1. საამფეთქებლო სამუშაოთა წარმოებისას დღისით უნდა გამოიყენებოდეს ხმოვანი სიგნალი, ხოლო ღამის საათებში – ხმოვან სიგნალთან ერთად მანათობელი სიგნალიზაციაც.

2. შეძახილებით ან ფეთქებადი მასალების გამოყენებით სიგნალების გადაცემა აკრძალულია.

3.  სიგნალების დანიშნულება და რიგითობა შემდეგია:

ა) პირველი სიგნალი _ გამაფრთხილებელი (ერთი გაგრძელებული), უნდა მიეცეს დამუხტვის დაწყების წინ. ამფეთქებელი ქსელის მონტაჟს იწყებს დამუხტვის    დამთავრებისა და მუშების გაყვანის შემდეგ;

ბ) მეორე სიგნალი _ საბრძოლო (ორი გაგრძელებული) _ ამ სიგნალზე ხდება აფეთქება;

გ) მესამე სიგნალი _ გასაყრისი (სამი მოკლე) _ ნიშნავს საამფეთქებლო სამუშაოების     დამთავრებას.

4. სიგნალებს ამავე მუხლის მე-3 პუნქტის დაცვით უნდა აძლევდეს ის ამფეთქებელი (უფროსი ამფეთქებელი), რომელიც უშუალოდ ასრულებს საამფეთქებლო სამუშაოებს, ხოლო მასობრივი აფეთქებების ჩატარებისას – სპეციალურად დანიშნული პირი.

5. სიგნალის სახეობა, დანიშნულება, საამფეთქებლო სამუშაოების დაწყებისა და დამთავრების დრო უნდა ეცნობოს საწარმოს ყველა თანამშრომელს, ხოლო ღია სამუშაოების წარმოებისას – ახლო მცხოვრებ მოსახლეობასა