1. გასახსნელძირიანი ბადიებით დამრტყმელი ვაზნების ჩატანა-ამოტანა აკრძალულია. ამ სამუშაოს შესრულება დასაშვებია მხოლოდ საყირაო ბადიებით.

2. ბადიების სიჩქარე, თუ ისინი მიმმართველების გარეშე მოძრაობენ, არ უნდა აღემატებოდეს 1 მ/წმ-ს, მიმმართველებში მოძრაობისას - 2 მ/წმ-ს.

3. აკრძალულია დამრტყმელი ვაზნების და ფეთქებადი ნივთიერებების ერთად ჩაშვება.

4. ჭაურში დამრტყმელი ვაზნების ან ფეთქებადი ნივთიერებების ჩაშვების დროს სანგრევში უნდა იმყოფებოდნენ ტუმბოს მემანქანე და ის პირები, რომლებიც საამფეთქებლო სამუშაოებით არიან დაკავებული.

5. სამუშაო თაროზე ან დამჭიმ ჩარჩოზე ნებადართულია იმყოფებოდეს მხოლოდ ბადიების გამცილებელი. აკრძალულია თაროებზე შპურების დამუხტვის პერიოდში სხვა სამუშაოების შესრულებ