1. საამფეთქებლო სამუშაოების წარმოებისას ციცაბოდახრილი ნახშირის ფენის ლავაში უნდა მოეწყოს მონგრეული ნახშირისათვის საჭირო საკმარისი ზომის საწყობი და ხალხის თავისუფლად გასასვლელები. ლავას უნდა მიეწოდოს ინტენსიური განიავებისათვის საჭირო რაოდენობის ჰაერი.

2. ნახშირის ფენის შრეობრივი მეთოდით დამუშავებისას აკრძალულია წმენდით სანგრევებში ხალხის ყოფნა, როცა ერთ-ერთ სანგრევში წარმოებს საამფეთქებლო სამუშაოები.

3. ლავებში, კამერებსა და ლავისზედა ნიშებში, აგრეთვე, ციცაბოდ დახრილ და დახრილ ნახშირის ფენებში გამავალ სავენტილაციო შტრეკებში საამფეთქებლო სამუშაოების წარმოებისას დასაშვებია ამფეთქებელი იმყოფებოდეს ჰაერის სუფთა ნაკადზე. ასეთ პირობებში მკაცრად უნდა იყოს დაცული რეგლამენტსა და ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების პასპორტში მითითებული შხამიანი გაზებით ხალხის მოწამვლის თავიდან აცილების ღონისძიებებ