1. ამნთები და საკონტროლო მილაკები ამფეთქებლის მიერ უნდა დამზადდეს ფეთქებადი მასალების მოსამზადებელი შენობის ცალკე სათავსში, ხოლო მიწისქვეშა საწყობში – ამნთები მილაკების დასამზადებელ კამერაში.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც საამფეთქებლო სამუშაოების ხანგრძლივობა 6 თვეზე ნაკლებია, ამნთები და საკონტროლო მილაკების დამზადება, საწარმოს ხელმძღვანელის ნებართვით, უნდა შესრულდეს ამ სამუშაოებისათვის მოწყობილ ცალკე სათავსებში, კარვებში, გადახურულ ფარდულებში ან ღია ცის ქვეშ.
3. ამნთები და საკონტროლო მილაკების დამზადებისას შემსრულებლის მაგიდაზე უნდა იდოს არაუმეტეს 100 კაფსულ-დეტონატორისა და შესაბამისი რაოდენობის ცეცხლგამტარი ზონრის ნაჭრები.
4. დამზადებული ამნთები მილაკები უნდა დახარისხდეს სიგრძის მიხედვით, დაეხვიოს რგოლებად და დაეწყოს თაროებზე. საკონტროლო მილაკები უნდა შეიკრას კანაფით და მოთავსდეს იმავე თაროებზე. თითოეულ საკონტროლო მილაკს უნდა ჰქონდეს ადვილად შესამჩნევი განმასხვავებელი ნიშანი.
5. ამნთები და საკონტროლო მილაკების დამზადების დაწყების წინ კარგად უნდა გაისინჯოს კაფსულ-დეტონატორის შიგნითა ნაწილი. თუ მასში აღმოჩნდა უცხო ნაწილაკები, ისინი უნდა გამოიყაროს ფრჩხილზე სუსტი დაკაკუნებით. მტვრის ან სხვა ნაწილაკების კაფსულ-დეტონატორებიდან მოშორება რაიმე სამარჯვების გამოყენებით ან სულის ჩაბერვით აკრძალულია.
6. ზონრის ბოლო კაფსულ-დეტონატორში შეჰყავთ ხუფზე მიბჯენამდე. ეს უნდა მოხდეს პირდაპირი დაწოლით ზონრის ბრუნვის გარეშე.
7. ზონრის ჩამაგრებისათვის ლითონის მასრის ყელი უნდა დაიჭყლიტოს ხელის სპეციალური მარწუხით. კაფსულ-დეტონატორის მასრის მოჭყლეტა იმ ადგილებზე, სადაც პირველადი ინიციატორია მოთავსებული, აკრძალულია. ქაღალდისმასრიან დეტონატორებში ზონრის საიმედო ჩამაგრებისათვის ზონარს მასრის შიგა დიამეტრის ზომამდე უნდა დაეხვიოს საიზოლაციო ლენტი ან მასრის ყელზე წაეჭიროს კანაფი.
8. აკრძალულია კაფსულ-დეტონატორში ჩამაგრებული ცეცხლგამტარი ზონრის გამოძრობის მიზნით გამოქაჩვა.
სამუშაოს წარმოებისა და ფეთქებადი
მასალების შენახვის