აფეთქების მხრივ საშიში ქვანახშირის შახტებისათვის
1. საამფეთქებლო სამუშაოების ჩატარებისას, შპურების დამუხტვის წინ, მათი აფეთქებისა და სანგრევის დათვალიერებისას ამფეთქებელი ვალდებულია სანგრევთან გაზომოს მეთანის კონცენტრაცია.
2. აკრძალულია საამფეთქებლო სამუშაოების წარმოება, თუ მეთანის შემცველობა სანგრევებთან და მის მიმდებარე გვირაბებში 20 მეტრის მანძილზე, აგრეთვე, ამფეთქებლის საფარში 1 % ან უფრო მეტია. ამფეთქებლის საფარში მეთანის კონცენტრაცია უნდა გაიზომოს ელექტროსაამფეთქებლო ქსელის საამფეთქებლო ხელსაწყოსთან ყოველი ჩართვის წინ.
3. საამფეთქებლო სამუშაოების შესრულება დასაშვებია მხოლოდ:
ა) გვირაბების სანგრევებში, რომლებშიც განუწყვეტლივ და მყარად მიეწოდება განიავებისათვის საჭირო ჰაერის ნაკადი;
ბ) ელექტროდეტონატორების გამოყენებით, ამასთან გვირაბებში მეთანის გაზრდილი რაოდენობით გამოყოფისას, გამოყენებული უნდა იქნეს ნაპერწკალუსაფრთხო საამფეთქებლო ხელსაწყო;
გ) როდესაც სპეცდანიშნულების სამუშაოებს (რყევითი, არაგაბარიტული ლოდების დამსხვრევა, ჭერის აფეთქებით დასმა, მტყუნების ლიკვიდაცია და სხვ.) ამფეთქებელი ასრულებს მოცემულ ცვლაში ასაფეთქებელ სამუშაოებზე პასუხისმგებელი ტექზედამხედველის თანდასწრები