1. ნახშირის ან შერეულ ფენებში ყრუ სანგრევებით (თუ მათი სიგრძე 100 მეტრს აღემატება) გვირაბების გაყვანის დროს, მაგისტრალური სადენები მუდმივად უნდა  იყოს გაჭიმული სანგრევიდან ამფეთქებლის თავშესაფრამდე.

2. გაზისა და მტვრის აფეთქების მხრივ საშიშ (უეცარი გამოტყორცნების მხრივ საშიში ფენების გარდა) ფენებში, გვირაბების წმენდითი სანგრევები შეიძლება დაიყოს უბნებად. თითოეულ უბანში დამუხტვა და აფეთქება უნდა განხორციელდეს წინამდებარე უბანში საამფეთქებლო სამუშაოების დამთავრების, მონგრეული ნახშირის აწმენდის, გვირაბის გამაგრებისა და გაზის და ნახშირის მტვრის აფეთქების საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების შემდეგ.

3. ნახშირისა და ფუჭ ქანებში სხვა გვირაბიდან მოსამზადებელი გამკვეთების გაყვანისას, როდესაც გამკვეთის სანგრევი შეუღლების ადგილს 5 მეტრით მიუახლოვდება, სხვადასხვა დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, შპურების სიღრმე და მუხტების მასა უნდა შემცირდეს.

4. მოსამზადებელი გვირაბების ფუჭი ქანისა და შერეულ სანგრევებში, რომლებშიც ხდება საწვავი გაზების გამოყოფა, გამოიყენება მხოლოდ მყისი და მცირედ დაყოვნებული მოქმედების ეელქტროდეტონატორები. დაყოვნების ჯამური სიდიდე 320 მწმ.-ს არ უნდა აღემატებოდეს. დასაშვებია მუხტების კომპლექტების ცალ-ცალკე აფეთქება. ერთ სანგრევში ასაფეთქებელი კომპლექტების რიცხვი 3-ს არ უნდა აღემატებოდეს. ყოველი შემდეგი კომპლექტის დამუხტვა და აფეთქება უნდა განხორციელდეს წინა აფეთქების შედეგად მონგრეული ქანის აწმენდის და სამუშაოების უსაფრთხოდ წარმოებისათვის საჭირო ღონისძიებების გახორციელების შემდეგ.

5. ფუჭი ქანის სანგრევებში, როდესაც არ ხდება მეთანის გამოყოფა, დასაშვებია მყისი, მცირედ დაყოვნებული და დაყოვნებული მოქმედების ელექტროდეტონატორების გამოყენება. დაყოვნების დრო 2 წმ-ს არ უნდა აღემატებოდეს.

6. სანგრევებში, რომლებშიც ხდება გაზის ან ნახშირის მტვრის გამოყოფა (გარდა საყორე შტრეკების ზედა გამონგრევით გაყვანისას), გამოიყენება მცირედ დაყოვნებული მოქმედების ელექტროდეტონატორები. დაყოვნების ინტერვალი 40 მწმ.-ს არ უნდა აღემატებოდეს; ქანების ზედა გამონგრევით საყორე შტრეკების გაყვანისას გამოიყენება მხოლოდ მყისიერი მოქმედების ელექტროდეტონატორებ