1. ფეთქებადი მასალების გაცემისა და დაბრუნების აღრიცხვის წიგნი უნდა იყოს დანომრილი, ზონარგაყრილი, დამოწმებული ბეჭდით ან დაპლომბილი საწარმოს მიერ. წიგნი განკუთვნილია საწყობებისა და გასაცემი კამერებისათვის, საიდანაც ფეთქებადი მასალების გატანა და დაბრუნება წარმოებს ამფეთქებლების მიერ. წიგნს უნდა აწარმოებდეს საწყობის გამგე.
2. ყოველი დღის ბოლოს უნდა გამოითვალოს, რამდენი და რა სახეობის ფეთქებადი მასალა დაიხარჯა და ხაზის ქვეშ დაიწეროს მათი ხარჯი (გაცემული ფეთქებადი მასალები დაბრუნებულის გამოკლებით). დღე-ღამეში დახარჯული ფეთქებადი მასალის რაოდენობა ყოველდღიურად უნდა აღირიცხოს წიგნში.