1. კარიერზე მასობრივი აფეთქების დაპროექტებისას პროექტში ცალკე მუხლად უნდა იყოს აფეთქების რაიონსა და სხვა საშიშ გვირაბებში ხალხის დაშვების წესი.
2. მასობრივი აფეთქებისას უნდა მოეწყოს სპეციალური პოსტები, რომლებიც გააკონტროლებენ კარიერზე აფეთქების მომწამლავი პროდუქტების შემადგენლობას. პოსტების რაოდენობა უნდა განისაზღვროს კარიერის ხელმძღვანელის მიერ.
3. სპეციალურმა პოსტებმა უნდა გააკონტროლონ ჰაერის დაგაზიანება და საფეხურების მდგომარეობა.
4. საშიშ ზონებში სპეციალური პოსტების წარმომადგენლები დაიშვებიან აფეთქებიდან 15 წუთის შემდეგ.
5. სხვა ხალხი საფეხურებზე დაიშვება კარიერის ხელმძღვანელის ან მის მიერ დანიშნული პირის ნებართვით, აფეთქების მომწამლავი პროდუქტების ნორმამდე შემცირების, მტვრის ღრუბლის გაბნევისა და ხილვადობის სრულად აღდგენის შემდეგ, მაგრამ აფეთქებიდან სულ ცოტა, 30 წუთისა.