1. მიწისქვეშ და მიწის ზედაპირზე არსებული ნაგებობების სიახლოვეს საამფეთქებლო სამუშაოები უნდა განხორციელდეს პროექტის მიხედვით. პროექტი შეთანხმებული უნდა იყოს იმ ორგანიზაციასთან, რომელსაც ეკუთვნის აღნიშნული ნაგებობები.

2. ქალაქის პირობებში ჭაურების გაყვანისას და წყლის დიდი რაოდენობით მოდინების შემთხვევაში დამრტყმელი ვაზნები უნდა დამზადდეს სანგრევთან მიმდებარე ან სპეციალურად მოწყობილ თაროებზე.

3. 2 მეტრზე მეტ სიმაღლეზე შპურების დამუხტვა და საამფეთქებლო ქსელის მონტაჟი უნდა განხორციელდეს მხოლოდ სანგრევთან მდებარე თაროდან  ან გვირაბის გამყვანი ფარის მოედნებიდან.

4. ელექტროაფეთქების ხერხით გვირაბების გაყვანისას, დამუხტვის დაწყებამდე გამყვანი დანადგარებიდან ძაბვა უნდა მოიხსნას. აკრძალულია გვირაბების გამყვანი ფარების მოედნებზე დამრტყმელი ვაზნების დამზადება.

5. აკრძალულია აღმავალი გვირაბებიდან ზედა შტოლნების გაყვანისას მოპირდაპირე სანგრევებში საამფეთქებლო სამუშაოების ერთდროულად წარმოება.

6. დამუხტვა უნდა აწარმოოს  ამფეთქებელმა ტექნიკური ზედამხედველის თანდასწრებით.

7. გამყვანი ფარებით გვირაბების გაყვანისას, ერთეული შპურების დამუხტვა და ცეცხლოვანი ხერხით ერთდროული აფეთქება დასაშვებია  არაუმეტეს ორ მიმდებარე იარუსზე. ერთ ჰორიზონტალურ იარუსზე ერთდროულად დასაშვებია აფეთქდეს 10 შპურისებრი მუხტი. ორ ჰორიზონტალურ იარუსზე მათი რაოდენობა 8-ს არ უნდა აღემატებოდეს.

თავი XVIII. გაზისა და მტვრის აფეთქების მხრივ საშიში

ქვანახშირის შახტე