1. ნამტყუნები კამერული მუხტების ლიკვიდაცია (თუ უმცირესი წინაღობის ხაზი არ არის შემცირებული) უნდა განხორციელდეს კამერიდან საცობის გამოღებით, ახალი დამრტყმელი ვაზნის მოთავსებით და მისი ჩვეულებრივი წესით აფეთქებით.
2. ნამტყუნები მუხტის ლიკვიდაცია აფეთქებით აკრძალულია, თუ უმცირესი წინაღობის ხაზის შემოწმებით დადგინდა, რომ აფეთქებამ შესაძლებელია გამოიწვიოს ნამსხვრევების საშიში გამოტყორცნა ან ჰაერის დატყმითი ტალღის მავნე ზემოქმედება.
3. თუ ნამტყუნები კამერული მუხტის ლიკვიდაციისათვის საჭირო გახდა დამატებითი გვირაბის გაყვანა, იგი უნდა განხორციელდეს საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული პროექტის მიხედვი