებელი მუხტიდან 30 მეტრის დაშორებით.